შესავალი: რას გაიგებ რიპლის შესახებ?
კრიპტოვალუტების უზარმაზარ სამყაროში რიპლი (XRP) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტო აქტივად გვევლინება. თუ ოდესმე დაინტერესებულხარ რიპლით, მისი ისტორიით, როგორ მუშაობს ის, რა დანიშნულება აქვს ამ ალტქოინს და რაც მთავარია, როგორ და სად იყიდო ყველაზე მოსახერხებლად, ეს ბლოგი შენთვის არის.
რა არის რიპლი (XRP)?
რიპლი, რომელსაც ხშირად მისი შემოკლებული ფორმით XRP-ის სახით ვხვდებით, უბრალოდ მორიგი კრიპტოვალუტა არ არის. კრიპტოვალუტების უმრავლესობა დეცენტრალიზებული ბუნებისაა, თუმცა რიპლი ცენტრალიზებულ პლატფორმას იყენებს, რათა მომხმარებლებს უსწრაფესი ტრანზაქციები შესთავაზოს, თანაც სხვადასხვა ქსელზე და პლატფორმაზე, რაც გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელების წინაპირობაა და ტექნიკურად არ ზღუდავს ქოინს, რომ ნებისმიერი ადამიანის საფულეში აღმოჩნდეს ქსელის განსხვავების მიუხედავად.
სწორედ ეს იყო მისი შექმნის მთავარი მამოძრავებელი მოტივი, როდესაც შემქმნელებმა, კრის ლარსენმა და ჯედ მაკალებმა გადაწყვიტეს, რომ რიპლი გახდებოდა პირველი გლობალური გადახდების კრიპტოვალუტა, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს რეალურად შეცვლიდა და პროცესს უფრო მარტივსა და იაფს გახდიდა. გარდა ამისა, სხვა კრიპტოვალუტების ბლოკჩეინები, რიპლის ალგორითმთან შედარებით ნელია, BEP-20 ქსელიდან ERC-20 ქსელზე კრიპტოს გადარიცხვისას კი, ისინი ტექნოლოგიური შეუსაბამობიდან გამომდინარე, უბრალოდ ჰაერში რჩებოდნენ, შესაბამისად დაიბადა რიპლი, რომელიც ქსელებს შორის გადარიცხვის პრობლემას სრულად აქრობს, ხოლო ტრანზაქციის დროს საგრძნობლად ამცირებს და ამით ჭეშმარიტად ტრანზაქციებისათვის განკუთვნილ კრიპტოდ გვევლინება.
ანუ, რიპლი არის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც უნიკალურ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და გამოიყენება საერთაშორისო და ყოველდღიური გადარიცხვების განსახორციელებლად.
საინტერესო ფაქტი: საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე მოცულობითი კრიპტოვალუტების TOP 100-ში რიპლი (XRP) მეხუთე ადგილს იკავებს.
რა ბლოკჩეინზე მუშაობს რიპლი (XRP)?
რიპლი (XRP) არ მუშაობს ისეთ ტრადიციულ ბლოკჩეინ ქსელზე, როგორსაც მაგალითად ბიტკოინი ან ეთერიუმი იყენებენ. კრიპტოვალუტა რიპლი იყენებს უნიკალურ მექანიზმს, რომელსაც Ripple Protocol Consensus Algorithm (RPCA) ჰქვია. მარტივად რომ ვთქვათ, რიპლის ტრანზაქციები დასტურდება არა მაინინგის რთული და მძლავრი ენერგო მოხმარების პროცესის შედეგად, არამედ ვალიდატორებს შორის მიღებული მარტივი კონსენსუსის მეშვეობით.
როგორ მუშაობს რიპლის ბლოკჩეინ ალგორითმი?
წარმოიდგინე, შენ და შენს მეგობრებს გინდათ რომ სამაგიდო თამაში ითამაშოთ, თუმცა ვერ გადაწყვიტეთ რომელი. სანაცვლოდ, თქვენ ხმის მიცემის პრინციპით გინდათ რომ შეარჩიოთ თამაში.
