მიმები და კრიპტო - რას გაიგებ გაიგებ დოჯქოინისა და შიბა ინუს შესახებ
თავდაპირველად მიმებზე შექმნილ ამ ორ კრიპტოვალუტას - დოჯქოინსა და შიბა ინუს - სერიოზულად არავინ უყურებდა, შეიძლება მათი შემქმნელებიც კი. თუმცა, სახუმარო ბუნების მიუხედავად ამ მიმ ქოინებმა უდიდესი პოპულარობა და შესაბამისად საინვესტიციო პოტენციალიც მოიპოვეს.
მიმებისა და კრიპტოს სამყაროში, DOGE და SHIB კრიპტოვალუტები ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი ბუნებით, ტექნოლოგიითა და ყველა სხვა მონაცემით. ამ ბლოგში კი, მოგიყვებით რომელი მიმ კრიპტოვალუტა ჯობს, როგორც საინვესტიციოდ, ასევე ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად.
დოჯქოინი - მიმები და კრიპტო
დოჯქოინი პირველად 2013 წელს გამოჩნდა და იგი ერთ-ერთ პირველი აქტივია, რომელმაც მიმები და კრიპტო ერთმანეთთან დააკავშირა. მისი შემქმნელები კი, ბილი მარკუსი და ჯექსონ პალმერი არიან. მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი კი, კრიპტოვალუტების ფლაგმანი, ანუ ბიტკოინი გახდა. ისინი თვლიდნენ, რომ ამ კრიპტოვალუტას აკლდა მოხერხებულობა და მოქნილობა, შესაბამისად მომხმარებლებისათვის რაიმე ახალი და კომფორტული უნდა შეეთავაზებინათ. სწორედ აქ დაიბადა მიმებიდან აღებული კრიპტო, სახელად დოჯქოინი.
კრიპოტს ლოგო კი, შიბა ინუს ჯიშის ძაღლია, რომელიც პირველად მიმებში გამოჩნდა და ამ ინდივიდს ინტერნეტ საზოგადოება Doge-დ მოიხსენიებდა, საიდანაც მოდის კრიპტოვალუტა დოჯქოინის შემოკლებული სახელი.
თავდაპირველად დოჯქოინი მჭიდრო კავშირში იყო ლაითქოინთან, თუმცა მოგვიანებით კრიპტომ სახელი Luckycoin-დან დოჯქოინზე შეიცვალა და საკუთარ უნიკალურ ბლოკჩეინზე გადაეწყო, ფუნქციონალით კი ბიტკოინის თვისებები შეითავსა, თუმცა მომხმარებლებისათვის ბევრად მოსახერხებელ და მარტივ აქტივად იქცა. ბიტკოინის მსგავსად, დოჯქოინი Proof of Work-ის პრინციპს იყენებს და თუ არ იცი, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო. შესაბამისად, დოჯქოინის ქსელში ჩართული ადამიანები, შესაბამისი ქმედებების სანაცვლოდ, გასამრჯელოსა და ჯილდოს სახით იღებენ დოჯქოინებს, ხოლო ბლოკის გენერაციას, 1 წუთამდე სჭირდება. შედარებისათვის, ბიტკოინის ბლოკის გენერაციას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.
მნიშვნელოვანი და შესამჩნევი განსხვავება დოჯქოინსა და ბიტკოინს შორის კი, მათ მიწოდების ჯაჭვშია. მაშინ, როდესაც ბიტკოინს ლიმიტირებული, 21 მილიონიანი რაოდენობა აქვს, DOGE ასეთი ლიმიტაცია არ აღენიშნება. შესაბამისად, ბიტკოინის მაღალი საინვესტიციო ხასიათისგან განსხვავებით, Meme კრიპტო დოჯი ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის უფრო მოსახერხებელი აქტივია.
საინტერესო ფაქტები დოჯქოინის შესახებ:
- 2014 წელს, DOGE-ს ირგვლივ გაერთიანებულმა საზოგადოებამ იამაიკის ბობსლეის გუნდი დააფინანსა და ზამთრის ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად საჭირო $30,000 ღირებულების დოჯქოინი შეაგროვა.
