Სარჩევიchevron-down
შესავალი: ფულის გამომუშავება, PancakeSwap და კრიპტოვალუტა
რა არის PancakeSwap?
როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება?
ფულის გამომუშავება ლიკვიდურობის მიწოდების გზით (Liquidity)
ფულის გამომუშავება დასტეიკების გზით (Farm)
ფულის გამომუშავება Lottery-ის მეშვეობით
ფულის გამომუშავება Pool-ში მონაწილეობით
ბალანსის შევსება და კრიპტოს ყიდვა PancakeSwap-ზე
შეჯამება: თუ ფულის გამომუშავება მოგინდა, PancakeSwap დაგეხმარება
GEO Big
2024-03-06clock7 minutes

შესავალი: ფულის გამომუშავება, PancakeSwap და კრიპტოვალუტა

თუ ფულის გამომუშავება გინდა, კრიპტოვალუტა ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიაა, რომელიც შეიძლება თავში მოგივიდეს, მაგრამ თუ არ იცი საიდან დაიწყო, არ ინერვიულო.

ამ ბლოგში გეტყვით რა არის კრიპტო პლატფორმა PancakeSwap და რა როლი აქვს მას შენს კრიპტო მოგზაურობაში, დამწყები ხარ თუ უკვე გამოცდილი.

ასევე, გაიგებ, როგორ შეიძლება გამოიმუშაო ფული ამ პლატფორმის დახმარებით და გეტყვით, როგორ გააკეთო ეს ნაბიჯ-ნაბიჯ.

რა არის PancakeSwap?

PancakeSwap არის დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის შესაძლებლობას ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებით აძლევს.

ციფრული აქტივების გაცვლისას კი, არცერთი კრიპტოვალუტა ცენტრალური ბირჟების ანგარიშზე არ ინახება და ის პირდაპირ მომხმარებლის კრიპტო საფულეში მიდის.

შენს საკუთრებაში არსებულ აქტივებს სრულად შენ განაგებ, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ სხვა ნებისმიერი კრიპტო.

PacakeSwap კი, დეცენტრალიზებულ პლატფორმებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ბირჟაა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს და გარდა მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირებისა, შენ კრიპტოს ყიდვა პირდაპირ ბირჟისგანაც შეგიძლია.

დამატებით, გარდა აქტივის შეძენისა, ფანქეიქ სვაპზე შესაძლებლობა გაქვს Swap-ის ფუნქცია გამოიყენო, რაც ერთი კრიპტო აქტივის მეორეში გადაცვლას გულისხმობს, მაგალითად ბიტკოინი BNB-ში, ბიტკოინი ეთერიუმში ან სულაც პირიქით.

მნიშვნელოვანი თვისება, რაც PancakeSwap-სა და ზოგადად, დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებს სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს არის წარმოდგენილი კრიპტოვალუტების მრავალფეროვნება. აქ შეიძლება ათასობით ქოინსა და ტოკენს შეხვდე, რადგან ამგვარ პლატფორმებზე კრიპტოს განთავსება მარტივია და ნაკლები ბიუროკრატიული თუ ტექნიკური პროცესები ახლავს თან.

როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება?

21-ე საუკუნეში ფულის გამომუშავება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად არც ისე წარმოუდგენლად ჟღერს, როგორც ეს მანამდე იყო. ამაში დიდი წვლილი კი, კრიპტოვალუტებს, კრიპტო ბირჟებსა და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისებს აქვთ.

ამ ბლოგში კი, გაიგებ, როგორ შეძლებ ფულის გამომუშავებას PancakeSwap-ის დახმარებით და რა გზები არსებობს ამისათვის.

ფულის გამომუშავება ლიკვიდურობის მიწოდების გზით (Liquidity)

კრიპტო პლატფორმა PancakeSwap-ის ფუნქციონირებაში ლიკვიდურობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს. როდესაც შენ პლატფორმისგან კრიპტოვალუტას ყიდულობ, იქნება ეს ბიტკოინი, ქეიქი, ლაითქოინი თუ სხვა, გჭირდება ლიკვიდურობა, სხვაგვარად კრიპტოს ყიდვა შეუძლებელია.

