Სარჩევიchevron-down
კვირის TOP 5 კრიპტო – 10 აგვისტო, 2026
ბაზრის მიმოხილვა – მთავარი კრიპტო აქტივები
ბიტკოინი (BTC)
ეთერიუმი (ETH)
ლაითქოინი (LTC)
#1 Pump.fun (PUMP) – კვირის ზრდა 32%
#2 LayerZero (ZRO) – კვირის ზრდა 20%
#3 Curve DAO Token (CRV) – კვირის ზრდა 18%
#4 Bitcoin SV (BSV) – კვირის ზრდა 15%
#5 Worldcoin (WLD) – კვირის ზრდა 14%
კვირის შეჯამება
TOP5-2-geo-1000x300
2026-08-10clock6 minutes

კვირის TOP 5 კრიპტო – 10 აგვისტო, 2026

გასული კვირა კრიპტო ბაზრისთვის საერთო ზრდის კუთხით შედარებით ზომიერი იყო და პოზიტიური დინამიკა ძირითადად რამდენიმე კონკრეტულ კრიპტო აქტივზე კონცენტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის დიდ ნაწილში მნიშვნელოვანი მოძრაობა არ დაფიქსირებულა, რამდენიმე DeFi, ბლოკჩეინებს შორის თავსებადობაზე ორიენტირებულმა, საზოგადოებაზე დაფუძნებულმა და უკვე დამკვიდრებულმა პროექტმა ორნიშნა ზრდა აჩვენა.

ყველაზე ძლიერი შედეგი Pump.fun-მა დააფიქსირა, ხოლო LayerZero-მ, Curve DAO Token-მა, Bitcoin SV-მ და Worldcoin-მაც მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ქვემოთ ნახავ კვირის TOP 5 კრიპტო აქტივს – 10 აგვისტო, 2026, რომლებიც 7-დღიანი შედეგის, ფასისა და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვითაა წარმოდგენილი.

ბაზრის მიმოხილვა – მთავარი კრიპტო აქტივები

ყველაზე მსხვილი კრიპტო აქტივები შედარებით სტაბილურად მოძრაობდნენ, რადგან ბაზარი კონსოლიდაციის კიდევ ერთ ეტაპზე გადავიდა. CoinMarketCap-ის 10 აგვისტოს მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დაახლოებით $65,276, ეთერიუმის - $1,926, ხოლო Litecoin - დაახლოებით $45.54 იყო.

ბაზრის ლიდერების შედარებით მშვიდი მოძრაობა კიდევ უფრო გამოკვეთს იმ ძლიერ ზრდას, რომელიც ამ კვირაში რამდენიმე შედარებით მცირე აქტივმა აჩვენა.

ბიტკოინი (BTC)

ბიტკოინი კვლავ ბაზრის ლიდერად რჩებოდა და დაახლოებით $65,276-ად ივაჭრებოდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით $1.31 ტრილიონს შეადგენდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, BTC წინა 24 საათში დაახლოებით 0.76%-ით იყო გაზრდილი, რაც მოკლევადიან პერიოდში შედარებით მშვიდ სავაჭრო გარემოზე მიუთითებდა.

ეთერიუმი (ETH)

ეთერიუმის ფასი დაახლოებით $1,926 იყო, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია - დაახლოებით $232.46 მილიარდი.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ETH 24 საათში დაახლოებით 0.53%-ით გაიზარდა. ეს შედარებით ზომიერ მოკლევადიან მოძრაობას აჩვენებდა, მიუხედავად Ethereum-ის DeFi და smart contract ეკოსისტემაში მიმდინარე აქტივობისა.

ლაითქოინი (LTC)

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ლაითქოინი დაახლოებით $45.54-ად ივაჭრებოდა. ბიტკოინისა და ეთერიუმის მსგავსად, LTC-ის შემთხვევაშიც შედარებით მშვიდი პერიოდი დაფიქსირდა. მსხვილი აქტივების შეზღუდულმა მოძრაობამ კი უფრო თვალსაჩინო გახადა ამ კვირის წამყვანი ალტკოინების პროცენტული ზრდა.

