რა უნდა იცოდე თუ კრიპტოს გირიცხავენ?
კრიპტო ტრანზაქციები ჩვენი ყოველდღიური რუტინის შემადგენელ ნაწილად ყალიბდება, როგორც ინდივიდებისათვის, ასევე ბიზნესებისთვის და ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა.
სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს კრიპტოვალუტას, როგორც ტრადიციული ფულის ალტერნატივად და სხვადასხვა სერვისებისა თუ გადასახადების გადახდის მეთოდად.
ამ ბლოგში გეტყვით რა უნდა იცოდე, თუ კრიპტოს გირიცხავენ, შენ კი პირველად გაქვს შეხება ციფრულ აქტივებთან, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა.
გეტყვით რა დაგჭირდება ამისათვის და რას უნდა მიაქციო ყურადღება, პროცესი კი იმაზე მარტივია, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია. ხოლო თუ საბანკო სერვისებს დაუბრკოლებლად იყენებ, მაშინ კრიპტოვალუტებსაც მარტივად გაუგებ.
რა გჭირდება კრიპტოს მისაღებად? - კრიპტო საფულე
წარმოიდგინე, რომ ონლაინ ბიზნესი გაქვს ან სულაც სამეგობროში შენ გადაიხადე შეკრების საფასური და ახლა მეგობრებმა თანხა უნდა ჩაგირიცხონ, ამისათვის ბანკი და საბანკო ანგარიში გჭირდება.
ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა თუ კრიპტოს გირიცხავენ და შენ კრიპტო საფულე გჭირდება, რომელიც საბანკო ანგარიშის ანალოგია და მისი დახმარებით შეგიძლია კრიპტოვალუტები შეინახო და სურვილის მიხედვით მართო - გადარიცხო, ერთი კრიპტოვალუტიდან მეორეში გადაცვალო, გაანაღდო და ა.შ.
კრიპტო საფულე შეიძლება იყოს მობაილ ბანკის მსგავსი აპლიკაცია, რომელსაც შენს ტელეფონში ან ლეპტოპში დააყენებ, სულაც ის შეიძლება იყოს ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებლის სახელით, პაროლითა და უსაფრთხოების დამატებითი ეტაპების გავლით შეაღწევ შენს კრიპტო საფულეში, ასევე ის შეიძლება იყოს ფიზიკური ნივთიც, რომელიც შენს ჯიბეში ეტევა და სურვილის შემთხვევაში ლეპტოპში მეხსიერების ბარათის მსგავსად (ფლეშკა) შეაერთებ, თუმცა განსხვავებების მიხედვით, მათი ფუნქცია ერთია - შეძლოს ჩარიცხული კრიპტოვალუტების მიღება და შენახვა.
გახსოვდეს, ყველა კრიპტო საფულეს აქვს საჯარო და პირადი გასაღები, რომლებიც ციფრებისა და ასოების კომბინაციისაგან შემდგარი კოდია და მას საბანკო ანგარიშის ფუნქცია აქვს.
საჯარო გასაღები არის ანგარიშის ნომერი, რომელიც კრიპტოს შენს საფულეში მისაღებად ადამიანებს უნდა გაუზიარო.
პირადი გასაღები კი, არასდროს, არავის არ უნდა გაუზიარო, რადგან ის არის შენი კრიპტო საფულის პაროლი, რომლის წყალობითაც შენს აქტივებზე წვდომა გაქვს და შესვლისას ავტორიზაციას გადიხარ.
როგორც ვახსენეთ, რამოდენიმე ტიპის კრიპტო საფულეები არსებობს და ისინი ფუნქციონალისა და გამოყენების მიხედვით განსხვავდებიან, სხვა მხრივ კი მთავარი ფუნქცია აერთიანებთ და თუ კრიპტოს გირიცხავენ, აუცილებლად გჭირდება კრიპტო საფულე.
როგორ გავხსნათ კრიპტო ანგარიში (საფულე)?
კრიპტოვალუტების სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მისი მრავალფეროვნება კრიპტო საფულეებშიც გამოიხატება, თუმცა ამ ბლოგში ჩვენ მხოლოდ ყველაზე პრაქტიკულსა და მარტივ საფულეებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
კრიპტო ბირჟის ონლაინ საფულე
კრიპტო ბირჟა არის ადგილი, სადაც ადამიანებს კრიპოს ყიდვა და გაყიდვა შეუძლიათ, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა ნებისმიერი აქტივი. ყველა დეცენტრალიზებულ ბირჟას აქვს საკუთარი კრიპტო საფულე, რომელიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია და პროცესი სირთულით თავად ბირჟებზე რეგისტრაციას არ აღემატება. სულ რამოდენიმე კლიკში კრიპტო საფულის მფლობელი ხდები და თუ კრიპტოს ჩარიცხავს ელოდები, უკვე მზად ხარ რომ ნებისმიერი აქტივი - ბიტკოინი, ლაითქოინი, დოჯქოინი - უსაფრთხოდ შეინახო.
განვიხილოთ პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალის მაგალითი და მისი კრიპტო საფულე. თუკი პლატფორმაზე რეგისტრირებული ხარ, გაიარე ავტორიზაცია, ხოლო თუ აქ პირველად მოხვდი, მაშინ სტანდარტული და მარტივი რეგისტრაციის გავლა მოგიწევს.
ანგარიშში შესვლის შემდგომ, პლატფორმის ზედა ნაწილში დაინახავ ველს, რომელსაც საფულე ჰქვია და საიდანაც შეგიძლია შენი კრიპტოვალუტები მართო და თვალი ადევნო.
