Სარჩევიchevron-down
როგორ შეიძლება თანხის გადაცვლა მომგებიანად? - საუკეთესო ვალუტის კურსი და სხვა.
კრიპტალი - საუკეთესო ვალუტის კურსი და თანხის მომენტალური გადაცვლა
როგორ შეიძლება ვალუტის კონვერტაცია Cryptal-ზე?
რა უპირატესობები აქვს ვალუტის Cryptal-ზე გადაცვლას?
ხშირად დასმული შეკითხვები
Georgian wording on the left side fo the visual with various currency logos on the right side 1000x300
2025-01-20clock6 minutes

როგორ შეიძლება თანხის გადაცვლა მომგებიანად? - საუკეთესო ვალუტის კურსი და სხვა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ვაჭრობა და თანხის მიმოცვლა ერთი რომელიმე ქვეყნის საზღვრებსა და ფიზიკურ სივრცეს სცდება, მხოლოდ ლარი ან სხვა რომელიმე ერთი კონკრეტული ვალუტა საკმარისი აღარ არის.

დიდი ხანია, რაც საქართველოში ლარის გარდა აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოცემული ფული, განსაკუთრებით კი - ა.შ.შ. დოლარი. ისინი გზავნიან თანხას ქვეყნის გარეთ ან პირიქით - უცხოეთიდან იღებენ მას. გარდა ამისა, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა ციფრული ანგარიშსწორება და ციფრული ფული.

მოკლედ, ადამიანებს შეიძლება ყოველდღიურად უწევდეთ ანგარიშსწორების ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევროა. დანიშნულება კი, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - მანქანის ყიდვა, ამაზონიდან გამოწერა, კრიპტოს ყიდვა ან გზავნილის გაგზავნა.

სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი ეძებს გზას, ვალუტის კონვერტაცია მაქსიმალურად მომგებიანად, სწრაფად და მარტივად შეძლონ.

ამ ბლოგში გეტყვით, როგორ შეიძლება თანხის გადაცვლა მაქსიმალურად მომგებიანად და სად შეიძლება ნახო ვალუტის კურსი ყველაზე კარგი ფასებით.

კრიპტალი - საუკეთესო ვალუტის კურსი და თანხის მომენტალური გადაცვლა

მართალია, რომ საქართველოში დღეს ვალუტის გადაცვლა უამრავი გზით არის შესაძლებელი, იქნება ეს სხვადასხვა ბანკების გამოყენებით - საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ექსპრეს ბანკი თუ ლიბერთი ბანკი.

დამატებით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისები, რომლებიც ადამიანებს ბანკებისგან განსხვავებულ კურსს სთავაზობენ და ხშირად საკმაოდ მომგებიანსაც. მაგალითად, რიკოს ვალუტის კურსი მომხმარებლებს კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

თუმცა, ბაზარზე ვალუტის კონვერტაცია კიდევ ერთი გზით არის შესაძლებელი, რომელიც შეიძლება ყველაზე მომგებიანი და საუკეთესოც კი იყოს.

კრიპტალი არის ქართული კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს ციფრული აქტივების სერვისებს სთავაზობს, იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, გადაცვლა, შენახვა თუ სხვა.

პლატფორმაზე სასურველი ქოინის ყიდვა შესაძლებელია ტრადიციული ვალუტების გამოყენებით, რომლებიც პლატფორმის ანგარიშზე შეტანის შემდგომ სტაბილურ ქოინებში ავტომატურად კონვერტირდებიან.

მაგალითად, ანგარიშზე შეტანილი 100 ლარი მომხმარებლის ბალანსზე მოხვედრისას ავტომატურად კონვერტირდება 100 TOGEL-ად, რაც იგივე ღირებულების სტაბილური ქოინია. სწორედ ამგვარად, ბალანსზე შეტანილი 100 ა.შ.შ დოლარი 100 TOUSD-ის ღირებულების არის - $100=100 TOUSD, 100₾=100 TOGEL და ა.შ.

არსებობს ასეთი სტაბილური ქოინი, რომელსაც USDT ჰქვია და დოლარის ციფრული ანალოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი მუდმივად $1 ტოლია - 1 USDT = 1 USD. თუ უფრო მეტი გაინტერესებს დოლარის ციფრული ანალოგის შესახებ:

თუკი მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მის ანგარიშზე არსებული სტაბილური ქოინები საკუთარ საბანკო ანგარიშზე ან ბარათზე გაიტანოს, ბალანსზე ავტომატურად ლარის, ა.შ.შ. დოლარის ან ევროს სახით აესახება.

მსგავსად ერთი მომხმარებლისა, რომელსაც კრიპტოს ყიდვა უნდა ან უბრალოდ ვალუტის კონვერტაცია აქვს მიზნად დასახული, ბირჟაზე თავს ათასობით ადამიანი იყრის, რომლებსაც სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის განხორციელება უნდათ, მათ შორის ლარის, ან ა.შ.შ დოლარის ყიდვა/გაყიდვა.

ბირჟა კი, იმგვარი პლატფორმაა, სადაც აქტივის გასაყიდი ფასის მითითება მომხმარებელს თავად შეუძლია. მაგალითად, თუ რომელიმე ადამიანს ძალიან ეჩქარება და თანხა სწრაფად ესაჭიროება, მას შეუძლია სხვა მომხმარებლებთან შედარებით დაბალ კურსში გამოიტანოს.

