შესავალი: Etherscan, ეთერიუმის კრიპტო ტრანზაქციები და ყველაფერი რაც უნდა იცოდე
ამ ბლოგში გეტყვით რა არის ცნობილი კრიპტო პლატფორმა Etherscan და რატომ არის მისი გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტებთან და ჭკვიან კონტრაქტებთან დაკავშირებულ საკითხებში.
აქვე გაიგებ, რაში გეხმარება ეს პლატფორმა, თუ ეთერიუმის ყიდვა გინდა და გეტყვით, როგორ გამოიყენო ის მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და საკომისიოების წინასწარ გასაგებად.
რა არის Etherscan?
Etherscan არის ქსელში შექმნილი ბლოკებისა და სხვა ანალიტიკური მონაცემების მოკვლევის პლატფორმა, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე მუშაობს და მომხმარებლებს დამუშავებულ ინფორმაციას აწვდის. პლატფორმა გეხმარება ERC-20 ტოკენების ტრანზაქციების სტატუსის მოძიებაში, NFT-ების მოკვლევაში, ჭკვიანი კონტრაქტების დეტალების ნახვასა და კონკრეტული კრიპტო საფულის ბალანსისა თუ ისტორიის შემოწმებაში.
თუმცა, პლატფორმა მხოლოდ ამ ფუნქციონალით არ შემოიფარგლება და მას შეიძლება ეთერიუმის ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის გაცილებით მეტი როლი ჰქონდეს, ვიდრე უბრალოდ ტრანზაქციის სტატუსის მოძიებაა.
რა არის Block Explorer?
Block Explorer არის ბლოკჩეინში მიმოფანტული ინფორმაციის ადამიანებისთვის კომფორტულ ფორმატში ვიზუალიზაცია და მიწოდება. წარმოიდგინე, რომ ის Google-ის, Bing-ის ან სულაც DuckDuckGo-ს ფუნქციას ასრულებს კრიპტოვალუტებისთვის. როგორც ინტერნეტში მიმოფანტულია ზღვა ინფორმაცია და ჩამოთვლილი საძიებო სისტემები მათ ერთ სივრცეში, ჩვენთვის კომფორტულ გარემოში გვიერთიანებენ და გვაწვდიან, სწორედ ასე ფუნქციონირებს Block Explorer-იც.
მოკლედ რომ ვთქვათ, Block Explrorer პასუხისმგებელია, რომ ბლოკჩეინში მიმოფანტული ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერულ ენაზეა ბლოკში ჩაბეჭდილი, შეკრიბოს და ჩვენთვის, კრიპტო მომხმარებლებისათვის გასაგებ ენაზე მოგვაწოდოს, სორტირებისა და სასურველი ინფორმაციის ნებისმიერ დროს ამოღების ფუნქციონალით. ეს შესაძლებლობები კი, მნიშვნელოვანია, როგორც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის, ასევე დეველოპერებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ქსელების შექმნა ან დახვეწა სურთ, რათა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.
რაში გამოიყენება Etherscan?
Etherscan მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მიმოიხილონ ეთერიუმის საჯარო მისამართები და კრიპტო საფულეები. კრიპტო პლატფორმის გამოყენებით, შეგიძლია საძიებო ველში შეიყვანო ეთერიუმის მისამართი და საფულის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია - ბალანსი და ტრანზაქციების ისტორია. დამატებით, ეთერსკანზე შეიძლება წინასწარ მოიძიო საკომისიოების შესახებ ინფორმაცია.
მოკლედ, Etherscan-ის დახმარებით შეიძლება:
- ეთერიუმის გადარიცხვასთან დაკავშირებული საკომისიოების წინასწარ გაგება
- სმარტ კონტრაქტების მოძიება
- ნებისმიერი საჯარო კრიპტო საფულის მოძიება, ბალანსისა და ისტორიის ნახვა
- ეთერიუმის ბლოკჩეინზე მიმდინარე ლაივ ტრანზაქციების მონიტორინგი
- ერთი კონკრეტული ტრანზაქციის სტატუსის შემოწმება
როგორ მუშაობს Etherscan?
Etherscan-ის კრიპტო პლატფორმა და მისი Block Explorerორ ძირითად პრინციპს იყენებს საოპერაციოდ:
- Real-time Data Retrieval: პლატფორმა Etherscan ლაივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას Ethereum-ის ბლოკჩეინიდან და აწვდის მომხმარებლებს. ეს პროცესი კი, იძლევა საშუალებას კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანი მუდმივად ინფორმირებული იყოს უახლესი ტრენდების შესახებ.
- Organized Data management: პლატფორმა ეთერიუმის ბლოკჩეინში არსებული ტრანზაქციების ისტორიას ზედმიწევნით ზუსტად ინახავს, რაც გულისხმობს კატეგორიების, ტრანზაქციების, ბლოკების, ჭკვიანი კონტრაქტების, მისამართებისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის დახარისხებასა და მენეჯმენტს.
ამ ორი პრინციპის გაერთიანებით, როგორიც Real-time Data Retrieval და Organized Data management არის, ეთერსკანი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო ინფორმაცია ჭკვიანი კონტრაქტებისა თუ ეთერიუმის ტრანზაქციის შესახებ ორგანიზებულ და რაც მთავარია, რეალურ დროში მიიღონ.
Etherscan-ის გამოსაყენებლად ანგარიშის შექმნა საჭიროა?
Etherscan მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარი პლატფორმა ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გამოიყენონ. თუმცა, კრიპტო პლატფორმაზე ანგარიშის შექმნით შენ დამატებითი ფუნქციონალი გეხსნება, როგორიც მისამართის მონიტორინგი და ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების ლაივ რეჟიმში მიღებაა. დამატებით, დეველოპერებისთვის სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია ეთერიუმის ბლოკჩეინის ირგვლივ არსებული ტექნიკური ნიუანსები და API-ები.
