Სარჩევიchevron-down
როგორ გამოვიმუშაო უფასო კრიპტო 2025 წელს: დამწყებთათვის
Airdrop: უფასო კრიპტო უბრალოდ მონაწილეობით
კრიპტო პლატფორმა: უფასო ქოინები მარტივი დავალებების სანაცვლოდ
ბრაუზერებისა და საძიებო სისტემების კრიპტო ჯილდო
Play-to-Earn: კრიპტოს გამომუშავება თამაშით
რეფერალური პროგრამა
შეჯამება: უფასო კრიპტო 2025 წელსაც იქნება!
Georgian text on the left side of the visual with crypto journey map on the right side 1000x300
2025-01-13clock5 minutes

როგორ გამოვიმუშაო უფასო კრიპტო 2025 წელს: დამწყებთათვის

კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდასთან ერთად უფასო ციფრული აქტივების მიღების გზები ასე მარტივი და მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა. 2025 წელს რამოდენიმე გზა არსებობს, რომელთა დახმარებითაც სრულიად უფასოდ შეგიძლია სხვადასხვა პოპულარული ციფრული აქტივის მიღება, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა ქოინი. თუმცა აუცილებელია, რომ ამ გზაზე სხვადასხვა თაღლითური სქემების მსხვერპლი არ გახდე.

მოკლედ, ამ ბლოგში მოგიყვებით იმ გზებზე, რომელთა დახმარებითაც 2025 წელს უფასო კრიპტო აქტივის გამომუშავება შეგიძლია. Airdrop-ებიდან დაწყებული, სხვადასხვა კრიპტო დავალებების შესრულებითა და რეფერალური პროგრამით დამთავრებული, ყველა ადამიანისთვის არსებობს გზა, მიიღოს კრიპტო, გამოცდილებისა და ცოდნის მიუხედავად.

Airdrop: უფასო კრიპტო უბრალოდ მონაწილეობით

Airdrop-ები კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად იქცა. მომხმარებლებისთვის ეს არის გზა, გამოიმუშავონ უფასო კრიპტო და პარალელურად, მათი ჩართულობით დაეხმარონ ბიზნესს თავიანთი პროექტის პოპულარობის გაზრდაში. როგორც წესი, კომპანიები ეირდროპებს მომხმარებლების რაოდენობის გასაზრდელად ან რომელიმე კრიპტო აქტივის ირგვლივ ჰაიპის გასაზრდელად იყენებენ.

Airdrop-ის დროს, მომხმარებლებს უფასო ტოკენები მათი უბრალოდ მონაწილეობისა და ჩართულობის გამო ერიცხებათ, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი. ეირდროპის მთავარი დანიშნულება, მომხმარებლების გააქტიურება და რომელიმე პლატფორმაზე მიზიდვაა. უფასო ტოკენების შეთავაზებით კი, ბიზნესები ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებენ, მომხმარებლები კი, ეცნობიან ეკოსისტემას და პარალელურად იღებენ უფასო კრიპტო აქტივებს.

Airdrop-ში მონაწილეობისთვის კრიპტო საფულე დაგჭირდება. საფულეები შენი აქტივების კონტროლსა და უსაფრთხოდ შენახვაში გეხმარებიან. გაითვალისწინე, რომ წინასწარ შეამოწმო, აქვს თუ არა შენს კრიპტო საფულეს შესაბამისი კრიპტო აქტივის მხარდაჭერა, ანუ შეგიძლია თუ არა მისი მიღება და შენახვა.

თუ გინდა გაიგო მეტი კრიპტო საფულეების შესახებ, გადადი ლინკზე.

კრიპტო პლატფორმა: უფასო ქოინები მარტივი დავალებების სანაცვლოდ

არსებობს კრიპტო პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს მცირე კრიპტო გასამრჯელოს სთავაზობენ მარტივი დავალებების შესრულების სანაცვლოდ. ეს დავალებები, უმეტესად ძალიან მარტივ ქმედებებს გულისხმობს, ისეთს როგორიც Captcha-ს მონიშვნა, რეკლამების ყურება და თამაშების თამაშია. ამგვარი ტიპის პლატფორმების მთავარი დანიშნულება, მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ, საიტზე მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და კრიპტოში მათი გათვითცნობიერებაა.

