Სარჩევიchevron-down
რა არის კრიპტო ეირდროპი (Airdrop)?
როგორ მუშაობს კრიპტო ეირდროპი (Airdrop)?
რა ტიპის ეირდროპები (Airdrop) არსებობს კრიპტო ინდუსტრიაში?
რა საჭიროა ერიდროპები (Airdrops)?
ცნობილი ეირდროპები
Uniswap (UNI)
Apecoin (APE)
dYdX (DYDX)
სად იპოვი ეიდროპებს, ანუ როგორ შეიძლება რეალური ფულის შოვნა?
Georgian Text on the left side of the visual with Crypto Airdrops on the right side 1000x300
2024-02-26clock5 minutes

რა არის კრიპტო ეირდროპი (Airdrop)?

გაგიგია ცნობილი გამოთქმა, რომ „ფული ხეზე არ იზრდება?“, ტყუილია და ამ ბლოგში გეტყვით, როგორ შეიძლება „უფასო ფული“ იშოვო.

კრიპტოვალუტების სამყაროში ეირდროპები (Airdrop) უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის მოვლენა, როდესაც კრიპტოვალუტების შემქმნელი გუნდი შენ გჩუქნის კრიპტოვალუტას ან NFT პროექტს, სრულიად უფასოდ. როგორც იცი, კრიპტოვალუტების ფასი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და ასეა ეირდროპის შემთხვევაშიც, რა დროსაც საჩუქრად მიღებული კრიპტოს ფასი შეიძლება რამდენიმე ცენტიდან, რამდენიმე ათას ა.შ.შ. დოლარს უტოლდებოდეს.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მოცულობითი ეირდროპი 2018 წელს მოხდა. NEO-ს ბლოკჩეინის შემქმნელებმა დააანონსეს, რომ მათი კრიპტოვალუტის მფლობელები საჩუქრად ONT ტოკენებს, ქსელის მშობლიური კრიპტოს მიიღებდნენ. ერიდროპის მომენტში, ერთი ONT ტოკენის ღირებულება $2 ტოლი იყო და საბოლოოდ, ეირდროპის ჯამური დარიგებული თანხა $40 მილიონს გადასცდა.

NEO-ს ეირდროპის შემდგომ უამრავი და უფრო მოცულობითი საჩუქრებიც გამოჩენილა კრიპტო სამყაროში, თუმცა 2018 წელს ეს ერთ-ერთი ყველაზე უხვად დარიგებული თანხა იყო, რომელიც კრიპტო საზოგადოებას უნახავს.

შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რატომ შეიძლება კრიპტოს შემქმნელმა გუნდმა დაიწყოს ეირდროპი და ადამიანებს დაურიგოს ფული. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ და გეტყვით ყველა მიზეზს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეირდროპი (Airdrop) შენთვის „უფასო ფულის“ გამომუშავების გზაა, რომელსაც კრიპტო პროექტები საკმაოდ ხშირად აძლევენ მომხმარებლებს.

როგორ მუშაობს კრიპტო ეირდროპი (Airdrop)?

როგორც წესი, ფულის შოვნა და ეირდროპში მონაწილეობა რომ შეძლო გარკვეული კრიტერიუმები უნდა შეასრულო და დააკმაყოფილო. ეს კრიტერიუმები კი, შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, როგორიც მაგალითად მარტივი რეგისტრაციაა ან სულაც მცირედ ძალისხმევას მოითხოვდეს, როგორიც პროექტის შენს სოციალურ მედიაში გაზიარებაა. ზოგიერთი ეირდროპი კი, კრიპტოვალუტის საფულეში შენახვასაც გთხოვს.

თუმცა, კრიტერიუმებისა და მოთხოვნების მიუხედავად, თუ ეირდროპში მონაწილეობა და ფულის შოვნა გინდა, აუცილებლად კრიპტო საფულე დაგჭირდება, რომ შენი ქოინები სადმე შეინახო.

ხოლო, როდესაც კრიპტო ეირდროპი გამოცხადდება, ორი მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც უნდა გაითვალისწინო. პირველი, ეს არის „Snapshot”, ანუ მომენტი, როდესაც პროექტი ყველა პოტენციურ მონაწილეს აიდენტიფიცირებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველა პირობა შეასრულო, რათა საჩუქრის მიღება შეძლო.

