შესავალი: ბიტკოინი 2024 წელს
არ აქვს მნიშვნელობა 2014 წელია თუ 2024, რა მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩა კრიპტო ბაზარი მიმდინარე წელს, მთავარი კრიპტოვალუტა, რომელიც ყველას პირველად ახსენდება და მუდმივად ყურადღების ცენტრშია ბიტკოინია.
ციფრული აქტივი განსაკუთრებით აქტუალური კრიპტოს ფასების ზრდისას ხდება, რა დროსაც უამრავი ადამიანი FOMO-ს, ანუ გაშვებული შესაძლებლობების შიშს განიცდის და საკუთარ თავს ეკითხება - „რა მოხდებოდა 100 ლარის ბიტკოინი რომ მეყიდა 1, 5 ან სულაც 10 წლის წინ?“
ამ ბლოგში ვისაუბრებთ კრიპტოვალუტა ბიტკოინზე და ვნახავთ, რამდენად მომგებიანი აქტივია ბიტკოინი 2024 წელს და როგორ დაიწყო მისი ყიდვა თუნდაც 100 ლარით.
მოკლედ: რა არის ბიტკოინი (BTC)?
ბიტკოინი, შემოკლებით ცნობილი როგორც BTC, არის ციფრული ვალუტა, რომელიც ანგარიშსწორებისა და ღირებულების შენახვის ონლაინ საშუალება, ფულის ერთგვარი ალტერნატივაა. კრიპტოვალუტა 2008 წელს, ანონიმური ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფ Satoshi Nakamoto-ს მიერ შეიქმნა. ბიტკოინის საწყისი კი, ერთ-ერთ ონლაინ ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტი გამოდგა, რომელშიც საუბარი ელექტრონული ფულის სისტემაზე იყო.
ბიტკოინის შექმნით ადამიანები კრიპტოვალუტების სამყაროს გაეცნენ. ზოგადად კი, კრიპტოვალუტა არის დეცენტრალიზებული ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ ქსელის ფარგლებში არსებობს და ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის იყენებს დაშიფრულ, კრიპტოგრაფიულ მეთოდს.
ტრადიციული ვალუტისაგან განსხვავებით, ა.შ.შ. დოლარი და ქართული ლარი, რომლებიც ცენტრალური ბანკების მიერ კონტროლდებიან, ბიტკოინი სრულიად დეცენტრალიზებული აქტივია, რომელიც ქსელში ჩართული უამრავი მომხმარებლის კომპიუტერის მიერ „იმართება“. დეცენტრალიზაცია არის გარანტია იმისა, რომ ბიტკოინის ქსელი არ კონტროლდება ერთი ადამიანის ან ორგანიზაციის მიერ. როგორც ვახსენეთ, ციფრული აქტივი იმართება ქსელში ჩართული უამრავი კომპიუტერის მუშაობის შედეგად - ბიტკოინი ჭეშმარიტად დემოკრატიული კრიპტოვალუტაა.
როგორ მუშაობს ბიტკოინი (BTC)?
ბიტკოინისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა „საჯარო რეესტრი“ ანუ ბლოკჩეინია. ეს ციფრული რეესტრი საკუთარ ქსელში ინახავს ყველა ტრანზაქციას, რომელიც შემდგომ მომხმარებლების მიერ დასტურდება და ავთენტურად ითვლება. ეს პრაქტიკა, გარდა ავთენტურობის მაღალი დონისა, ქმნის გამჭვირვალობასაც.
მაინერები, რომლებიც მძლავრი კომპიუტერული რესურსის მქონე ადამიანები არიან, რთულ მათემატიკურ პრობლემებს ხსნიან და ამით ბიტკოინის ტრანზაქციის ავთენტურობას ადასტურებენ. როდესაც თავსატეხი ამოიხსნება, ტრანზაქცია ბლოკჩეინში, ანუ „საჯარო რეესტრში“ სამუდამოდ ჩაეწერება, გაწეული სამუშაოსთვის კი, მაინერი ჯილდოს სახით ბიტკოინის მცირე ნაწილს იღებს. ამ პროცესს ბიტკოინის მაინინგი ჰქვია.