როგორც ვახსენეთ, ანგარიშის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ თვალი მუდმივად ადევნონ რომელიმე მისამართს და შესაბამისად მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები კრიპტოს ყიდვა & გაყიდვასთან დაკავშირებით. გახსოვს, კრიპტო ვეშაპებს ბაზარზე და კრიპტოს ფასებზე დიდი ზეგავლენა აქვთ და მნიშვნელოვანია მათი ყოველი ნაბიჯის მონიტორინგი.
Etherscan: ეთერიუმის ტრანზაქცია და კრიპტო საფულის შემოწმება
Etherscan-ზე თუ Transactions ველში შეიყვან ეთერიუმის რომელიმე საფულის მისამართს, შენს წინაშე ყველა ტრანზაქცია გამოჩნდება, რომელიც ამ კონკრეტულ მისამართს უკავშირდება. ეს ტრანზაქციები ისეთ დეტალურ ინფორმაციასაც კი მოიცავს, როგორც მაგალითად გადახდილი საკომისიოებია.
უკანასკნელი ტრანზაქციების ველი კი, პლატფორმაზე ასე გამოიყურება:
შეიყვანე საფულის მისამართი Etherscan-ის საძიებო ველში და დაელოდე დეტალურ ინფორმაციას ამ კონკრეტული საფულის შესახებ. მონაცემები შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის საფულის ბალანსი ეთერიუმსა და ა.შ.შ. დოლარში. დამატებით, შეგიძლია იხილო ამ კონკრეტული საფულისა და მისამართის ტრანზაქციების ისტორია, რომლებიც ეთერიუმის ქსელში განხორციელებულა.
როგორ შევამოწმო ეთერიუმის ტრანზაქცია?
პლატფორმაზე მოიძიე ველი სახელად ტრანზაქციები (Transactions), რომელიც შესაძლებლობა გაძლევს, ეთერიუმის ერთი, კონკრეტული ტრანზაქცია იპოვო და მოიძიო ინფორმაცია მის შესახებ - რა ეტაპზეა, გადაირიცხა თუ არა კრიპტო და ა.შ.
Etherscan ყველანაირ საჭირო ინფორმაციას გაწვდის ეთერიუმზე და მის ქსელში არსებულ ტრანზაქციებზე.
Etherscan: ეთერიუმის გადარიცხვის საკომისიოს (Gas Fee) შემოწმება
ეთერიუმის ბლოკჩეინში არსებული ტრანზაქციების განსახორციელებლად მომხმარებლები საკომისიოებს იხდიან, რომელსაც Gas-ის სახელით ვიცნობთ. სწორედ ეს საკომისიოები, ანუ Gas Fee-ები ქმნიან ღირებულებას მაინერებისათვის და შესაბამისად ქსელიც გამართულად მუშაობს.
ეთერიუმის ქსელში გადასახდელი საკომისიოები კი, მაღალი აქტიურობის პერიოდში იზრდება. ასეთ შემთხვევებში კი, მომხმარებლები ერთმანეთს ეკონკურენტებიან აუქციონის პრინციპით, ვინ რამდენ საკომისიოს გადაიხდის, რათა მათი ტრანზაქცია უფრო სწრაფად, რიგში ყოფნის გარეშე პრიორიტეტული გახდეს და დადასტურდეს. შესაბამისად, გადარიცხვის პროცესი შეიძლება დაყოვნდეს ან დროში გაიწელოს.
როგორც ვახსენეთ, საკომისიოები დამოკიდებულია თუ რამდენად აქტიურია ეთერიუმის ქსელი და რამდენად ბევრი ტრანზაქცია ხორციელდება ერთი ბლოკის შიგნით. სწორედ ამიტომ, ეთერიუმის ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის ხშირად წინასწარ საკომისიოების გაგება რთული საკითხია.
სწორედ ამიტომ, შენს მიერ გადასახდელი საკომისიოების გაგება წინასწარ Etherscan-ის Gas Track-ერით არის შესაძლებელი. გარდა უბრალოდ ზუსტი საკომისიოსა, ეს ფუნქციონალი შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, რეალურად რა მოთხოვნაა ეთერიუმის ქსელის ტოკენებზე.
Etherscan: საფულის ბალანსისა და ისტორიის შემოწმება
იცოდი, Etherscan-ის დახმარებით შეგიძლია ეთერიუმის ქსელის ნებისმიერი კრიპტო საფულის ბალანსი და ისტორია ნახო? ამ ინფორმაციაზე წვდომა Account Balance Checker (ETH)-ით შეგიძლია.
უბრალოდ შეიყვანე სასურველი აქტივის ქსელი - Ether ან ERC-20, მიუთითე მისამართი და ფილტრი, რომლითაც გსურს რომ გამოხშირო მონაცემები, სულ ეს არის.
შეჯამება
თუკი გაინტერესებს, სად არის და რა ეტაპზეა შენი ეთერიუმის კრიპტო ტრანზაქცია, მაშინ Etherscan კარგი უფასო საშუალებაა, შეამოწმო გადარიცხვის ყოველი ეტაპი.
გარდა ამისა, კრიპტო პლატფორმა ეთერიუმის ყიდვა & გაყიდვის მსურველებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნონ ქსელში მიმდინარე საინტერესო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება კრიპტოს ფასზე დიდი გავლენა იქონიონ, იქნება ეს ქსელის გადატვირთულობა და ციფრულ აქტივზე მოთხოვნა თუ საკომისიოს წინასწარ გაგება.
პლატფორმა სრულიად უფასოა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა.