კრიპტოვალუტა და კრიპტო ბაზარი იზრდება
კრიპტო ბაზარზე პოზიტიური მიმდინარეობა რამოდენიმე კვირაა გადაბმულად გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა კრიპტოვალუტა მომხმარებლებისათვის მიმზიდველი ხდება მათი გაზრდილი ფასის გამო.
ამ ბლოგში კი, გაჩვენებთ რომელია კვირის ტოპ 5 საუკეთესო კრიპტოვალუტა გაზრდილი ფასების მიხედვით, რა გამოყენება აქვს თითოეულ ამ ქოინს და რა უნდა იცოდე მათ შესახებ, სანამ კრიპტოს ყიდვას გადაწყვეტ.
მე-5 ადგილი: Beam (BEAM) – 38%-იანი ზრდა
კრიპტო აქტივი Beam, რომელიც CoinMarketCap-ის 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტის სიაში 94-ე ადგილს იკავებს, გასული კვირის განმავლობაში 38%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით იმ ტოპ 5 კრიპტოვალუტას შორის მოხვდა, რომლებიც ერთი კვირის ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდნენ.
ამჟამად BEAM-ის შეძენა მომხმარებელს $0.01-ად შეუძლია, ხოლო კრიპტო ბაზარზე $530 მილიონის ქოინია მიმოქცევაში.
BEAM ასრულებს ამავე სახელწოდების ქსელის ქოინის როლს, რომელსაც მოთამაშეები და დეველოპერები სხვადასხვა სერვისის სანაცვლოდ იყენებენ, როგორც გადახდის საშუალებას.
კრიპტოვალუტა სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულმა Merit Circle DAO-მ შექმნა 2021 წელს და მას შემდგომ აქტივს აქტიურად იყენებენ ქსელში ჩართული ადამიანები.
მე-4 ადგილი: Celestia (TIA) – 72%-იანი ზრდა
ტოპ 5 მზარდ კრიპტოვალუტას შორის, Celestia ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს CoinMarketCap-ის 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის საკუთარი საბაზრო კაპიტალიზაციიდან გამომდინარე, რომელიც $1.380 მილიარდის ტოლია.
მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა კრიპტო პლატფორმაზე $390 მილიონის ღირებულების TIA ქოინის ვაჭრობა შეინიშნა და აქტივის შეძენა ამჟამად $9 ფარგლებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ Celestia პირველად არ ხვდება აღმავალი კრიპტოვალუტების სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტა გამოირჩევა სტაბილური ზრდის ტემპით და შესაბამისად საინტერესო საინვესტიციო პოტენციალით.
შეგახსენებთ, Celestia იმავე დასახელების ბლოკჩეინის კრიპტოვალუტაა და ის შიდა გადახდებისათვის გამოიყენება, თავად ბლოკჩეინი კი, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან საკუთარი ქსელი და სრულიად ნულიდან ააწყონ სასურველი არქიტექტურის მქონე ბლოკჩეინი.
TIA დიდი პოპულარობით სარგებლობს ბლოკჩეინ დეველოპერებს შორის და თუ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ ან სულაც უბრალოდ გინდა საკუთარი ბლოკჩეინი ჩაუშვა, მაშინ ეწვია Celestia-ს გვერდს.
მე-3 ადგილი: IOTA (IOTA) – 100%-იანი ზრდა
თუკი განსხვავებული კრიპტოვალუტა და კრიპტო პროექტი გაინტერესებს, ასეთი სწორედ IOTA არის, რომელმაც მხოლოდ 7 დღის განმავლობაში გასაოცარი, 100%-იანი ზრდა დააფიქსირა.
- თუკი ორშაბათს, 27 ნოემბერს, 1000 ლარის ღირებულების IOTA-ს შეიძენდი, ერთი კვირის თავზე, 4 დეკემბრის ორშაბათს, შენი კრიპტო ინვესტიცია 2000 ლარის ტოლი იქნებოდა.
კრიპტოს ყიდვა შესაძლებელია $0.3 ფარგლებში, ხოლო ჯამურად 1 მილიარდ ა.შ.შ დოლარზე ოდნავ მეტი ღირებულების აქტივია მიმოქცევაში. კრიპტოვალუტა CoinMarketCap-ზე 57-ე ადგილს იკავებს საერთო საბაზრო ღირებულებით.
ის არ არის ტრადიციული ბლოკჩეინი, არამედ განსხვავებული ქსელია, რომელსაც Tangle ეწოდება და ტრანზაქციების დადასტურების განსხვავებული სისტემა აქვს. IOTA-ს ოთხი შემქმნელი ჰყავს - Sergey Ivancheglo, Serguei Popov, David Sønstebø და Dominik Schiener. კრიპტოვალუტის შექმნის არსი კი, საკომისიოების გაქრობა და ტრანზაქციების სიჩქარის შემცირება იყო.
