როგორ გავიტანო კრიპტო ანგარიშიდან?
თანამედროვე სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც, ციფრული აქტივების შესახებ სულ უფრო ხშირად გვესმის. ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა პოპულარული ქოინები ჩვენი ყოველდღიური, ფინანსური ცხოვრების შემადგენელი ნაწილები ხდებიან.
უამრავ ადამიანს მათთან ურთიერთობა რთული ჰგონია, თუმცა რეალურად, კრიპტოს ფლობა საკმაოდ მარტივია და Cryptal ამის კარგი მაგალითია.
ამ ბლოგში გაიგებ როგორ შეგიძლია კრიპტოს განაღდება და თანხის გატანა კრიპტალის ანგარიშიდან ზედმეტი სირთულეების გარეშე, ორი მარტივი ეტაპის გავლით.
კრიპტოს გატანა - დეტალურად
თუ ანგარიშზე შემორჩენილი გაქვს აქტივები, რომელთა ფასიც დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და ახლა მათი განაღდება გადაწყვიტე, ან მომავალში გინდა კრიპტოს ყიდვა და წინასწარ გსურს გაიგო, როგორ შეგიძლია თანხის გატანა, მაშინ ორი მარტივი ეტაპის გავლა მოგიწევს იმისთვის, რომ კრიპტო ნაღდ ფულში გადაცვალო, შემდგომ კი შენს საბანკო ანგარიშზე სასურველი მეთოდით გაიტანო.
პირველი ეტაპი არის, შენს მფლობელობაში არსებული კრიპტოს გადაცვლა, ხოლო მეორე ეტაპი, თანხის საბანკო ანგარიშზე განაღდება.
თუ პროცესი ჯერ კიდევ რთული გგონია, არ შეგეშინდეს, ყველა ნაბიჯს დეტალურად განვიხილავთ.
კრიპტოს გაყიდვა - ლარში, დოლარში ან ევროში
იმისათვის, რომ კრიპტოს განაღდება და თანხის გატანა შეძლო, საჭიროა რომ ციფრული აქტივები შენთვის სასურველ ვალუტაში გადაცვალო.
კრიპტალზე მხარდაჭერილია სამი ძირითადი ვალუტა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო.
პლატფორმაზე მოხვედრილი ნებისმიერი ტრადიციული ვალუტა, იდენტური ღირებულების სტაბილურ კრიპტო აქტივში კონვერტირდება. მაგალითად, თუ ბალანსზე 10 ლარს შეიტან, ის ავტომატურად 10 TOGEL გახდება, ხოლო თუ Cryptal-დან 10 TOGEL-ს ბანკში გაანაღდებ, ანგარიშზე 10 ლარი აგესახება.
აირჩიე, რომელი ვალუტის მიღება გინდა კრიპტო აქტივის სანაცვლოდ და შემდგომ შეარჩიე გაყიდვის სასურველი მეთოდი.
კრიპტალზე ციფრული აქტივების გაყიდვა ორი გზით არის შესაძლებელი:
- კონვერტაცია - კრიპტო აქტივების მომენტალური და მარტივი გადაცვლა სასურველ ტრადიციულ ვალუტაში.
1. გადადი კონვერტაცია-ში
2. აირჩიე გაყიდვა
3. მიუთითე გასაყიდი კრიპტოს რაოდენობა
4. დაკლიკე გაყიდვა
- ბირჟა - ქოინების გაყიდვის შედარებით რთული გზა, სადაც კონკრეტული აქტივი საუკეთესო ფასად შეგიძლია გადაცვალო სასურველ აქტივში.
გაითვალისწინე, ბირჟაზე აქტივების გაყიდვა ორი ფუნქციის გამოყენებით არის შესაძლებელი:
ა. მარკეტ ორდერი - Market Order განთავსებისთანავე შესრულდება და კრიპტო ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასად გაიყიდება. თუკი აქტივის გაყიდვა სწრაფად გინდა, მაშინ მარკეტ ორდერი საუკეთესო არჩევანია.
ბ. ლიმიტ ორდერი - Limit Order გაძლევს საშუალებას ხელით მიუთითო ის მინიმალური თანხა, რომელზე ნაკლებადაც აქტივს არ გაყიდი. ლიმიტ ორდერი საუკეთესო არჩევანია მაშინ, თუ აქტივის გაყიდვა კონკრეტულ ფასად გინდა.
1. გადადი ბირჟა-ზე
2. აირჩიე სასურველი წყვილი - კრიპტო და ტრადიციული ვალუტა
3. მიუთითე გაყიდვის გზა - Market ან Limit Order
4. Market Order-ის შემთხვევაში უბრალოდ ჩაწერე გასაყიდი აქტივის რაოდენობა; Limit Order-ის შემთხვევაში რაოდენობა და მინიმალური გასაყიდი ფასი
5. დაკლიკე Sell
თანხის განაღდება - ბარათი, ანგარიშის ნომერი ან ნაღდი ფული
მას შემდგომ რაც აქტივებს გაყიდი, მიღებული ვალუტა სტაბილური ქოინის სახით შენს კრიპტო საფულეში აისახება. იმისათვის, რომ თანხის განაღდება შეძლო, საჭიროა რომ საფულეში გადახვიდე.
