შესავალი: ყველაფერი ბაინანსის კრიპტოვალუტა BNB-ის შესახებ
თუ კრიპტოვალუტებთან შეხება გქონია, ან უბრალოდ გაგიგია ეს ინდუსტრია, აუცილებლად გეცოდინება კრიპტო ბირჟა ბაინანსი და შესაძლოა მათი კრიპტოვალუტა BNB-იც კი, იცოდე.
სწორედ ამ ბლოგში, დეტალურად მოგიყვებით, რა არის კრიპტოვალუტა BNB, რა პლიუსები აქვს ამ ციფრულ აქტივს, რაში შეგიძლია შენ მისი გამოყენება და სად შეძლებ კრიპტოს ყიდვას ყველაზე მარტივად და იაფად.
ბლოგების მომდევნო სერიაში მიმოვიხილავთ სხვადასხვა კრიპტოვალუტებსა და კრიპტო პროექტებს, რომელთაც გარკვეული კრიტერიუმებით შევაფასებთ და მომხმარებელს უფრო დეტალურად გავაცნობთ, რამდენად აქვს საინვესტიციო პოტენციალი ამა თუ იმ პროექტს და ზოგადად, როგორია მათი სანდოობა.
დღეს კი, ჩვენი ბლოგი BNB-ის ეხება და ამ კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ჩვენი შეფასების მთავარი საგანი იქნება პროექტის უკან მდგომი გუნდი, მისი Whitepaper და მარკეტინგი, რომელიც ყველა კრიპტო წამოწყებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, გეტყვით ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ კრიპტოვალუტაში ინვესტირება განახორციელეს და რას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს პროექტის შესახებ.
რა არის კრიპტოვალუტა BNB (BNB)?
BNB არის კრიპტოვალუტა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდმა კრიპტო ბირჟა ბაინანსმა ჩაუშვა მიმოქცევაში 2017 წლის ივლისში. გარდა იმისა, რომ BNB კრიპტო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მიმოქცევის ერთეულად გამოიყენება, ის ტრადიციული ვალუტის - ა.შ.შ. დოლარის - ალტერნატივასაც სთავაზობს მომხმარებელს. ანუ ბაინანსზე BNB-ის დახმარებით შეგიძლია ბიტკოინი, ეთერიუმი, სხვა პოპულარული კრიპტოვალუტები იყიდო და ერთმანეთში გადაცვალო.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტა BNB მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც პლატფორმის ფუნქციონირებაში, ასევე მომხმარებლებისათვის - ვაჭრობასა და თრეიდგინში.
თავდაპირველად, კრიპტოვალუტა ეთერიუმის ბლოკჩეინზე შეიქმნა როგორც ალტქოინი და ERC-20 სტანდარტის მქონე აქტივი, რომელიც სწორედ ეთერიუმის ყველა ბენეფიტსა და უპირატესობას იყენებდა და მომხმარებლებსაც სრული ფუნქციონალის გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა - კრიპტოს გადარიცხვა სწრაფად, მისი NFT-ების საყიდლად გამოყენება, მასში ინვესტირების განხორციელება და ა.შ.
კრიპტოვალუტა BNB-ის უსაფრთხოების მიმართულებით მთავარი უპირატესობაც, სწორედ ეთერიუმის ქსელზე არსებობამ მოუტანა. მომხმარებლები ეთერიუმის ბლოკჩეინის მეშვეობით, დაცულნი არიან 51%-იანი თავდასხმისაგან. ამგვარი ტიპის თავდასხმისას, ქსელში ჩართული კომპიუტერების სიმძლავრის 51% ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ეუფლება, რის შემდგომაც მათ ბლოკჩეინში დამახსოვრებული ინფორმაციის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, როგორც ვახსენეთ, ეთერიუმის ქსელი ამ პრობლემას ეფექტურად უმკლავდება და გამონაკლისი არც კრიპტოვალუტა BNB ყოფილა.
