შესავალი: კრიპტოს ყიდვა, PancakeSwap და ყველაფერი რაც უნდა იცოდე
კრიპტოვალუტების გავრცელებასთან ერთად, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, როგორ შემიძლია მათი ყიდვა & გაყიდვა ყველაზე მარტივად და სწრაფად.
ამ კითხვას კი, უამრავი პლატფორმა პასუხობს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს კრიპტოს ყიდვა სხვადასხვა მეთოდებითა და საშუალებებით განახორციელონ.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთი ასეთი პლატფორმის შესახებ. თუ ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი ცნობილი კრიპტოს შეძენა გინდა, აუცილებლად უნდა იცოდე რა არის PancakeSwap, როგორ გამოიყენო ის და რა ბენეფიტებით სარგებლობას შეძლებ პლატფორმის მოხმარებისას.
რა არის ფანქეიქსვაპი (PancakeSwap)?
კრიპტოს ყიდვა ბაზარზე გავრცელებული უამრავი ალტერნატივისაგან, სხვადასხვა მეთოდით შეგიძლია.
ერთი გზა ამისათვის P2P სერვისია, სადაც პირდაპირ მეორე ადამიანისგან ყიდულობ სასურველ კრიპტოვალუტას, იქნება ის ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი თუ ნებისმიერი სხვა შენთვის სასურველი ციფრული აქტივი. სანაცვლოდ კი, ადამიანს, რომლისგანაც კრიპტოს იღებ, შეთანხმებისამებრ ურიცხავ სხვადასხვა ეროვნულ ვალუტას - ა.შ.შ. დოლარი, ქართული ლარი, ევრო და ა.შ.
გარდა ამისა, ბაზარზე არსებობენ ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟები, რომლებიც შენს კრიპტო აქტივებს ინახავენ საკუთარ პლატფორმაზე და დამატებით, მომხმარებლებს ერთმანეთთან საოპერაციოდ კომფორტულ ციფრულ გარემოს უქმნიან. თრეიდერებს, ანუ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებენ, ორი მხარე კი, შეთანხმების საფუძველზე კრიპტოვალუტებს ცვლის ფიატ ვალუტებში ან პირდაპირ კრიპტოს კრიპტოში. მაგალითად პირველ ადამიანს უნდა ბიტკოინის ყიდვა, ხოლო მეორეს გაყიდვა. ასეთ დროს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟაზე შეთანხმდებიან ბიტკოინის ფასის შესაბამისად და პირველი ადამიანი მეორისგან დათქმული რაოდენობის ბიტკოინს ფიატ ვალუტის სანაცვლოდ იყიდის. ზუსტად ისე, როგორც შენ მაღაზიაში ყიდულობ პროდუქტს ეროვნული ვალუტის (ლარის) სანაცვლოდ.
დამატებით, კრიპტოს ყიდვა პირდაპირ ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟისგან შეგიძლია, ზუსტად ისე, როგორც ბანკისგან ყიდულობ რომელიმე ვალუტას, მაგალითად ა.შ.შ. დოლარს.
ამ მეთოდის გარდა, კრიპტოვალუტების უზარმაზარ სამყაროში არსებობს კრიპტოს ყიდვის ერთი გზა და მას დეცენტრალიზებული ბირჟები ჰქვიათ, სადაც მომხმარებლები პირდაპირ უკავშირდებიან ერთმანეთს და მათ მიერ მიმოცვლილი კრიპტო-ფიატი არა ბირჟაზე, არამედ პირდაპირ მათ კრიპტო საფულეებში მიემართება.
სწორედ ასეთი დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟაა PancakeSwap, სადაც უამრავი კრიპტოვალუტის ყიდვა & გაყიდვა შეგიძლია: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი, BNB, რიპლი და ა.შ.
გაითვალისწინე, PancakeSwap-ს შემდეგი ქსელების მხარდაჭერა აქვს: BNB Chain, ეთერიუმი, პოლიგონი, არბიტრუმი, ლინეა, ბეისი, აპტოსი, opBNB და zkSync Era.
გარდა კრიპტოს გადაცვლისა, PancakeSwap-ზე შესაძლებელია კრიპტოსთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღება, რომელზეც ბლოგში ვისაუბრებთ.
