ანგარიშზე თანხის შეტანა, კრიპტოს ყიდვა და ყველაფერი რაც უნდა იცოდე
კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ინდუსტრიის ირგვლივ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებიც კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ამ ბლოგში გეტყვით რა საჭიროა კრიპტალზე თანხის შეტანა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ, როგორ შეგიძლია ეს მარტივი პროცესი გააკეთო.
რა საჭიროა კრიპტალზე თანხის შეტანა?
თუ კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ამის გასაკეთებლად ორი გზა არსებობს - შეიძინო კრიპტოვალუტა სხვა კრიპტოვალუტის გამოყენებით (კრიპტოს გადაცვლა) ან გამოიყენო ტრადიციული ფიატ ვალუტები, როგორებიც არის ლარი, ა.შ.შ. დოლარი, ევრო ან სხვა ნებისმიერი.
თუ არ ფლობ რომელიმე ქოინსა და ტოკენს ან კრიპტოს ყიდვა უბრალოდ ლარის გამოყენებით გინდა, მაშინ კრიპტალზე თანხის შეტანა და ანგარიშის შევსება დაგჭირდება.
რა გზებით შემიძლია კრიპტალზე თანხის შეტანა?
ანგარიშზე ბალანსის შევსება კრიპტალზე ორი მარტივი და კომფორტული გზით არის შესაძლებელი - ბარათით გადარიცხვა და საბანკო გადარიცხვა.
თუკი შენი ანგარიშის შესავსებად ბარათით გადარიცხვას აირჩევ, შეგიძლია საქართველოში ოპერირებადი ბანკების მიერ გაცემული საბანკო ბარათები შენს პროფილში დაამატო და ნებისმიერ დროს, სასურველი რაოდენობის თანხა ჩარიცხო საკუთარ ანგარიშზე - იქნება ეს 1 ლარი თუ 10 000 ლარი.
ბარათის დამატება და ანგარიშის შევსება ისეთივე მარტივია, როგორც ყველა ონლაინ საგადახდო თუ გამოსაწერი პლატფორმების შემთხვევაში - ამაზონი, იბეი, Veli Store და სხვა.
ხოლო, თუ კრიპტალზე თანხის შეტანა საბანკო გადარიცხვით გადაწყვიტე, მაშინ საბანკო ანგარიშის ნომერი დაგჭირდება, რომელზეც შენი ონლაინ & მობაილ ბანკიდან თანხას ჩარიცხავ და ის შენს კრიპტალის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
კრიპტალზე თანხის შესატანად საჭირო ანგარიშის ნომერს შენს პროფილში, ავტორიზაციის გავლის შემდგომ ნახავ.
თანხის შეტანა საბანკო ბარათით (Visa/MasterCard)
იმისათვის, რომ კრიპტალზე თანხის შეტანა საბანკო ბარათის გამოყენებით შეძლო:
- გაიარე ავტორიზაცია
- გადადი კრიპტო საფულე-ში
- აირჩიე სასურველი ვალუტა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევრო და დააკლიკე შევსება
- აირჩიე შენი ბანკი და ბარათი, რომლიდანაც შეგაქვს თანხა - მიუთითე თანხის რაოდენობაც და დაკლიკე შევსება
*გაითვალისწინე, Visa/Mastercard ბარათების გამოყენებით თანხის შეტანას 3%-იანი საკომისიო ახლავს თან.
- საბოლოო თანხმობის პროცესი
პლატფორმა მონაცემების დასაზუსტებლად გამოგიტანს ფანჯარას, სადაც ნაჩვენებია ის თანხა, რომელსაც ანგარიშზე მიიღებ, საკომისიო რომლის გადახდაც გიწევს და საბანკო ბარათი, საიდანაც თანხა იგზავნება. Confirm-ზე დაკლიკვის შემდგომ:
- ჩაწერე ერთჯერადი კოდი რომელსაც ბანკისგან სმს-ის სახით მიიღებ
- კოდის შეყვანის შემდგომ კი, შენ დასტურად ბანკისგან და კრიპტალისგან მიიღებ “ჩეკს”
Transaction ID-ის წყალობით კი, შეგიძლია თვალი ადევნო შენს კრიპტო გადარიცხვის სტატუსს - რა ეტაპზეა ის, რამდენი ბლოკჩეინ დადასტურება დარჩა და ა.შ.
სულ ეს არის, შენს კრიპტალის ანგარიშზე თანხა უკვე შეტანილია და ის მომენტალურად აისახება. კრიპტოს ყიდვა & გაყიდვაში ხელს არაფერი გიშლის!
როგორ დავამატო საბანკო ბარათი ანგარიშში?
გაითვალისწინე, იმისათვის, რომ შენს კრიპტალის ანგარიშზე თანხა შეიტანო, აუცილებელია რომ ჯერ შესაბამისი ბარათი პლატფორმაზე დაამატო.
- საფულის გვერდზე დაკლიკე ახალი ბარათი
- აირჩიე სასურველი ბანკის ბარათი, დაეთანხმე წესებსა და პირობებს, მონიშნე ველი და დაკლიკე შემდეგი
- შესაბამისი ბანკის ვებ-გვერდზე შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები
- უსაფრთხოების მიზნით სმს-ის სახით მოსული ერთჯერადი კოდი შეიყვანე ველში
- ბარათი დამატებულია!
თანხის შეტანა საბანკო გადარიცხვით
თუკი შენს კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანა საბანკო გადარიცხვით გადაწყვიტე, მაშინ პლატფორმაზე ბარათის ან სხვა რაიმეს დამატება არ გჭირდება. შენ რეგისტრაციისთანავე გამოგიჩნდება ველი, სადაც კრიპტალის ანგარიშის ნომერი და სხვა ინფორმაციაა დატანილი, რომელიც ბალანსის შევსებისათვის დაგეხმარება.
- აირჩიე ლოკალური საბანკო გადარიცხვა
- აირჩიე ბანკი საიდანაც შეგაქვს თანხა - საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი
- შენი ონლაინ ან მობაილ ბანკიდან გადარიცხვაში მიუთითებ კრიპტალის ანგარიშის ნომერს და დანიშნულებას
- მითითებული თანხა შენს კრიპტალის ბალანსზე რამოდენიმე წამში დაჯდება, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას კი, მეილზე მიიღებ.
სულ ეს არის, კრიპტალის ანგარიში შევსებულია!
ამ ორი მარტივი გზის დახმარებით, კრიპტალის ანგარიშის შევსება ყველას მომენტალურად შეუძლია, ახლა კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის პროცესში ხელს არაფერი შეგიშლის.
გაითვალისწინე, კრიპტალის სრული ფუნქციონალის გამოყენებისათვის საჭიროა მარტივი ვერიფიკაციის პროცესის გავლა.
ასევე გახსოვდეს, ფიატ და კრიპტო ტრანზაქციებს თან ახლავთ საკომისიოები.