Cryptocurrency Solana Coin with flashes of lightning and Georgian Text on the left
2023-10-02clock6 minutes

რას გაიგებ სოლანაზე?

სოლანას ხშირად რევოლუციური ბლოკჩეინ ქსელის მქონე კრიპტოვალუტას უწოდებენ. ამ ბლოგში კი, ვისაუბრებთ რა არის სოლანა, რატომ მოიხსენიებენ მის ბლოკჩეინს უნიკალურად, რა არის ამ კრიპტოვალუტის დანიშნულება და გამოყენება და როგორ გახდე სოლანას საზოგადოების წევრი, ანუ როგორ იყიდო კრიპტო საქართველოში ყველაზე სწრაფად და მარტივად.

რა არის სოლანა (SOL)?

კრიპტოვალუტების ძალიან დიდ ინდუსტრიაში სოლანა ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ის პირველად 2020 წელს გამოჩნდა კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში არსებული სისწრაფისა და მოცულობების პრობლემის გადასაჭრელად. კრიპტოვალუტის უნიკალურობა და პრობლემის გადაჭრა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სოლანას შეუძლია წამში 65 000 ტრანზაქციის განხორციელება და გატარება, რაც მას გადარიცხვებისათვის უნიკალურ კრიპტოვალუტად აქცევს.

სოლანა არის სწრაფი კრიპტოვალუტა, რომელსაც მისი მახასიათებლის გამო, ტრანზაქციებისათვის ხშირად იყენებენ.

საინტერესო ფაქტები სოლანაზე:

  • სისწრაფე: სოლანა წამში 65 000 ტრანზაქციით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტაა.
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: სოლანა მსოფლიოს TOP 10 კრიპტოვალუტას შორის მე-7 პოზიციას იკავებს.

სოლანას უპირატესობებში მხოლოდ სისწრაფე არ უნდა ვახსენოთ, კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი უსაფრთხოება და დეცენტრალიზებული ბუნებაა. კრიპტო აქტივის შექმნისას შემუშავდა კოდი, რომელიც სოლანას უსაფრთხოებას, დეცენტრალიზებულობასა და სანდოობას გარანტირებულს ხდიდა მომხმარებლებისათვის.

რა ბლოკჩეინზე მუშაობს სოლანა (SOL)?

როგორც ვახსენეთ, სოლანა უნიკალურ ბლოკჩეინზე მუშაობს, რომელიც სოლანას პროტოკოლზეა შექმნილი. ბლოკჩეინი წარმატებით ჭრის კრიპტოში ტრანზაქციების სიჩქარის პრობლემას და მუშაობს უნიკალურ, Proof-of-History (PoH) კონსენსუს მექანიზმზე. სწორედ ეს მექანიზმი არის სოლანას მთავარი მამოძრავებელი ძალა და მისი უსწრაფესი ტრანზაქციების შემოქმედი.

რა არის Proof of History (PoH)?

სოლანას Proof of History არის კრიპტოვალუტების სამყაროში გამორჩეული და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ამ კრიპტოვალუტის მთავარ უპირატესობად ითვლება. ის მოწყობილია იმგვარად, რომ ყოველი ტრანზაქციისას შეიქმნას კრიპტოგრაფიული ნაკვალევი, რაც სისტემას აძლევს შესაძლებლობას ტრანზაქციები წარმატებითა და უშეცდომოდ დაადასტუროს.

როგორ მუშაობს Proof of History (PoH)?

ტრანზაქციების დრო:

მანამ, სანამ რომელიმე ტრანზაქცია სოლანაზე დადასტურდება, ბლოკჩეინი ტრანზაქციის განხორციელების დროს ზუსტად ინახავს საკუთარ ბლოკში.

