Სარჩევიchevron-down
რა არის ტესტ ნეტი?
როგორ მუშაობს ტესტ ნეტი?
რა მახასიათებლები აქვს ტესტ ნეტს?
როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება ტესტ ნეტის დახმარებით?
რა ტესტ ნეტები არსებობს?
Sepolia ტესტ ნეტი
Ropsten ტესტ ნეტი
როგორ გამოვიყენო ტესტ ნეტი?
შეჯამება: ყველაფერი სატესტო ქსელის შესახებ!
Georgian wording on the left side of the visual with Bitcoin Logo and Smartphone on the right side 1000x300
2024-04-10clock5 minutes

რა არის ტესტ ნეტი?

ტესტ ნეტი არის რეალური ბლოკჩეინ ქსელის ანალოგი, სადაც იტესტება ახალი პროდუქტები და ფუნქციონალი. წარმოიდგინე, რომ ტესტ ნეტი დეველოპერებისთვის სათამაშო მოედანია, სადაც ყველაფერ ახალ და ინოვაციურს ტესტავენ მანამ, სანამ ის რეალურად მთავარ ქსელში ჩაეშვება, რომელსაც მაინეტი (mainnet – main network) ჰქვია.

მოკლედ, მათთვის ვისაც სხვადასხვა ფუნქციონალის გამოცდა, ან ფულის გამომუშავება უნდა, ტესტ ნეტი იდეალური გარემოა ამისათვის.

როგორ მუშაობს ტესტ ნეტი?

მაშინ, როდესაც ტესტ ნეტი ზუსტად იმეორებს მთავარი და რეალური ბლოკჩეინის გარემოს, სინამდვილეში მას სრულიად სხვა მუშაობის პრინციპი აქვს:

  • სატესტო ქსელში იტვირთება განახლებები და ახალი ფუნქციონალი
  • მიმდინარეობს ქსელის ანალიზი, რათა შეფასდეს პოტენციური მინუსები და ხარვეზები კოდში - დებაგინგის პროცესი
  • განახლების ატვირთვის შემდგომ, სატესტო ქსელი მუშაობას იწყებს რეალურის მსგავსის პრინციპით, სრული დატვირთვით
  • თუკი ტესტირების პროცესში რაიმე ხარვეზი შეიმჩნევა, გუნდი მუშაობას იწყებს მათ გამოსწორებაზე
  • წარმატებული ტესტის შემთხვევაში, განახლება იმავე გზითა და მეთოდებით გადადის მთავარ ბლოკჩეინში

რა მახასიათებლები აქვს ტესტ ნეტს?

როგორც ვახსენეთ, ტესტ ნეტი ყველანაირად იმეორებს რეალურ ქსელს, თუმცა მას მაინც აქვს გარკვეული უნიკალური მახასიათებლები:

  • ალტერნატიული კრიპტოვალუტა - ქსელის შიგნით სხვადასხვა ვითარების გასატესტად იქმნება ალტერნატიული კრიპტოვალუტა, რომელიც ტესტ ნეტში ჩართულ ადამიანებს ურიგდებათ. რეალურად ამ კრიპტო აქტივებს ფასი არ აქვთ და არც მთავარ ქსელზე ახდენენ რაიმე ზეგავლენას.

  • ქსელში პირველი ბლოკის შექმნა - დეველოპერები ქმნიან სატესტო ბლოკჩეინის შიგნით პირველ ბლოკს, რომელიც შემდგომი სატესტო გარემოს საფუძველია. მის გარეშე კრიპტოვალუტის შექმნა წარმოუდგენელია და შესაბამისად, მის გარეშე წარმოუდგენელია ყოველგვარი სატესტო გარემოს წარმოება. სატესტო ბლოკჩეინში შექმნილი პირველი ბლოკი, რომელსაც Genesis ჰქვია, გარანტია რომ სატესტო აქტივები რეალური კრიპტოვალუტის ცირკულაციაში არ შეერევა.