- ცნობილი მიმ კრიპტო დოჯქოინი ცოტა ხნით Twitter-ის, ახლა უკვე X-ის ლოგოც იყო. მას შემდგომ, რაც ეს პლატფორმა ცნობილმა ბიზნესმენმა და კრიპტოს დიდმა ენთუზიასტმა ილონ მასკმა შეიძინა, პლატფორმის ცნობილი ლოგო ჩიტი დროებით DOGE-ს ლოგომ ჩაანაცვლა.
შიბა ინუ - მიმების კიდევ ერთი წარმომადგენელი
დოჯქოინთან შედარებით, მიმების კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი შიბა ინუ კრიპტოვალუტების სამყაროში შედარებით გვიან, 2020 წლის აგვისტოში გამოჩნდა და ბიტკოინის მსგავსად, მისი შემქმნელიც ანონიმური პერსონა ან ჯგუფია, სახელად რიოში. SHIB მოიაზრებოდა, როგორც ეთერიუმის ქსელზე დამყარებული დოჯქოინის კონკურენტი აქტივი. DOGE-ს მსგავსად, მისი თავდაპირველი მიზანიც სახუმარო იყო და პოზიციონირდებოდა, როგორც „დოჯქოინის მკვლელი“ კრიპტოვალუტა.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი სხვანაირად განვითარდა და 2021 წლის შუაში კრიპტოვალუტად ქცეული მიმების ნამდვილი ომი დაიწყო, როდესაც შიბა ინუმ საბაზრო კაპიტალიზაციით დოჯქოინს გადაასწრო. ამ ყველაფრის უკან კი, შიბა ინუს მხარდამჭერი დიდი საზოგადოებაა, რომელსაც ინტერნეტში SHIBarmy-ად იცნობენ. უფრო მეტიც, CoinMarketCap-ის მონაცემების დაყრდნობით, შიბა ინუ 2021 წელს ბიტკოინზე პოპულარული კრიპტოვალუტაც კი იყო, როდესაც მას საიტზე ბიტკოინზე 43 მილიონით მეტი ნახვა ჰქონდა.
როგორც ვახსენეთ, შიბა ინუ ეთერიუმის ქსელზე მუშაობს, როგორც ERC-20 ტოკენი და მომხმარებლებს მრავალმხრივ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს - შექმნან სმარტ კონტრაქტები, ანუ ჭკვიანი კონტრაქტები და ჩაერთონ სტეიკინგში.
თუკი არ იცი, რას ნიშნავს ERC-20 ტოკენი და ზოგადად, რა სხვაობაა ქოინსა და ტოკენს შორის, ჩვენს ბლოგს შეგიძლია გაეცნო:
საინტერესო ფაქტი შიბა ინუს შესახებ:
- შიბა ინუ გამოირჩევა მრავალფეროვანი და იუმორით სავსე საზოგადოებით. ზოგიერთი ადამიანია, მათ ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც სწორედ შიბა ინუს ჯიშის ძაღლები არიან, კრიპტო ინფლუენსერებად აპოზიციონირებენ. უქმნიან სოციალურ ქსელებს, აყენებენ მათ ფოტოებს და კრიპტოვალუტის შესახებ აზიარებენ სიახლეებს.
რა სხვაობაა შიბა ინუსა და დოჯქოინს შორის? - მიმების ომი
ამ ორ კრიპტოვალუტას შორის გაჩაღებული მიმების ომის მიუხედავად, შიბა ინუცა და დოჯქოინიც იზიარებენ როგორც სხვაობებს, ასევე მსგავსებებსაც. ორივე კრიპტოვალუტა გამოირჩევა ვოლატილური ხასიათით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ფასში ხშირად მაღლა ასვლა შეინიშნება, ხშირად კი - დაცემა.
ამ კრიპტოვალუტების ფასის გაზრდა ცნობილ სახელებს ხშირად უკავშირდება და მათ საქომაგოდ ისეთი ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, როგორიც ილონ მასკი და სნუპ დოგი არიან. სწორედ მათი ჩართულობითა და აქტიურობით, დოჯქოინმა 2021 წელს მიაღწია საკუთარი ფასის მაქსიმუმს, დააფიქსირა პროცენტების ცამდე ასვლა და საბოლოოდ $0.74 მიაღწია. პარალელურად, სწორედ იგივე წელს მიაღწია შიბა ინუმაც საკუთარი ფასის მაქსიმუმს.