ტრანზაქციების რიგითობა:

ტრანზაქციები, რომლებსაც ბლოკჩეინში თავიანთი დრო მიენიჭებათ, გადადიან დასადასტურებელ ტრანზაქციათა რიგში და ენიჭებათ უნიკალური, ანაბეჭდის მსგავსი „კოდი“, რომლის მეშვეობითაც ისინი მარტივად იდენტიფიცირებადები ხდებიან.

ვალიდატორები:

დრო და „კოდ“ მინიჭებული ტრანზაქციები გარკვეულწილად უკვე ვალიდურია, თუმცა საბოლოო პასუხისათვის, ისინი ვალიდატორებთან, ანუ ქსელში ჩართულ კომპიუტერებთან იგზავნებიან.

რა უპირატესობები აქვს ბლოკჩეინს?

  • მოცულობა: ვალიდატორებს შორის კომუნიკაციის დროის ნაკლებობა ქსელს საშუალებას აძლევს, რომ დიდი მოცულობის ინფორმაცია დაამუშაოს და წამში ათასობით ტრანზაქცია დაადასტუროს.
  • სისწრაფე: უნიკალური კონსენსუსის მექანიზმი ქსელს კრიპტოვალუტების სამყაროში ყველაზე სწრაფ ბლოკჩეინად აქცევს.
  • უსაფრთხოება: ტრანზაქციებისათვის ჯერ დროის, შემდგომ „კოდის“ მინიჭება, ბოლოს კი ვალიდატორების ჩართულობა სამმაგ დაცვას უზრუნველყოფს.

სოლანას ბლოკჩეინს ტექნოლოგიურ საოცრებას ტყუილად არ უწოდებენ. ის ტრადიციული ბლოკჩეინის თვისებებს აღემატება და მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ სერვისებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესებისთვის, ასევე ინდივიდებისთვისაც.

რაში გამოიყენება სოლანა (SOL)?

სოლანა კრიპტო სამყაროში პოზიციონირდება, როგორც დეცენტრალიზებული აპლიკაციებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმა, რომელიც იდეალური არჩევანია DeFi, WEB3 და NFT ბიზნესებისთვის. ის არ არის მხოლოდ კრიპტოვალუტა, არამედ არის მთლიანი კრიპტო ეკოსისტემა.

გარდა ამისა, სოლანა აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ გადარიცხვებსა და ტრანზაქციებში, როგორც ბიზნესების მხრიდან, ასევე ინდივიდების მხრიდანაც, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გადარიცხვებში გადაიხადონ დაბალი საკომისიოები და მათი ტრანზაქციები დროზე აისახოს ადრესატთან.

სოლანა იდეალური გადაწყვეტილებაა თუ გინდა იაფი, მარტივი და სწრაფი კრიპტო ტრანზაქციები.

როგორ ვიყიდო სოლანა (SOL) მარტივად და სწრაფად?

კრიპტოვალუტების ყიდვისათვის საქართველოში რამოდენიმე მეთოდია გავრცელებული, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული ონლაინ სავაჭრო კრიპტო პლატფორმებია. თუკი სოლანას ყიდვა მოგინდა, შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი ქართული პლატფორმა გამოგადგეს, რომელსაც კრიპტალი ქვია.

პლატფორმის მთავარი უპირატესობა, სისწრაფე, დაბალი საკომისიოები და კომფორტულობაა, სადაც შენ სოლანას საუკეთესო კურსით იყიდი სახლიდან გაუსვლელად და კრიპტო მომენტალურად შენს ციფრულ საფულეში აღმოჩნდება.

პლატფორმა მომხმარებლებს კრიპტოვალუტების შესაძენად ორ გზას სთავაზობს, ესენია:

  • კონვერტაცია: რა დროსაც მომხმარებელი მხოლოდ სასურველი სოლანას რაოდენობას უთითებს და პლიუს ირჩევს, თუ რომელი აქტივით სურს კრიპტოს შეძენა - ტოლარი, ტოევრო თუ ტოდოლარი.