ბიტკოინი სრულად ციფრული აქტივია, შესაბამისად ტრადიციული საბანკო ანგარიშებისგან განსხვავებით, მის სამართავად ფურცლები არ გჭირდება, მხოლოდ ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონი ან კომპიუტერული მოწყობილობა. შესაბამისად, ბიტკოინი შეგიძლია შენს ციფრულ ანგარიშზე, ანუ ციფრულ საფულეში მიიღო და მართო როგორც გინდა.
ბიტკოინის ფასი - რა ღირს 1 BTC და რა აძლევს კრიპტოს ღირებულებას?
ბიტკოინის ფასი CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამჟამად $66,000 ფარგლებში მერყეობს (31 ივლისი), თუმცა კრიპტოვალუტების ვოლატილურ სამყაროში რომელიმე კრიპტოს ღირებულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც პოზიტიური მიმართულებით, ისე ნეგატიური.
მაგრამ, რა აძლევს ბიტკოინს ღირებულებას?
- შეზღუდული რაოდენობა - ბიტკოინის ჯამური რაოდენობა 21 მილიონია. მისი შეზღუდული რაოდენობა ქსელშივეა ინტეგრირებული და 21 მილიონზე მეტი ბიტკოინი მიმოქცევაში აღარ ჩაეშვება, ეს მონაცემი კი, კრიპტოს ღირებულებას დროთა განმავლობაში ზრდის.
- დეცენტრალიზაცია - ბიტკოინი არ კონტროლდება ერთი ადამიანის ან რომელიმე ცენტრალური ორგანოს მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მანიპულირება და მუშაობაში ჩარევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
- გამოყენებადობა - ბიტკოინი საკმაოდ პრაქტიკული აქტივია, რომლის გამოყენებითაც ტრანზაქცია ერთი მომხმარებლიდან პირდაპირ მეორე მომხმარებელთან მიემართება, შუამავლების ჩართულობის გარეშე. ტრანზაქციები ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, გაცილებით სწრაფად და მარტივად ხორციელდება.
- მაღალი საინვესტიციო პოტენციალი - ბიტკოინის ფასი ისტორიულად მუდმივად მზარდია, რაც ინვესტორებისათვის ერთ რამეს ნიშნავს - მათ მიერ განხორციელებული ინვესტირების დიდი მოგებით უკან დაბრუნდება.
- ანონიმურობა - მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტრანზაქცია შემოწმებადია და ქსელი სრულიად გამჭვირვალეა, ბიტკოინი ანონიმური აქტივია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანზაქციების უკან არსებული ინდივიდები არ ჩანან.
რამდენად მომგებიანია 100₾ ბიტკოინის ყიდვა 2024 წელს?
2024 წელს კრიპტო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, ისეთმა კრიპტოვალუტებმა კი, როგორიც ბიტკოინი და ეთერიუმი არიან, ყველაზე მაღალი ისტორიული ნიშნული დააფიქსირეს. ფასების ზრდამ უამრავ ადამიანში FOMO, ანუ გაშვებული შესაძლებლობების შიში გამოიწვია და კითხვები გაჩნდა - რამდენად ღირს კრიპტოს ყიდვა ახლა? მომდევნო ფასის დაცემას ხომ არ დაველოდო? რა პერსპექტივები აქვს ბიტკოინს 2024 წელს?
წარმოვიდგინოთ, რომ 2024 წელს 100 ლარის ღირებულების ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტე და გავიგოთ, რა მოუვა შენს ინვესტიციას და მომგებიანი იქნება თუ არა ის.
თუკი კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამ, მაშინ მოთმინება შენი მთავარი იარაღი უნდა იყოს. იმისათვის, რომ შენი 100 ლარიანი ინვესტიცია მაქსიმალურად მომგებიან ნაბიჯად აქციო, მომავალ ფასის მკვეთრ ზრდას უნდა დაელოდო, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე არ მოხდეს.
გარდა მოთმინებისა, ყველაფერი სწორ დროზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც ბიტკოინის ფასი გვეუბნება, კრიპტოს საყიდლად ნებისმიერი დრო სწორია. მაგალითად, ბიტკოინმა 2021 წელს მაშინდელი ფასის რეკორდი - $69,000 - დააფიქსირა. თუკი შენ 100 ლარის ბიტკოინს მაშინ იყიდდი, როდესაც მისი ღირებულება $65,000 იყო, მოგებას აუცილებლად ნახავდი.
