Სარჩევიchevron-down
რას გაიგებ ბიტკოინ რუნების შესახებ?
რა არის ბიტკოინ რუნები?
რატომ შეიქმნა ბიტკოინ რუნები?
როგორ მუშაობს ბიტკოინ რუნები?
როგორ ვიყიდო ბიტკოინ რუნები?
შეჯამება: ბიტკოინ რუნები კრიპტო სამყაროს უახლესი ინოვაციაა
Georgian text above with Thors hammer and Bitcoin logo on it above 1000x300
2024-06-05clock6 minutes

რას გაიგებ ბიტკოინ რუნების შესახებ?

თუკი ტერმინი ბიტკოინ რუნები შეგხვედრია მაგრამ არ იცი რას წარმოადგენს ეს უახლესი ინოვაცია, ნუ ინერვიულებ.

მუდმივად განვითარებად და განახლებად კრიპტო სამყაროში ახალ-ახალი ტერმინები ყოველდღიურად ჩნდება. ბიტკოინ რუნები კი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი და ინოვაციური ტერმინია.

ამ ბლოგში გაიგებ თუ რა არის ზოგადად ბიტკოინ რუნები, რა პრინციპით მუშაობენ ისინი და ზოგადად, რა საჭიროება აქვთ მათ კრიპტო სამყაროში.

რა არის ბიტკოინ რუნები?

ბიტკოინ რუნების პროტოკოლი კრიპტო სამყაროში ცნობილმა ექსპერტმა კეისი როდარმორმა შექმნა.

კეისიმ კრიპტო სამყაროს ყურადღება ბიტკოინ ორდინალების შექმნაში მონაწილეობით მიიპყრო.

რუნების პროტოკოლმა ბიტკოინის ქსელში სიახლე შემოიტანა და შესაძლებელი გახადა NFT აქტივებით ვაჭრობა. ის 2024 წლის აპრილში გაეშვა ბიტკოინის 840 000-ე ბლოკის გამოსვლისას, რაც ზუსტადაც ბიტკოინის ჰალვინგს, ანუ განახევრებას დაემთხვა.

რუნები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ბიტკოინის ქსელზე შექმნან და სურვილისამებრ გადაცვალონ აქტივი, რომელსაც ტოკენის სახე აქვს და შესაბამისად, გამარტივებული ციფრული აქტივია.

ზოგიერთი სხვა, მძიმე აქტივისაგან განსხვავებით, რუნების მთავარი დანიშნულებაც ეს არის - იყვნენ მსუბუქები და მინიმალური რესურსის გამოყენებით შეძლო მათი სწრაფი ტრანზაქციები.

როგორც ვახსენეთ, რუნების პროტოკოლი მომხმარებლებს, გარდა სწრაფი და მსუბუქი აქტივისა, NFT ტოკენების შექმნისა და მიმოცვლის შესაძლებლობებს აძლევს, რაც დამატებით ახალ ინდუსტრიას აჩენს კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში.

რატომ შეიქმნა ბიტკოინ რუნები?

ბიტკოინ რუნების შექმნის მთავარი წინაპირობა ბიტკოინის ქსელის მინუსებისა და არსებული ტოკენის სტანდარტის ფუნქციონალის გაუმჯობესება იყო. კეისი როდარმორის განცხადებით, რუნების მომავალი მას წარმოუდგენია როგორც სწრაფი ტრანზაქციების, მეტი უსაფრთხოებისა და მომენტალური აღსრულების ხანად.

მოკლედ, რუნების პროტოკოლი ბიტკოინის ქსელის რევოლუციას გვპირდება, სადაც მომხმარებლებსა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველებს მეტ თავისუფლება ექნებათ. მაგრამ, კონკრეტულად რა უპირატესობებს მოიტანს რუნები?

