Სარჩევიchevron-down
რატომ გაიზარდა ბიტკოინის ფასი?
ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად მოქმედი ფაქტორები
ბიტკოინის ფასზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორები
BTC ფასის პროგნოზი: Bullish vs. Bearish
რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებმა?
შეჯამება: ბიტკოინის ფასი გაიზრდება?
კრიპტო ტერმინები
ბიტკოინის ფასი ამჟამად:
bitcoin-price-increase-decrease-1000x300
2025-06-16clock6 minutes

რატომ გაიზარდა ბიტკოინის ფასი?

2025 წლის იანვრიდან ივნისამდე ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - დაახლოებით $90,000-დან $110,000-მდე. ღირებულების ამ დრამატული ნახტომის უკან რამდენიმე მნიშვნელოვანი და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფაქტორი დგას, მათ შორის ისეთი კრიტიკული, როგორიც 2024 წლის ბიტკოინის ჰალვინგი არის. დამაინინგებული BTC რაოდენობის შემცირებამ, ბაზარზე მცირე შოკი გამოიწვია, რამაც აქტივის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე მკვეთრად იმოქმედა.

ფასის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი კი, კრიპტო აქტივების ინდუსტრიაში ინსტიტუციური ინვესტორების შემოსვლა და Bitcoin ETF-ების მიღება გახდა.

ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა BlackRock, Fidelity და Ark Invest, მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ ინვესტიციებს ბიტკოინში, რაც კრიპტო ადაპტაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების ერთგვარი საფუძველი გახდა. ამ ყოველივემ მომხმარებლებს შორის პოზიტიური მოლოდინი გააძლიერა და ახალი ინვესტორების შემოდინების მორიგი ტალღა დაძრა, რა დროსაც ინდუსტრიაში ახალი ადამიანები ჩაერთნენ, რომლებსაც კრიპტოს ყიდვა სურდათ და ერთგვარი შიში ამოძრავებდათ, არ გამოეტოვებინათ ბიტკოინის ფასის ზრდის მორიგი დიდი ეტაპი.

გლობალურ ფინანსურ ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ ცალკე შეუწყო ხელი ბიტკოინის ზრდას, როგორც ინფლაციისაგან დაცული აქტივის აღმავლობას. სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკი კვლავ ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ხოლო გეოპოლიტიკური დაძაბულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალია, ამ პირობებში ბიტკოინის, როგორც „ციფრული ოქროს“ როლი, კიდევ უფრო იზრდება.

ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად მოქმედი ფაქტორები

2025 წლის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასის ზრდას შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიგვანიშნებდეს, რომელთაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ:

  • ინვესტიციების ზრდა: Bitcoin ETF-ების გამოჩენამ და მისმა ფართოდ გავრცელებამ ინდუსტრიაში ახალი ინვესტორების შემოდინება გამოიწვია, როგორც ინსტიტუციებისა და კორპორაციების, ისე საცალო მომხმარებლების სახით.

  • ლიკვიდურობის შემცირება: სხვადასხვა ბლოკჩეინ მონიტორინგის პლატფორმა გვეუბნება, რომ სულ უფრო ბევრი ბიტკოინი ირიცხება გრძელვადიანი შენახვისათვის განკუთვნილ საფულეებში, რაც ლიკვიდურობას ამცირებს, მოთხოვნას კი ზრდის.

  • მაკროეკონომიკური ფაქტორები: ინფლაციის გამო ტრადიციული ვალუტები ფასს კარგავენ, ბიტკოინი კი, ღირებულების შენახვის კარგ ალტერნატივად გვესახება.

  • ტექნოლოგიური განვითარება: Lightning Network-სა და Bitcoin Ordinals-ის მსგავსი პროექტები, მნიშვნელოვნად ზრდის ციფრული ვალუტის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.

  • გლობალური მოთხოვნა: ქვეყნები, რომლებიც ფინანსურ რყევებს განიცდიან (მაგ: არგენტინა და თურქეთი), სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ BTC მიმართ.