PancakeSwap (CAKE) როგორც კრიპტოვალუტა
იცოდი, კრიპტო პლატფორმა ფანქეიქსვაპს (PancakeSwap) თავისი მშობლიური კრიპტოვალუტა აქვს, რომელსაც იგივე სახელწოდებით შეხვდებით, მისი აბრევიატურა კი სხვადასხვა ბირჟებზე CAKE-ით არის.
PancakeSwap-ის კრიპტოვალუტა BNB-ის ქსელზე შეიქმნა და მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, კრიპტო უამრავი სხვა მიზნისთვის გამოიყენება.
ამჟამად, კრიპტოს ყიდვა დაახლოებით $3.2 ფარგლებში არის შესაძლებელი და მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია CoinMarketCap-ის მონაცემებით $760 მილიონს უახლოვდება.
CAKE იშვიათად თუ ვინმე იყენებს საინვესტიციო მიმართულებით და როგორც ვახსენეთ, მისი ძირითადი გამოყენება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე სხვადასხვა ტოკენებში გადაცვლა და ამ მიზნით მოხმარებაა.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა PancakeSwap-ზე?
იმისათვის, რომ PancakeSwap-ზე კრიპტოს ყიდვა, განაღდება და სხვადასხვა ოპერაციები აწარმოო ანგარიშის შექმნა არ გჭირდება, თუმცა პლატფორმაზე შენი კრიპტო საფულე უნდა დააკავშირო.
თუ არ იცი რა არის კრიპტო საფულე და როგორ გააკეთო, ჩვენს ბლოგს გაეცანი:
პლატფორმაზე კრიპტო საფულის დასაკავშირებლად მარჯვენა ზედა კუთხეში, Connect Wallet-ს უნდა დააკლიკო.
პლატფორმაზე გამოსაყენებლად ისეთ ცნობილ კრიპტო საფულეებს შეხვდები, როგორიც Metamask, Binance Web3 Wallet, Binance Wallet, Coinbase Wallet, Trust Wallet, WalletConnect, Opera Wallet და Brave Wallet არიან.
სასურველი კრიპტო საფულის არჩევის შემდგომ, პლატფორმა მოგთხოვს, რომ შესაბამისი QR დაასკანერო, რის შემდგომაც PancakeSwap დაუკავშირდება შენს პირად ციფრულ საფულეს.
ჩვენს შემთხვევაში არჩევანი Metamask-ზე გავაკეთეთ, თუმცა შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი, შენთვის სასურველი და მისაღები კრიპტო საფულე.
კრიპტო საფულის დასკანერების შემდგომ, შენს ტელეფონში, ბრაუზერში ან კომპიუტერულ მოწყობილობაში ჩაწერილი შესაბამისი აპლიკაცია დადასტურებას მოგთხოვს, რომ რეალურად შენ ახორციელებ ოპერაციას:
დადასტურების შემდგომ კი, სრულფასოვნად შეგიძლია პლატფორმა PancakeSwap-ის გამოყენება: კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა, გადაცვლა და ა.შ.
იმისათვის, რომ სასურველი კრიპტოს ყიდვა fiat ვალუტის დახმარებით შეძლო, პლატფორმის მთავარ გვერდზე Trade ველი უნდა იპოვო და შემდგომ Buy Crypto-ს დააკლიკო.
გაითვალისწინე, PancakeSwap-ზე კრიპტოს ყიდვა ფიატ ვალუტების დახმარებით შეგიძლია და პლატფორმაზე მხარდაჭერილია შემდეგი ეროვნული ვალუტები: ა.შ.შ. დოლარი (USD), ევრო (EURO), ბრიტანული ფუნტი-სტერლინგი (GBP), ჰონგ-კონგური დოლარი (HKD), კანადური დოლარი (CAD), ავსტრალიური დოლარი (AUD), ბრაზილიური რეალი (BRL), იაპონური იენი (JPY), სამხრეთ კორეული ვონი (KRW) და ვიეტნამური დონგი (VND) - პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვანი ფიატ ვალუტა.
ირჩევ სასურველ ფიატ ვალუტას, შემდგომ კი იმ კრიპტოვალუტას, რომლის ყიდვაც გსურს. უთითებ რაოდენობას და აკლიკავ ყიდვას. სულ ეს არის, შენი კრიპტო საფულიდან ფიატ ვალუტა პლატფორმაზე შესაბამის კრიპტოში გადაიცვლება და ციფრული აქტივი ისევ შენს საფულეში დაბრუნდება.