ქსელში მნიშვნელოვანი ცვლილება 2019 წლის აპრილში მოხდა, როდესაც BNB ქოინი ეთერიუმის ბლოკჩეინიდან საკუთარ, მშობლიურ ქსელზე გადავიდა. BNB-ის გუნდმა ERC-20 სტანდარტის 5 მილიონი ქოინი ჩაწვა და სანაცვლოდ BEP-2 სტანდარტის იმავე რაოდენობის ქოინები გამოუშვა. ეს პროცესი ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე მიგრირებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. უსაფრთხოების მხრივ კი, ქსელის ცვლილება პროექტზე არ აისახა, რადგან Binance Chain-მა უზრუნველყო უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
ქსელის ცვლილების შემდგომ 5 წელი გავიდა, თუმცა ბაინანსი მომხმარებლებს ამ დრომდე აძლევს საშუალებას, თუკი ვინმეს BNB ქოინი შენახული აქვს ERC-20 ქსელზე გადაიტანოს BEP-2-ში.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება, როგორც თრეიდინგისთვის, ასევე საინვესტიციო მიზნებისათვის. მისი ყიდვა, გაყიდვა და გადაცვლა შესაძლებელია უამრავ კრიპტო ბირჟაზე.
ბაინანსი და BNB-ის ბლოკჩეინი
Binance Chain, რომელიც კრიპტოვალუტა BNB-ის მშობლიური ქსელი გახდა, ტექნიკურად უამრავ შესაძლებლობას იძლევა, როგორც ახალი ტოკენების შექმნის კუთხით, ასევე არსებული ტოკენების დაწვის ტექნოლოგიით თუ სხვა ასპექტებით.
გარდა ამისა, Binance Chain Explorer იძლევა საშუალებას, რომ შენს ტრანზაქციებს ადევნო თვალი და მუდმივი მონიტორინგი გაუწიო დეცენტრალიზებულ ბირჟებზე არსებულ კრიპტოების ფასებს, რომლებიც ბაინანსის ქსელზე იქნებიან შექმნილნი.
ბლოკჩეინი მოსახერხებელი და გამოსადეგია დეველოპერებისთვისაც. მათ შეუძლიათ ქსელიდან ამოიღონ სხვადასხვა ინფორმაცია და მიღებული ცნობით შექმნან აპლიკაციები ან სულაც ახალი, საკუთარი კრიპტოვალუტა.
რა თქმა უნდა, ბაინანსის ქსელზე შექმნილი კრიპტოვალუტები ერთმანეთში დაუბრკოლებლად შეიძლება გადაიცვალოს, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე და ასეთი კრიპტოვალუტებია: BNB (BNB),Dai (DAI), Maker (MKR),Polkadot (DOT) და ა.შ.
ბაინანსის ქსელი მომხმარებლებს სხვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ყველა უპირატესობას სთავაზობს - უსაფრთხოება, დაბალი საკომისიოები და ინფორმაციის მუდმივად შენახვა.
რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტა BNB-ის ბლოკჩეინს?
- სრული კონტროლი: თრეიდერები ბაინანს ჩეინის გამოყენებისას სრულად აკონტროლებენ თავიანთ ციფრულ აქტივებსა და პირად გასაღებს (Private Key), რადგანაც არ არსებობს ცენტრალიზებული სუბიექტი. ამ ფუნქციონალის წყალობით, მომხმარებლები სრულიად ავტონომიურად მოქმედებენ და ზრდიან თავიანთი აქტივების უსაფრთხოებას.
- დაბალი საკომისიოები: ბაინანს ჩეინი მომხმარებლებს კრიპტოს ტრანზაქციებზე დაბალ საკომისიოებს სთავაზობს. მინიმალური გადასახადები კი, ციფრულ აქტივს მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს.
- განვითარება: BNB-ის ბლოკჩეინი ისეა მოწყობილი, რომ ტექნოლოგიური, არქიტექტურული და ინოვაციური განვითარება მუდმივად შესაძლებელი იყოს. ადაპტაციის უნარი კი, უზრუნველყოფს იმას, რომ მოქნილობიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი იყენებდეს მას, როგორც თრეიდერი, ისე დეველოპერი.
როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა BNB (BNB)?
როდესაც კრიპტოს ყიდვა გინდა, ბაზარი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს. თუმცა კრიპტოს ყიდვის საუკეთესო გზა ბირჟებია და სწორედ ასეთ შანსს ორი კრიპტო ბირჟა, კრიპტალი და ბაინანსი გაძლევს.
თუმცა, პროცესის სიმარტივიდან და მოსახერხებლობიდან გამომდინარე, BNB-ის ყიდვისთვის შეიძლება კრიპტალი უკეთესი არჩევანი იყოს, მითუმეტეს თუ დაბალ საკომისიოებსაც გავითვალისწინებთ.