#1 Pump.fun (PUMP) – კვირის ზრდა 32%

Pump.fun (PUMP) კვირის ყველაზე მზარდი კრიპტო აქტივი გახდა. მან 32%-იანი ზრდა აჩვენა და დაახლოებით $0.002760-ს მიაღწია, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.08 მილიარდს შეადგენდა.

PUMP დაკავშირებულია Pump.fun-თან - Solana-ზე დაფუძნებულ პლატფორმასთან, რომელიც საზოგადოებრივი და meme ტოკენების შექმნასა და ვაჭრობას უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ კრიპტო უკვე ზედიზედ მეორე კვირაა რაც მზარდ აქტივთა სიაში ხვდება.

ფასის ზრდის შესაძლო მიზეზები:

  • Pump.fun-ის ეკოსისტემის გარშემო მაღალი აქტივობა და სპეკულაციური ინტერესი
  • Solana-ზე დაფუძნებულ meme ტოკენებში მონაწილეობის ზრდა
  • საცალო ტრეიდერების აქტივობის მატება
  • ლიკვიდობისა და ბაზრის ყურადღების ზრდა
  • ძლიერი საზოგადოებრივი და სოციალური მედიის ჩართულობა

ამ ფაქტორებმა PUMP-ს საშუალება მისცა, შედარებით მშვიდი კვირის ფონზე ფართო კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.

#2 LayerZero (ZRO) – კვირის ზრდა 20%

LayerZero-მ (ZRO) მეორე ადგილი დაიკავა 20%-იანი ზრდით. მისი ფასი დაახლოებით $0.8680-მდე, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $315 მილიონამდე გაიზარდა.

LayerZero არის interoperability პროტოკოლი, რომელიც აპლიკაციებსა და სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

ფასის ზრდის შესაძლო მიზეზები:

  • cross-chain ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდა
  • omnichain აპლიკაციების მზარდი გამოყენება
  • LayerZero-ს ინტეგრაციების გაფართოებასხვადასხვა ქსელში
  • ინვესტორების განახლებული ინტერესი interoperability პროექტების მიმართ
  • სავაჭრო მოცულობისა და ლიკვიდობის ზრდა

ამ ფაქტორებმა ZRO-ს მიმართ ბაზრის ინტერესი გააძლიერა და აქტივს კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ორნიშნა ზრდის დაფიქსირებაში დაეხმარა.

#3 Curve DAO Token (CRV) – კვირის ზრდა 18%

Curve DAO Token-მა (CRV) 18%-იანი ზრდა აჩვენა და დაახლოებით $0.2376-ს მიაღწია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $365 მილიარდს შეადგენს. Curve ერთ-ერთი ცნობილი დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლია, რომელიც სპეციალიზებულია stablecoin-ებისა და მსგავსი ღირებულების მქონე სხვა აქტივების ეფექტიან გაცვლაზე.

ფასის ზრდის შესაძლო მიზეზები:

  • დეცენტრალიზებულ ფინანსურ ბაზრებზე აქტივობის ზრდა
  • stablecoin ლიკვიდობის ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის მატება
  • Curve-ის liquidity pool-ებში სავაჭრო მოცულობის ზრდა
  • ინვესტორების განახლებული ინტერესი უკვე დამკვიდრებული DeFi პროტოკოლების მიმართ
  • კაპიტალის გადაადგილება DeFi governance აქტივებისკენ

დეცენტრალიზებული ლიკვიდობის ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილმა ინტერესმა CRV-ს კვირის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგის მქონე აქტივად ქცევაში შეუწყო ხელი.

