Სარჩევიchevron-down
რა არის Cloud Mining (მაინინგი)?
რა ტიპის Cloud მაინინგი არის ხელმისაწვდომი? - ბიტკოინი, ეთერიუმი და ა.შ.
ვირტუალური მაინინგი (Virtual Mining):
Hosted მაინინგი (Hosted Mining):
მაინინგი ქირაობით (Leased Hashing Power):
როგორ მუშაობს ქლაუდ მაინინგი?
როგორ გამოვიმუშაო ფული Cloud Mining-ით, ანუ საიდან დავიწყო?
როგორ ავირჩიო ქლაუდ მაინინგის პლატფორმა?
რა პლიუსები აქვს ქლაუდ მაინინგს?
ქლაუდ მაინინგის ტოპ 5 პლატფორმა
Ecos
Bitdeer
NiceHash
CryptoTab Browser
IDMining
ქლაუდ მაინინგი და ფულის გამომუშავება
Georgian Text on the left side of the visual with Bitcoin falling from Cloud and Robot hand above on the right side 1000x300
2024-02-12clock7 minutes

რა არის Cloud Mining (მაინინგი)?

Cloud Mining (მაინინგი) არის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესში ჩაერთონ სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობების, ელექტრო ენერგიისა და რაიმე პროგრამის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ, ქლაუდ მაინინგი არის სერვისი, რომლის დახმარებითაც შეგიძლია იჯარით აიღო იმ კომპანიის „წილი“, რომელსაც საკუთარი კომპიუტერული ცენტრები და რესურსი გააჩნია.

წარმოიდგინე, მაინინგისათვის საერთოდ არ გჭირდება უამრავი მძლავრი კომპიუტერით სავსე სივრცის მოწყობა, რომელიც მოიხმარს ბევრ ელექტრო ენერგიას, სანაცვლოდ შენ ქირაობ სპეციალურად მოწყობილ და წინასწარ გამზადებულ სივრცეს. სწორედ ასეთი კომპანიები აგვარებენ მაინინგთან დაკავშირებულ ყველანაირ პრობლემებს შენს ნაცვლად. ფაქტობრივად, შენ მათ კომპიუტერულ მოწყობილობებსაც ქირაობ. ეს მეთოდი გაძლევს საშუალებას, მარტივად, ცოდნის გარეშე ჩაერთო მაინინგში და ბევრი დანახარჯის გარეშე დაიწყო ფულის გამომუშავება. ქლაუდ მაინინგი არის სერვისი, რომელიც კრიპტოვალუტების მოპოვებას ხდის მარტივს და ჭეშმარიტად ყველასათვის ხელმისაწვდომს, ტექნიკური ბარიერებისა და საწყისი ინვესტირების გაქრობით.

თუმცა, ისევე როგორც ყველა ინვესტიციას, ქლაუდ მაინინგსაც აქვს თავისი რისკი. კრიპტოვალუტების ვოლატილური ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანებმა წინასწარ უნდა ჩაატარონ მოკვლევა და შემდგომ წამოიწყონ მაინინგი. დამატებით კი, სანდო მაინინგის მომწოდებელ სერვისთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან უნდა ერიდოთ სქემერებსა და თაღლითებს.

რა ტიპის Cloud მაინინგი არის ხელმისაწვდომი? - ბიტკოინი, ეთერიუმი და ა.შ.

როდესაც ქლაუდ მაინინგზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ რომ არსებობს რამოდენიმე ტიპის გზა, თუ როგორ გამოვიმუშაოთ ფული მისი წყალობით:

ვირტუალური მაინინგი (Virtual Mining):

ეს მეთოდი შესაძლებლობას გაძლევს შექმნა შენი ვირტუალური სერვერი საკუთარი მაინინგ პროგრამის წყალობით. ვირტუალური მაინინგი უფრო ტექნოლოგიური გზაა დაიწყო კრიპტოვალუტების „მოპოვება“. მისი წყალობით შენ ქირაობ მაინინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და შესაბამისად თავიდან ირიდებ ფიზიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებულ პრობლემებს, იქნება მათი სერვისი თუ ა.შ.

Hosted მაინინგი (Hosted Mining):

ამ მოდელის გამოყენებით შენ ან ქირაობ, ან ყიდულობ მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობებს, ისინი კი შემდგომ სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან რჩება სამუშაოდ. სანაცვლოდ, შენ ხარჯავ მოწყობილობების ყიდვისა და ჰოსთინგის გადასახადს, კომპანია კი, უვლის და საჭიროების შემთხვევაში აკეთებს შენს კომპიუტერებს. თუკი საჭირო აპარატურა შენს საკუთრებაშია, ეს მეტ შემოსავალსა და მეტ კონტროლს ნიშნავს.

