Სარჩევიchevron-down
რა მოხდა 2024 წელს კრიპტოში? – ბიტკოინის ფასი, ბიტკოინის განახევრება და ა.შ.
ბიტკოინის ფასი 2024 წელს - ყველაზე მაღალი ნიშნული
რატომ გაიზარდა ბიტკოინის ფასი?
Bitcoin ETF-ების გაშვება
როგორ იმოქმედა ETF-მა კრიპტო ბაზარზე?
ბიტკოინის განახევრება 2024 წელს
რატომ არის განახევრება მნიშვნელოვანი?
სოლანა და მისი პროექტების ბუმი
სოლანას მნიშვნელოვანი პროექტები:
ტვიტერის როლი სოლანას აღზევებაში:
დონალდ ტრამპის გამარჯვება და კრიპტო ინდუსტრია
ტრამპის გავლენა ინდუსტრიაზე:
შეჯამება: დასამახსოვრებელი კრიპტო წელი
Georgian wording on the left side with Bitcoin logo in Christmas decoration on the right side 1000x300
2024-12-31clock7 minutes

რა მოხდა 2024 წელს კრიპტოში? – ბიტკოინის ფასი, ბიტკოინის განახევრება და ა.შ.

2024 წელი კრიპტო ინდუსტრიისთვის გარდამტეხი გამოდგა და უამრავი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც ბაზარი თავდაყირა დააყენა. BTC ფასის რეკორდული მაჩვენებლიდან დაწყებული, სოლანას პროექტების ციებ-ცხელებით გაგრძელებული და ტრამპის გამარჯვებით დასრულებული, მიმდინარე წელი ციფრული სამყაროსთვის განსაკუთრებულად საინტერესო გამოვიდა.

ამ ბლოგში შევაჯამებთ ყველა იმ მოვლენას, რომელმაც 2024 წლის კრიპტო ინდუსტრია განსაზღვრა და პოტენციურად საფუძველი დაუდო 2025 წლის მოვლენებს - თუ რას უნდა ველოდოთ.

ბიტკოინის ფასი 2024 წელს - ყველაზე მაღალი ნიშნული

2024 წლის 15 ოქტომბერს ბიტკოინმა რეკორდული, ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი (ATH) დააფიქსირა - $120,000. ბიტკოინის ფასის ზრდა ბევრმა ისეთმა ფაქტორებმა გამოიწვიეს, როგორებიც ბიტკოინის განახევრება, ETF-ების მიღება და ტრამპის გამარჯვების შედეგად წარმოქმნილი ოპტიმისტური გარემოა.

რატომ გაიზარდა ბიტკოინის ფასი?

  • ბიტკოინის განახევრება: მაინინგის შედეგად მიღებული ჯილდოს განახევრებამ BTC უფრო იშვიათ აქტივად აქცია, შედეგად გაიზარდა მასზე მოთხოვნა.

  • ETF-ების მიღება: Bitcoin ETF-ებით ვაჭრობის დადასტურებამ ბაზარზე ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორი შემოიყვანა.

  • ტრამპის პოლიტიკა: ტრამპის გამარჯვების შედეგად ინვესტორებში მისმა კრიპტოს მიმართ მეგობრულმა დამოკიდებულებამ დიდი ოპტიმიზმი გააჩინა. გარდა ამისა, მის ადმინისტრაციაში ილიონ მასკიც არის, რომელიც ციფრული აქტივების დიდი ქომაგია.

როგორ გაიზრდება შენი BTC ინვესტიცია 2024 წლის განმავლობაში:

წარმოიდგინე, რომ 2024 წლის პირველ იანვარს 1 BTC იყიდე, მაშინ როდესაც მისი ფასი $30,000 ფარგლებში მერყეობდა. რა ღირს 1 ბიტკოინი ახლა? ოქტომბრის თვეში კრიპტოს ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზე, $120,000 ავიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში 300%-იან ზრდას ნიშნავს.

  • 2024 წლის 1 იანვარს ბიტკოინის ფასი - $30,000
  • 2024 წლის 15 ოქტომბერს ბიტკოინის ფასი - $120,000
  • 1 წელიწადში დაფიქსირებული ზრდა - 300%

Bitcoin ETF-ების გაშვება

2024 წლის განმავლობაში ამერიკულ ბაზარზე დიდხნიანი ლოდინის შემდგომ BTC ETF-ები გამოჩნდა, შედეგად ციფრული აქტივების ბაზარზე ისეთი საინვესტიციო კომპანიები შემოვიდნენ, როგორებიც BlackRock და Fidelity არიან. ETF-ები მომხმარებლებსა და ინვესტორებს საშუალებას აძლევენ ბიტკოინის მფლობელები მისი პირდაპირ ფლობის გარეშე გახდნენ, რაც კრიპტო აქტივებს გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის ფართო მასებისთვის.