კრიპტო საფულე გეხმარება შენი აქტივები სურვილისამებრ მართო - გადარიცხო, გაანაღდო, შეინახო, თვალი ადევნო საკუთარ ბალანსს ან სხვა.
Cryptal-ის ანგარიშიდან თანხის გატანა რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი. შეგიძლია თანხა ქეშად CreditService+ ფილიალებიდან გაიტანო ან სასურველ ბანკში გადარიცხო.
ციფრულად აქტივების გატანა საქართველოში მომუშავე ყველა ბანკის ანგარიშზე შეგიძლია, იქნება ეს საქართველოს ბანკი (BOG), TBC ბანკი თუ სხვა. თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც პირდაპირ ბარათით, ასევე ანგარიშის ნომრით დახმარებით.
- თანხის განაღდება საბანკო ბარათის გამოყენებით:
1. გადადი საფულეში
2. დაკლიკე გატანა-ს
3. აირჩიე ვალუტა
4. გატანის მეთოდში მონიშნე ბარათი
5. მონიშნე შესაბამისი ბარათი
6. შეიყვანე თანხა
7. დაკლიკე გატანა
თუ ანგარიშზე ბარათი არ გაქვს დამატებული, დააკლიკე და გაიგე როგორ შეგიძლია საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის ბარათების დამატება.
- თანხის განაღდება საბანკო გადარიცხვის გამოყენებით:
1. გადადი საფულეში
2. დაკლიკე გატანა-ს
3. აირჩიე ვალუტა
4. გატანის მეთოდში მონიშნე ბანკი
5. აირჩიე სასურველი ბანკი
6. IBANკოდის ველში ჩაწერე შენი ანგარიშის ნომერი
7. მიუთითე რაოდენობა
8. სურვილის შემთხვევაში დაწერე კომენტარი
9. დაკლიკე გატანა
სულ ეს არის, თანხა შენს საბანკო ანგარიშზე რამოდენიმე წამში აისახება, ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა სხვაობაა კონვერტაციასა და ბირჟას შორის?
კონვერტაცია საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის და მისი გამოყენებით აქტივების გადაცვლა მომენტალურად ხდება. ბირჟა კი, შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის არის რეკომენდებული და მისი გამოყენებით კრიპტოს ყიდვა/გაყიდვა ყველაზე მომგებიან ფასად არის შესაძლებელი.
თუ დამწყები ვარ, რომელი მეთოდი ჯობს?
თუ კრიპტო ინდუსტრიაში ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს, კონვერტაცია შენზე მორგებული მეთოდია. მისი დახმარებით სასურველი აქტივის ყიდვა ან გაყიდვა რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.
რა სხვაობაა ბარათზე გატანასა და ანგარიშის ნომრით გატანას შორის?
Visa/Mastercard ბარათების გამოყენებით მხოლოდ ლარის განაღდება არის შესაძლებელი და მასზე 1.2 ლარიანი საკომისიო მოქმედებს, ხოლო საბანკო გადარიცხვის გამოყენებით, ანუ ანგარიშის ნომრის დახმარებით გატანილი თანხა სრულიად თავისუფალია საკომისიოებისგან, როგორც ლარი, ასევე ა.შ.შ. დოლარი და ევრო.
რა არის სტაბილური კრიპტო?
სტაბილური ქოინი, იგივე სტაბილური კრიპტო ისეთი ტიპის აქტივია, რომლის ღირებულებაც მუდმივად უცვლელი რჩება. ამგვარი აქტივის კარგი მაგალითი USDT-ია, რომელსაც ხშირად დოლარის ალტერნატივადაც იყენებენ, რადგან მისი ფასი ყოველთვის $1 ტოლია - 1 USDT = $1.
Stablecoin-ების რეზერვები ფასის შესანარჩუნებლად იგივე რაოდენობის ვალუტით არიან გამყარებული.
სწორედ ასეა კრიპტალზეც, როდესაც მომხმარებლის მიერ ანგარიშზე შეტანილი ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო სტაბილურ ქოინში კონვერტირდება - 1 ლარი = 1 TOGEL.
შეჯამება
ციფრული აქტივების პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი ფლობს ისეთ აქტივებს, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. ამგვარი ტიპის ქოინებს მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ღირებულება ხშირად ძალიან იზრდება.
ამის გათვალისწინებით, ადამიანებს, განსაკუთრებით დამწყებ მომხმარებლებს, უჩნდებათ კითხვა - როგორ გავიტანო კრიპტო ანგარიშიდან.
კრიპტალზე აქტივების განაღდების ყველაზე სწრაფი და მარტივი გზები არსებობს, იქნება ეს საბანკო გადარიცხვა თუ თანხის პირდაპირ ბარათზე გატანა.
პირველ რიგში კი, საჭიროა ქოინების ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლა, შემდგომ კი, სასურველი და მისაღები მეთოდის მოძებნა, რომელიც პლატფორმაზე ერთნაირად მარტივი გასაგებია დამწყებისა და გამოცდილი ადამიანისთვის.