მაინინგი ქირაობით (Leased Hashing Power):

ეს არის მაინინგის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტიპი. ამ დროს შენ ქირაობ მაინინგისათვის საჭირო კომპიუტერულ სიმძლავრეს, რომელსაც Hashing Power ჰქვია. ეს მეთოდი წარმოადგენს ყველაზე მარტივ გზას, დაიწყო მაინინგით ფულის გამომუშავება, რადგან ნაკლები ტექნოლოგიური ხარჯის გაწევა გიწევს საწყის ეტაპზე. რაც უფრო მეტ სიმძლავრეს იქირავებ, მით მეტი ჯილდოს მიღება შეგიძლია, იქნება ეს - ბიტკოინი თუ სხვა პოპულარული კრიპტოვალუტა.

როგორ მუშაობს ქლაუდ მაინინგი?

ქლაუდ მაინინგი საკმაოდ მარტივ მექანიზმზეა დაფუძნებული. იმის ნაცვლად, რომ იყიდო მაინინგისთვის საჭირო კომპიუტერები, შენ უკავშირდები ქლაუდ მაინინგის კომპანიებს, რომლებიც ამგვარ სერვისს შენს ნაცვლად ახორციელებენ. მათ აქვთ სპეციალიზირებული მაინინგ მოწყობილობები და შენ ამ მოწყობილობების გარკვეულ ან სრულ სიმძლავრეს ქირაობ. შენი ნაქირავები სიმძლავრე კი, შენს გამომუშავებულ ჯილდოზე პირდაპირ აისახება. რაც უფრო დიდია სიმძლავრე, მით უფრო მეტია შანსი ამოიხსნას კომპლექსური მათემატიკური პრობლემები, რომლებიც სწორედ კრიპტოვალუტების გამომუშავებისთვის, ანუ მაინინგისთვის არის საჭირო.

ქლაუდ მაინინგის ტიპიდან გამომდინარე, მაინინგის სერვისის გამცემი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას მოწყობილობების მოვლაზე, ელექტრო ენერგიის ხარჯების დაფარვაზე და ყველა საჭირო ფიზიკური სერვისის გამართვაზე. ეს კომპანიები ფლობენ ყველა საჭირო ტექნიკურ ატრიბუტსა და ცოდნას. მარტივად რომ ვთქვათ, ქირაობ ყველა საჭირო ტექნოლოგიურ თუ სხვა სახის რესურსს, ზოგიერთ კომპანია კი, მარტივ მობილურ აპლიკაციასაც კი გაწვდის შენი პროგრესის მონიტორინგისათვის და გამომუშავებული ფულის სანახავად.

როგორ გამოვიმუშაო ფული Cloud Mining-ით, ანუ საიდან დავიწყო?

შენი მოგზაურობა ქლაუდ მაინინგში ინფორმაციის მოძიებით უნდა დაიწყო. იპოვე რეპუტაციული და ცნობილი ქლაუდ მაინინგის კომპანია. ისეთი კომპანია, როგორიც Ecos არის სპეციალიზირებული და სანდო კომპანიაა ბიტკოინის მაინინგისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესში.

  • აირჩიე პლატფორმა: შენს მიზნებზე მორგებული შესაბამისი პლატფორმის არჩევა უმნიშვნელოვანესია. ასეთის შერჩევის შემდეგ, დაიწყე ანგარიშის შექმნით, საიდანაც უკვე ხელი მიგიწვდება პირობებზე, კონტრაქტზე და სხვა დეტალებზე, რომლებიც ხარჯებს და ა.შ. უკავშირდება.


  • აირჩიე კონტრაქტი: მოძებნე შენზე მორგებული მაინინგის ფორმა და დადე კონტრაქტი. კონტრაქტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, თუ რა სიმძლავრეს ქირაობ, რომელი კრიპტოვალუტა გინდა მოიპოვო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ყველაზე პოპულარული არჩევანია, შესაძლოა მომხმარებლებს სხვა კრიპტოვალუტების მაინინგი სურდეთ.