ერთი სხვაობას, რომელსაც ამ ორ მიმ კრიპტოს შორის ვხვდებით არის მიწოდება. მაგალითად, შიბა ინუს მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც მოხმარებაში ჩაეშვება 1 ქუადრილიონი ტოკენია (1,000,000,000,000,000). მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი რიცხვია, მაინც ახლოსაც ვერ მივა დოჯქოინის რაოდენობასთა, რომელიც სრულიად ულიმიტოა. 2021 წლის მაისში, შიბა ინუს შემქმნელმა რიოშიმ, კრიპტოვალუტის სრული რაოდენობის 50% ეთერიუმის შემქმნელ ვიტალიკ ბუტერინს გაუგზავნა, ხოლო მან მიღებული თანხის 10%, რაც იმ დროს $1.2 მილიარდს უტოლდებოდა, კოვიდ-19 პანდემიის დროს ინდოეთის დასახმარებელ ფონდში გადარიცხა, ხოლო დარჩენილი 90% „დაწვა“ და ცირკულაციიდან ამოიღო.
2023 წლისათვის მიმოქცევაში დოჯქოინის 140 მილიარდი ქოინია და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ყოველწლიურად 5 მილიარდი ემატება, ხოლო რაც შეეხბა შიბა ინუს, ამ მიმ ქოინის მოცულობა ბაზარზე 590 ტრილიონს სცდება.
მიწოდებაში მნიშვნელოვანი როლი ამ ორი memecoin-ის ბლოკჩეინსაც აქვს. მაშინ, როცა შიბა ინუ ERC-20 ტოკენია და უამრავი დანიშნულება აქვს, როგორც DeFi ეკოსისტემისთვის, ისე სხვა სფეროებისათვის, DOGE მთლიანად საკუთარ ბლოკჩეინზეა და განსხვავებულ მიზნობრიობას ემსახურება.
მთავარი სხვაობის შესახებ მოკლედ რომ ვთქვათ, ცირკულაციის რაოდენობიდან და ბლოკჩეინის თავისებურებიდან გამომდინარე, კრიპტო საზოგადოება მიმების ომში ორ განსხვავებულ კრიპტოვალუტას იღებს, სადაც დოჯქოინი უფრო საინვესტიციო პოტენციალის აქტივია, ხოლო შიბა ინუ ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის განკუთვნილი კრიპტოა.
უკეთესი კრიპტო ინვესტიცია - დოჯქოინი თუ შიბა ინუ?
მიმებად შექმნილი ეს ორი კრიპტოვალუტა დროთა განმავლობაში უმნიშვნელოვანეს კრიპტო აქტივებად ჩამოყალიბდნენ. როგორც ჭეშმარიტ memecoin-ებს შეეფერებათ, მათი ფასის მაღლა ასვლა და პროცენტული ზრდაც ძირითადად საზოგადოების ინტერესსა და გამოხმარებაზეა, ვიდრე რაიმე ტექნიკურ მახასიათებელზე. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი ბრალს სდებს ილონ მასკს არაკეთილსინდისიერ ჩარევასა და მანიპულაციაში, როდესაც ის სხვადასხვა გზით გამოხატავდა შიბა ინუსა და დოჯქოინის შესახებ მის პოზიციას. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი თვითერის ლოგოდ DOGE-ის დაყენება იყო.
თუკი გვინდა, რომ საინვესტიციო პოტენციალი გავზომოთ ამ ორ მიმ ქოინს შორის, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ეს ძალიან რთულია. დოჯქოინს გაცილებით უპირატესი ადგილი უჭირავს უფრო მაღალი საბაზრო ღირებულებითა და პროექტის გარშემო შეკრებული გაცილებით დიდი საზოგადოებით. 2023 წლის მონაცემებით, დოჯქოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიარდს ცდება, ხოლო შიბასი - $5 მილიარდს უტოლდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დოჯქოინი უფრო კარგი საინვესტიციო აქტივია, ვიდრე შიბა ინუ.
უკეთესი კრიპტო გადარიცხვებისთვის - დოჯქოინი თუ შიბა ინუ?