რამდენადაც მარტივი და სახალისოა ასეთი პლატფორმების დახმარებით ქოინების გამომუშავება, იმდენად ფრთხილად უნდა იყო, რადგან ხშირად სქემერები სწორედ ამგვარ საიტებს ქმნიან მომხმარებლების სხვადასხვა ინფორმაციის მისაკუთრების მიზნით. არსებობენ პლატფორმები, რომლებიც რეალურად არ არიან თაღლითურ სქემებში, თუმცა კრიპტოს გადახდას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ასეთი პლატფორმების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მოიძიო და გადაამოწმო, თუ რამდენად სანდონი არიან ისინი. ამისათვის შეგიძლია მომხმარებლების ფიდბექს გაეცნო ან სხვადასხვა ონლაინ ფორუმებს მიმართო დახმარებისთვის, სადაც ამა თუ იმ პლატფორმის შესახებ ყველაფერი იწერება.

განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ისეთი პლატფორმების მიმართ, რომლებიც პერსონალურ ინფორმაციას ან სულაც საწყისი კაპიტალის სახით, დეპოზიტს გთხოვენ. რეალური პლატფორმები არასდროს მოგთხოვენ პირადი ინფორმაციის გაცემას ან რაიმე თანხის ჩარიცხვას.

ბრაუზერებისა და საძიებო სისტემების კრიპტო ჯილდო

ბოლო წლებში ბრაუზერებმა და სხვადასხვა საძიებო სისტემებმა ჯილდოს პროგრამა წარმოადგინა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს კრიპტო აქტივების გამომუშავების შესაძლებლობა უბრალოდ მათი გამოყენებისთვის უჩნდებათ. ეს პროგრამები კრიპტო ეკოსისტემისთვის ინოვაციურ მოდელს ქმნის, რომლის დახმარებითაც ინტერნეტში გატარებული დროის სანაცვლოდ მომხმარებელს კრიპტოს მიღება შეუძლია.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი Brave არის, რომელიც უსაფრთხო ინტერნეტ გამოყენებაზე ორიენტირებული ბრაუზერია და მომხმარებლებს საკუთარ ციფრულ აქტივს Basic Attention Token (BAT)-ს სთავაზობს. გამომუშავებული BAT ტოკენი კი, მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობებში შეუძლიათ გამოიყენონ, მაგალითად მათი კრიპტო ბირჟებზე გადაცვლა ისეთ ქოინებში, როგორიც ბიტკოინი, სოლანა და სხვები არიან.

კიდევ ერთი ასეთი პლატფორმა ონლაინ საძიებო სისტემა Presearch არის, რომელიც მომხმარებლებს საკუთარ Presearch token (PRE)-ს მათი საძიებო ველის გამოყენების სანაცვლოდ სთავაზობს. Google-სა და Bing-ის მსგავსი სხვადასხვა პოპულარული საძიებო სისტემის ნაცვლად, თუ Presearch გამოიყენებ, პლატფორმა პერიოდულად ტოკენებს დაგირიცხავს.

ამ პლატფორმებზე კრიპტო გასამრჯელოს მისაღებად, როგორც წესი ანგარიშის შექმნა, ჯილდოს სისტემის გააქტიურება და კონკრეტული აქტივობების შერულებაა საჭირო, იქნება ეს რეკლამების ნახვა, საძიებო სისტემის გამოყენება თუ სხვა. მოთხოვნები და სისტემა პლატფორმებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან განსხვავდება, მნიშვნელოვანია რომ წინასწარ გაერკვე დეტალებში.

უსაფრთხოების რჩევები

მაშინ, როცა ამგვარი პლატფორმები კრიპტო აქტივების გამომუშავების შესაძლებლობას მარტივად გაძლევდნენ, აუცილებელია რომ სქემერებს ამოცნობა და თავის არიდება შეძლო. ყოველთვის აირჩიე ცნობილი და სანდო პლატფორმა, რომელსაც ინტერნეტში პოზიტიური შეფასება ექნება სხვა მომხმარებლების მხრიდან. მოერიდე პირადი და სენსიტიური ინფორმაციის ან რაიმე ფინანსური დეტალების გაზიარებას.

Play-to-Earn: კრიპტოს გამომუშავება თამაშით

Play-to-Earn ანუ ითამაშე და გამოიმუშავე ტიპის თამაშები ინდუსტრიისთვის ნამდვილად რევოლუციური ტრენდი გამოდგა, რომელიც თავის თავში თამაშისგან გამოწვეულ სიამოვნებასა და კრიპტო აქტივების მიღებას აერთიანებს. სწორედ მსგავსი ტიპის თამაშები აძლევენ მომხმარებლებს თამაშის პარალელურად რეალური ღირებულების მქონე კრიპტო და ციფრული აქტივების მიღების შესაძლებლობას.

