რას გაიგებ Dogecoin-ის შესახებ?
თუ Dogecoin-ის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება გინდა და თანაც მარტივად, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. გამოგვყევი ამ ბლოგში, სადაც DOGE-ს ყველა „საიდუმლოს“ ამოხსნას შევეცდებით და გაიგე, რატომ მიიპყრო ამ კრიპტოვალუტამ მსოფლიოს ყურადღება.
აქ გაიგებ, რა არის Dogecoin, საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა, რა ბლოკჩეინ ქსელზე მუშაობს ის, რა არის მისი მიზანი კრიპტო ეკოსისტემაში და რატომ გახდა Dogecoin ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტა.
დამატებით, მოგიყვებით როგორ შეიძლება Dogecoin-ის ყიდვა საქართველოში ყველაზე მარტივად და მოსახერხებლად.
რა არის Dogecoin (DOGE)?
კრიპტოვალუტების სამყაროში, სადაც უამრავი კრიპტო აქტივი იყრის თავს, Dogecoin ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. 2013 წელს, ეს კრიპტო აქტივი ხუმრობით შექმნეს ბილ მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა, რომელთა მიზანიც მხოლოდ ხუმრობა იყო და ამისათვის მაშინ პოპულარული ინტერნეტ მემე ძაღლი გამოიყენეს, რომელსაც Doge ჰქვია. მიუხედავად მისი სახუმარო სტატუსისა, Dogecoin მალევე გასცდა ამ მოცემულობას. ცნობილმა ძაღლმა თავის გარშემო უამრავი დაინტერესებული ადამიანი შემოიკრიბა, რამაც საბოლოოდ კრიპტო აქტივის ცნობადობაცა და ფასიც საგრძნობლად გაზარდა.
დღევანდელი მოცემულობით, Dogecoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიარდამდეა, რაც მის გლობალურობასა და პოპულარობაზე მეტყველებს. კრიპტო აქტივის პოპულარობას ისიც ეხმარება, რომ DOGE-ს საზოგადოება ჩართულია უამრავ ქველმოქმედებაში და ისინი ყოველწლიურად სწორედ ამ კრიპტოვალუტას რიცხავენ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.
რა ბლოკჩეინზე მუშაობს Dogecoin (DOGE)?
Dogecoin წარმოადგენს ალტქოინთა სახეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტო ვალუტას საკუთარი ბლოკჩეინ ქსელი არ აქვს და ის სხვა ციფრული აქტივის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. DOGE იყენებს Litecoin-ის ბლოკჩეინს, რაც მას სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და გამართულ ინფრასტრუქტურას სძენს.
DOGE გამოირჩევა სწრაფი ტრანზაქციებით, რაც მას კრიპტო საზოგადოებაში უკვე გამოარჩევს და სასურველ კრიპტო აქტივად აქცევს. ხოლო ერთი საინტერესო ფაქტი, რაც Dogecoin-ის ახასიათებს არის ის, რომ ამ კრიპტოს აქვს ულიმიტო მიწოდება და შექმნა.
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, ეს თვისება დოჯქოინს აძლევს შეუზღუდავ მაინინგის შესაძლებლობასა და ამავე დროს შემოსავალს, ასევე ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის ლიკვიდურობასა და გავრცელებას. მაინინგის შეუზღუდავი შესაძლებლობები კი, კრიპტო აქტივისათვის ნიშნავს ერთს - ბლოქჩეინი და ტოკენი იმუშავებს ხანგრძლივად და გამართულად, რადგან მის ოპერირებაში უამრავი ადამიანი და კომპიუტერია ჩართული.
მარტივად რომ ვთქვათ, დოჯქოინის ბლოკჩეინი კრიპტო მომხმარებლებისათვის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სიმარტივესა და სისწრაფეს, რაც თანამედროვე სამყაროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორ გამოიყენებ Dogecoin (DOGE)-ს?
გარდა მისი კულტურული და ფინანსური ფენომენისა, დოჯქოინი საკმაოდ ფუნქციური კრიპტოვალუტაა. მისი მთავარი დანიშნულება მიკრო-ტრანსფერებია, რა დროსაც მომხმარებელი აქტივებს რიცხავს და აგზავნის სწრაფად და დაბალი საკომისიოებით, ეს თვისებები კი დოჯქოინს იდეალურს ხდის ონლაინ ბიზნესებისა და მცირე გადარიცხვებისათვის.
ხოლო, დაბალი საკომისიოების გამო, უამრავი მცირე და ონლაინ ბიზნესი აჩერებს არჩევანს ამ კრიპტოვალუტაზე. გარდა ამისა, როგორც ვახსენეთ, დოჯქოინი გამოიყენება საქველმოქმედო მიზნებისთვისაც. ტექნოლოგიის უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფს იმას, რომ შენს მიერ გადარიცხული DOGE რეალურ მიზანს მოხმარდეს, ეს შენ პირადად გააკონტროლო და გადარიცხვისას ტრანზაქციამ რაც შეიძლება მცირე საკომისიო წაიღოს. ეს დანიშნულება კი, სცდება ციფრული აქტივების სფეროს და რეალურ სამყაროში ახდენს ხელშესახებ ცვლილებას.
