
საქართველოში ჩამოდიხარ? - მართე ფინანსები მარტივად კრიპტოსა და Cryptal-ის დახმარებით
საქართველო დისტანციურად მომუშავეთა და ტურისტებისთვის სწრაფად ყალიბდება საუკეთესო მიმართულებად, ამის მიზეზია შთამბეჭდავი ბუნება, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ხარჯები და მარტივი სავიზო პოლიტიკა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება საქართველოში შეიძლება მარტივად ჩანდეს, უცხოელი სტუმრისთვის ფინანსის მართვა გარკვეულ სირთულეს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ფულის გადატანა საზღვარზე სარისკოა, ადგილობრივი საბანკო ანგარიშის გახსნა რთულია და ხშირად რეზიდენტობის დოკუმენტაციას მოითხოვს, უცხოურ ბარათებზე დაყრდნობა კი მაღალ საკომისიოებსა და არახელსაყრელ კურსს უკავშირდება.
სწორედ აქ ამარტივებს ყველაფერს კრიპტო და განსაკუთრებით Cryptal. რამდენიმე კლიკით შეგიძლია კრიპტო საქართველოში გადაიტანო, მყისიერად გადააცვალო ლარში და ნაღდი ფულით. ეს არის სწრაფი, საზღვრების გარეშე და მოგზაურისთვის მოსახერხებელი გადაწყვეტა, რომელიც გაძლევს თავისუფლებას და სრულ კონტროლს ფინანსზე საქართველოს დათვალიერების ან ცხოვრების პროცესში.
რატომ უნდა აირჩიო კრიპტო ბანკის ნაცვლად საქართველოში?
როდესაც მოგზაურობას ან რელოკაციას გეგმავ, ფულის საზღვარზე გადატანა ხშირად სერიოზულ სირთულედ იქცევა. ნაღდი ფულის ტარება არ არის უსაფრთხო, ბანკომატის საკომისიო მაღალია, ხოლო საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები ხშირად იბლოკება. ციფრული ნომადებისა და ექსპატებისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდიან, ეს ტრადიციული მეთოდები მოძველებული და მოუხერხებელია.
კრიპტო ამ პრობლემას ხსნის. მხოლოდ ტელეფონით ან ჰარდვერ კრიპტო საფულით შეგიძლია მთელი ბალანსი ციფრულად შემოიტანო საქართველოში, არავითარი დოკუმენტი, ფიზიკური შეზღუდვა ან საბაჟო ლიმიტი. აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რამდენი ნაღდი ფული გაქვს თან ან რამდენად ხელმისაწვდომი იქნება შენი საბანკო ანგარიში.
Cryptal-ის მეშვეობით შეგიძლია კრიპტო გადაცვალო ლარში, ა.შ.შ. დოლარში და ევროში, შეინახო უსაფრთხოდ და მარტივად, გაიტანო ადგილობრივი ბარათით ან ნაღდი ფული. სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ფინანსები, პორტატული, უსაფრთხო და მთლიანად შენს კონტროლქვეშ.
რა სარგებელი აქვს საქართველოში კრიპტოს გამოყენებას მოგზაურობისაას ან ცხოვრებისას?
საზღვრის გადაკვეთისას ფულის თან წაღება შეიძლება რთული იყოს. ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია ნაღდი ფულის რაოდენობა, რომლის შეტანაც შეგიძლია, ხოლო საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები ხშირად უკავშირდება შეფერხებას, მაღალ საკომისიოებსა და მკაცრ შემოწმებებს. სწორედ აქ ჩანს, რომ კრიპტო უფრო გონივრული არჩევანია.