- მოთამაშეები (ვალიდატორები): რიპლის ბლოკჩეინში ჩართულნი არიან სპეციალიზებული კომპიუტერები, რომლებსაც ვალიდატორები ჰქვიათ და შენს მეგობრებს ჰგვანან, რომლებსაც თამაშის შერჩევა სურთ.
- თამაშის შერჩევა (შემთავაზებელი): ერთ-ერთი ვალიდატორი გვთავაზობს რომ ვითამაშოთ ერთი კონკრეტული თამაში, ანუ გვთავაზობს ტრანზაქციას.
- ხმის მიცემა (ვალიდატორი): ახლა, სხვა ვალიდატორები უნდა დაეთანხმონ ან უარყონ ეს შემოთავაზება. ბლოკჩეინის შემთხვევაში, უნდა შეამოწმონ, რამდენად ვალიდურია ესა თუ ის ტრანზაქცია
- კონსენსუსი (შეთანხმება): თამაში რომ შეირჩეს, შენი მეგობრები უნდა დათანხმდნენ შემოთავაზებას, ანალოგიურად, თუ ვალიდატორების უმრავლესობა თანხმდება, რომ ტრანზაქცია ვალიდურია, იგი ბლოკჩეინში სამუდამოდ ჩაეშვება და ჩაიწერება.
- თამაშის ცვლილება: თუკი მეგობრები ვერ შეთანხმდებიან თამაშზე, საჭიროა ხმის მიცემა გაგრძელდეს მანამ, სანამ ისინი ერთ აზრზე არ იქნებიან, ანუ მანამ, სანამ ყველა ვალიდატორი დაადასტურებს ტრანზაქციას.
რატომ არის ეს ინოვაციური მეთოდი? რიპლის ბლოკჩეინს შეუძლია წამში 1 500-მდე ტრანზაქციის გატარება და დადასტურება, შედარებისთვის ბიტკოინის ბლოკჩეინს იმავე დროში 7 ტრანზაქციის დადასტურება შეუძლია. ახლა გასაგებია, რატომ მოიაზრებდნენ რიპლის შემქმნელები მას, როგორც გლობალური გადახდების კრიპტოვალუტად.
რა პლიუსები აქვს რიპლის (XRP) ბლოკჩეინს?
- სისწრაფე: რიპლის ტრანზაქციის დადასტურებას საშუალოდ 3-დან 5 წამამდე სჭირდება. სწორედ ამიტომ არის რიპლი გლობალური გადარიცხვების კრიპტოვალუტა.
- ეკოლოგია: PoW ბლოკჩეინებისაგან განსხვავებით, სადაც კრიპტოვალუტები მაინინგისთვის დიდ ენერგიას მოიხმარენ, რიპს საერთოდ არ სჭირდება უზარმაზარი რესურსის გამოყენება.
- უსაფრთხოება: რიპლის უნიკალური ბლოკჩეინ ალგორითმიდან გამომდინარე, ყველა ტრანზაქცია დეტალურად მოწმდება და შესაბამისად ორმაგი გახარჯვის პრობლემა ამ კრიპტოვალუტას არ ემუქრება.
საინტერესო ფაქტი რიპლის ბლოკჩეინზე: ვინაიდან რიპლის ალგორითმი მაინინგზე არ არის დამყარებული, ის 100 მილიარდი XRP, რომელიც მიმოქცევაში უნდა ჩაეშვას, წინასწარ უკვე არის შექმნილი.
რა დანიშნულება და გამოყენება აქვს რიპლს (XRP)?
კრიპტოსამყაროში მოგზაურობისას აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც რიპლს საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობენ, რაც სავსებით ლოგიკურია მისი ფასის მატების ტენდენციიდან გამომდინარე, თუმცა კრიპტოვალუტა რიპლის შექმნის მიზანი გლობალური ტრანზაქციების გამარტივება იყო და მან ეს დანიშნულება კარგად შეასრულა. მისი სისწრაფე და დაბალი საკომისიოები იდეალურ კრიპტოვალუტად აქცევს რიპლს, რათა ინდივიდებმა თუ ბიზნესებმა საზღვრებს შორის განახორციელონ დიდი, მოცულობითი ტრანზაქციები და არ წააწყდნენ ბიუროკრატიულ თუ სხვაგვარ პრობლემებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად ციფრულ ოქროსაც უწოდებენ, რიპლი საინვესტიციო მიზნებისთვის არ შექმნილა, თუმცა კრიპტოვალუტამ ეს მოვალეობაც კარგად შეითავსა. მიუხედავად ამისა, კრიპტო ენთუზიასტებისა და კორპორაციების უმრავლესობა მას, როგორც ყოველდღიური და ბიზნეს ტრანზაქციებისათვის იყენებს, მისი სისწრაფის, უსაფრთხოებისა და სიიაფის გათვალისწინებით.