ორივე მიმ კრიპტოვალუტა მსოფლიოში აღიარებულია და შესაბამისად, უამრავი ბიზნესი იღებს მათ, როგორც გადახდის ალტერნატივად. როგორც დოჯის, ასევე შიბას გამოყენება შეგიძლიათ კინოთეატრის ბილეთების შესაძენად, ან სულაც Jomashop-დან ახალი საათის გამოსაწერად, თუნდაც ჰოკეის თამაშზე დასასწრები ონლაინ ბილეთის საყიდლად ან ისეთ პრესტიჟულ მაღაზიაში ნივთების შესაძენად, როგორიც რალფ ლორენის მაღაზიათა ქსელია. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმებად დაბადებულ ორივე კრიპტოვალუტას უკვე საგრძნობი აღიარება და პრაქტიკული გამოყენებაც აქვთ, როგორც ტრანზაქციებისათვის განკუთვნილ კრიპტოვალუტებს.
თუმცა, სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტო ტრანზაქციებისა და გადახდების 7% დოჯქოინზე მოდის, ხოლო შიბა ინუს დაახლოებით 1%-იანი წილი უკავია. თუმცა, ნავარაუდებია, რომ შიბა ინუ ამ მაჩვენებლით დოჯქოინს ჩამოიტოვებს, რადგან მისი ბლოკჩეინი შედარებით სწრაფია და საკომისიოებიც შედარებით ნაკლები. სწორედ ამიტომ, უამრავი კრიპტო ენთუზიასტი თვლის, რომ შიბა ინუ უფრო მეტად განკუთვნილია კრიპტო გადარიცხვებისათვის.
როგორ ვიყიდო DOGE და SHIB?
თუკი კრიპტოვალუტები მიმებზე ნაკლებად არ გიყვარს და ამ ორი აქტივის ყიდვა მოგინდა, კრიპტალის დახმარებით შეძლებ, რომ ფიატ აქტივები გადაცვალო კრიპტოში. შენ შეგიძლია ქართული ლარის, აშ.შ. დოლარისა და ევროს გამოყენებით შეიძინო DOGE და SHIB. შენს მიერ ჩარიცხული ფიატ ვალუტა კონვერტირდება TOGEL-ში, TOUSD-ში და TOEURO-ში.
ამისათვის პლატფორმა მომხმარებელს ორ გზას სთავაზობს:
- კონვერტაცია: კრიპტალის კონვერტაციის ფუნქცია განკუთვნილია სიმარტივისა და კომფორტულობისათვის. შიბასა და დოჯის ვოლატილური ბუნების გათვალისწინებით, რომელთა ფასების მაღლა ასვლა ან დაბლა ჩამოსვლა დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება დაფიქსირდეს, კონვერტაცია სისწრაფით და მომენტალური შესყიდვით მომხმარებელს კომფორტს სთავაზობს, სადაც შენ არ გჭირდება, რომ კრიპტოვალუტების ყიდვაში დიდი გამოცდილება გქონდეს.
კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებით მარტივად ყიდულობ ცნობილ აქტივებს, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, USDT თუ სხვა, მათთან ერთად კი, მიმებად შექმნილ შიბასაც და დოჯსაც მიიღებ შენს საფულეში ერთი კლიკითა და რამოდენიმე წამის დალოდებით.
- Spot ბირჟა: წარმოიდგინე, რომ სპოტ ბირჟა არის ციფრული ბაზარი, სადაც შენ ეკონტაქტები სხვა შენნაირ თრეიდერებსა და მომხმარებლებს, რომლებსაც შიბასა და დოჯის ყიდვა ან გაყიდვა სურთ. აქ, ანუ ბირჟაზე, ათავსებ შესაბამის მოთხოვნას, თუ რა რაოდენობით გინდა კრიპტოს ყიდვა და რა ღირებულების გადახდისათვის ხარ მზად, შემდგომ კი ელოდები, რომ შენი მოთხოვნა სხვა თრეიდერმა დააკმაყოფილოს.
ბირჟაზე შენ იღებ კონკურენტულ ფასებს და კარგი შანსი გაქვს, SHIB ან DOGE ყველაზე მისაღებ ფასად შეიძინო, თუმცა Spot ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის არის განკუთვნილი.