ბიტკოინის ფასზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორები

მიუხედავად მზარდი, პოზიტიური ტრენდისა, ბიტკოინი მაინც ხვდება ვოლატილური აქტივების ჩამონათვალში, რაც მას ინფლაციის მიმართ იმუნურს არ ხდის.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც კრიპტოს ღირებულებაზე მოქმედებს, გაუგებარი სარეგულაციო პოლიტიკაა. ამერიკის შეერთებული შტატები და SEC კვლავაც გაუგებარ პოლიტიკას ინარჩუნებენ, ხოლო ევროკავშირში (EU) MiCA შევიდა ძალაში, რაც ციფრული აქტივების დეცენტრალიზებულ ბუნებას გარკვეულწილად ზღუდავს.

აქტივის ღირებულებაზე თავისი ნეგატიური წვლილი ეკოლოგიასაც შეაქვს. ბიტკოინის მაინინგი დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც გარკვეულწილად ბუნებას აზიანებს. შესაბამისად, უამრავი ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომ მეტად გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას და შევამციროთ კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები.

BTC ფასის პროგნოზი: Bullish vs. Bearish

2025 წლის პირველმა ნახევარმა უკვე გაიარა, კრიპტო ინვესტორები და ექსპერტები კი, ვერ თანხმდებიან თუ როგორი იქნება მომავალი ექვსი თვე BTC ფასისთვის. აქტივის ღირებულების ზრდისა და კლების მომლოდინეებს საკუთარი პოზიციები და პროგნოზები აქვთ:

Bullish პერსპექტივა

  • Standard Chartered Bank პროგნოზირებს, რომ ბიტკოინი 2025 წლის დეკემბრისთვის შესაძლოა $120,000 ღირდეს, რასაც ინსტიტუციონალური დაინტერესებით ხსნის.
  • Ark Invest-ის ვარაუდით, გრძელვადიან პერსპექტივაში BTC აქვს პოტენციალი $200,000 გადააჭარბოს, ხოლო წლის ბოლოს - $110,000 მიაღწიოს.
  • Glassnode მონაცემებს გვაწვდის, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ იზრდება კრიპტოს გრძელვადიანად შენახვის მსურველთა რაოდენობა, რამაც ბაზარი უნდა დაასტაბილუროს და აღმავალ ტრენდს შეუწყოს ხელი.

Bearish პერსპექტივა

  • JPMorgan-ის ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით შესაძლებელია ეკონომიკური რეცესია და შესაბამისად, BTC ღირებულების ვარდნა.
  • CryptoQuant-ის მონაცემები გვეუბნება, რომ 2025 წლის მაისის ბოლოს ვეშაპები წინა პერიოდებთან შედარებით ნაკლებ აქტივებს ინახავენ.

რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებმა?

მათთვის, ვისაც ამ ვოლატილურ პერიოდში ბიტკოინის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გაითვალისწინონ:

  • ვოლატილობა ნორმალურია: ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში შეიძლება 10-20%-ით შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ ვაჭრობისას ემოციებს არ აჰყვეთ.
  • არ იყიდო ბრმად: ყოველთვის მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარება (DYOR). ტექნიკური ინდიკატორები და ბაზრის ტენდენციები შეიძლება მნიშვნელოვანი გასაღები აღმოჩნდეს.
  • შეარჩიე სწორი პლატფორმა: ციფრულ აქტივებთან ურთიერთობისას უსაფრთხოება და სანდოობა მნიშვნელოვანია, შესაბამისად სწორი პლატფორმის შერჩევაც. თუ მომხმარებელს საქართველოში ბიტკოინის ყიდვა სურს, Cryptal დიდი უსაფრთხოებით, დაბალი საკომისიოებითა და ლარის, ა.შ.შ. დოლარის & ევროს მხარდაჭერით, კარგ ვარიანტად გვევლინება.
  • გააფართოვე კრიპტო პორტფოლიო: ბიტკოინი დიდი საინვესტიციო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და არა მთლიანი გეგმა. მეტი დივერსიფიცირება ნიშნავს ნაკლებ რისკებს.

გაფრთხილება: ბლოგში გაჟღერებული აზრი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ის არ არის ფინანსური რჩევა.

შეჯამება: ბიტკოინის ფასი გაიზრდება?

ბიტკოინის ფასის ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარში შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. ინსტიტუციური სუბიექტების მხრიდან დაინტერესების ზრდა, მაკროეკონომიკური ფაქტორები და ტექნოლოგიური ინოვაციები აღმავალი ტრენდისთვის კარგი ფაქტორები აღმოჩნდა. თუმცა, ყოველ წარმატებულ პერიოდს, პოტენციურად ფასების ვარდნა შეიძლება მოჰყვეს.