საფულეში შესვლის შემდეგ კი, დაინახავ კრიპტოვალუტების ჩამონათვალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კრიპტოვალუტას საკუთარი საფულე აქვს, რადგან სხვადასხვა ციფრული აქტივები სხვადასხვა ტექნოლოგიის წყალობით მუშაობენ. ზუსტად ისე, როგორც ტრადიციულ საფინანსო სისტემაშია, თუკი ლარის შენახვა გინდა, ლარის ანგარიში დაგჭირდება, ა.შ.შ. დოლარის შემთხვევაში კი - ა.შ.შ. დოლარის ანგარიში.
დავუშვათ, ბიტკოინს გვირიცხავენ. დავაკლიკოთ ბიტკოინს, კრიპტო საფულის შესაქმნელად კი - გენერირება. გილოცავ, შენ უკვე ბიტკოინის საფულე გაქვს და ამ კრიპტოვალუტის მიღება თავისუფლად შეგიძლია.
საფულის გენერირების შემდგომ, იქმნება შენი უნიკალური კოდი, რომელსაც მისამართი ჰქვია და ის ანგარიშის ნომრის ექვივალენტია. მისამართი უნდა გაუზიარო იმ ადამიანს, რომელიც კრიპტოს გირიცხავს და ის ასე გამოიყურება:
კრიპტო ბირჟაზე არსებულ კრიპტო საფულეებს რამოდენიმე პლიუსი აქვთ:
- მათი გენერირება მარტივია და სულ რამოდენიმე წამი სჭირდება
- ბევრი კრიპტო საფულე შეგიძლია ერთ სივრცეში დააგენერირო და მართო
- კრიპტალის შემთხვევაში საფულის შექმნა და განუსაზღვრელი ვადით ქონა სრულიად უფასოა
ამგვარი ტიპის საფულეებს ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვთ. დავუშვათ ჩარიცხული კრიპტოვალუტის გაქეშება, ანუ ფიატ ვალუტაში კონვერტირება გინდა, იქნება ეს ლარი, ა.შ.შ. დოლარი თუ ევრო.
კრიპტალზე, მარტივად შეგიძლია შენი ბიტკოინი ლარში მომენტალურად გადაცვალო კონვერტაციის ფუნქციის გამოყენებით და შემდგომ სურვილის შემთხვევაში თიბისის ან საქართველოს ბანკის ბარათზე გადაიტანო.
ცხელი საფულე
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიყენებია მობაილ ბანკი, რომელიც ჩვენს სმარტფონებში ჩაწერილი საბანკო აპლიკაციაა და მათი წყალობით შეგვიძლია აქტივების - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო - მართვა.
ზუსტად იგივე პრინციპი აქვს ცხელ საფულესაც, რომელიც ჩვენს მობილურში ჩაწერილი კრიპტო საფულეა.
მათი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მარტივად შეგიძლია ნებისმიერ დროს აკონტროლო შენი ბალანსი, აპლიკაციაში ავტორიზაციის შემდგომ. ჩვეულებრივი საფულის მსგავსად, ჯიბეში გაქვს უამრავი კრიპტოვალუტა.
დამწყებთათვის, საუკეთესო კრიპტო საფულე, მხარდაჭერილი კრიპტოვალუტებისა და სიმარტივის კუთხით MetaMask-ია, რომელიც სრულიად უფასოა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ასე რომ, თუ ცხელი საფულე მოგწონს და კრიპტოსაც გირიცხავენ, შეგიძლია მეტამასკი ჩამოტვირთო, როგორც სმარტფონისათვის, ასევე ლეპტოპისათვის.
რა უნდა გაითვალისწინო კრიპტოს მიღებისას?
- გადაამოწმე შენს კრიპტო საფულეს აქვს თუ არა იმ კრიპტოვალუტის მხარდაჭერა, რომელსაც გირიცხავენ
როგორც ვახსენეთ, შეიძლება კრიპტო საფულე გქონდეს, თუმცა მასზე კრიპტოვალუტის მიღება ვერ შეძლო, რადგან სხვადასხვა კრიპტო სხვადასხვა ქსელზე, ანუ ბლოკჩეინსა და ტექნოლოგიაზეა შექმნილი.
მაგალითად, თუკი ბიტკოინი უნდა ჩაგირიცხონ, მას ეთერიუმის საფულეზე ვერ მიიღებ და შეინახავ, რადგან მათ სხვადასხვა ბლოკჩეინი და ოპერირების სტრუქტურა აქვთ.
აუცილებელია, წინასწარ იცოდე, რომელ კრიპტოს გირიცხავენ და აქვს თუ არა შენს საფულეს ამ კრიპტოვალუტის მხარდაჭერა.
ზუსტად ისევე, როგორც ჩარიცხულ ა.შ.შ. დოლარს ვერ მიიღებ ქართული ლარის ანგარიშზე.
მაგრამ, ჩვენს მიერ ბლოგში ნახსენები საფულეები შეგიძლია თამამად გამოიყენო. კრიპტალის ონლაინ საფულეზე, სადაც ყველა კრიპტოვალუტას ინდივიდუალური საფულე აქვს და მეტამასკის ცხელ საფულეშიც უამრავი პოპულარული კრიპტო აქტივის მიღებას, შენახვას და სურვილისამებრ დამუშავებას შეძლებ.
- გადაამოწმე, რომ შენი საფულის მისამართი სწორია და ნამდვილად შენ გირიცხავენ
როგორც გავიგეთ, კრიპტო საფულის მისამართი საბანკო ანგარიშის მსგავსად უამრავი ციფრისა და ასოსგან შედგება. აუცილებელია, ყოველი გადარიცხვისას დეტალურად შევამოწმოთ ეს “კოდი” და რამდენად სწორად მივაწოდეთ გამომგზავნს ჩვენი საფულის მისამართი, რადგან არასწორ მისამართზე გადარიცხული კრიპტოვალუტა სამუდამოდ დაკარგულია.