თუკი შენ გაქვს ფული და მაღაზიაში შედიხარ, სადაც რაიმე პროდუქტის ყიდვა გინდა, დახლი კი ცარიელი გხვდება, ვერ შეძლებ ვერაფრის ყიდვას. სწორედ ასე მუშაობს Liquidity. თუკი არ არსებობს ბაზარზე ლიკვიდურობა, არ არსებობს კრიპტოვალუტების მიწოდებაც, რომლის ყიდვაც გინდა და კრიპტო პლატფორმაზე შენი ვიზიტის მიზანიც ეს არის.

PancakeSwap-ზე კი, ამ მოცულობებსა და ლიკვიდობებს სწორედ მომხმარებლები ქმნიან, რომლებიც სანაცვლოდ გასამრჯელოს სახით, ვაჭრობის საკომისიოების გარკვეულ ნაწილს იღებენ.

მომხმარებელს ლიკვიდურობის განთავსების სანაცვლოდ ჯილდოს სახით 0.01%-დან 1%-მდე სარგებელი შეუძლია მიიღოს.

ამისათვის, PancakeSwap-ის მთავარი გვერდიდან:

  • გადადი Liquidity-ის გვერდზე
A screenshot of a computer

Description automatically generated

  • დაკლიკე Add Liquidity
  • აირჩიე სასურველი ორი კრიპტოვალუტა რომლითაც ბაზარს ლიკვიდურობას მიაწვდი - მაგალითად: BNB და ეთერიუმი (ETH)
A screenshot of a computer

Description automatically generated

  • პლატფორმა შეყვანილი კრიპტოვალუტების საფუძველზე ავტომატურად შეგირჩევს შენს პირობებზე მორგებულ საკომისიოს პროცენტს, რომლითაც დაჯილდოვდები.
A screenshot of a computer

Description automatically generated
  • შეიყვანე დეპოზიტის სასურველი რაოდენობა
A white rectangular object with a white background

Description automatically generated
  • დაადასტურე ოპერაცია და დაელოდე დარიცხულ პროცენტებს.

ლიკვიდურობის განთავსების სანაცვლოდ, PancakeSwap გაძლევს LP Token-ებს (Liquidity Providing Token), რომელიც ლიკვიდურობის საერთო ავზში შენი განთავსებული აქტივების პროცენტული წილით გამოითვლება. როდესაც შენი ლიკვიდურობის გატანა მოგინდება, ანუ იმ კრიპტოვალუტების, რომლებიც თავდაპირველად განათავსე, დამადასტურებლად წარადგენ LP Token-ებს და საწყის დეპოზიტსაც უკან დაიბრუნებ.

ფულის გამომუშავება დასტეიკების გზით (Farm)

ხომ გახსოვს PancakeSwap-ზე ლიკვიდურობის მიწოდების სანაცვლოდ რომ LP Token-ებს იღებ. სწორედ ამ ტოკენების დახმარებით Farm-ით, ანუ სტეიკინგით შეგიძლია კიდევ დამატებით სარგებელი მიიღო.

სტეიკინგი ანაბრის მსგავსი სერვისია. თუკი ტრადიციულ საბანკო სისტემაში შენს საკუთრებაში არსებულ ვალუტას - ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევრო - ათავსებ ანაბარზე და სანაცვლოდ იღებ სხვადასხვა პროცენტულ სარგებელს წლიურად, სწორედ ასევე, იდენტურად მუშაობს სტეიკინგიც.

შენს საკუთრებაში არსებულ კრიპტოვალუტას ათავსებ „ანგარიშზე“ და სანაცვლოდ იღებ სარგებელს, თუმცა კრიპტო სამყაროში ხშირად ეს სარგებელი გაცილებით აღემატება საბანკო ანაბრის პროცენტულ ამონაგებს.

LP ტოკენის დასასტეიკებლად:

  • PancakeSwap-ზე მოიძიე Farm ველი
  • შეარჩიე სასურველი კრიპტოვალუტა რომელსაც დაასტეიკებ - USDT, CAKE და ა.შ.
    * გაითვალისწინე, კრიპტოვალუტები პროცენტული სარგებლით განსხვავდებიან
A screenshot of a website

Description automatically generated
  • სტეიკინგის დასაწყებად დაკლიკე Stake LP ხოლო თუ ჯერ ლიკვიდურობა არ გაგიხსნია, მაშინ Add Liquidity და შემდგომ დაბრუნდი სტეიკინგის (Farm) ველზე.

  • დაელოდე მანამ, სანამ სტეიკინგით შენთვის სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას არ მოაგროვებ.