კრიპტო აქტივები, მაგალითად ბიტკოინი, გაძლევს საშუალებას თან წაიღო შენი ფული უსაფრთხოდ და თავისუფლად, ფიზიკური კუპირების ტარების გარეშე. შეგიძლია კრიპტო შეინახო ციფრულ საფულეში და მასზე წვდომა ნებისმიერ დროს გქონდეს, მყისიერად და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
საქართველო განსაკუთრებით კრიპტო-მეგობრული ქვეყანაა, მარტივი წვდომით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Cryptal, შეგიძლია ბიტკოინი გადააცვალო ლარში, ა.შ.შ. დოლარში ან ევროში. იქნება ეს დროებითი ვიზიტი თუ გრძელვადიანი დარჩენა, კრიპტო გაძლევს საშუალებას საკუთარი ფინანსები ნებისმიერი წერტილიდან უპრობლემოდ მართო.
ციფრული ნომადებისთვის, ექსპატთათვის და დისტანციურად მომუშავე თანამშრომლისთვის, კრიპტო ნამდვილ ფინანსურ თავისუფლებას წარმოადგენს, ხოლო საქართველო და Cryptal ამ თავისუფლებას რეალურად ხელმისაწვდომს ხდიან.
Cryptal-ის უპირატესობები საქართველოში ცხოვრების ან მოგზაურობისას
Cryptal მხოლოდ კრიპტო ბირჟა არ არის, ეს არის პლატფორმა, შექმნილი მოძრავი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს ან მოგზაურობს საქართველოში. ქვეყანაში რამდენიმე დღით რჩები თუ რამდენიმე წლით, მნიშვნელობა არ აქვს, Cryptal გაძლევს ფინანსურ მოქნილობას, რათა თავისუფლად მართო შენი ფული.
რა უპირატესობები აქვს Cryptal-ს:
- მარტივია დამწყებთათვის – არანაირი სავაჭრო ცოდნა არ არის საჭირო. კრიპტოს ლარში გადაცვლა მხოლოდ რამდენიმე კლიკში არის შესაძლებელი.
- მულტი-სავალუტო მხარდაჭერა – ბიტკოინის ყიდვა, გაყიდვა და გატანა მყისიერად ლარში, ა.შ.შ. დოლარში ან ევროში.
- სწრაფი რეგისტრაცია – რეგისტრაცია და ვერიფიკაცია რამოდენიმე წუთში არის შესაძლებელი.
- კრიპტოს ფიატში მომენტალური გადაცვლა – გამოიყენე Convert და მიიღე სასურველი აქტივი მომენტალურად, ლოდინისა და დაყოვნების გარეშე.
- გატანის მოქნილი გზები – გაიტანე ლარი ქართული ბანკის ბარათზე ან მიიღე ნაღდი ფული CreditService+ სერვისცენტრებში.
- დაბალი საკომისიოები – გამჭვირვალე და დაბალი საკომისიოები. საბანკო გადარიცხვის გამოყენებით ლარის განაღდება კი, სრულიად უპროცენტოა.
იქნება ეს ყოველდღიური ხარჯების დაფარვა თუ თანხების გრძელვადიანად მართვა, Cryptal მარტივ და უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფს შენს აქტივებთან.
კრიპტოს გადაცვლა ლარში (GEL)
როდესაც შენი კრიპტო აქტივი Cryptal-ზე გადაიტანე, შეგიძლია მარტივად გადააცვალო GEL-ზე და თანხა პირდაპირვე გამოიტანო ქართულ საბანკო ბარათზე. პროცესი მარტივი და შეუფერხებელია:
- გადადი კონვერტაციაზე ან Spot ბირჟაზე Cryptal-ის მთავარი მენიუდან.
- აირჩიე კრიპტო აქტივი, რომლის გაყიდვაც გსურს.
- აირჩიე ფიატი, რომლის მიღებაც გინდა – GEL (ქართული ლარი).
- შეიყვანე რაოდენობა, რამდენის გაყიდვაც გინდა
- გამოგიჩნდება ინფორმაცია - რამდენ ლარს მიიღებ.
- დაადასტურე ტრანზაქცია.