მეორე ეტაპი კი, კრიპტოვალუტის დარიგების თარიღია. ამ დროს კი, ყველა ადამიანი იღებს ეირდროპს, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული პირობები შეასრულეს და შენ ისღა დაგრჩენია, რომ შენს კრიპტო საფულეს თვალი ადევნო.

რა ტიპის ეირდროპები (Airdrop) არსებობს კრიპტო ინდუსტრიაში?

კრიპტო ინდუსტრიაში ძირითადად სამი ტიპის ეირდროპებია გავრცელებული, რომლებიც ადამიანებს შანს აძლევს ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ, მცირე პირობების დაკმაყოფილებით.

  • ჯილდოს ტიპის ეირდროპები (Bounty Airdrops)
    იმისათვის, რომ მომხმარებელმა ეირდროპში მონაწილეობის შანსი მიიღოს, საჭიროა რომ მან წინასწარგანსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. პირობები კი მარტივი, მაგრამ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - სოციალურ მედიაში ლინკების გაზიარება, ჯგუფებში გაწევრიანება, მეგობრების მოწვევა და ა.შ.

    ამ ტიპის ეირდროპებში ჯილდო ხშირად შემთხვევითობის პრინციპით თამაშდება ან შესაძლებელია, რომ ყველა საჩუქრდებოდეს პირობების შესრულების შემთხვევაში.


  • კლასიკური გათამაშების ტიპის ეირდროპები (Raffle Airdrops)
    როგორც წესი, ამ ტიპის ეირდროპები მომხმარებლებს რეგისტრაციის ან რაიმე ფორმის შევსებას სთხოვს. Raffle Airdropsკლასიკური სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ამ ტიპის გათამაშებები ყველაზე გავრცელებულია და ეირდროპის პირვანდელ სახეს წარმოადგენენ, რომელში მონაწილეობისასაც საჩუქრები სრულად შემთხვევითობის პრინციპით ნაწილდება. სწორედ ამ ტიპის ეირდროპები ასოცირდება „უფასო ფულთან“.

  • ექსკლუზიური ეირდროპები (Exclusive Airdrops)
    პერიოდულად კრიპტოვალუტის უკან მდგომი გუნდი საკუთარ ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიურ ეირდროპებს სჩუქნის, რა დროსაც ამ ადამიანებს თავიანთ კრიპტო საფულეებში ახალ ან სულაც ძველ ტოკენებს ურიცხავენ.

    შეიძლება ერთი შეხედვით ამ ტიპის ეირდროპი ყველაზე მიმზიდველი და მარტივი მოგვეჩვენოს, თუმცა მასში მონაწილე ადამიანები გამოირჩევიან პროექტის მხარდაჭერით, რადგან რაღაც ეტაპზე მათ კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტეს და ახლა ამისთვის ჯილდოვდებიან.

რა საჭიროა ერიდროპები (Airdrops)?

კრიპტოვალუტების ლეგიტიმაციის ფუნდამენტი მის გავრცელებაშია, ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი ფლობს რომელიმე კრიპტოვალუტას, მით მეტია მისი ლეგიტიმაცია და პროექტის ღირებულებაც. წარმოიდგინე, რომ ყველა ბიტკოინი, რომელიც სამყაროში არსებობს, სულ რამოდენიმე ადამიანს რომ ეკუთვნოდეს, ბიტკოინის ფასი საგრძნობლად განსხვავებული იქნებოდა დღევანდელთან შედარებით. ეირდროპები კი, კრიპტო პროექტებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა, დროის მოკლე მონაკვეთში თავიანთი კრიპტოვალუტები უამრავ ადამიანზე გაავრცელონ და ამით პროექტს ლეგიტიმაცია შესძინონ.

ბევრ მომხმარებელზე გაცემული კრიპტო კი, მფლობელების დივერსიფიკაციისა და რეალური დეცენტრალიზაციის შექმნას უწყობს ხელს. ეს ქმედებები კი, ეხმარება პროექტს არა მხოლოდ ლეგიტიმაციის შეძენაში, არამედ გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეირდოპს კრიპტო პროექტის წარმატებაში ძალიან დიდი როლი აქვს.