#4 Bitcoin SV (BSV) – კვირის ზრდა 15%

Bitcoin SV-მ (BSV) 15%-იანი ზრდა დააფიქსირა. მისი ფასი დაახლოებით $14.48, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $290 მილიონი გახდა. Bitcoin SV არის Bitcoin Cash-იდან წარმოშობილი ბლოკჩეინი, რომელიც აქცენტს აკეთებს დიდი ზომის ბლოკებზე, ტრანზაქციების მასშტაბირებასა და დაბალფასიან peer-to-peer გადახდებზე.

ფასის ზრდის შესაძლო მიზეზები:

  • Bitcoin-იდან წარმოშობილი უკვე დამკვიდრებული ქსელების მიმართ სავაჭრო ინტერესის განახლება
  • დადებითი ფასობრივი იმპულსის ფონზე სპეკულაციური მოთხოვნის ზრდა
  • კაპიტალის გადაადგილება შედარებით მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ბლოკჩეინ აქტივებში
  • მხარდაჭერილ ბირჟებზე სავაჭრო აქტივობის ზრდა
  • ინვესტორთა განწყობის საერთო გაუმჯობესება

ამ ფაქტორებმა BSV-ს საშუალება მისცა, არაერთ უფრო მსხვილ კრიპტო აქტივზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინა და კვირის განმავლობაში დადებითი დინამიკა შეენარჩუნებინა.

#5 Worldcoin (WLD) – კვირის ზრდა 14%

Worldcoin (WLD) კვირის ხუთეულს 14%-იანი ზრდით ასრულებს. მისი ფასი დაახლოებით $0.3505-ს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $1.25 მილიარდს აღწევდა.

Worldcoin არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც proof-of-personhood ტექნოლოგიასა და ციფრული იდენტობის ინფრასტრუქტურაზეა ორიენტირებული. მისი ერთ-ერთი მიზანია, სულ უფრო მეტად AI-ზე დაფუძნებულ ციფრულ გარემოში ინდივიდუალური ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადოს.

ფასის ზრდის შესაძლო მიზეზები:

  • proof-of-personhood ტექნოლოგიის მიმართ განახლებულიყურადღება
  • ციფრული იდენტობის ინფრასტრუქტურისადმი მზარდი ინტერესი
  • AI-სა და ადამიანის ვერიფიკაციის ურთიერთკავშირის შესახებ მიმდინარე დისკუსიები
  • სავაჭრო აქტივობისა და ლიკვიდობის ზრდა
  • identity-focused ბლოკჩეინ პროექტების მიმართ ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესება

ამ ფაქტორებმა WLD-ის ორნიშნა ზრდას შეუწყო ხელი და აქტივს კვირის ყველაზე მზარდ კრიპტოებს შორის მეხუთე ადგილი მოუტანა.

კვირის შეჯამება

10 აგვისტოს დასრულებული კვირა ფართო კრიპტო ბაზრისთვის შედარებით ზომიერი იყო, თუმცა რამდენიმე ცალკეულმა პროექტმა მნიშვნელოვანი ზრდა მაინც აჩვენა. მაშინ, როდესაც ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაითქოინი შედარებით მშვიდად მოძრაობდნენ, PUMP-მა, ZRO-მ, CRV-მ, BSV-მ და WLD-მ კვირის განმავლობაში ორნიშნა ზრდა დააფიქსირეს.

Pump.fun რეიტინგის ლიდერი 32%-იანი ზრდით გახდა, ხოლო კაპიტალი ასევე მიიზიდა interoperability, DeFi, ციფრული იდენტობისა და უკვე დამკვიდრებულმა ბლოკჩეინ პროექტებმა.

კვირის შედეგები აჩვენებს, რომ შედარებით მშვიდ საბაზრო პერიოდშიც კი კონკრეტულ სექტორებსა და კრიპტო აქტივებს დამოუკიდებელი ძლიერი იმპულსის განვითარება შეუძლიათ.

Support