Სარჩევიchevron-down
ბიტკოინის ფასი იზრდება - გვიან არასდროს არის!
რა უნდა ქნა, რომ შემდეგ კრიპტო გაფრენას ანუ ფასების ზრდას არ ჩამორჩე?
რა მოხდება კრიპტო ბაზარზე, ანუ რას ველოდოთ სამომავლოდ?
Georgian text on the upper right side of the visual with sky and flying cryptocurrencies on the background 1000
2024-07-22clock4 minutes

ბიტკოინის ფასი იზრდება - გვიან არასდროს არის!

კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული ტერმინები სიახლე უკვე არავისთვის არ არის. ალბათ ბიტკოინიც და მასთან დაკავშირებული ფრაზა, ბიტკოინი გაფრინდა, ერთხელ მაინც გექნება გაგონილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოს ფასი ძალიან გაიზარდა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მართლაც არაერთხელ გაფრინდა, გაიზარდა აქტივის ღირებულება და გაახარა მისი მფლობელები. წლიდან წლამდე ბიტკოინი ფასის ახალ რეკორდს ხსნიდა და გამონაკლისი არც მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როდესაც მარტში კრიპტოს ფასმა $73,000-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა და ისტორიის ახალი ფურცელიც დაწერა.

ფასის ყოველი ახალი რეკორდის დაფიქსირებისას მუდმივად გვესმის იმ დამწუხრებული ადამიანების ხმა, რომლებმაც ბიტკოინის ყიდვა გადადეს ან სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძლეს, შედეგად კრიპტოების გაფრენას ჩამორჩნენ.

„ნეტავ მეყიდა“, „რატომ დამეზარა“, „უნდა მეკითხა ვინმესთვის“ და მსგავსი ფრაზები ხშირად გექნება გაგონილი მეგობრებისგან ან თავადაც შეიძლება გეთქვა. მაგრამ ნუ იდარდებ, კრიპტო ინდუსტრიაში ჩართვა გვიან არასდროს არის. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ბიტკოინი მზარდი აქტივია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ღირებულება სტაბილურად იმატებს, შესაბამისად, ადრე თუ გვიან კრიპტოების მორიგი გაფრენაც გარდაუვალია და შენ შანსი ყოველთვის გაქვს რომ CRYPTAL-თან ერთად არ ჩამორჩე მორიგ ასეთ აღმავლობას.

რა უნდა ქნა, რომ შემდეგ კრიპტო გაფრენას ანუ ფასების ზრდას არ ჩამორჩე?

კრიპტო მოულოდნელი და სიურპრიზებით სავსე ინდუსტრიაა. მიუხედავად იმისა, რომ გაფრენამდე გარკვეული ნიშნები ყოველთვის არსებობს, რაც მოსალოდნელი ფასის ზრდის შესახებ გვაუწყებს, მაინც ბუნდოვანი და უცნობია, თუ როდის გაიზრდება რომელიმე ციფრული აქტივის თუ ზოგადად ბაზრის ღირებულება.

სწორედ ამიტომ, შენ მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყო, რომ მომდევნო კრიპტო გაფრენას მომზადებული შეხვდე ან შენთვის სასურველ დროს ხელი მიგიწვდებოდეს ქოინებსა და ტოკენებზე.

ამისათვის საჭიროა შექმნა შენი კრიპტო ანგარიში, რომლის წყალობითაც სასურველი ციფრული აქტივის ყიდვას შეძლებ დაუბრკოლებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. Cryptal.com კი, ამისათვის იდეალური გარემოა, რადგან გამოცდილ თუ დამწყებ ადამიანის ერთნაირად მარტივად ეძლევა კრიპტო მოგზაურობაში ჩართვის საშუალება.

Cryptal-ზე სიმარტივის გარდა, შენთვის სასურველ ყველა პოპულარულ კრიპტოვალუტას შეხვდები, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი, მიმქოინები თუ სხვა ნებისმიერი აქტივი.

გარდა ამისა, პლატფორმაზე მარტივად შეგიძლია ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო შესაბამისი რაოდენობის კრიპტოში გადაცვალო ზედმეტი პროცედურების გარეშე, ამისათვის კი განსაკუთრებული ცოდნა სულაც არ გჭირდება.

კრიპტალზე ყველა ის პირობა დაგხვდება, რომელიც წარმატებული, კომფორტული და მოსახერხებელი კრიპტო მოგზაურობისთვის შეიძლება დაგჭირდეს.

რა მოხდება კრიპტო ბაზარზე, ანუ რას ველოდოთ სამომავლოდ?

როგორც ვახსენეთ, კრიპტო სიურპრიზებით სავსე ინდუსტრიაა და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, როდის გაიზრდება ბიტკოინის ფასი, ან როდის გაფრინდება სხვა კრიპტოვალუტები.

თუმცა, თუ ისტორიულ მონაცემებს, ფასის დინამიკასა და ზოგად ტენდენციას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ინდუსტრია სტაბილურად იზრდება, ქოინებსა და კრიპტოებზე ფასი მუდმივად იმატებს და კრიპტოებიც მუდმივად მიფრინავენ!

ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ მომზადებული დავხვდეთ კრიპტოს სეზონს, რათა კიდევ არ ჩამოვრჩეთ ახალ სიმაღლეებსა და მწვერვალებს, რომელსაც ბიტკოინი თუ სხვა კრიპტოვალუტები მუდმივად იპყრობენ.


Support