Სარჩევიchevron-down
შესავალი: 2024 წლის კრიპტო სამყარო
მე-5 ადგილი: Celestia (TIA) - ბლოკჩეინი ბლოკჩეინისთვის
მე-4 ადგილი: Osmosis (OSMO) - კრიპტო დებიუტანტი
მე-3 ადგილი: Stacks (STX) - ბიტკოინი და ჭკვიანი კონტრაქტები
მე-2 ადგილი: GMT (GMT) – STEPN ტოკენი
1-ლი ადგილი: Akash Network (AKT) – კვირის საუკეთესო კრიპტოვალუტა
Honorary Mention: ბიტკოინი (BTC)
Georgian text on the left side of the visual with Chinese Dragon holding Crypto in the hand in the right 1000x300
2024-01-08clock5 minutes

შესავალი: 2024 წლის კრიპტო სამყარო

2023 წლის მიწურული კრიპტოვალუტების სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს სასიხარულოც აღმოჩნდა. უამრავი კრიპტო აქტივის ღირებულება სწორედ ამ დროს გაიზარდა, ბიტკოინის ფასი კი ახლაც მაღლა ადის.

სწორედ აქედან გამომდინარე, 2024 წლის კრიპტო მომავალი უამრავი ადამიანისთვის პოზიტიურად გამოიყურება და კრიპტო ექსპერტებიც ფასების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.

ამ ბლოგში კი, მოგიყვებით და გაჩვენებთ რომელმა ტოპ 5 კრიპტოვალუტამ მოიმატა ყველაზე მეტად 2024 წლის პირველ კვირაში.

მე-5 ადგილი: Celestia (TIA) - ბლოკჩეინი ბლოკჩეინისთვის

Celestia ჩვენი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი კრიპტოვალუტაა, რადგან ეს ციფრული აქტივი არაერთხელ მოხვდა ჩვენს მზარდი კრიპტოვალუტების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქტივს საკმაოდ პოზიტიური ტრენდი აქვს ფასის ზრდისადმი.

2024 წლის პირველ კვირაში Celestia-მ 9.44%-იანი მატება დააფიქსირა, მისი ერთეულის სავაჭრო ფასი კრიპტო ბირჟებზე კი დაახლოებით $13 შეადგენს.

ამჟამად ცირკულაციაში დაახლოებით $155 მილიონი TIA ქოინია, მათი საერთო ჯამური ღირებულება კი $2 მილიარდს გადასცდა.

TIA მნიშვნელოვანი კრიპტო ტექნოლოგიაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი ბლოკჩეინის შექმნა სურთ. Celestia ერთგვარი მოდულარული ბლოკჩეინია და ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველგვარი სპეციფიკური ცოდნის გარეშე წამოიწყონ საკუთარი ბლოკჩეინის 0-დან შექმნა.

მე-4 ადგილი: Osmosis (OSMO) - კრიპტო დებიუტანტი

ახალი 2024 წლის პირველი კვირის ერთ-ერთი გამორჩეული კრიპტო აქტივი დაფიქსირებული პროცენტული ზრდის მიხედვით ციფრული ვალუტა Osmosis არის, რომელიც ასევე ჩვენი ტოპ კრიპტოვალუტების სიის დებიუტანტია.

OSMO აქამდე ცნობილი ბლოკჩეინ პროექტ Cosmos-ის აქტივია, რომელიც დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გამოიყენება ვაჭრობისათვის. ამ კრიპტოვალუტას ძირითადად იყენებენ ხიდად ეთერიუმისა და პოლკადოტის ეკოსისტემებს შორის აქტივების მიმოცვლისთვის.

ახალი წლის პირველ კვირაში, Osmosis დაფიქსირებული 15.69%-იანი ზრდის მიხედვით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით CoinMarketCap-ის სიაში 69-ე ადგილზეა.

ამ კრიპტოს ყიდვა $1.75 შეგიძლიათ, ხოლო მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $860 მილიონს შეადგენს.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე $55 მილიონის ღირებულების OSMO ქოინი მიმოიცვალა.