როგორ იმოქმედა ETF-მა კრიპტო ბაზარზე?

  • BlackRock-ზე ETF-ების გამოჩენიდან ერთ კვირაში BTC ფასი 15%-ით გაიზარდა.
  • წინა წელთან შედარებით 2024 წლის მესამე კვარტალში, ETF-ების გაშვების პერიოდში, ინსტიტუციონალური ინვესტორების რაოდენობა გაორმაგდა.
  • BTC-ის მფლობელებისთვის ETF-მა პოზიტიური როლი შეასრულა, რადგან აქტივს დამატებით სტაბილურობა და ლეგიტიმაცია შეემატა, რაც ფასის ზრდაში აისახა.

დამწყებთათვის ბიტკოინის ETF-ები დამაკავშირებელ როლს ასრულებს ტრადიციულ და კრიპტო ინდუსტრიებს შორის და მათ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს.

ბიტკოინის განახევრება 2024 წელს

2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბიტკოინის განახევრება გამოდგა, რომელიც 12 აპრილს შედგა. Halving-ის პროცესი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, რა დროსაც BTC მაინინგისათვის გაცემული ჯილდო ნახევრდება, შედეგად ის უფრო მცირე რაოდენობით შედის ბაზარზე და მისი ფასიც იზრდება. სწორედ ასე მოხდა ისტორიულად განახევრების ყველა პროცესის შემდგომ, ბიტკოინის ფასი რამოდენიმე თვეში იზრდებოდა და ახალ, რეკორდულ ნიშნულს აღწევდა.

რატომ არის განახევრება მნიშვნელოვანი?

  • 2024 წელს ბიტკოინის მეოთხე განახევრება მოხდა, რა დროსაც უფრო დავახლოვდით მოვლენასთან, რომლის წყალობითაც ცირკულაციაში არსებული ქოინების მაქსიმალური რაოდენობა, 21 მილიონი, ჩაეშვება.
  • კრიპტოს ფასმა ზრდა ჰალვინგამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, რაც მომხმარებლების პოზიტიურ მოლოდინზე მიგვანიშნებს.
  • განახევრების დროს ბიტკოინის ფასი $40,000 ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ჰალვინგის დასრულებისას, მიმდინარე თვეში ბიტკოინმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი, $120,000 დააფიქსირა.

2024 წლის Halving-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა BTC-ის ტრადიციული ციკლი, რომლის მიხედვითაც გრძელვადიან პერიოდში ბიტკოინის ფასი იზრდება.

სოლანა და მისი პროექტების ბუმი

სოლანას ციფრულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეული და ფენომენალური წელი ჰქონდა, რა დროსაც ბლოკჩეინი ინოვაციური პროექტების ყველაზე დიდი დამაკავშირებელი გამოდგა. დეცენტრალიზებული ფინანსური (DeFi) პლატფორმებიდან დაწყებული NFT ბაზრით დამთავრებული, სოლანას ეკოსისტემამ უამრავი დეველოპერი და ინვესტორი მოიზიდა, რითაც პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია გაიზარდა.

სოლანას მნიშვნელოვანი პროექტები:

  • საგადახდო პლატფორმები: სოლანას სიჩქარე და დაბალი საკომისიოები დეცენტრალიზებულ ფინანსებთან დაკავშირებული პლატფორმებისთვის მიმზიდველი გახდა.
  • NFT ბაზარი: 2024 წელს NFT პროექტები სოლანას წყალობით კვლავ გამოცოცხლდა და ამ ბლოკჩეინზე უამრავი ნამუშევარი შეიქმნა.

ტვიტერის როლი სოლანას აღზევებაში:

სოლანას ქსელზე დაფუძნებული პროექტების გავრცელებაში დიდი როლი ტვიტერს (X) უკავია. მომხმარებლების ჩართულობით პლატფორმაზე იწერებოდა უამრავი ტვიტი და ჰეშთეგი, მათი წყალობით კი, რამოდენიმე მნიშვნელოვანმა პროექტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

სოლანასა და სოციალური ქსელების წარმატების მაგალითმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მომხმარებლების ჩართულობა კრიპტო პროექტში. ამის წყალობით სოლანა Ethereum-ის მთავარი კონკურენტი გახდა.