როგორ იყიდო BNB კრიპტალზე?
- კონვერტაცია: არის BNB-ის ყიდვის მეთოდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიპტოს ყიდვისას უპირატესობას სისწრაფესა და სიმარტივეს ანიჭებენ. უბრალოდ მიუთითე, რომელი ფიატ ვალუტის გამოყენებით გინდა BNB-ის ყიდვისთვის და შეიყვანე კრიპტოს სასურველი რაოდენობა, სულ ეს არის, შენი კრიპტოვალუტა შენს საფულეში სულ რამოდენიმე წამში, ზედმეტი პროცედურების გარეშე გაჩნდება.
- კონვერტაციის გამოყენებისას არ გჭირდება გამოცდილება და ის დამწყებთათვისაც მარტივია
- კონვერტაციის დახმარებით, კრიპტოვალუტას წამებში, ლოდინის გარეშე ყიდულობ.
- Spot ბირჟა: არის ადგილი, რომელიც კრიპტოს ყიდვისა და გაყიდვის მსურველებს ერთმანეთთან, ერთ სივრცეში აკავშირებს და მათ კრიპტოვალუტების მიმოცვლისთვის კომფორტულ გარემოს სთავაზობს. თუმცა გაითვალისწინე, ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი.
- სპოტ ბირჟის დახმარებით, BNB-ის ყიდვა ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასად შეგიძლია ის მას სრულად შენ განსაზღვრავ.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, BNB-ის ყიდვა მის მშობლიურ პლატფორმა ბაინანსზეც არის შესაძლებელი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდგომ. თუმცა გაითვალისწინე, ბაინანსზე პირდაპირ კრიპტოვალუტის ყიდვა 4%-იანი საკომისიო დაგიჯდება.
BNB-ის ბაინანსზე ყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ კრიპტო ბირჟა მისი მშობლიური პლატფორმაა სწორედ ის შეცდომაა, რომელსაც ხშირად უშვებენ. არსებობს უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გზა იყიდო BNB.
თუ გინდა, რომ BNB აუცილებლად ბაინანსზე იყიდო, მაშინ ამის გაკეთებაში კრიპტალი დაგეხმარება და ზედმეტ ხარჯებს დაგაზოგვინებს. კრიპტალზე იყიდი სტაბილურ კრიპტოვალუტა USDT-ის, რომელსაც სრულიად უპროცენტოდ გადაიტან ბაინანსზე, იქ კი, USDT-ის გადაცვლი BNB-ში, მთელი ტრანზაქცია სულ რაღაც 0.1% საკომისიო დაგიჯდება, სწორედ კრიპტალის წყალობით.
ეს მიდგომა კი, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ბაინანსს არ აქვს ფიატ ვალუტების მხარდაჭერა, კრიპტოს საყიდლად კი, ჯერ-ჯერობით ფიატ ვალუტები აუცილებელია. ჩვენს მიერ ნახსენები სტრატეგიით BNB-ის ყიდვა საგრძნობლად შეგიმცირებს დანახარჯებს.
კრიპტოვალუტა BNB-ის შეფასება
ამ ნაწილში კი, 5 ბალიანი სისტემით, სადაც 5 საუკეთესოა, ხოლო 1 ქულა ყველაზე ცუდი, შევაფასებთ კრიპტოვალუტა BNB-ის, როგორც პროექტს. შეფასებისთვის მიმოვიხილავთ BNB-ის უკან არსებულ გუნდს, კრიპტოვალუტის Whitepaper-ს, მათ საკომუნიკაციო არხებს, პროექტის მარკეტინგსა და BNB-ის ინვესტორებს.
ეს ჩამოთვლილი ფაქტორები, კრიპტო პროექტის სიჯანსაღისა და სანდოობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია და კრიპტოს ყიდვის მსურველებზე დიდ გავლენას ახდენენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ბლოგში გაჟღერებული აზრები და შეფასება არის სუბიექტური.
BNB-ის გუნდი: 5/5
კრიპტოვალუტა BNB-ის უკან მდგომი გუნდი ჩვენი აზრით მაქსიმალური, 5 ქულით უნდა შევაფასოთ. გუნდის ყოველი წლები რეალური, დადასტურებული ადამიანია, რომელთაც გამოცდილება აქვთ ფინანსურ სექტორსა და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში, რაც ქმნის პროექტის სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას.