  • დაელოდე შედეგს: იმ მომენტიდან, როცა კონტრაქტს გააფორმებ, იწყება კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესი. შენს მიერ შერჩეული კომპანიიდან გამომდინარე, შეგიძლია შეამოწმო შენი პროგრესი, რამდენი გაქვს გამომუშავებული და ა.შ. ახლა საჭიროა, რომ შედეგის მისაღებად ცოტა დრო გავიდეს.

  • კრიპტოს განაღდება: თუკი ჩათვლი, რომ საჭირო რაოდენობის კრიპტოვალუტა გამოიმუშავე, მისი განაღდების და შენს კრიპტო საფულეზე გატანის დროა. ციფრული აქტივები ნაქირავები კომპანიის პლატფორმაზე აღირიცხება, მისი გატანა კი ნებისმიერ ადგილას შეგიძლია.

    ასეთი ადგილი შეიძლება კრიპტალი იყოს, რადგან პლატფორმაზე კრიპტოვალუტების შემოტანა სრულიად უფასოა, მათი განაღდება კი, ანუ ეროვნულ ან სხვა ვალუტაში გატანა მარტივი. კრიპტალიდან შეგიძლია თიბისის ან საქართველოს ბანკის ბარათზე ლარში განაღდებული კრიპტოვალუტა სულ რაღაც 1-დან 1.2 ლარამდე მერყეობს, დოლარის და ევროს შემთხვევაში კი, Wire Transfer-ის გამოყენებით მათი განაღდება სრულიად უფასოა.

როგორ ავირჩიო ქლაუდ მაინინგის პლატფორმა?

როგორც აქამდე არაერთხელ ვახსენეთ, მაინინგის დაწყებისათვის სათანადო პლატფორმის შერჩევას დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდო, რადგან თავიდან აიცილო სქემისა და სხვა რისკების არსებობა. შეამოწმე პროვაიდერის რეპუტაცია, გამჭვირვალობა და მომხმარებლების შეფასება. ყველა პლატფორმისათვის მნიშვნელოვანია რომ გამჭვირვალედ აჩვენებდნენ უსაფრთხოებას, საკომისიოებსა და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც შეიძლება თქვენი პარტნიორობის ფარგლებში წამოიჭრას, ასევე გახსოვდეს, რომ ყველაზე იაფიანი სერვისები ხშირად ყველაზე კარგები არ არიან. ეცადე შეარჩიო ქლაუდ მაინინგის ისეთი პლატფორმა, რომელშიც დაბალანსებული იქნება, როგორც გადასახადი, ისე შენი უსაფრთხოება და სანდოობა.

რა პლიუსები აქვს ქლაუდ მაინინგს?

ქლაუდ მაინინგის დახმარებით ფულის გამომუშავება შეიძლება კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ელექტრო ენერგიაში ფულის გადახდის გარეშე. ამგვარი სერვისები იდეალური გადაწყვეტილებაა დამწყებთათვის, რადგან აქ არ გჭირდება რაიმე განსაკუთრებული ცოდნა. მაგრამ, მაინც რა გამორჩეული პლიუსები აქვს ქლაუდ მაინინგს?

მარტივია: როგორც ვახსენეთ, ქლაუდ მაინინგის დაწყება საკმაოდ მარტივია, რადგან არ გჭირდება განსაკუთრებული ცოდნა და ძვირადღირებული მოწყობილობების ყიდვა.

მოსახერხებელია: ქლაუდ მაინინგი იმგვარი ტიპის სერვისია, რომელიც მომხმარებლებს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას ელექტრო ენერგიის გადასახადის, ძვირადღირებული კომპიუტერებისა და შემაწუხებელი ხმაურის გარეშე აძლევს შესაძლებლობას.

ხელმისაწვდომია: უამრავი პლატფორმა მომხმარებელს დიდ ხელმისაწვდომობას სთავაზობს, რომელიც მობილურ და ვებ აპლიკაციებში გამოიხატება, სადაც საკუთარი გამომუშავებული თანხის მონიტორინგი შეგიძლია.