ხშირად, ეირდროპების დახმარებით კრიპტო პროექტს არა მისი ავტორები, არამედ თავად მომხმარებლები ავრცელებენ, რადგან ჯილდოს რაიმე ქმედების, მაგალითად სოციალურ ქსელში გაზიარების სანაცვლოდ იღებენ. გარდა ამისა, წინასწარ დაანონსებული ეირდროპი, ადამიანების დიდ მობილიზაციას იწვევს და წინასწარ დიდ განწყობას ქმნის.

დამატებით კი, როგორც ვთქვით, ეირდროპები შენი ლოალური და ერთგული მოხმარებლებისათვის მადლობის გადახდის საშუალებაცაა. ერთი მხრივ, ადამიანებს აჩვენებ, რომ პროექტი მონაწილეებს რეალურად აფასებს და სტიმულს აძლევს სხვა მომხმარებლებსაც რომ მასში ჩაერთონ, მეორე მხრივ კი, მათ, ვინც უკვე ფლობს კრიპტოს, „აიძულებენ“ გაყიდვის ნაცვლად აქტივები შეინახონ, რაც კრიპტო ეკოსისტემისთვის შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს.

ცნობილი ეირდროპები

Uniswap (UNI)

2020 წლის 16 სექტემბერს კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეირდროპი Uniswap-მა გაათამაშა, სადაც მომხმარებლებს ჯამურად $6.43 მილიარდის ღირებულების UNI ტოკენები გადასცა. იმ პერიოდისთვის კრიპტოს ფასი $42 იყო, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.

Apecoin (APE)

მეორე ყველაზე დიდი ეირდროპი და „უფასო ფული“-ის გათამაშება ცნობილი NFT პროექტის მშობლიურ ტოკენ Apecoin (APE)-ს ეკუთვნის, რა დროსაც, 2022 წლის 17 მარტს ჯამურად $3.54 მილიარდის ღირებულების ტოკენები დარიგდა.

პრინციპი მარტივი იყო, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა ის ადამიანები, რომლებიც მანამდე მფლობდნენ შესაბამის კრიპტოვალუტას.

dYdX (DYDX)

მესამე ყველაზე დიდი ეიდროპი კი, 2021 წლის 8 სექტემბერს დაფიქსირდა dYdX-ის მიერ, სადაც $2 მილიარდის ღირებულების ტოკენები დარიგდა. 2021 წლისთვის კრიპტოს ფასი $26.8 უტოლდებოდა.

ჯამურად, სამმა კრიპტო პროექტმა $12 მილიარდამდე ღირებულების ტოკენები დაარიგეს ეირდროპის მეშვეობით და ტოპ 50 ყველაზე დიდ გათამაშებაში 45%-იანი წილიც დაიკავეს.

სად იპოვი ეიდროპებს, ანუ როგორ შეიძლება რეალური ფულის შოვნა?

კრიპტოვალუტების სამყარო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ინდუსტრიაა და ყოველდღიურად უამრავი კრიპტო პროექტი ჩნდება. როგორც ვნახეთ, ეირდროპები ახალი და კარგად დამკვიდრებული კრიპტოვალუტებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად ყოველდღიურად ახლად გამოჩენილი პროექტები მუდმივად ცდილობენ ეირდროპებით თავი დაიმკვიდრონ. ეირდოპები კი, მომხმარებლებისთვის რეალური ფულის შოვნის გზა არის, სადაც მხოლოდ მცირე ძალისხმევის ჩადება გჭირდება.

კრიპტო სიახლეებისა და ეირდროპებისთვის კი, არსებობს კრიპტალის ფეისბუქ და ტელეგრამ ჯგუფები, სადაც საუბარია მომავალ გათამაშებებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღო მასში მონაწილეობა და გამოიმუშაო „უფასო ფული“. ჯგუფში შემოსვლით იჩენ შანსს არ გამოგრჩეს მომავალი ეიდროპი.

Support