რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა USDT?
USDT არის სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელსაც სხვაგვარად ტეზერი ჰქვია და მისი ფასი ა.შ.შ. დოლარის ფასზეა მიბმული. მისი ღირებულება სტაბილურად 1 ა.შ.შ. დოლარის ტოლია, ფასი კი დოლარის რეზერვებით არის გამყარებული, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ციფრულ აქტივს სტაბილური კრიპტოვალუტა.
კომპანია, რომელმაც USDT შექმნა ჰონგ-კონგშია რეგისტრირებული და მათ საკუთრებაშია ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტო ბირჟა BitFinex.
CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტების შესახებ ისეთ ინფორმაციას გვაწვდის, როგორიც მათი ფასი, საბაზრო კაპიტალიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებია, USDT უდიდესი ციფრული აქტივების ათეულში ხვდება, სადაც ამ კრიპტოს $104 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
რა უპირატესობები აქვს USDT?
- სტაბილურია - კრიპტოვალუტის ფასი მუდმივად ერთ ნიშნულზეა, რაც კრიპტოს ცვალებად და ვოლატილურ სამყაროში მნიშვნელოვანი და იშვიათია
- ა.შ.შ. დოლარის ალტერნატივაა - რადგანაც ა.შ.შ. დოლარისა და USDT-ის ფასი მუდმივად ერთნაირია, კრიპტო დოლარის მარტივ და იაფ ალტერნატივად გვევლინება
- სწრაფია - მაშინ, როდესაც საბანკო სისტემა დოლარის საერთაშორისო ან ლოკალური გადარიცხვებისას ნელი და ძვირია, USDT საკმაოდ სწრაფი და იაფიანი ალტერნატივაა
- იაფია - როგორც ვახსენეთ, ტრადიციულ საბანკო სერვისებთან შედარებით კრიპტო და კონკრეტულად USDT გაცილებით ნაკლები საკომისიოებით ხასიათდება
- მარტივია - მისი ყიდვა ან გადაცვლა მარტივია, არ გჭირდება სახლიდან გასვლა. ერთი კლიკით შეგიძლია კრიპტოს ყიდვა
თუკი უფრო დეტალურად გინდა გაიგო ინფორმაცია ციფრული აქტივის შესახებ, მაშინ შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო და მარტივად წაიკითხო, რა არის ეს კრიპტოვალუტა და რა მიზნებისთვის შეგიძლია მისი გამოყენება.
როგორ შეიძლება USDT ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა
კრიპტოს ყიდვა გინდა, მაგრამ არ იცი საიდან და როგორ დაიწყო? არ ინერვიულო, აქ გეტყვით რა მარტივი მეთოდებით შეგიძლია USDT იყიდო, თუნდაც სრულებით არ გქონდეს გამოცდილება და ეს შენი პირველი შეხება იყოს ციფრულ აქტივებთან.
მაშ ასე, თუ კრიპტოვალუტა გინდა შეიძინო, კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება, რომლებიც შენი ციფრული აქტივების მართვისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმებია და ასეთები ბაზარზე Cryptal, Mycoins და Coinmania არიან. გარდა ამისა, საქართველოში სხვა ისეთი ბირჟებიც გვხვდებიან, როგორიც მაგალითად ბაინანსი არის, თუმცა ეს შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.
ყველაზე დაბალი საკომისიოებისა და სიმარტივიდან გამომდინარე, შენთვის იდეალური არჩევანი კრიპტალია, რომელზეც კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია:
- კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად
- Spot ბირჟა - USDT საუკეთესო ფასად
მანამ, სანამ USDT იყიდი, გაითვალისწინე რომ აუცილებლად გჭირდება კრიპტო საფულე, რომელშიც შენს მიერ ნაყიდ კრიპტო აქტივებს შეინახავ.
კრიპტო საფულე ზუსტად იგივე როლს ასრულებს, რა როლსაც საბანკო ანგარიში. ყველა კრიპტოვალუტას კი, საკუთარი საფულე სჭირდება, ისევე, როგორც ყველა ვალუტას სჭირდება საკუთარი ანგარიში: ლარს - ლარის ანგარიში, დოლარს კი - დოლარის ანგარიში.
თუკი ბიტკოინი გინდა იყიდო და შეინახო, მაშინ ბიტკოინის საფულე დაგჭირდება, ხოლო თუ USDT ყიდვა გინდა, მაშინ ისეთი საფულე დაგჭირდება, რომელიც სპეციალურად USDT-ის შესანახად იქნება განკუთვნილი და მას მარტივად, USDT-ის საფულე ჰქვია.