ქლაუდ მაინინგის ტოპ 5 პლატფორმა

კრიპტოვალუტებისა და მაინინგის დიდ სამყაროში მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოსახერხებელი და ეფექტური პლატფორმის შერჩევა. გაზრდილი ინტერესის ფარგლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ბიტკოინის და ზოგადად, სხვადასხვა კრიპტოვალუტების მაინინგში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი სულ უფრო მაღლა მიიწევს. შესაბამისად, ბაზარზე მაინინგის უამრავი პლატფორმა გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ შენს მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი აირჩიო, რომელიც ფულის გამომუშავების კარგ შესაძლებლობას მოგცემს. ასეთი ბაზარზე რამოდენიმე შეიძლება იყოს და ესენია:

Ecos

Ecos კრიპტოვალუტებისა და ბიტკოინ მაინინგის ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც პირველი ლეგალური ქლაუდ მაინინგ პლატფორმა, Ecos კონტრაქტები აქვს სხვადასხვა წამყვან ელექტრო ენერგიის კომპანიებთან და ისეთ პოპულარული კრიპტოვალუტების მხარდაჭერა აქვს, როგორიც ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი, ლაითქოინი, ტეზერი და ბიტკოინ ქეშია. თუმცა, მაინინგის კუთხით, პლატფორმაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბიტკოინია ხელმისაწვდომი.

Bitdeer

Bitdeer მოსახერხებელი და კომფორტული ბიტკოინ პლატფორმაა, რომელიც სერვისთა ფართო მიმდინარეობა აქვს. ისიც, ქლაუდ მაინინგის კომპანიაა, რომელიც ცნობილი კომპიუტერული ბრენდის ASIC-ის მაინერებს იყენებს და მომხმარებლებს მინიმალური $542-იანი შენატანით ემსახურება.

Bitdeer-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებ-გვერდზე.

NiceHash

NiceHash ერთ-ერთი პოპულარული და საინტერესო პლატფორმაა ჩვენს სიაში, რადგან ის აკავშირებს კომპიუტერული რესურსის გაქირავებისა და ქირაობის მსურველებს. ამ მიმართულებით ის მსოფლიოში წამყვანი ვებ-გვერდია. სხვა პლატფორმების მსგავსად, NiceHash-იც კრიპტოვალუტების ფართო ჩამონათვალს სთავაზობს მომხმარებლებს და გარდა უშუალოდ მაინინგით გამომუშავებული ჯილდოსი, პლატფორმა ადამიანებს გაწეული შრომისათვის დამატებით ბიტკოინით აჯილდოებს.

CryptoTab Browser

CryptoTab Browser არის უნიკალური ქლაუდ მაინინგ პლატფორმა, რომელიც შენს ვებ ბრაუზერს უკავშირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ვებ ბრაუზერი, რომელსაც ყოველდღიურად ჩვეულებრივ, ინტერნეტში სანავიგაციოდ გამოიყენებენ, პარალელურად კი, პლატფორმა დაიწყებს ბიტკოინის მაინინგს. მიუხედავად იმისა, რომ მაინინგის პროცესი სხვა პლატფორმებთან შედარებით შეიძლება ნელა მიმდინარეობდეს, ის სრულიად შენს ხელშია და ჩვენს სიაში მოხვედრილ პლატფორმებს შორის ყველაზე მარტივია.

IDMining

თუკი ქლაუდ მაინინგის სფეროში ნამდვილ პიონერზე ვსაუბრობთ, აუცილებლად IDMining უნდა ვახსენოთ. პლატფორმას ხუთი მაინინგ ცენტრი აქვს, რომლის მეშვეობით 200 ქვეყანასა დაახლოებით 500,000 მომხმარებელს ემსახურება. IDMining რესურსად განახლებად ენერგიას იყენებს, როგორებიც მზისა და ქარის ენერგიაა, რაც მაინინგის ხარჯებსა და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე ამცირებს. IDMining-ის პლატფორმაზე დარეგისტრირება მარტივია და ის სტანდარტულად, კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან შეგიძლია.

ქლაუდ მაინინგი და ფულის გამომუშავება

ქლაუდ მაინინგი ტრადიციულ მაინინგის პროცესთან შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. დაწყებისათვის, კრიპტო საფულე გჭირდება, სადაც გამომუშავებულ კრიპტოვალუტას შეინახავ. შემდგომ, შენზე მორგებული და სანდო ქლაუდ მაინინგ პლატფორმის მოძიება. მნიშვნელოვანია, რომ სანდო, გამჭვირვალე და მომგებიანი მაინინგის პლატფორმა შეარჩიო, რომელიც მაქსიმალურ მოგებას მოგიტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ფულის გამომუშავებისთვის ქლაუდ მაინინგის დახმარებით არ გჭირდება ძვირადღირებული კომპიუტერული მოწყობილობები და განსაკუთრებული ცოდნა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ საბაზისო წარმოდგენა გქონდეს, თუ როგორ მუშაობს მაინინგი. ბოლოს კი, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს რა ხდება კრიპტოვალუტების ბაზარზე.

Support