Სარჩევიchevron-down
შესავალი
როგორ შევავსო კრიპტალის ბალანსი და შევიტანო ნაღდი ფული ანგარიშზე?
რა უპირატესობები აქვს სწრაფი გადახდის აპარატითა და ფიზიკური სალაროთი ბალანსის შევსებას?
შეჯამება - ანგარიშის შევსება ნაღდი ფულით უკვე მარტივია
Georgian wording on the left side of the visual with Kiosk on the right side 1000x300
2024-10-25clock5 minutes

შესავალი

კრიპტოაქტივების პოპულარობა მსოფლიოსა და საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. ამის პარალელურად, სასურველი კრიპტოაქტივების, იგივე კრიპტოს, ყიდვა რამოდენიმე სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ნაღდი ფულის გამოყენებაა. მომხმარებლებს, ლარის, ა.შ.შ. დოლარის ან სხვა, მათთვის სასურველი ვალუტის გამოყენებით შეუძლიათ ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივების შეძენა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვებია.

იმისათვის, რომ ნაღდი ფულის გამოყენებით კრიპტოს ყიდვა შეძლო, პირველ რიგში საჭიროა, რომ თანხა რომელიმე პლატფორმაზე მოახვედრო, ბანკებისა და სხვა ცენტრალიზებული პლატფორმების გვერდის ავლით. ნაღდი ფულის შეტანა, შემდგომ კი მისი დახმარებით კრიპტოს ყიდვა CRYPTAL-ზე მარტივად და სწრაფად შეგიძლია, დამწყები ხარ თუ უკვე გამოცდილი კრიპტო თრეიდერი.

ამ ბლოგში გეტყვით, რა უპირატესობა აქვს ნაღდი ფულის გამოყენებას და რაც მთავარია, როგორ შეიძლება კრიპტალის ბალანსი ნაღდი ფულით შეავსო TBC Bank-ის, BOG-ის, ლიბერთისა თუ PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატებითა და CreditService+-ის ფიზიკური სალაროების გამოყენებით.

როგორ შევავსო კრიპტალის ბალანსი და შევიტანო ნაღდი ფული ანგარიშზე?

თუ კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანა გინდა, იქნება ეს ლარი თუ ა.შ.შ. დოლარი, აქამდე შეგეძლო საბანკო გადარიცხვა და საბანკო ბარათი გამოგეყენებინა, რომელთა დახმარებითაც სასურველი ვალუტა შენს კრიპტალის ანგარიშზე რამოდენიმე წამში, სწრაფად და მარტივად მოხვდებოდა.

ახლა კი, კრიპტალის ბალანსი შეგიძლია დამატებით, ახალი მეთოდებით შეავსო. საკუთარ ანგარიშზე უკვე ნაღდი ფულის შეტანა შეგიძლია და ამაში საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და Creditservice+-ის ფილიალებში არსებული ფიზიკური სალაროები დაგეხმარებიან.

ქეშის გამოყენებით CRYPTAL-ის ბალანსის შევსება შეგიძლია საქართველოში მდებარე TBC Bank-ის, BOG-ის, ლიბერთი ბანკისა და PayBox-ის რამოდენიმე ათასი სწრაფი გადახდის აპარატით.

თანხის შეტანის პროცესი ყველა აპარატისთვის ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება, თუმცა სრულად პროცესი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მობილური ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადის გადახდა თუ სხვა ის ყოველდღიური ოპერაციები, რომლებსაც სწრაფი გადახდისა და ჩარიცხვის აპარატებთან ვასრულებთ.

გარდა ამისა, ნაღდი ფულის გამოყენებით ბალანსის შევსება Creditservice+-ის ფილიალებშიც შეგიძლია, სადაც ფიზიკური სალაროები დაგეხმარებიან იმაში, რომ ქეში შენს კრიპტალის ანგარიშზე მოახვედრო.

პოულობ შენთვის სასურველ ლოკაციას, ფილიალში მისვლის შემდგომ კი, ოპერატორს წარუდგენ შენს პირად ნომერს ან მეილს და თანხის სასურველ რაოდენობას.

მოკლედ, კრიპტალის ბალანსზე ნაღდი ფულის შეტანის ორი გზა არსებობს:

რა უპირატესობები აქვს სწრაფი გადახდის აპარატითა და ფიზიკური სალაროთი ბალანსის შევსებას?

სწრაფი გადახდის აპარატების, იგივე ჩასარიცხი აპარატებისა და ფიზიკური სალაროების გამოყენებას რამოდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, როგორც გამოცდილი, ასევე ინდუსტრიაში ახლად შემოსული მომხმარებლებისათვის:

  • მარტივია - კრიპტალის ანგარიშზე ნაღდი ფულის ამ გზით შეტანა არაფრით განსხვავდება იმ ყოველდღიური ოპერაციებისგან, რომლებსაც სწრაფი გადახდის აპარატებით ვახორციელებთ - მობილური ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადის გადახდა, ჯარიმის დაფარვა და ა.შ.

    თუ კრიპტოს პირველად ყიდულობ, შენთვის ყველაფერი ნაცნობი იქნება.

  • მომენტალურია - შენს მიერ ჩარიცხული თანხა კრიპტალის ანგარიშზე მომენტალურად და მყისიერად აისახება, ყოველგვარი დაყოვნებისა და ლოდინის გარეშე.

    თუ ბალანსის შევსება სწრაფად გინდა, ნაღდ ფულს კრიპტალის ანგარიშზე რამოდენიმე წამში მოათავსებ.

  • მოხერხებულია - თუკი საბანკო სერვისებით სარგებლობა არ გინდა ან არ გაქვს ბარათები, მაშინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები საშუალებას გაძლევს, რომ ნაღდი ფულის გამოყენებით კრიპტალზე ბალანსი შეავსო.

    არ გჭირდება შუამავლები და ცენტრალიზებული მარეგულირებლები, მოხერხებულად და კომფორტულად შეგიძლია თანხა შენს ანგარიშზე შეიტანო.

  • ხელმისაწვდომია - კრიპტო ინდუსტრიას არასდროს სძინავს და მასში მონაწილეობა შენც დაუბრკოლებლად შეგიძლია. სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და CreditService+-ის ფილიალები 24/7-ზე ხელმისაწვდომია.

    არ აქვს მნიშვნელობა რომელი საათია ან კვირის რომელი დღეა, შენთვის კომფორტულ დროს შეგიძლია ქეში ანგარიშზე შეიტანო.

შეჯამება - ანგარიშის შევსება ნაღდი ფულით უკვე მარტივია

იმის პარალელურად, რომ კრიპტო აქტივები სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ადამიანებს მათთან წვდომა შეიძლება მაინც უჭირდეთ.

კრიპტალი კი, მათ მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო წვდომას სთავაზობს ისეთ პოპულარულ ციფრულ აქტივებზე, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.

გარდა კრიპტოს ყიდვა და გაყიდვისა, მომხმარებლები ამიერად ბალანსის შევსების გამარტივებული და მათზე მორგებული გზებითაც ისარგებლებენ.

მოკლედ, თუ შენს კრიპტალის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა გინდა, ამას უკვე საქართველოს მთელი მასშტაბით არსებული TBC Bank-ის, BOG-ის, ლიბერთი ბანკისა და PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატებით შეძლებ.

დამატებით კი, CreditService+-ის ფიზიკური ფილიალებიც მოგემსახურებიან 24/7-ზე.

Support