რა არის ეთერიუმი (ETH)?
თუ კრიპტოვალუტების სამყაროში გარკვეული გამოცდილება გაქვს, შეიძლება არ იცოდე ყველაზე მომგებიანად სად შეიძლება ეთერიუმის ყიდვა, თუმცა ამ კრიპტოვალუტის შესახებ აუცილებლად გექნება გაგონილი.
ხოლო, თუ დამწყები ხარ ინდუსტრიაში, მაშინ გეტყვით, რომ ეთერიუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი კრიპტოვალუტაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც CoinMarketCap-ის მონაცემებით $480 მილიარდს შეადგენს, კრიპტოს ფასი კი, დაახლოებით $4000 ფარგლებში მერყეობს. აქტივის ღირებულება მხოლოდ ბოლო ორ თვეში 60%-ით გაიზარდა.
ამ ბლოგში დეტალურ ინსტრუქციას გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ეთერიუმის ყიდვა მარტივად და მოსახერხებლად, ზედმეტი პროცედურების გარეშე.
სად შეიძლება ეთერიუმის ყიდვა ონლაინ?
თუ რომელიმე კრიპტოს ყიდვა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გინდა, მაშინ კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება და ასეთია კრიპტალი, coinmania, mycoins და სხვა.
კრიპტო ბირჟა არის ადგილი, რომელიც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის მსურველ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ უსაფრთხო გარემოს უქმნის, რომ ქოინები ლარში ან პირიქით, კომფორტულად გადაცვალონ.
კრიპტო ბირჟებზე რეგისტრაცია მარტივია და არ განსხვავდება სხვა, ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრირებისგან, თუმცა გაითვალისწინე, იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა და მისი შენახვა შეძლო, კრიპტო საფულე დაგჭირდება.
ეთერიუმის ყიდვის შემთხვევაში კი, ეთერიუმის კრიპტო საფულე დაგჭირდება. ყველა ქოინსა თუ ტოკენს თავისი საფულე აქვს, სწორედ ისე, როგორც ლარს აქვს ლარის ანგარიში, ა.შ.შ. დოლარს კი - დოლარის ანგარიში. ანალოგიურად, ბიტკოინის საფულე მხოლოდ ბიტკოინის შესანახად გამოგადგება, ლაითქოინის საფულე - ლაითქოინის და ა.შ.
ეთერიუმის საყიდლად და მის შესანახად ბაზარზე საუკეთესო გზა კრიპტალია, რადგან ბირჟა ყველაზე დაბალ საკომისიოებსა და კრიპტოს საყიდლად მარტივ პროცედურებს გთავაზობს. ქვემოთ კი, განვიხილავთ, კრიპტოს ყიდვის რა გზები არსებობს.
ეთერიუმის ყიდვა: კონვერტაცია
კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა კონვერტაციის გამოყენებით შეგიძლია, რა დროსაც ეთერიუმს სწრაფად და მომენტალურად შეიძენ, ყოველგვარი დაყოვნებისა და დალოდების გარეშე.
უბრალოდ უთითებ, რომელი კრიპტოვალუტა გინდა რომ იყიდო, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი თუ სხვა. ჩვენს შემთხვევაში - ეთერიუმი (ETH).
უთითებ, რომელი ვალუტით ყიდულობ კრიპტოს - ლარი (TOGEL), ა.შ.შ. დოლარი (TOUSD) თუ ევრო (TOEUR).
უთითებ რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა გინდა და აკლიკავ ყიდვა-ს. სულ ეს არის, კრიპტოვალუტა შენს საფულეში მომენტალურად ჩაირიცხება.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ნაბიჯ-ნაბიჯ?
- გადადი Cryptal-ზე
- აირჩიე კრიპტოს შეძენა
- აირჩიე ეთერიუმი და TOGEL
- მიუთითე თანხის ან კრიპტოს რაოდენობა
- დაკლიკე ყიდვა
რა უპირატესობა აქვს კონვერტაციას?
- მარტივია - კრიპტოს ყიდვა რამოდენიმე კლიკში შეგიძლია
- დამწყებთათვის არის - თუ კრიპტოს პირველად ყიდულობ, კონვერტაცია საშენოა
- სწრაფია - კრიპტოვალუტას მომენტალურად ყიდულობ, რამოდენიმე წამში
ეთერიუმის ყიდვა: Spot ბირჟა
Cryptal-ზე Spot ბირჟის გამოყენება საშუალებას გაძლევს ეთერიუმი საუკეთესო ფასად იყიდო. როგორ? ეს არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთმანეთს „ხვდებიან“ და კრიპტო აქტივებსა და ფიატ ვალუტას ერთმანეთში ცვლიან.
მაგალითად: თუ გინდა კრიპტოს ყიდვა, კონკრეტულად კი ეთერიუმის შეძენა, შედიხარ Spot ბირჟაზე და აფიქსირებ შენს სურვილს - რა რაოდენობის ეთერიუმი გინდა იყიდო და რა ფასად. ამ ქმედებას Order-ის დადება, ანუ მოთხოვნის განთავსება ჰქვია. უთითებ, რომ გსურს 1 ეთერიუმი შეიძინო და სანაცვლოდ მზად ხარ $3900 გადაიხადო. საპირისპირო მხრიდან, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა და მზად არის რომ შენს მიერ შეთავაზებულ ფასში დაგითმოს საკუთარი კრიპტოვალუტა, მაშინ ის შენს მოთხოვნას დათანხმდება და თრეიდი ანუ ვაჭრობაც შედგება.
