Სარჩევიchevron-down
რჩევა N1 - ამოიცანი Bull Run-ის ნიშნები
რჩევა N2 - კრიპტო საფულე
რჩევა N3 - შეარჩიე რელევანტური კრიპტოვალუტა
რჩევა N4 - დაიწყე ყიდვა
რჩევა N5 - მიიღე კრიპტო სარგებელი
Georgian text the left side of the visual with Checkbox on the right 1000x300
2023-12-27clock5 minutes

რჩევა N1 - ამოიცანი Bull Run-ის ნიშნები

სანამ უშუალოდ ტექნიკურ დეტალებს შევეხებით, რომლებიც კრიპტოს ყიდვაში აუცილებლად გვჭირდება, მანამდე საჭიროა რომ ამოვიცნოთ Bull Run და მისი ნიშნები - ანუ დრო, როდესაც კრიპტოვალუტები აღმასვლას იწყებენ და მათი ფასი იზრდება.

კრიპტოვალუტებში 4 წლიანი ციკლის სწორი გაგება მნიშვნელოვანია. ამ თეორიის მიხედვით, კრიპტოს ფასები ყოველ ოთხ წელში საგრძნობლად იზრდება და ეს პერიოდი ძირითადად ბიტკოინის განახევრებას (ჰალვინგი) ემთხვევა.

კრიპტო პლატფორმა Crown-ის ანალიზის მიხედვით ახლა ჩვენ წინა-განახევრების ფაზაში ვართ, რადგანაც ბიტკოინის Halving 2024 წელს არის დაგეგმილი, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ მალე ბიტკოინის ფასი და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება მაღლა წავა. Bull Run-ის ყველაზე შესამჩნევი ნიშნები კი, წესით განახევრებამდე ერთი თვით ადრე უნდა დაიწყოს.

შესაბამისად ამ პერიოდში მოსალოდნელია 3-დან 6 თვემდე მერყეობის ხანა, რა დროსაც ბიტკოინი და სხვა კრიპტო აქტივები ძირითადად მაღლა წავლენ, თუმცა ექნებათ გარკვეული მოძრაობები ქვევითაც.

რჩევა N2 - კრიპტო საფულე

თუკი Bull Run-ის ნიშნები უკვე აღმოაჩინე და მანამდე სასურველი კრიპტოვალუტა შეარჩიე, ახლა დროა რომ მის ყიდვაზე და შემდგომ შენახვაზე იფიქრო.

ამისათვის დაგჭირდება შენზე და შენს კრიპტო პორტფელზე მორგებული კრიპრო საფულე. მისი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ტექნიკურად მიესადაგებოდეს კრიპტოვალუტას და ჰქონდეს მისი ქსელის მხარდაჭერა, გარდა ამისა იყოს მოსახერხებელი და გამოირჩეოდეს მაღალი უსაფრთხოებით.

Bull Market-ის დროს განსაკუთრებით აქტიურდებიან ჰაკერები და სქემერები, შენი ინვესტიციის დასაცავად კი, სწორი კრიპტო საფულის შერჩევაა საჭირო.

ბაზარზე არსებობს უამრავი მოწყობილობა, მაგალითად „ცივი“ საფულეები, რომლებიც მაღალი უსაფრთხოებით, თუმცა დაბალი მოქნილობით გამოირჩევიან. ამ ტიპის საფულეებს არ აქვთ კავშირი ინტერნეტთან.

ასევე არსებობს ონლაინ საფულეები, რომლებიც მაღალი კომფორტით არიან ცნობილნი, თუმცა შედარებით დაბალი უსაფრთხოებით გამოირჩევიან, რადგან ისინი მუდმივად ონლაინ არიან.

თუმცა შენ შეგიძლია კრიპტო ბირჟა კრიპტალზე შეინახო შენი აქტივები, სადაც ისინი დაცულად იქნებიან და ამავე დროს ნებისმიერ დროს გექნება მათთან წვდომა, მოგინდება განაღდება, გადარიცხვა თუ კრიპტოს გადაცვლა.

კრიპტო საფულეებთან დაკავშირებით უფრო მეტის გასაგებად, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.

რჩევა N3 - შეარჩიე რელევანტური კრიპტოვალუტა

Bull Run-ის დაწყებამდე აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი კრიპტოვალუტაა ჩვენთვის სასურველი და რომელი კრიპტოს ყიდვა გვინდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიპტო პორტფელი მრავალფეროვანი იყოს, თუმცა კარგად დაბალანსებული საფულე ორი მთავარი კრიპტო აქტივისგან უნდა შედგებოდეს და ესენია - ბიტკოინი და ეთერიუმი.

სტატისტიკურად, წარმატებული კრიპტო ტრეიდერების პორტფელი გამოიყურება შემდეგნაირად - პორტფელის 70-80% ბიტკოინს უჭირავს, ხოლო 10-15% ეთერიუმს.