IOTA-ში კი, სადაც არ არის ტრადიციული ბლოკჩეინი, არ არიან მაინერები და თუ არ არიან მაინერები, არ არსებობს საკომისიოები, დასახული მიზანი გარკვეულწილად შეასრულეს და სრულიად გააქრეს საკომისიოები.
თუკი პროექტით დაინტერესდი, შეგიძლია დეტალურად გაეცნო მას.
მე-2 ადგილი: ORDI (ORDI) – 109%-იანი ზრდა
კვირის ტოპ 5 ყველაზე მზარდ კრიპტოვალუტას შორის მე-2 ადგილი ORDI დაიკავა, რომელმაც შთამბეჭდავი, 109%-იანი ზრდა დააფიქსირა და ბევრი ინვესტორიც გაახარა.
გასაოცარი ზრდა და კრიპტოს ყიდვის მსურველების დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ ORDI არ არის სტანდარტული კრიპტოვალუტა, არამედ მისი ოპერაციული კოდი დაკავშირებულია ბიტკოინის ბლოკჩეინთან.
ორდის პროტოკოლის წყალობით, ბიტკოინის უმცირეს ნაწილაკში, სატოშიში, შეიძლება დაიტანო ისეთი ინფორმაცია, როგორიც ტექსტი, ფოტო, ხმა ან სულაც ვიდეოა და ის NFT ტოკენად აქციო.
გაითვალისწინე, ბიტკოინების ცირკულაციაში არსებული ჯამური რაოდენობიდან გამომდინარე მისი 2.1 ქუადრილიონ უმცირეს ნაწილაკად დაყოფა არის შესაძლებელი, რაც 2.1 ქუადრილიონ უნიკალურ NFT ტოკენს და სრულიად ახალ კრიპტო ბაზარს ნიშნავს.
რა პლიუსები აქვთ Ordinal-ებს?
- ბიტკოინის პროტოკოლზე დაყრდნობით სრულიად ახალი ფინანსური კრიპტო ბაზრის შექმნის შესაძლებლობა
- ტექსტური თუ ვიზუალური ინფორმაციის NFT ტოკენში შენახვა
გაითვალისწინე, ამჟამად 1 ორდინალის შეძენა $41 არის შესაძლებელი, თუმცა ბიტკოინის განახევრებასთან ერთად, უამრავი ინვესტორი მისი ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებს.
1-ლი ადგილი: Terra Classic (LUNC) – 132%-იანი ზრდა
მიმდინარე კვირის ტოპ 5 მზარდი კრიპტოვალუტის ლიდერი, წინა კვირის მსგავსად ტერას კრიპტო ოჯახის წარმომადგენელი, Terra Classic (LUNC) გახდა 132%-იანი ზრდით.
ზოგიერთი კრიპტო ინვესტორისთვის ეს სიახლე ნამდვილად არ აღმოჩნდა, ვინაიდან წინა კვირის ტოპ 5 კრიპტო აქტივს შორის Terra Classic მე-3 ადგილას გავიდა 51%-იანი ფასნამატით, თუმცა მაინც, კრიპტოვალუტა ყველანაირ მოლოდინს სცდება!
- კვირის დასაწყისში 1000 ლარის ღირებულების კრიპტოს ყიდვა ნიშნავს, რომ თრეიდერმა 7 დღის თავზე 2320 ლარის ჯამური აქტივები გამოიმუშავა, ანუ 1320 ლარიანი მოგება ნახა.
ამჟამად LUNC-ს ბაზარზე $1.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს და ეს რიცხვი მუდმივად მაღლა მიიწევს.
ტერაზე მუშაობა გუნდმა 2018 წლის იანვარში დაიწყო, ხოლო 2019 წლის აპრილიდან უკვე ცირკულაციაში ჩაეშვა. ხოლო 2022 წლის მაისში, Terra-ს ეკოსისტემამ რებრენდინგი განიცადა და უკვე LUNA Classic-ით, ანუ LUNC-ის სახელით ვიცნობთ.
ბიტკოინის ფასი და მისი ზრდა
კრიპტო ბაზარი არა-მხოლოდ ჩვენს სიაში მოხვედრილმა ტოპ 5 კრიპტოვალუტამ დაიპყრო, არამედ ზრდის ტენდენციას არც კრიპტოვალუტების ნამდვილი პიონერი და ყველაზე დიდი აქტივი ბიტკოინი ჩამორჩა.
შაბათ-კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შეიცვალა და დღეს მისი ბიტკოინის ყიდვა $41,000 ფარგლებში არის შესაძლებელი.
კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად და სწრაფად, როგორც Spot ბირჟის გამოყენებით, ასევე მარტივი კონვერტაციის ფუნქციონალის დახმარებით კრიპტალზე შეგიძლია. დამატებით პლატფორმაზე შეგიძლია ბიტკოინის საფულე შექმნა, სადაც უსაფრთხოდ შეინახავ შენს კრიპტო აქტივებს სასურველი დროით.