    კონვერტაცია ბაზარზე არსებულ სხვა ყველა მეთოდს შორის ყველაზე მარტივი, კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც დამწყები კრიპტო თრეიდერებისათვის, ისე უკვე კარგად გამოცდილი ადამიანებისთვისაც.



  • Spot ბირჟა: არის ადგილი, სადაც უამრავი კრიპტო თრეიდერი ერთად იყრის თავს. აქ შენ ათავსებ მოთხოვნას ყიდვასა და გაყიდვაზე. უთითებ სასურველი კრიპტოვალუტის, ჩვენს შემთხვევაში, სოლანას რაოდენობას და იმ ფასის დიაპაზონს, რაშიც მზად ხარ რომ იყიდო ციფრული აქტივი.

    Spot ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის და კონვერტაციაზე ნელია, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კრიპტოვალუტა მისთვის მაქსიმალურად მისაღებ ფასად შეიძინოს.

რა უპირატესობები აქვს კრიპტალის გამოყენებას?

  • მრავალფეროვანი ტრანზაქციები: პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა ტრანზაქციები მრავალმხრივ განახორციელოს, როგორც fiat-ის კრიპტოში გადაცვლით, ასევე ერთი კრიპტოვალუტის პირდაპირ მეორეში გადაცვლით.
  • კომფორტი: კრიპტალის ონლაინ კრიპტო სავაჭრო ბირჟა საკმაოდ მოსახერხებელი და ინტუიუტიური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს და კრიპტოვალუტების სახლიდან გაუსვლელად ყიდვის შესაძლებლობას აძლევს
  • დახმარების გუნდი: თუკი კრიპტოვალუტებში დამწყები ხარ, ან სულაც უკვე გამოცდილი და ტრანზაქციებთან დაკავშირებით კითხვა გაქვს, შეგიძლია კრიპტალის დახმარების გუნდს მიმართო და უმოკლეს დროში მიიღო პასუხი ოფიციალური წარმომადგენელი პირებისაგან.

რა ღირს სოლანა (SOL) დღეს?

როგორც ვახსენეთ, სოლანა ერთ-ერთი პოპულარული კრიპტოვალუტაა და მას მსოფლიოში უამრავი ადამიანი თუ ბიზნესი იყენებს ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად, საინვესტიციო თვალსაზრისით თუ სხვა მიზნებისათვის.

შესაბამისად, ამჟამად სოლანას საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $10 მილიარდს შეადგენს, ხოლო 1 სოლანას ღირებულება $24-ია.

გასული კვირის განმავლობაში (25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი), სოლანა მოხვდა იმ კრიპტოვალუტებს შორისაც, რომელთა ფასიც საგრძნობლად გაიზარდა და ამ მაჩვენებლით სოლანამ 24%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ინვესტორი 25 სექტემბერს შეიძენდა 1000₾ ღირებულების სოლანას, ერთი კვირის თავზე მისი ინვესტიცია 240 ლარით გაიზრდებოდა, ხოლო მისი აქტივების საერთო ღირებულება კი 1240 ლარი იქნებოდა, რაც 7 დღის ჭრილში საკმაოდ კარგი მონაცემია.

სოლანა - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტა

ჩვენი ბლოგის წაკითხვით, სოლანას შესახებ ახლა უფრო მეტი იცი, ვიდრე აქამდე. გავიგეთ ამ კრიპტოვალუტის უნიკალური თავისებურებანი, როგორიც არის ინოვაციური ბლოკჩეინ ტექნოლოგია. გავიგეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ამ კრიპტოვალუტის ყიდვა კრიპტალის დახმარებით ყველაზე სწრაფად, მარტივად და იაფად.

გარდა ამისა, სოლანას ყიდვით შენ ხდება იმ მილიონობით ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის წევრი, რომლებსაც ამ კრიპტოვალუტის სჯერათ და ტექნოლოგიურ მომავალსაც სწორედ მის ინოვაციურ ბლოკჩეინ ქსელში ხედავენ.

Support