ბიტკოინი ნელ-ნელა სცდება კრიპტო აქტივების სამყაროს და უფრო ფართომასშტაბიან ვალუტად ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ვოლატილურ აქტივად ითვლება, ახლა BTC უფრო უსაფრთხო ინვესტიცია გახდა. ფასი იზრდება თუ მცირდება, ბიტკოინი ფინანსურ სამყაროში უკვე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მასში ინვესტიცია სრულად დამოკიდებულია კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანის რისკებზე, მოლოდინებსა და დეცენტრალიზებული ფინანსების მიმართ რწმენაზე. 2025 წლის დარჩენილი ექვსი თვე მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ისტორიამ გვაჩვენა, რომ ბიტკოინი ერთნაირად აოცებს, როგორც სკეპტიკოსებს, ასევე კრიპტო მოყვარულებს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც BTC მოგზაურობას ახლა იწყებენ და ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ, Cryptal მარტივი პლატფორმისა და ციფრული აქტივების ყიდვა/გაყიდვის იოლი გზებით საუკეთესო ვარიანტია.

დამატებით, იცვლება ბიტკოინის გლობალური რეპუტაციაც. თუკი ადრე, ის ერთგვარ ექსპერიმენტულ აქტივად ითვლებოდა, რომელსაც ცოტა ადამიანი იყენებდა, დღეს რეალობა შეიცვალა - BTC იყენებენ ინსტიტუციური სუბიექტები და მთავრობები. ელ სალვადორი რჩება ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და კარგ მაგალითად იმისა, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო ბიტკოინს ეროვნულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ნაბიჯი საკამათოა, ის ნათლად ასახავს ცვლილებას, თუ როგორ იწყებენ ქვეყნები ციფრული აქტივების გამოყენებას და მათ მონეტარული სისტემის ალტერნატივად გარდაქმნას.

საქართველოსა და სხვა, მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებში ბიტკოინი და მისი რელევანტურობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. მოქალაქეებს, რომლებსაც თავის ინფლაციისგან ან რეგულაციებისგან დაღწევა სურთ, დეცენტრალიზებული აქტივებისკენ იხრებიან. ქართული ლარი ხშირად კარგავს ღირებულებას, შესაბამისად კიდევ უფრო აქტუალური ხდება კრიპტო.

კიდევ ერთი გრძელვადიანი ასპექტი არის ფსიქოლოგიური ცვლილება იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები BTC-ს. ის აღარ არის უბრალოდ სპეკულაციური აქტივი. ბიტკოინს სულ უფრო მეტი მომხმარებელი განიხილავს როგორც დანაზოგის შესაქმნელ აქტივს, ერთგვარ „ციფრულ საცავს“. მიუხედავად „ვეშაპების“ პასიურობისა, მაინც იზრდება იმ კრიპტო საფულეების რაოდენობა, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ინახავენ კრიპტოს. ეს ადამიანები თრეიდერები არ არიან - მათთვის ბიტკოინი გრძელვადიან პოტენციალს უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ეკონომიკებში, სადაც არასტაბილურობა და გაურკვევლობა მაღალია.

Bitcoin მომავალი მხოლოდ ფასის ცვალებადობაზე არ არის დამოკიდებული. მისი გავრცელება, გამოყენება და ნდობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ფასის ზრდა დროებით შენელდეს, ბიტკოინის რეპუტაცია და ნდობა ამ დროისთვის უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

კრიპტო ტერმინები

  • ბიტკოინი (BTC) - პირველი და ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, რომელიც დეცენტრალიზებულად ფუნქციონირებს.
  • ვოლატილობა - აქტივის ფასის ზრდის ან კლების სიხშირე.
  • Bull Market - ფასების ზრდის პერიოდი.
  • Bull Market - ფასების კლების პერიოდი.
  • Lightning Network - ბიტკოინის ბლოკჩეინზე შექმნილი საგადახდო პროტოკოლი, რომელიც სწრაფი ტრანზაქციებისთვის არის შექმნილი.
  • Bitcoin Ordinals - ბიტკოინის უმცირეს ნაწილში (satoshi) დატანილი ინფორმაცია, რომელიც ბიტკოინის ბლოკჩეინის წყალობით NFT-ის მსგავს უნიკალურ პროდუქტად ჩამოყალიბდა.

ბიტკოინის ფასი ამჟამად:

Support