დონალდ ტრამპის გამარჯვება და კრიპტო ინდუსტრია

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა კრიპტო ინდუსტრიისთვის. ციფრული აქტივების მიმართ მისი პოზიციები ხშირად სხვადასხვაგვარია, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად ტრამპის ადმინისტრაციამ კრიპტოს ათვისებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

მის ადმინისტრაციაში მიმქოინების და კონკრეტულად დოჯქოინის მხარდამჭერი და ტესლას მფლობელი, ილონ მასკიც არის.

ტრამპის გავლენა ინდუსტრიაზე:

  • პოლიტიკა: კრიპტო ტრანზაქციებზე შემცირებული გადასახადები და ბლოკჩეინ სტარტაპების განვითარების გამარტივება.

  • საბაზრო სენტიმენტი: ტრამპის გამარჯვების შემდგომ პირველ კვირაში ბიტკოინის ფასი 20%-ით გაიზარდა, ამან კი, ინვესტორებსა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებში ოპტიმიზმი გამოიწვია.

ტრამპის მომავალმა პრეზიდენტობამ ბაზარს დამატებითი სტაბილურობა და თავდაჯერება შესძინა, ამით კი გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბლოკჩეინ ინდუსტრიაზე პოლიტიკურ მოვლენებს.

შეჯამება: დასამახსოვრებელი კრიპტო წელი

2024 წელი კრიპტო ინდუსტრიის ისტორიაში გარდამტეხ პერიოდად შევა. BTC-ის ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირებისა და ჰალვინგის ჩათვლით, ETF-ის გაშვებისა და სოლანას ეკოსისტემის აფეთქებით გაგრძელებული და ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით დამთავრებული, ყველა ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთლიან ინდუსტრიაზე.

2024 წელს გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვთ ციფრულ აქტივებს. ყველაზე დიდი ქოინის, BTC ღირებულებამ არნახულ ნიშნულს მიაღწია და პირველად გადასცდა ექვსნიშნა რიცხვს, $100,000-იან ზღვარს.

სოლანას პროექტებმა კი აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ტვიტერზე დატვიტულ პოსტს რომელიმე პროექტისთვის პოპულარობის მოტანა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქტიური მომხმარებლების ჩართულობით ახალი პლატფორმა შექმნას და რამოდენიმე საათში რამოდენიმე მილიონის მობილიზებაც შეძლოს.

მზად ხარ დაიწყო კრიპტო მოგზაურობა?

არ გამოტოვო შესაძლებლობა, რომელსაც წარმატებული 2024 წლის შემდგომ ციფრული აქტივების ინდუსტრიას ელოდება. ისეთი ცნობილი ქოინების ყიდვა, როგორიც სოლანა, ეთერიუმი, პეპე და სხვები არიან, კრიპტალზე რამოდენიმე გზით შეძლებ:

  • კრიპტოს ყიდვა ბირჟაზე

პლატფორმაზე ბირჟის დახმარებით შესაძლებელია კრიპტოს საუკეთესო ფასად ყიდვა. ეს არის ადგილი, სადაც აქტივების ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთ სივრცეში იკრიბებიან და შესაბამისი რაოდენობის ქოინებს ერთმანეთში ცვლიან.

მაგალითად, თუ შენ კრიპტოს შეძენა გინდა მიუთითებ სასურველი რაოდენობის აქტივს და ბირჟა ავტომატურად დაგაკავშირებს საუკეთესო გაყიდვის ფასის მქონე სხვა მომხმარებლის ორდერთან, რის შემდგომაც საბაზრო გარიგება შედგება.

  • კონვერტაცია

ამ ფუნქციის წყალობით კრიპტო აქტივის მიღება მომენტალურად, ლოდინის გარეშე შეგიძლია. უბრალოდ საჭიროა რომ სასურველი რაოდენობის კრიპტო ან ფიატ ვალუტა ჩაწერო და სულ ეს არის.

  • კრიპტოს პირდაპირ ბარათით ყიდვა

კრიპტალი შესაძლებლობას გაძლევს ისეთი პოპულარული აქტივები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა და სხვები არიან, პირდაპირ, შენი Visa და Mastercard ბარათების დახმარებით იყიდო ისე, როგორც ამას Amazon-ზე ან სხვა ონლაინ პლატფორმაზე აკეთებ.

Support