  • ბიტკოინის უკეთესი ბლოკჩეინი - ბიტკოინ რუნების პროტოკოლი სწორედაც ბიტკოინის ქსელის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. რაც უფრო იზრდება ბიტკოინის პოპულარობა, მით უფრო გადატვირთული ხდება მისი ქსელი, რაც მაღალ საკომისიოებსა და დაბალ სისწრაფეს იწვევს. რუნები კი, ამ პრობლემის მოგვარების გზას გვთავაზობს, რა დროსაც ინფორმაცია პირდაპირ ტრანზაქციაში ჩაიბეჭდება და ამით შემცირდება ინფორმაციის მოცულობა, ტრანზაქცია კი - ასწრაფდება. პროტოკოლი ქსელის გაუმჯობესებას და შესაბამისად ბიტკოინის უკეთეს ბლოკჩეინს გვპირდება.

  • მეტი მომხმარებელი - ბიტკოინ რუნები უყურადღებოდ არც მიმ ქოინებს ტოვებენ, რომელთა პოპულარობაც ბოლო პერიოდში კრიპტო საზოგადოებაში ძალიან გაზრდილია. მიმ ქოინების არსი კი, საზოგადოების მის ირგვლივ შემოკრებასა და გარკვეული ერთობის ჩამოყალიბებაშია, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტ კულტურაში გადაიზრდება, სწორედ ისე როგორც დოჯქოინის, შიბა ინუსა და მსგავსი აქტივების შემთხვევაში მოხდა. ეს ყველაფერი კი, მეტ მომხმარებელს ანუ აქტივების ყიდვა გაყიდვის მეტ მსურველს ნიშნავს.
  • მეტი უსაფრთხოება - სტაბილურობა და უსაფრთხოება რუნების პროტოკოლისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროტოკოლი ტოკენებისა და ტრანზაქციების შეუფერხებლად მუშაობისათვის ახალ მოდელს იყენებს, რომელსაც UTXO (Unspent Transaction Output) ჰქვია.

როგორ მუშაობს ბიტკოინ რუნები?

იმისათვის, რომ ბიტკოინი და მასთან დაკავშირებული რუნების პროტოკოლი უკეთ გაიგო, უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს ის. რა ეტაპებს გადის მანამ, სანამ კრიპტოვალუტა და ტოკენი მიმოქცევაში ჩაეშვებიან. რუნების მუშაობის პრინციპი კი, შეგვიძლია სამ ძირითად ეტაპად დავყოთ.

I ეტაპი: რუნების შექმნა - Etching

ახალი რუნების შექმნის პროცეს კრიპტო საზოგადოებაში Etching-ის სახელით იცნობენ. როდესაც მომხმარებელი „ახალ კრიპტოვალუტას“, ანუ რუნებს ქმნის, ის ირჩევს სახელს, სიმბოლოს, ID-ის, მიწოდების ჯამურ რაოდენობას, განაწილების პრინციპსა და სხვა დამატებით პარამეტრებს.

შემქმნელს ასევე შეუძლია ალგორითმში მიუთითოს რუნების ის რაოდენობა, რომელიც თავად შემქმნელის გადაეცემა კრიპტოვალუტის ცირკულაციაში ჩაშვებამდე.

II ეტაპი: ბიტკოინ რუნების მინტინგი

Etching-ის, ანუ რუნების შექმნის შემდგომ მოდის მინტინგის ეტაპი, ანუ ტოკენების ბლოკჩეინში გადატანა და ეს ორი გზით არის შესაძლებელი:

ა. ღია მინტინგი: სტანდარტულად, Etching-ის პროცესის შემდგომ რუნები ბლოკჩეინ ქსელში გადადის და წინასწარ გაწერილი რაოდენობით ცირკულაციაში ჩაეშვებიან.

ბ. დახურული მინტინგი: ახალი ტოკენები ექსკლუზიური და კონკრეტული წინაპირობით იქმნება, რომელიც სტანდარტულისგან განსხვავებით შემქმნელმა მის მოთხოვნებს მოარგო, ხოლო ტოკენები ცირკულაციაში არ ეშვება მანამ, სანამ მათი რაოდენობა წინასწარ განსაზღვრულ დასამინტ რაოდენობას არ მიაღწევს.