გაითვალისწინე, ბირჟა შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა Cryptal-ზე შენც შეგიძლია მოსინჯო ძალები, რადგან პლატფორმა საკმაოდ მარტივი და გასაგებია.
გარდა ამისა, Spot ბირჟას დამატებით ორი ფუნქციონალი აქვს, რომელიც მომხმარებელს კრიპტოს ყიდვა & გაყიდვაში ძალიან ეხმარება:
ა. Market Order – რომლის გამოყენებითაც პლატფორმა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასს, ანუ საუკეთესო Order-ს (მოთხოვნა).
ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ ეთერიუმის ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ და მისაღებია.
რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?
- მომგებიანია - ბირჟაზე შესაძლებლობა გაქვს ეთერიუმი იმაზე იაფად იყიდო, ვიდრე საშუალოდ ღირს.
ეთერიუმის ყიდვა: ნაღდი ფული (ლარი)
იცოდი, რომ კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულითაც შეგიძლია და ამაში კრიპტომატი გაგიწევს დახმარებას.
კრიპტომატი საბანკო ATM-ის მსგავსი მოწყობილობაა, როგორც ვიზუალურად, ისე მუშაობის პრინციპით და მას მომხმარებლები ბიტკოინის ჩასარიცხი აპარატის სახელით იცნობენ, თუმცა მას კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის ფუნქცია აქვს.
მისი პოვნა საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებშია შესაძლებელი.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულით ნაბიჯ-ნაბიჯ?
- ირჩევ რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა - ეთერიუმი (ETH)
- ასკანერებ შენს კრიპტო საფულის მისამართს (QR კოდი)
- ირჩევ რამდენი ეთერიუმის ყიდვა გინდა
- აპარატში ათავსებ შესაბამისი რაოდენობის ფულს
- აკლიკავ Send Coins
გილოცავ, შენ კრიპტოვალუტა იყიდე, რომელიც რამოდენიმე წუთში შენს საფულეში დაირიცხება, კრიპტო აპარატი კი, ტრანზაქციის დასადასტურებლად ქვითარს მოგაწვდის.
რა უპირატესობები აქვს კრიპტომატით ეთერიუმის ყიდვას?
- ნაღდი ფული - კრიპტოს ყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით, ლარის გამოყენებით არის შესაძლებელი
- ანონიმური - კრიპტოს ყიდვა კრიპტომატის გამოყენებით სრულიად ანონიმურია
როგორ შევივსო ბალანსი კრიპტალზე ეთერიუმის საყიდლად?
იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა ონლაინ შეძლო, კონვერტაცია იქნება თუ Spot ბირჟა, ფიატ ვალუტა დაგჭირდება და ამისათვის შენი კრიპტალის ბალანსი უნდა შეივსო.
ანგარიშის შევსება კი, ორი მარტივი გზით შეგიძლია: საბანკო ბარათები (Visa/MasterCard) და საბანკო გადარიცხვა.
Cryptal-ზე ანგარიშსწორებისთვის მხარდაჭერილია ქართული ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო, რომელთა როლსაც პლატფორმაზე TOGEL, TOUSD და TOEUR ასრულებენ.
როგორ შევამოწმო ეთერიუმის ტრანზაქცია?
თუკი გადაწყვეტ, რომ შენს მიერ ნაყიდი ეთერიუმი გინდა სხვას გადაურიცხო, ან სულაც სხვა კრიპტო ბირჟაზე გაიტანო, ტრანზაქციას კი აგვიანდება და საფულეში ეთერიუმი არ ჩანს, მაშინ ტრანზაქციის შემოწმება დაგჭირდება.
Etherscan არის ეთერიუმის ტრანზაქციების გადასამოწმებელი პლატფორმა, რომელიც გეხმარება გაიგო, სად არის შენს მიერ გადარიცხული კრიპტოვალუტა, რამდენი დადასტურების ეტაპი გაიარა და რამდენი დარჩა.
უბრალოდ იპოვე ველი სახელად The Ethereum Blockchain Explorer და ჩაწერე შენი ტრანზაქციის ID და სულ ეს არის, შენ დეტალურ ინფორმაციას მიიღებ შენი კრიპტო ტრანზაქციის შესახებ.
შეჯამება: თუ ეთერიუმის ყიდვა გინდა
თუ ეთერიუმის ყიდვა გინდა, ამაში ისეთი კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან, როგორებიც Cryptal, Binance, Mycoins და Coinmania არიან.
თუმცა, კრიპტალზე შეგიძლია ეთერიუმის ყიდვისას საუკეთესო პირობები მიიღო, როგორც საკომისიოების, ასევე პროცესის სიმარტივის მხრივ.
პლატფორმაზე კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია - კონვერტაცია და Spot ბირჟა. ორივე მეთოდს თავისი უპირატესობა აქვს. კონვერტაცია მომენტალურია და დამწყები იუზერებისთვის არის განკუთვნილი, Spot ბირჟა კი ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს გაწვდის და ის შედარებით გამოცდილ მომხმარებლებზეა ორიენტირებული.
თუ ეთერიუმის საყიდლად საჭირო ბალანსის შევსება დაგჭირდა არ იდარდო, ეს პროცესიც ძალიან მარტივია და შენი საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ბარათით შეგიძლია სულ რამოდენიმე წამში დაისვა ლარი კრიპტალის ანგარიშზე.