თუმცა, გაითვალისწინე, რომ პლატფორმაზე ფიატ ვალუტის დახმარებით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კრიპტოს ყიდვა შეგიძლია: ეთერიუმი (ETH), USD ქოინი (USDC), ტეზერი (USDT), დაი (DAI) და Wrapped BTC (WBTC).
თუ PancakeSwap-ზე ნაყიდი კრიპტოს განაღდება მომინდა?
თუკი შენს მიერ PancakeSwap-ზე ნაყიდი კრიპტოვალუტის განაღდება და მისი ფიატ ვალუტად ქცევა მოგინდა, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.
შენი ციფრული საფულიდან, რომელშიც ფანქეიქსვაპზე ნაყიდი ციფრული აქტივებია, გადარიცხავ კრიპტალის ციფრულ საფულეში. აუცილებლად შეამოწმე, რომ კრიპტალს ჰქონდეს შესაბამისი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. პლატფორმაზე უამრავ პოპულარულ აქტივს შეხვდები - ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და ა.შ.
კრიპტალზე ყველა კრიპტოვალუტას საკუთარი მისამართი აქვს, რომელიც პლატფორმაზე ანგარიშის გახსნისას პერსონალურად შენ გიგენერირდება. თუ სხვა პლატფორმიდან გირიცხავენ ან შენ თავად ირიცხავ ციფრულ აქტივს, ეს მისამართები უნდა გამოიყენო.
მას შემდგომ, რაც კრიპტალზე გადმოიტან შენს ციფრულ აქტივებს, საჭიროა მისი გაყიდვა. ამისათვის კონვერტაცია დაგეხმარება, სადაც მომენტალურად შეგიძლია კრიპტოს სანაცვლოდ ქართული ლარი მიიღო.
ფიატ ვალუტა კი, საქართველოსა და თიბისი ბანკის დახმარებით შეგიძლია საკუთარ ბარათზე გაიტანო მაქსიმუმ 1.2₾ საკომისიოს სანაცვლოდ, ან საბანკო გადარიცხვით, სრულიად უპროცენტოდ გაანაღდო.
რატომ უნდა გამოიყენო კრიპტალი გასანაღდებლად?
- მხარდაჭერილია ქართული ლარი (₾)
კრიპტალზე მხარდაჭერილია ეროვნული ვალუტა - ქართული ლარი, რომელიც შეგიძლია შენს ქართულ ანგარიშზე გაიტანო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. თუმცა, თუ ა.შ.შ. დოლარის ან ევროს განაღდება მოგინდა, არც ეს არის პრობლემა, რადგან კრიპტალზე ორივე ფიატ ვალუტას შეხვდები.
- განაღდება სწრაფია
კრიპტალის კონვერტაციის გამოყენებით შეგიძლია შენს საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტა მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე გაყიდო, სანაცვლოდ კი, ფიატ ვალუტას, სულ რამოდენიმე წამში მიიღებ შენს ანგარიშზე.
- მხარდაჭერილია ქართული ბანკები
კრიპტალიდან თანხის გატანა პირდაპირ, შენს საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ბარათზე შეგიძლია, ზედმეტი პროცედურების გარეშე.
თუ თანხის ბარათზე გადატანა არ გინდა, მაშინ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით, ანგარიშის ნომრის დახმარებით შეძლებ შენი კრიპტოს განაღდებას.
- დაბალი საკომისიოებია
მნიშვნელოვანია, რომ შენი კრიპტო ინვესტიციიდან მაქსიმალურად მეტი მიიღო და განაღდებისას ნაკლები საკომისიოები გადაიხადო. კრიპტალზე კი, ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოებია.
თუკი ლარის განაღდებას საქართველოსა და თიბისი ბანკის ბარათებზე გადაწყვეტ, მაქსიმუმ 1.2₾ გადაიხდი საკომისიოებში.
საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში კი, ლარი იქნება, ა.შ.შ. დოლარი თუ ევრო, განაღდება სრულიად უფასოა.