სწორედ ასე მოხდებოდა მომდევნო რეკორდის დროსაც, როდესაც 2024 წლის მარტში ბიტკოინის ღირებულება $70,000 ნიშნულს ასცდა - შენი ინვესტიცია მცირე, მაგრამ მოგებას მაინც მოგიტანდა. მაგრამ, განსაკუთრებით კარგ ამონაგებს მაშინ ნახავდი, თუკი BTC მაშინ შეიძენდი, როდესაც 1 ბიტკოინის ღირებულება $20,000-$30,000 ფარგლებში იქნებოდა.
სტატისტიკა გვეუბნება, რომ კრიპტოს ღირებულება მუდმივად მზარდია, შესაბამისად, მისი ნებისმიერ დროს ყიდვა პოტენციურ სარგებელს ნიშნავს, რამდენიც არ უნდა იყოს 1 ბიტკოინის ფასი.
განსაკუთრებით ახლა, 2024 წელს, მოსალოდნელია რომ აქტივის ღირებულება საგრძნობლად მოიმატებს, რადგან სულ უფრო მეტი ბიზნესი და ქვეყანა იღებს ბიტკოინს და აგროვებს ამ აქტივში რეზერვებს. სულ უფრო მეტი ტექნოლოგია იხრება ბლოკჩეინისკენ და ტრადიციული საფინანსო სისტემები სულ უფრო მეტად შედიან კრიპტო ინდუსტრიაში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი ბიტკოინ ETF-ებით ვაჭრობა ამერიკულ და ჰონგ კონგურ საფონდო ბირჟებზე.
რა გჭირდება ბიტკოინის საყიდლად?
იმისათვის, რომ შენი კრიპტო მოგზაურობა დაიწყო და ბიტკოინის ყიდვა შეძლო, რამოდენიმე რამ გჭირდება:
- კრიპტო საფულე: იმისათვის, რომ ბიტკოინი შეინახო, გადარიცხო და სურვილისამებრ მართო, კრიპტო საფულე გჭირდება.
- კრიპტო ბირჟა: იმისათვის, რომ ბიტკოინის ყიდვა გაყიდვა შეძლო, შენს საჭიროებებზე მორგებული კრიპტო ბირჟა უნდა შეარჩიო.
- საგადახდო საშუალება: თუკი კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამ, მაშინ აქტივის შესაძენად ფიატ ვალუტა დაგჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი კრიპტო ბირჟა შეარჩიო, სადაც საბანკო ბარათები და გადარიცხვა მხარდაჭერილი იქნება.
- რისკების გაანალიზება: კრიპტოვალუტების ინდუსტრია საკმაოდ ვოლატილური და რისკიანი სფეროა, შესაბამისად კარგად უნდა შეგეძლოს რისკების აწონ-დაწოვნა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
სად შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება. საქართველოში მრავალი კრიპტო პლატფორმაა წარმოდგენილი, იქნება ეს კრიპტალი, ბაინანსი, Coinmania თუ Mycoins.
თუმცა, თუ შენ გინდა რომ კრიპტოს ყიდვა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე, დაბალი საკომისიოებით შეძლო, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.
დამწყები ხარ თუ უკვე გამოცდილი კრიპტო თრეიდერი მნიშვნელობა არ აქვს, პლატფორმა ორივე ტიპის მომხმარებლისათვის მორგებულია და კრიპტოვალუტების საყიდლად ორ გზას გთავაზობს: კონვერტაცია და Spot ბირჟა.
- კონვერტაცია არის კრიპტოს ყიდვის მარტივი და მომენტალური გზა, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის.
- შედიხარ კრიპტალზე
- აკლიკავ კრიპტოს ყიდვა
- ირჩევ ბიტკოინს და სტაბილურ კრიპტოვალუტას
- უთითებ სასურველ რაოდენობას
- აკლიკავ ყიდვას
სულ ეს არის, ბიტკოინი შენს კრიპტო საფულეში მარტივად, რამოდენიმე წამში აისახება.
- Spot ბირჟა არის გზა, რომლის დახმარებითაც ბიტკოინს სხვა ადამიანისგან, ბირჟაზე ყიდულობ.