მაგალითად:

ერთმა მომხმარებელმა გადაწყვიტა ვალუტის კონვერტაცია - დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა. დავუშვათ, რომ ვალუტის კურსი დღს 1 ა.შ.შ. დოლარისთვის შეადგენს 2.83 ლარს. იმისათვის, რომ მან სწრაფად მიიღოს ლარი, ბირჟაზე დოლარი გასაყიდად კონკურენტულ ფასში გამოიტანა - 2.80

თუკი ეს ფასი მეორე მომხმარებლისთვის მისაღები იქნება, მას შეუძლია საკუთარ ანგარიშზე ლარი მომენტალურად, ბარათის ან საბანკო გადარიცხვის დახმარებით შეიტანოს და შემდგომ პირველ მომხმარებელს დოლარში, ანუ USDT-ში გაუცვალოს.

სანაცვლოდ ყველა მოგებული რჩება, პირველი მომხამრებელი იღებს მისთვის სასურველ ლარს, მეორე მომხმარებელს კი, საუკეთესო ვალუტის კურსი შეხვდა და დოლარი ბაზარზე არსებულ ფასზე ნაკლებად იყიდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟაზე ათასობით ადამიანი იყრის თავს მუდმივად, კარგი კურსის ხშირად გამოჩენის შანსიც დიდია და დიდხანს ლოდინიც საჭირო არ არის.

ილუსტრაციისთვის შეგვიძლია რიკოს ვალუტის კურსი და კრიპტალის კურსი ვნახოთ 20 იანვრის მონაცემებით:

Order Book

ვალუტის კურსი რიკოზე

როგორ შეიძლება ვალუტის კონვერტაცია Cryptal-ზე?

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ვალუტის გადაცვლა შეძლოს, რამოდენიმე წუთიანი მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია უნდა გაიაროს. შემდგომ კი:

  1. უნდა გადავიდეს ბირჟა-ზე
  2. შეარჩიოს შესაბამისი სავაჭრო წყვილი - მაგ: USDT-TOGEL
  3. აირჩიოს Market Order
  4. მიუთითოს ქმედება - Buy
  5. ჩაწეროს საყიდელი აქტივის რაოდენობა
  6. დაკლიკოს Buy

მას შემდგომ, რაც მომხმარებელი USDT-ის იყიდის, იგივე ქმედებით ის TOUSD-ში, ანუ დოლარში უნდა გადაცვალოს.

  1. შეარჩიოს წყვილი - USDT-TOUSD
  2. აირჩიოს Market Order
  3. მიუთითოს ქმედება - Sell
  4. ჩაწეროს გასაყიდი USDT-ის რაოდენობა
  5. დაკლიკოს Sell

სულ ეს არის, დოლარი (TOUSD) საფულეში წამებში, ავტომატურად აისახება, მისი გატანა კი, მყისიერად და მარტივად არის შესაძლებელი საბანკო ბარათების ან საბანკო გადარიცხვის დახმარებით.

რა უპირატესობები აქვს ვალუტის Cryptal-ზე გადაცვლას?

  • მომგებიანია - მთავარი უპირატესობა, რომელიც Cryptal-ისა და კრიპტო აქტივების გამოყენებას აქვს, საუკეთესო ვალუტის კურსი არის.

    ბირჟაზე მომხმარებელთა სიმრავლე და მათი მრავალფეროვანი საჭიროებები აჩენს შესაძლებლობებს, რომ დოლარი, ლარი ან სხვა ვალუტა მომხმარებელმა საუკეთესო და ყველაზე მომგებიანი კურსით მიიღოს.

  • კომფორტულია - თანხის მიღება სახლიდან გაუსვლელად და კომფორტულად არის შესაძლებელი, ინტერნეტის, კრიპტალისა და სულ რამოდენიმე კლიკის დახმარებით.

    არ არის საჭირო კონკრეტულ ადგილას ქეშით მისვლა და რიგში დგომა, ვალუტის გადაცვლა დისტანციურადაც შესაძლებელია.

  • სწრაფია - სასურველი აქტივების მიღება, თანხის გადაცვლა, გადახურდავება და შემდგომ მისი საბანკო ანგარიშში მოხვედრა სულ რამოდენიმე წამშია შესაძლებელი, მყისიერად და დაყოვნების გარეშე.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის სტაბილური კრიპტო?

სტაბილური კრიპტო არის იმგვარი ტიპის ციფრული აქტივი, რომლის ფასიც მუდმივად სტაბილურია და ერთ ნიშნულზეა. ერთ-ერთი ასეთი სტაბილური ქოინი კრიპტალზე USDT-ის სახით არის წარმოდგენილი, რომლის ღირებულებაც მუდმივად $1 ტოლია.

ყოველი USDT გამყარებულია ა.შ.შ. დოლარის შესაბამისი რეზერვით, რაც მას ფასის სტაბილურობას უნარჩუნებს.

USDT-ის ხშირად ციფრულ დოლარსაც უწოდებენ, ვინაიდან კრიპტო რეზერვებიდან გამომდინარე ა.შ.შ. დოლართან არის მჭიდროდ დაკავშირებული და ადამიანებიც მას დოლარის ალტერნატივად იყენებენ.

რა არის ბირჟა?

ბირჟა ეს არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მქონე ადამიანები ერთ, ციფრულ სივრცეში იკრიბებიან და კრიპტო აქტივებს ერთმანეთში ცვლიან.

მომხმარებლებს ბაზარზე გასაყიდად კრიპტო აქტივები გამოაქვთ, სხვები კი თავიანთ სურვილს აცხადებენ, რომ კრიპტოს ყიდვა სურთ.

ბირჟა კი, ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებთ და მათ უსაფრთხო და სანდო სივრცეს უქმნის აქტივების მიმოცვლისთვის.

რა არის Market Order?

Market Order ბირჟის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვას უმარტივებს და საშუალებას აძლევს სასურველი აქტივი მაქსიმალურად მომგებიან ფასად მიიღონ.

მისი დახმარებით მომხმარებლის მოთხოვნა მყისიერად სრულდება და ის ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასთან კავშირდება.

Support