რატომ არის Dogecoin (DOGE) ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტა?
ილონ მასკის დოჯქოინთან კავშირები კიდევ უფრო საინტერესოდ ხდის ამ კრიპტოვალუტას. ხშირად ცნობილი მილიარდერი დოჯქოინის შესახებ თვითებს დებს, რითაც ხელს უწყობს კრიპტოვალუტის ფასის ზრდას, კრიპტო საზოგადოება კი მის თვითერზე, ახლა უკვე X-ზე დაწერილ ნებისმიერ პოსტს ელოდება და შესაბამისად მოქმედებს ბაზარზე.
შესაბამისად, ილონ მასკის დოჯქოინისადმი მხარდაჭერა ბევრი ინვესტორისთვის პოზიტიური სიგნალია. ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ დოჯქოინს ფლობს თავად ილონ მასკი, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას საკმაოდ დიდი რაოდენობის აქტივები აქვს შენახული საკუთარ კრიპტო საფულეში, ხოლო რატომ გახდა Dogecoin (DOGE) ილონ მასკის საყვარელი კრიპტოვალუტა, სავარაუდო პასუხი სწორედ შიბა ინუს ძაღლია, რომელიც თავად ამერიკელ ანტრეპრენერსაც ჰყავს.
ილონ მასკი ხშირად აქვეყნებს თვითერის მეშვეობით საკუთარ მოსაზრებებს დოჯქოინთან დაკავშირებით, ზოგიერთი მომხმარებლის აზრით კი, მისი ეს ქმედებები ბაზრის მანიპულაციაა.
მაგალითად, 2020 წლის 20 დეკემბერს, მასკის ერთ სიტყვიანმა თვითმა, რომელშიც უბრალოდ “Doge” ეწერა, აქტივზე ფასი 20%-ით გაზარდა. ხოლო მეორე თვითმა, რომელიც 2021 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ დოჯი რეალურად სახალხო ქოინია, აქტივზე ფასი 40%-ით გაზარდა.
თვითერის შესყიდვის შემდგომ კი, მოვლენები ბევრად საინტერესოდ განვითარდა. 2023 წლის 3 აპრილიდან 7 აპრილამდე თვითერის ლოგო, ცნობილი ჩიტი, დოჯმა ჩაანაცვლა. ცხადია ამ ცვლილებამაც გამოიწვია დოჯქოინზე ფასის არნახული მატება და ისიც, ილონ მასკის სხვა ქმედებების მსგავსად ბაზრის სპეკულაციად შეფასდა.
როგორ ვიყიდოთ Dogecoin მარტივად და სწრაფად?
დოჯქოინისა და სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის საყიდლად საუკეთესო, მარტივი და სწრაფი გზა კრიპტო სავაჭრო პლატფორმები არიან. ხოლო თუ ეს პროცესი ყველაზე მარტივად გინდა გაიარო, ამაში Cryptal დაგეხმარება.
პლატფორმაზე შეგიძლიათ კრიპტოვალუტები და დოჯქოინი ორი გზით შეიძინოთ:
- კონვერტაცია: რა დროსაც მომხმარებელი მხოლოდ სასურველი დოჯქოინის რაოდენობას უთითებს და პლიუს ირჩევს, თუ რომელი აქტივით სურს კრიპტოს შეძენა - ტოლარი, ტოევრო თუ ტოდოლარი.
კონვერტაცია ბაზარზე არსებულ სხვა ყველა მეთოდს შორის ყველაზე მარტივი, კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც დამწყები კრიპტო თრეიდერებისათვის, ისე უკვე კარგად გამოცდილი ადამიანებისთვისაც.
- Spot ბირჟა: არის ადგილი, სადაც უამრავი კრიპტო თრეიდერი ერთად იყრის თავს. აქ შენ ათავსებ მოთხოვნას ყიდვასა და გაყიდვაზე. უთითებ სასურველი კრიპტოვალუტის, ჩვენს შემთხვევაში დოჯქოინის რაოდენობას და იმ ფასის დიაპაზონს, რაშიც მზად ხარ რომ იყიდო ციფრული აქტივი.
Spot ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის და კონვერტაციაზე ნელია, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კრიპტოვალუტა მისთვის მაქსიმალურად მისაღებ ფასად შეიძინოს.
დოჯქოინი - სწრაფი, იაფი და Meme კრიპტოვალუტა
საერთო ჯამში, დოჯქოინი კრიპტო საზოგადოებაში წარმატების ძალიან კარგ სიმბოლოდ იქცა. კრიპტოვალუტა, რომელიც თავდაპირველად ხუმრობით შეიქმნა, დღეს ამ დიდი სფეროს გამორჩეული ნაწილია.
მისი უსაფრთხო, სწრაფი და იაფი ბლოკჩეინი კი, მულტიფუნქციური ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანებს სწრაფ გადარიცხვებსა და დაბალ საკომისიოებს სთავაზობს, ილონ მასკის ნაირი ადამიანების დაინტერესება კი, საგრძნობლად ზრდის აქტივის ფასსა და ნდობას.
ხოლო კრიპტალის დახმარებით, მარტივად შეძლებთ აქტივის ყიდვასა და უსაფრთხოდ შენახვას.