თუკი კრიპტო საფულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს, რა ტიპის საფულეები არსებობენ, რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და რომელია საშენო, მაშინ შეგიძლია ჩვენს ბლოგი ნახო, სადაც კრიპტო საფულე ცხოვრებისეული ტერმინებით არის ახსნილი.
კრიპტალზე რეგისტრაციისას და კრიპტოს ყიდვისას კი, შესაბამისი კრიპტოვალუტის საფულე ავტომატურად დაგიგენერირდება. შენს მიერ ნაყიდი ციფრული აქტივი მომენტალურად და ავტომატურად აღმოჩნდება შესაბამის საფულეში.
ახლა კი, იმ გზებზე ვისაუბროთ, რომლითაც კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა შეგიძლია:
კონვერტაცია
ეს ფუნქცია დაგეხმარება კრიპტოვალუტა მარტივად და სწრაფად შეიძინო. კონვერტაცია ზუსტად განკუთვნილია იმ ადამიანებზე, რომლებიც სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ ინდუსტრიაში და კრიპტოს ყიდვის გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, კრიპტალის კონვერტაციის გამოყენება მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებსაც კრიპტოს მიღება მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე უნდათ.
- შედიხარ კრიპტალზე
- ირჩევ კრიპტოს შეძენა
- უთითებ USDT და TOGEL
- ირჩევ კრიპტოვალუტის რაოდენობას
- აკლიკავ ყიდვა
რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?
- სისწრაფე - USDT-ის ყიდვა სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია
- სიმარტივე - კონვერტაციის გამოყენებით კრიპტოვალუტა რამოდენიმე კლიკში ნაყიდია
Spot ბირჟა
ეს არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთ სივრცეში ხვდებიან. ბირჟაზე ათავსებ შენს მოთხოვნას, რომელსაც სხვაგვარად Order ჰქვია, სადაც უთითებ, რომ კრიპტოს ყიდვა გინდა და ურთავ ისეთ ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის USDT ყიდვა გსურს, რამდენის გადასახდელად ხარ მზად და შემდგომ ელოდები ადამიანს, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა.
მაგალითად: შენ გინდა 100 USDT-ის ყიდვა და მზად ხარ სანაცვლოდ არა $100 არამედ $98 გადაიხადო. შენს ამ მოთხოვნას განათავსებ ბირჟაზე და ელოდები.
თუკი მეორე მხრიდან გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელსაც საფულეში USDT აქვს და მზად არის ის გაყიდოს, დაინახავს შენს ორდერს და მისთვის ფასიცა და რაოდენობაც მისაღები იქნება, ის ამ მოთხოვნას დათანხმდება. ამ ქმედებით კი თრეიდი, ანუ ვაჭრობა შედგება.
შენს საფულეში ავტომატურად ჩაირიცხება 100 USDT, სანაცვლოდ კი, შენი დოლარის ანგარიშიდან, $98 გადაირიცხება იმ ადამიანის საფულეში, რომელმაც კრიპტოვალუტა მოგყიდა.
ბირჟას აქვს ორი საინტერესო ფუნქციონალი:
ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.
ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ USDT ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.
რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?
- საუკეთესო ფასი - ბირჟაზე კრიპტოს ყიდვა საშუალოზე კარგ ფასად შეგიძლია
ანგარიშზე თანხის შეტანა
კრიპტოვალუტა სრულად ციფრული სამყაროა, თუმცა ჯერ-ჯერობით მათ საყიდლად ნაღდი ფული ან fiat ვალუტები გვჭირდება - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო.
არ აქვს მნიშვნელობა რას ყიდულობ - ბიტკოინი, ეთერიუმი ან თუნდაც ა.შ.შ. დოლარის კრიპტო ალტერნატივა USDT, შენ ფიატ ვალუტა კრიპტალის ანგარიშზე გჭირდება.
პლატფორმაზე შეგიძლია შეიტანო როგორც ლარი და ა.შ.შ. დოლარი, ასევე ევრო, ისინი კი შემდგომ ავტომატურად კონვერტირდებიან კრიპტოს საყიდლად საჭირო აქტივებში - TOGEL, TOUSDდა TOEUR.
ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ვიზა & მასტერქარდ ბარათების გამოყენებით, ასევე საბანკო გადარიცხვის დახმარებით.
შეჯამება: USDT ყიდვა უკვე შეგიძლია!
USDT იმგვარი კრიპტოვალუტა არის, რომელიც კრიპტო სამყაროში ა.შ.შ. დოლარის ალტერნატივად და სტაბილური სავაჭრო გარემოს შესაქმნელად გამოიყენება.
USDT გამოირჩევა დაბალი საკომისიოებით, სისწრაფითა და სიმარტივით. მისი კრიპტალზე კონვერტაციის გამოყენებით ყიდვა კი, კიდევ უფრო მარტივია, თუნდაც დამწყებთათვის.