გარდა ამ ორი დიდი კრიპტოვალუტისა, უამრავი ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა ალტქოინებს, შესაბამისად ეს შეიძლება შენთვისაც მნიშვნელოვანი და მომგებიანი გამოდგეს.

აუცილებელია ვიცოდეთ რა პლიუსები აქვს დიდ კრიპტოვალუტებსა და ალტქოინებს. მაგალითად, დიდი კრიპტოვალუტები, როგორიც ბიტკოინი და ეთერიუმი არიან, გრანდიოზული პროცენტული ზრდით არ გამოირჩევიან, თუმცა მათ აქვთ სტაბილურობა, საპირისპიროდ კი, ალტქოინები უზარმაზარი ზრდით გამოირჩევიან დროის მოკლე პერიოდში, სამაგიეროდ ასეთი კრიპტო აქტივები ხშირად არასტაბილურად იქცევიან და ფასსაც მალე კარგავენ.

აუცილებლად გაითვალისწინე, რომ როგორც ვახსენეთ, ალტქოინები და შითქოინები გამოირჩევიან მაღალი სარგებლიანობით, თუმცა მათ საკმაოდ დიდი რისკებიც ახლავთ თან.

თუკი გადაწყვეტ, რომ შენს კრიპტო პორტფელში ბიტკოინი და ეთერიუმი აუცილებლად უნდა იყოს, მათ ყიდვას ყველაზე მარტივად და დაბალი საკომისიოებით კრიპტალზე შეძლებ Spot ბირჟის და კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებით.

შესაძლოა კრიპტალზე ყველა სასურველი კრიპტოვალუტა ვერ ნახო, თუმცა აქ შეხვდები დიდ და პოპულარულ ციფრულ აქტივებს, ასვე სხვადასხვა ალტქოინსა და სტაბილურ კრიპტოს. თუმცა, კრიპტალი შესაძლოა კარგი შუამავალი გამოდგეს, რომ შენი ფიატ ვალუტა სხვა კრიპტო ბირჟაზე გადაიტანო, ვინდაიდან პლატფორმაზე მცირე საკომისიოები და მოსახერხებელი გარემოა.

რჩევა N4 - დაიწყე ყიდვა

სასურველი კრიპტოვალუტისა და უსაფრთხო კრიპტო საფულის შერჩევის შემდგომ კრიპტოს ყიდვის დროა. მნიშვნელოვანია განსაზღვრო როგორ და რანაირად დაიწყებ აქტივების შეძენას.

ჩამოაყალიბე კრიპტოს ყიდვის სტრატეგია და მიჰყევი მას კონსისტენტურად. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია DCA, ანუ Dollar-cost averaging არის, რომელიც გულისხმობს რომ ტრეიდერი ახორციელებს რეგულარულ შესყიდვებს ერთი და იმავე მოცულობით, მის მიერ განსაზღვრულ დროის მონაკვეთში, იქნება ეს ყოველ თვიური თუ ყოველ კვირეული შესყიდვა.

დამწყებთათვის DCA იდეალური სტრატეგიაა, ვინაიდან იგი საბოლოო ჯამში კრიპტოს ყიდვის კარგი სტრატეგიაა საუკეთესო ფასის დაჭერის გათვალისწინებით.

თუკი DCA-იმ დაგაინტერესა:

რჩევა N5 - მიიღე კრიპტო სარგებელი

უამრავი ადამიანის საბოლოო მიზანი პოტენციური კრიპტო სარგებლის კონვერტაცია და მისი გამოყენებაა. დაისახე კონკრეტული მიზანი და ინვესტირებიდან გამოსვლის სტრატეგია - გადაწყვიტე, რა ფასის მიღწევის შემთხვევაში შეელევი საკუთარ ინვესტიციას. ეს მიდგომა შენ მოგცემს ნათელ გზამკვლევს, თუ როდის მოახდინო შენი კრიპტოს კაპიტალიზაცია და სარგებლის მიღება.

თუკი ამ მიზანს მიაღწევ და შენი კრიპტო აქტივების კონვერტაცია ან განაღდება მოგინდება, მაშინ შეიძლება იდეალური ვარიანტი კრიპტალი იყოს, სადაც შეგიძლია რომ უამრავი კრიპტოვალუტა გადაცვალო ისეთ ტრადიციულ და ეროვნულ ვალუტაში, როგორიც ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევროა, ეს ყოველივე კი სწრაფად, მარტივად და ყველაზე დაბალი საკომისიოებით.

გაითვალისწინე ისიც, რომ განაღდებისთვის არ გჭირდება სახლიდან გასვლა, ამას საბანკო ბარათების ან საბანკო გადარიცხვით შეძლებ.

Support