III ეტაპი: ბიტკოინ რუნების გადატანა - Edicts

Edict არის ბიტკოინ რუნების გადასატანად საჭირო წესებისა და დათქმების ერთობლიობა, ანუ როგორი პრინციპით ჩაეშვება კრიპტო აქტივი მიმოქცევაში - სტანდარტული პროცესით, ეირდროპით თუ რაიმე სხვა გზით.

ეთერიუმის ERC-20 სტანდარტისაგან განსხვავებით, რომლებიც ჭკვიანი კონტრაქტებით იმართებიან, ბიტკოინ რუნები ბიტკოინის ბლოკჩეინის ყველა უპირატესობას იყენებენ და პლიუს აქვთ გარკვეული თავისუფლება. შესაბამისად მათი ცირკულაციაში ჩაშვება და ყიდვა გაყიდვის პროცესის სრულფასოვნად დაწყება ბევრად უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, ვიდრე ეთერიუმი, მისი ტოკენები, თავად ბიტკოინი თუ სხვა სტანდარტული კრიპტოვალუტა.

როგორ ვიყიდო ბიტკოინ რუნები?

  • ბიტკოინის საფულე - იმისათვის, რომ უსაფრთხოდ შეძლო შენი ბიტკოინის შენახვა, იყიდო და მართო რუნები, ბიტკოინის საფულე დაგჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ სანდო და შენს მოთხოვნილებებზე მორგებული მოწყობილობა შეარჩიო.
    თუკი არაფერი იცი ბიტკოინი საფულესა და ზოგადად, კრიპტო საფულეზე, ჩვენი ბლოგი ყველაფერს მარტივად და ცხოვრებისეული ტერმინებით აგიხსნის.

  • ბიტკოინის ყიდვა - რადგანაც რუნები ბიტკოინის პროტოკოლზე მუშაობენ, მათ შესაძენად ბიტკოინი დაგჭირდება, რათა საკომისიო გადასახადი დაფარო.

    ბიტკოინის ყიდვა კი, კრიპტალზე შეგიძლია მარტივად და ყველაზე დაბალი საკომისიოებით ან სხვა ნებისმიერი კრიპტო ბირჟის გამოყენებით. როცა უკვე ბიტკოინი გაქვს, მზად ხარ რუნების სამყაროში გადაეშვა.

  • რუნების ყიდვა - იმისათვის რომ ბიტკოინ რუნების ყიდვა შეძლო, ისეთი ონლაინ პლატფორმების დახმარება დაგჭირდება, როგორიც მაგალითად OKX არის. ეს პლატფრომები გეხმარებიან ისეთი აქტივების შექმნაში, ყიდვა გაყიდვასა და მიმოცვლაში, როგორიც ბიტკოინი, ბიტკოინ რუნები, ეთერიუმი და სხვები არიან.

    უბრალოდ მიჰყევი შენს მიერ შერჩეული პლატფორმის წესებსა და ინსტრუქციებს.

შეჯამება: ბიტკოინ რუნები კრიპტო სამყაროს უახლესი ინოვაციაა

ბიტკოინ რუნები ბიტკოინის ქსელში ის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელსაც ინდუსტრიაში ახალი ენთუზიაზმი და შესაძლებლობები შემოაქვს. ბიტკოინის ჰალვინგით გამოწვეული დროებითი პასიურობა ბიტკოინ რუნებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ყოველი განახევრების პროცესის შემდგომ მოსალოდნელია კრიპტო ბაზრის დიდი გააქტიურება და ფასების ზრდა.

ხოლო თუკი კრიპტო სამყაროს ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინზე არსებობს ახალი და ინოვაციური ტექნოლოგია, აქტიურობა და დაინტერესება კიდევ უფრო მოსალოდნელია.

თუკი რუნების ყიდვა გინდა, ბიტკოინის საფულე და თავად ბიტკოინი დაგჭირდება, რომლის ყიდვას კრიპტალზე შეგიძლია მარტივად, ზედმეტი ნაბიჯებისა და თავსატეხის გარეშე.

Support