როგორ ვიყიდო რიპლი (XRP)?
თუკი გინდა, რომ რიპლი იყიდო ყველაზე მარტივად და იაფად, ამისათვის კრიპტო ბირჟებს უნდა მიმართო. პირველ ქართულ სავაჭრო კრიპტო პლატფორმა კრიპტალზე რიპლის ყიდვა ორი გზით არის შესაძლებელი.
- კონვერტაცია: ეს მეთოდი უფრო მოსახერხებელია დამწყები თრეიდერებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც წამებში სურთ მიიღონ რიპლი თავიანთ საფულეში. მხოლოდ უთითებ რა რაოდენობის რიპლი გინდა, აკლიკავ ყიდვას და სულ ეს არის, რიპლი შენს ციფრულ საფულეშია.
- Spot ბირჟა: ბირჟის გამოყენებით შეგიძლია შენი მოთხოვნა განათავსო თრეიდერების გარემოში - უბრალოდ უთითებ რომელ ვალუტას ცვლი რიპლში, მაგალითად ლარს, ა.შ.შ დოლარს ან სულაც ბიტკოინს და უთითებ, რა რაოდენობის რიპლის ყიდვა გინდა რა ფასად.
არ აქვს მნიშვნელობა როგორ გინდა კრიპტოვალუტის ყიდვა, ფიატ ვალუტის კრიპტოში გადაცვლით თუ პირდაპირ, კრიპტოს კრიპტოში გადაცვლით, კრიპტალზე ნებისმიერ, შენთვის სასურველ წყვილს შეხვდები.
რა ღირს რიპლი (XRP)?
გაითვალისწინე, კრიპტოვალუტები საკმაოდ დინამიკური და სენსიტიური სფეროა, შესაბამისად კრიპტო აქტივების ფასი მუდამ იცვლება ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ამჟამად, კრიპტალზე და Coinmarketcap-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი რიპლის ფასი $0.49 მერყეობს და დღეის მდგომარეობით, ჯამური 100 მილიარდი ქოინიდან მიმოქცევაში 53 მილიარდი ქოინია ჩაშვებული.
რიპლის განაღდებისა და გატანის საკომისიო 0%-ია!
გაითვალისწინე, კრიპტალიდან რიპლის (XRP) გატანისა და განაღდების საკომისიო 0% შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ შენს მიერ გატანილი რიპლი სრულად აისახება ციფრულ საფულეში, ყოველგვარი დამატებითი გადასახადებისა და საკომისიოების გარეშე.
შეჯამება: რიპლი - სწრაფი, უსაფრთხო და ყოველდღიური კრიპტოვალუტა
რიპლი ნამდვილად დამსახურებულად ითვლება კრიპტოვალუტებისა და ალტქოინების ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად. მისი უნიკალური მექანიზმი ზედგამოჭრილია საერთაშორისო ტრანზაქციებისათვის. სისწრაფე და უსაფრთხოება კი, არის ის, რის გამოც რიპლს მსოფლიოში მილიონობით თრეიდერი ენდობა.
არ აქვს მნიშვნელობა რიპლს საინვესტიციოდ ყიდულობ, თუ უბრალოდ გინდა რომ შენს მიერ გადარიცხული აქტივი ადრესატს რამოდენიმე წამში დაუჯდეს საფულეში, რიპლი ნამდვილად გასათვალისწინებელი და სასურველი კრიპტო აქტივია.
მისი შეძენა კი, კრიპტალზე შეგიძლია როგორც ყველაზე მარტივად, სულ რამოდენიმე კლიკით, ასევე ყველაზე იაფად.