ერთ-ერთი თამაშის გამორჩეული მაგალითი STEPN არის, რომელიც კრიპტო აქტივების პარალელურად ფიტნესსაც აერთიანებს. STEPN მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ფიზიკური აქტივობის სანაცვლოდ, იქნება ეს სიარული თუ სირბილი, კრიპტო გამოიმუშავონ, რომელსაც მოგვიანებით რომელიმე ფიატ ვალუტაში ან სხვა ციფრულ აქტივში გადაცვლიან.

თუ დამატებით ინფორმაცია გაინტერესებს ამ თამაშის შესახებ STEPN Guide შეგიძლია გაეცნო.

P2E თამაშების უმეტესობაში ადამიანებს კრიპტოს გამომუშავება თამაშში არსებული დავალებების შესრულებით შეუძლიათ. გარდა ამისა, როდესაც მოთამაშე გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს, ის დამატებით იღებს ტოკენს აქამდე გაწეული შრომისთვის. სწორედ ამ გამომუშავებული აქტივების გადაცვლაა შესაძლებელი სხვადასხვა ბირჟებსა თუ პლატფორმებზე.

Play-to-Earn თამაშების უპირატესობები

P2E თამაშების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მათ რეალური ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მოთამაშეები, რომლებიც აქტიურად ჩაებმებიან თამაშში, გაიღებენ ამისთვის დროსა და ენერგიას, აუცილებლად შეძლებენ გარკვეული რაოდენობის კრიპტო აქტივების გამომუშავებას. დროთა განმავლობაში კი, შესაძლებელია, რომ გამომუშავებული კრიპტოს ფასი გაიზარდოს, რაც პოტენციურად თამაშს უფრო მიმზიდველს ხდის.

რეფერალური პროგრამა

კრიპტო ბირჟებისა და საფულეებისთვის რეფერალური პროგრამა მნიშვნელოვანი სტრატეგია აღმოჩნდა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები, პარალელურად კი, დააჯილდოონ ისინი ქოინების სანაცვლოდ. ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორიც Binance და Coinbase არიან მომხმარებლებს რეფერალურ პროგრამას სთავაზობენ, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს უნიკალური ლინკის წყალობით მეგობრების პლატფორმაზე მოწვევა შეუძლიათ.

ხშირად, როდესაც ვინმე ამ ლინკით დარეგისტრირდება, ორივე, ლინკის მფლობელიცა და დარეგისტრირებულიც წამახალისებელი ჯილდოს მფლობელები ხდებიან. დამატებით კი, სარგებლის მიღება საკომისიოებიდან ან ნავაჭრიდან ხდება, რომელიც კრიპტოს სახით ლინკის მფლობელის ანგარიშზე ირიცხება. ყველა პლატფორმას განსხვავებული საკომისიოები და გასამრჯელოები აქვს, თუმცა რეფერალური პროგრამის მუშაობის პრინციპი უმეტესად ერთი და იგივეა.

მაგალითად, რეფერალურ პროგრამას კრიპტალზეც შეხვდები, სადაც მომხმარებლებს უფასო კრიპტოს გამომუშავება მათ მიერ მოწვეული ადამიანების სავაჭრო საკომისიოებიდან შეუძლიათ.

შეჯამება: უფასო კრიპტო 2025 წელსაც იქნება!

ინდუსტრიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი ჩაებას მასში და პირველად გახდეს კრიპტოს მფლობელი.

ზოგიერთ ადამიანს კრიპტოს ყიდვა სულაც არ უნდა ან საერთოდაც რთული პროცესი გონია, სწორედ ამიტომ, უფასო კრიპტოს კონცეპტი მათზეა მორგებული.

სხვადასხვა ციფრული აქტივის მიღება კი, რამოდენიმე გზით შეიძლება, იქნება ეს რეფერალური პროგრამა, ინტერნეტში უბრალოდ სქროლვა, თამაშების თამაში თუ სხვა.

ციფრული აქტივების მიღების სტრატეგია დამოკიდებულია შენს აქტივობაზე, რა გზებს აირჩევ, რამდენად ხშირად გააკეთებ ამა თუ იმ მოქმედებას და ა.შ.

გაითვალისწინე, სანამ რომელიმე გზას შეუდგები, დაიცავი შენი პერსონალური მონაცემები, ერიდე თაღლითებს და გამოიყენე მხოლოდ სანდო პლატფორმები.

Support