ერთი კრიპტოს გადაცვლა მეორეში, ანუ Swap
გარდა კრიპტოს ყიდვისა, PancakeSwap-ზე შეხვდები ფუნქციას, რომელსაც Swap ჰქვია. დავუშვათ, კრიპტალზე ნაყიდი გაქვს ეთერიუმი და მისი გადაცვლა გინდა ისეთ კრიპტოვალუტაში, რომელიც პლატფორმაზე არ არის.
შენს ეთერიუმს კრიპტო საფულის დახმარებით ფანქეიქსვაპზე „გადაიტან“ და იქ სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლი. როგორც წესი, დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებზე გაცილებით მეტი კრიპტოვალუტა გვხვდება, რადგანაც აქ ნებისმიერი ციფრული აქტივი შეიძლება დადასტურებისა და შემოწმების გარეშე მოხვდეს.
მარტივად რომ ვთქვათ, PancakeSwap-ის Swap ფუნქცია, ერთი კრიპტოვალუტის მეორეში პირდაპირ გადაცვლის შესაძლებლობას გაძლევს.
იმისათვის, რომ Swap, ანუ გადაცვლის ფუნქცია გამოიყენო:
შემდგომ კი, მოხვდები ველზე, სადაც სასურველ კრიპტოვალუტებს ერთმანეთში გადაცვლი: ბიტკოინი - ეთერიუმი, ლათქოინი - CAKE და ა.შ.
უბრალოდ მიუთითე სასურველი რაოდენობა და სულ ეს არის. გაითვალისწინე, Swap-ის გამოყენებისას PancakeSwap-ზე საინტერესო ფუნქციას შეხვდები, რომელსაც Slippage Tolerance ჰქვია, სადაც გარკვეულ პროცენტებს უთითებ.
რას აკეთებს ეს ფუნქცია? - თუკი ერთი კრიპტოს მეორეში გადაცვლის მომენტში ამ კრიპტოს ფასი შეიცვალა, შენ უთითებ, თუ რამდენ პროცენტიან ცვლილებაზე ხარ თანახმა და რამდენ პროცენტიანი ცვლილების შემდგომ არ შესრულდეს Swap-ის ოპერაცია.
მაგალითად: თუ 1 ETH ცვლი 1 ბიტკოინში, რა დროსაც ბიტკოინის ფასი $60,000-ია. მაგრამ, სანამ სასურველი გადაცვლის ოპერაცია შესრულდა, ბიტკოინის ფასი $61,000 გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი ტრანზაქციის დასრულებამდე დაახლოებით 1.6%-ით გაიზარდა.
თუკი შენ Slippage Tolerance-ში 2%-იანი ნიშნული გაწერე, მაშინ გადაცვლა შესრულდება, ხოლო თუ 1%-იანი ნიშნული მიუთითე, მაშინ ოპერაცია არ შესრულდება.
რა პლიუსები აქვს PancakeSwap-ის გამოყენებას?
- დაბალი საკომისიოები
PancakeSwap-ზე სხვა კრიპტო ბირჟებისა თუ პლატფორმებისგან განსხვავებით დაბალი საკომისიოებია - ბიტკოინის ყიდვა, სხვა კრიპტოვალუტაში გადაცვლა და მსგავსი ოპერაციები მცირე საკომისიოების სანაცვლოდ შეგიძლიათ აწარმოოთ.
- კრიპტოვალუტების გამომუშავების შესაძლებლობა
გარდა კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა და გადაცვლისა, PancakeSwap მომხმარებლებს სხვა შესაძლებლობებსაც აძლევს. შეგიძლია შენს მფლობელობაში არსებული კრიპტო აქტივები პლატფორმაზე განათავსო, ანუ დაასტეიკო და სანაცვლოდ სარგებელი მიიღო.
თუ გაინტერესებს ეს როგორ ხდება, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგს, ფეისბუქ ჯგუფსა და ტელეგრამ არხს, სადაც აუცილებლად ვისაუბრებთ ამ საკითხზე.
- მრავალფეროვანი კრიპტო სერვისები
გარდა იმისა, რომ პლატფორმა მომხმარებლებს კრიპტოვალუტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, PancakeSwap დამატებითი კრიპტო სერვისებითაც გამოირჩევა.
აქ შეგიძლია ჩაერთო NFT ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და მეტიც, შეგიძლია კრიპტოვალუტის ბაზარზე ფსონიც კი განათავსო - გაიზრდება თუ არა რომელიმე კრიპტოს ფასი და რამდენით.