მე-3 ადგილი: Stacks (STX) - ბიტკოინი და ჭკვიანი კონტრაქტები

შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რა კავშირშია ერთმანეთთან Stacks, ბიტკოინი და ჭკვიანი კონტრაქტები?STX არის კრიპტო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ბიტკოინზე მიბმული ჭკვიანი კონტრაქტები, ანუ შესრულებული პირობების სანაცვლოდ ჭკვიანი კონტრაქტის საფუძველზე ანაზღაურება და ანგარიშსწორება არა ეთერიუმით, არამედ ბიტკოინით მოხდება, ბიტკოინის ბლოკჩეინზევე.

კრიპტოვალუტის ყიდვა $1.75 არის შესაძლებელი და მან ამ ნიშნულს 2024 წლის პირველ კვირაში 19.25%-იანი ზრდის წყალობით მიაღწია.

STX საინტერესო კრიპტო აქტივია უამრავი თრეიდერისთვის, ვინაიდან მისი უსაფრთხოებაც პირდაპირ ბიტკოინის ტექნოლოგიაზეა მიბმული, ეს უკანასკნელი კი Proof of Work (PoW)-ის პრინციპის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ტექნოლოგიაა.

გარდა საკუთარი პლიუსებისა, Stacks ბიტკოინის ბენეფიტებითაც სარგებლობს, დამატებით სწორედ ეს აქცევს ამ კრიპტოვალუტას საინტერესო საინვესტიციო თუ პრაქტიკულ აქტივად.

მე-2 ადგილი: GMT (GMT) – STEPN ტოკენი

GMT არის FSL ეკოსისტემისთვის განკუთვნილი კრიპტოვალუტა, რომელსაც ფიქსირებული, 6 მილიარდიანი ცირკულაცია აქვს.

FSL ეკოსისტემის ქვეშ არის ცნობილი „ითამაშე და გამოიმუშავე“ ტიპის თამაში STEPN. სწორედ ამ თამაშის ფარგლებში გამოიყენება GMT ტოკენი.

GMT-ის უნიკალურობაც სწორედ ის არის, რომ ამ ტიპის თამაშებში STEPN პიონერია, უამრავი ადამიანი მოიცვა მსოფლიოს გარშემო და საქართველოშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი და თანამედროვე ტექნოლოგიები - კრიპტოვალუტა, ერთმანეთს შეერწყან, თანაც სარფიანად.

GMT ტოკენის ფასი ერთი კვირის პერიოდში, 1-8 იანვარი, 21.19%-ით გაიზარდა და აქტივის ღირებულებამ $0.3913 შეადგინა.

ამჟამად ცირკულაციაში დაახლოებით $618 მილიონის ღირებულების ტოკენია.

1-ლი ადგილი: Akash Network (AKT) – კვირის საუკეთესო კრიპტოვალუტა

2024 წლის პირველი კვირის საუკეთესო კრიპტოვალუტა დაფიქსირებული პროცენტული ზრდის მაჩვენებლით Akash Network (AKT) არის.

მისი ზრდა 7 დღის განმავლობაში 23.6% იყო, ერთეულის ფასმა კი $3.06 შეადგინა. მიმოქცევაში ამჟამად 230 მილიონამდე AKT ტოკენია, რომელთა საერთო ჯამური ღირებულებაც უახლოვდება $700 მილიონს.

თუკი Cloud სერვისებს იყენებ, მაშინ Akash Network საშენო ტექნოლოგიაა, ვინაიდან პლატფორმა აერთიანებს სწორედ ასეთ სერვისებს და გაუმჯობესების მიზნით იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ყველა ბენეფიტს, იქნება ეს სისწრაფე, დაცულობა თუ მონაცემთა მიმოცვლის ეფექტურობა.

Honorary Mention: ბიტკოინი (BTC)

გარდა სხვადასხვა კრიპტო აქტივებისა, რომლებშიც ტოკენები, ალტქოინები თუ სხვა ერთიანდებიან, პოზიტიური ტრენდი 2024 წლის პირველ კვირაში ბიტკოინმაც შეინარჩუნა. 2023 წლის ბოლოდან მოყოლებული კრიპტოვალუტა ზრდას განაგრძობს და ბოლო შვიდ დღეში 3.44%-იანი აღმავლობით ბიტკოინის ფასი დაახლოებით $44,000 აღწევს.

ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ფასის ზრდის ტენდენცია კიდევ შენარჩუნდება, თუმცა სავარაუდო ნახტომი მაინც ჰალვინგის, ანუ ბიტკოინის განახევრების შემდგომ არის მოსალოდნელი.

Support