შენი GEL მყისიერად გადაირიცხება საფულეში, სწრაფად და უსაფრთხოდ.
ეს ვარიანტი იდეალურია, როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისე მოგზაურების ან დისტანციურად მომუშავეებისთვის, რომლებსაც სურთ ადგილობრივ ვალუტასთან ამრტივი წვდომა, სრული კონტროლითა და ზედმეტი სირთულეების გარეშე.
კრიპტალიდან ლარის განაღდება 0%-ად
მომხმარებლებს საკუთარი აქტივების განაღდება მომენტალურად, ყოველგვარი ტექნიკური ცოდნისა და რაიმე გამოცდილების გარეშე, რამოდენიმე კლიკით შეუძლიათ.
ამისათვის კი, შემდეგი ნაბიჯები არსებობს:
- გადადი საფულეში
- აირჩიე განაღდება
- აირჩიე ვალუტა, რომლის განაღდებაც გინდა - ლარი (GEL)
- მიუთითე რაოდენობა, რამდენიც გურს რომ გაანაღდო
- აირჩიე განაღდების მეთოდი - (საბანკო გადარიცხვა - 0% საკომისიო).
Cryptal-ზე თანხის განაღდება შესაძლებელია:
- Visa/Mastercard ბარათები (GEL) - პირდაპირი გატანა ქართული ბანკების მიერ გაცემულ Visa ან Mastercard ბარათზე.
- საბანკო გადარიცხვა - თანხა მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, 0% საკომისიოთი.
- CreditService+ - ნაღდი ფულის გატანა ფიზიკურ ფილიალებიდან.
ამ ყველაფრის მართვა პირდაპირ ლეპტოპიდან ან ტელეფონიდან შეგიძლია. კრიპტო აქტივი მყისიერად გარდაიქმნება ადგილობრივ ვალუტად, შეფერხებებისა და დამალული საკომისიოების გარეშე.
რა ფიატ ვალუტებია მხარდაჭერილი Cryptal-ზე?
ეროვნული ვალუტის, ლარის გარდა, Cryptal-ზე შესაძლებელია ა.შ.შ. დოლარითა (USD) და ევროთი (EUR) ოპერირება. მომხმარებლებს ამ ვალუტებში შეუძლიათ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა და საჭიროების შემთხვევაში თანხის გატანაც იგივე მეთოდებით:
- საბანკო ბარათები
- საბანკო გადარიცხვა
- ფიზიკური ფილიალები
შეჯამება - მართე ფინანსები საქართველოში კრიპტოთი
არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხარ მოკლე ვიზიტით თუ დიდი ხნით ცხოვრებას გეგმავ, Cryptal გაძლევს სრულ კონტროლს საკუთარ ფინანსებზე ბანკებისა და ნაღდი ფულის სარისკო გაცვლის გარეშე. შეგიძლია ქვეყანაში ჩამოხვიდე კრიპტოთი, მყისიერად გადააცვალო ის ლარში, ა.შ.შ. დოლარში ან ევროში და თანხაზე წვდომა მყისიერად მიიღო, ადგილობრივი ბარათების ან ნაღდი ფულის გამოყენებით.
Cryptal-ზე ბიტკოინის ან ნებისმიერი სხვა კრიპტოს გაყიდვა ძალიან მარტივია, თანხას კი, პირდაპირ ბარათზე გაიტან, რაც უზრუნველყოფს ეროვნულ ვალუტაზე სწრაფ და უსაფრთხო წვდომას.
საზღვრებს გარეშე მომუშავეთათვის, დისტანციური თანამშრომლისთვის და მოგზაურებისათვის, ეს არის ნამდვილი ფინანსური თავისუფლება.
დარეგისტრირდი Cryptal-ზე დღესვე და გადაცვალე კრიპტო ლარში, ა.შ.შ. დოლარსა და ევროში სწრაფად, უსაფრთხოდ და თავისუფლად.