ბირჟა არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები იკრიბებიან და ციფრულ აქტივებს ერთმანეთს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უცვლიან.
ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა ბიტკოინის ყიდვა, უთითებ რაოდენობას და ფასის იმ დიაპაზონს, რაშიც მზად ხარ რომ BTC შეიძინო. თუკი მეორე მხრიდან გამოჩნდება ადამიანი, ვინც შენს მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდება და ბიტკოინის გაყიდვა უნდა, მაშინ გარიგებაც შედგება.
ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი და აქ კრიპტოს ყველაზე მომგებიან ფასად ყიდვაა შესაძლებელი.
ბიტკოინის საყიდლად რომელი სტრატეგია ჯობს?
ბიტკოინის ყიდვა და კრიპტოში ინვესტიციის ჩადება რამოდენიმე სტრატეგიით არის შესაძლებელი და ყოველ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს.
- ბიტკოინის ყიდვა: ბიტკოინის ყიდვა და მისი ბირჟაზე ან საფულეზე გარკვეული დროით შენახვა ყველაზე პირდაპირი გზაა. ეს სტრატეგია გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდხნიანი საინვესტიციო მიზნები აქვთ.
- ბიტკოინით ვაჭრობა: მათთვის, ვინც კრიპტოში გამოცდილია, ბიტკოინის ყიდვა გაყიდვა ნაცნობი პროცესია და ფასთა შორის სხვაობით შეიძლება საკმაოდ კარგი მოგებაც ნახო.
- DCA სტრატეგია: წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის ბიტკოინის რეგულარულად ყიდვა არის მეთოდი, რომელიც გრძელვადიან ინვესტორებს საბოლოო ჯამში კრიპტოს საუკეთესო და დაბალანსებულ ფასად ყიდვის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
რა უპირატესობები აქვს ბიტკოინში ინვესტირებას?
- დიდი პოტენციური სარგებელი - სხვა, ტრადიციულ საინვესტიციო აქტივებთან შედარებით, როგორიც მაგალითად კომპანიების აქციებია, ბიტკოინი და კრიპტოვალუტა გაცილებით დიდი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
- ლიკვიდურობა - ბიტკოინის ყიდვა გაყიდვა უამრავ კრიპტო ბირჟაზე 24/7 განმავლობაშია შესაძლებელი, რაც მას საკმაოდ ლიკვიდურ აქტივად აქცევს.
- მომავლის პოტენციალი - უამრავ ადამიანს სჯერა, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტა მომავლის ტექნოლოგიაა, რომელიც ტრადიციულ ვალუტას ჩაანაცვლებს, მისი ადრეულ ეტაპზე ყიდვით კი, შენ სხვებთან შედარებით უპირატეს ვითარებაში ექცევი.
- ნაკლები ინფლაცია - მისი შეზღუდული, 21 მილიონიანი რაოდენობის გამო, ბიტკოინი ინფლაციის მიმართ საკმაოდ მდგრადი აქტივია, განსაკუთრებით ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით.
შეჯამება
ინვესტირებისათვის უამრავი აქტივი არსებობს, იქნება ოქრო თუ სხვა ძვირფასი მეტალი, მაგრამ ბოლო დეკადაა ბაზარზე საუკეთესო ალტერნატივა გამოჩნდა და მას კრიპტოვალუტა ჰქვია, უფრო კონკრეტულად კი - ბიტკოინი. კარგი კრიპტო პორტფელის შექმნა პოტენციურად მაღალი სარგებლის მომასწავებელია.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხით იწყებ ბიტკოინის ყიდვას, შენი ინვესტიცია 100 ლარის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ საკმაოდ მომგებიანი გამოდგეს.
იმისათვის, რომ ბიტკოინის ყიდვა დაიწყო, რამოდენიმე რამ დაგჭირდება, მაგალითად კრიპტო საფულე, სადაც შენს აქტივებს შეინახავ. ასევე მნიშვნელოვანია კრიპტო ბირჟის სწორად შერჩება. მაგალითად კრიპტალი, მოსახერხებელია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი თრეიდერებისათვის, სადაც უამრავ პოპულარულ ციფრულ აქტივს შეხვდები.
გთხოვ გაითვალისწინო, რომ ბლოგში ნახსენები არცერთი წინადადება საინვესტიციო რჩევა არ არის.