BNB-ის გუნდში ისეთი ადამიანები შედიან, როგორიც კრიპტო ბირჟა ბაინანსის დამაარსებელი ჩენგპენგ ჟაო (CZ) და პლატფორმის ყოფილი CGO ტედ ლინი არიან.
BNB-ის Whitepaper: 4/5
ჩვენი შეფასებით, BNB-ის Whitepaper, რომელიც კრიპტო პროექტის უმთავრესი დოკუმენტია, 5 ქულიდან 4 უნდა შევაფასოთ. წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ ნათელია და ის რისკებსა და გამოწვევებს ეფექტურად პასუხობს, ასევე წარმოაჩენს პრობლემების გადაჭრის გზას.
BNB-ის საკომუნიკაციო არხები: 5/5
თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ BNB წარმოდგენილია ყველა მთავარ და რეპუტაციულ საკომუნიკაციო არხში, ამ კრიტერიუმში ის მაქსიმალურ, ხუთ ქულიან შეფასებას იმსახურებს. პროექტი მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა არხების მეშვეობით თავიანთ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის შექმნაზე, სადაც მათი მხრიდან ჩართულობასაც დიდი ყურადღება ექცევა.
კრიპტოვალუტა BNB-ის ბლოკჩეინის ოფიციალურ ტვიტერ ანგარიშს (X) 3.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.
BNB-ის მარკეტინგი: 5/5
BNB-ის მრავალმხრივი მარკეტინგული მუშაობა აუცილებლად მაქსიმალური ქულით უნდა შეფასდეს. ბაინანსმა დიდი დროითი და რესურსული ინვესტიცია ჩადო BNB-ის პროექტის მომხმარებლებამდე სწორად მიწოდებასა და მასიურ განვრცობაში სრულიად კრიპტო საზოგადოებაში. მარკეტინგული აქტივობები ხშირად პოზიტიურად მოქმედებს კრიპტოს ფასზე.
ჯერ კიდევ 2020 წელს კრიპტო ბირჟა ბაინანსმა $800-დან $1 მილიარდამდე მოგება ნახა, საიდანაც გარკვეული ნაწილი 2021 წლის მარკეტინგულ აქტივობებს მოხმარდა.
BNB-ის ინვესტორები: 5/5
თუკი BNB-ის ინვესტორებს გადავხედავთ, რომელთა სიაც სრულიად ხელმისაწვდომია და მას პროექტის Whitepaper-ში შეხვდებით, დავრწმუნდებით, რომ ამ მიმართულებით პროექტი ნამდვილად მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებს. პროექტში უამრავ ადამიანს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, თუმცა მთავარი ინვესტორი უდიდესი კრიპტო ბირჟა ბაინანსია. ბირჟის მიერ განხორციელებული ინვესტიცია პროექტს სანდოობას სძენს და BNB უამრავი ადამიანისთვის საინტერესო საინვესტიციო აქტივად რჩება.
ამჟამად კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $53 მილიარდს უახლოვდება.
კრიპტო პროექტ BNB-ის შეჯამება
კრიპტოვალუტა BNB, რომელიც კრიპტო ბირჟა ბაინანსის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ქოინია, საკუთარ ბლოკჩეინზე მუშაობს და მას Binance Smart Chain ქვია. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ბაინანსზე სხვა კრიპტოვალუტებში კონვერტაციისა და გადაცვლის მეთოდი, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით.
ამჟამად, საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში მე-4 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა CoinMarketCap-ის მონაცემებით დაახლოებით $355 ღირს.
კრიპტო პროექტის უკან მდგარი გუნდი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ცნობილი და წამყვანი ადამიანებისგან შედგება, გამჭვირვალე Whitepaper-თან და ცნობილ ინვესტორებთან ერთად წარმატებულ პროექტს ქმნიან, ხოლო სწორი მარკეტინგული მიდგომა საერთო ჯამში პროექტის დადებითად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩვენი სუბიექტური შეფასებით, უმეტესს ასპექტში პროექტი მაქსიმალურ, 5 ქულიან შეფასებას იმსახურებს, რაც საბოლოო ჯამში მის საინვესტიციო პოტენციალზე დადებითად მოქმედებს, ხოლო თუ შენც მოგინდა კრიპტოს ყიდვა, კრიპტალზე ეს ყველაზე მარტივად და სწრაფად შეგიძლია.