ფულის გამომუშავება Lottery-ის მეშვეობით

თუკი ერთხელ მაინც გითამაშია ლატარია ან უბრალოდ გსმენია ამგვარი წამახალისებელი გათამაშების შესახებ, მაშინ PancakeSwap-ზე Lottery-ის პრინციპი შენთვის უცხო არ უნდა იყოს.

პლატფორმაზე ყიდულობ ბილეთებს, შემდგომ როგორც სტანდარტულ ლატარიაში, ირჩევ ციფრებს და ელოდები შენს მომგებიან კომბინაციას.

თუკი შენი შერჩეული ყველა ციფრი დაემთხვევა გათამაშების კომბინაციას, მაშინ საპრიზო ფონდი სრულად შენია, ხოლო თუ გარკვეული ნაწილი დაემთხვევა - მაშინ შესაბამისი პროცენტულობით დაჯილდოვდები.

ერთი ბილეთის ფასი დაახლოებით 5 ა.შ.შ. დოლარის CAKE ტოკენში ექვივალენტია. ბილეთებით შეგროვებული თანხა კი, საპრიზო ფონდს ემატება.

ასევე გახსოვდეს, თანხის გარდა შეიძლება რომელიმე NFT პროექტის ნამუშევარიც კი მოიგო.

ფულის გამომუშავება Pool-ში მონაწილეობით

Pool-ს ველი PancakeSwap-ზე ისევე მუშაობს, როგორც ტრადიციული სტეიკინგი და Farm. მაგრამ, სხვაობა არის ის, რომ აქ LP Token-ის ნაცვლად ასტეიკებ CAKE ტოკენს და სანაცვლოდ, პროცენტული ამონაგების სახით სხვა, შენს მიერ შერჩეულ კრიპტოვალუტას იღებ.

როგორც ტრადიციული სტეიკინგის დროს, აქაც, წლიური პროცენტი განსხვავდება კრიპტოს მიხედვით.

მოკლედ, Pool-ში კრიპტოვალუტის დასასტეიკებლად, შენ პლატფორმისთვის ლიკვიდურობის მიცემა არ გიწევს.

აირჩიე რომელ კრიპტოში დაასტეიკებ და რამდენი ხნით. რაც უფრო დიდია დასტეიკებული აქტივების დრო, მით უფრო დიდია შენი დარიცხული სარგებელიც.

A screenshot of a computer

Description automatically generated

ბალანსის შევსება და კრიპტოს ყიდვა PancakeSwap-ზე

გაითვალისწინე, PancakeSwap-ზე ნებისმიერი ოპერაციისთვის - კრიპტოს ყიდვა, კრიპტოს გაყიდვა, კრიპტოვალუტების ერთმანეთში გადაცვლა, სტეიკინგი და ა.შ. - გჭირდება ბალანსის შევსება და შესაბამისად პლატფორმასთან კრიპტო საფულის დაკავშირება.

თუკი არ იცი ეს როგორ გააკეთო, არ ინერვიულო, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო, სადაც დეტალურად არის საუბარი, როგორ შეძლებ PancakeSwap-თან საფულის დაკავშირებას, კრიპტოს შეძენას და პლატფორმის სხვა ფუნქციონალის გამოყენებას:

შეჯამება: თუ ფულის გამომუშავება მოგინდა, PancakeSwap დაგეხმარება

კრიპტოვალუტები და მათთან დაკავშირებული სერვისები ფულის გამომუშავების ერთ-ერთ მარტივ და ხელმისაწვდომ გზად იქცა.

PancakeSwap კი, მომხმარებელს ამისათვის სხვადასხვა გზას სთავაზობს, იქნება ეს კრიპტო ბაზრისათვის ლიკვიდურობის მიწოდება, რა დროსაც შენ სანაცვლოდ LP Token-ებს იღებ, ფარმინგი, ანუ ანაბრის მსგავსი სერვისი დარიცხული პროცენტული სარგებლით თუ უბრალოდ კრიპტო ლატარიაში მონაწილეობა.

გაითვალისწინე, ყველა ეს სერვისი და ფულის გამომუშავების გზა მოითხოვს პლატფორმაზე შენი კრიპტო საფულის დაკავშირებას და თუ არ იცი ეს როგორ გააკეთო, ჩვენს ბლოგში გაიგებ ყველაფერს მარტივად.

Support