  • კრიპტოს „დაბეჭდვის“ პროცესი - მინთინგი სატესტო გარემოში როგორც წესი გაცილებით განსხვავებულია, ვიდრე რეალური ბლოკჩეინის შემთხვევაში. ცხადია ეს იმით არის გამოწვეული, რომ კრიპტო უბრალოდ სატესტო აქტივია და მას არ სჭირდება სერიოზული მახასიათებლები. შესაბამისად, კრიპტოვალუტა და ტრანსაქციები გაცილებით სწრაფია.

როგორ შეიძლება ფულის გამომუშავება ტესტ ნეტის დახმარებით?

სხვადასხვა ტესტ ნეტი და კრიპტო პროექტი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ ფული გამოიმუშაონ და ამისათვის შემდეგი გზები არსებობს:

  1. ხარვეზების პოვნა - უამრავი კრიპტო პროექტი მომხმარებლებსა და დეველოპერებს ხარვეზების პოვნის სანაცვლოდ ჯილდოს სთავაზობს. პრიზი სხვადასხვა გვარია, ხშირად ეს კონკრეტული ბლოკჩეინისა და პროექტის კრიპტოვალუტაა.

  2. ტესტირება და უკუკავშირი - უბრალოდ სატესტო ქსელის გამოყენება, კრიპტოს ყიდვა, გადარიცხვა და სხვადასხვა ქმედების განხორციელება, შემდგომ კი უკუკავშირი და ამ აქტივობების შეფასება პროექტის ავტორებსა და დეველოპერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. მისი წყალობით რეალური ქსელისა და გამოცდილების გაცილებით გაუმჯობესება არის შესაძლებელი.

  3. ეირდროპი - კრიპტო პროექტები აქტივობების სანაცვლოდ ხშირად მომხმარებლებს ეირდროპებს უგზავნიან. ეს კი შანსია, გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტა დააგროვო, რომელიც შენ სრულიად უფასოდ გერიცხება.

  4. ვალიდაციის პროცესი - თუკი რომელიმე პროექტის ფარგლებში ვალიდატორის როლი გაკისრია, მაშინ დიდი შანსია რომ ბლოკჩეინის ავტორმა შენ საჩუქრად და ჯილდოდ ამ ქსელის კრიპტოვალუტა დაგირიცხოს.

მნიშვნელოვანია რომ იცოდე, შესაძლოა შენს მიერ გამომუშავებული კრიპტო აქტივები სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგო, თუმცა ტესტ ნეტში გამომუშავებული თანხის უდიდესი ნაწილი სრულიად თავისუფალია წინასწარი საინვესტიციო მოთხოვნებისგან, ანუ შენ დროის დათმობის გარდა არანაირი ფინანსური ინვესტიცია არ მოგეთხოვება და შესაბამისად კრიპტოვალუტის დაკარგვა ნაკლებ მტკივნეულია.

რა ტესტ ნეტები არსებობს?

თითქმის ყველა ცნობილ ბლოკჩეინსა და კრიპტო პროექტს აქვთ ტესტ ნეტები. მათ შორის ისეთი ცნობილი კრიპტოვალუტებია, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და ა.შ. არიან.

თუმცა ჩვენს ბლოგში ძირითად ყურადღებას ეთერიუმის ქსელის ტესტ ნეტებზე გავამახვილებთ.

Sepolia ტესტ ნეტი

2021 წელს შექმნილი სეპოლიას ტესტ ნეტი Proof-of-authority (PoA) პრინციპზე მუშაობს. თუმცა მოგვიანებით სატესტო ქსელმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ყველასათვის ნაცნობ Proof-of-Stake (PoS)-ზე გადაერთო.

Sepolia ორიენტირებულია ზუსტად იმავე პროცესის შექმნაზე, რომელიც რეალურად ეთერიუმის ბლოკჩეინის შიგნით მიმდინარეობს. თუმცა, არსებობს მცირე განსხვავება - ტესტ ნეტი უფრო სწრაფი ქსელია. კრიპტო ტრანზაქციები აქ უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე რეალურად.

Ropsten ტესტ ნეტი

როპსტენის ეთერიუმის სატესტო ქსელი 2016 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და მას შემდგომ მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ეკოსისტემის განვითარებაში. მისი მუშაობის პრინციპი ცნობილ Proof-of-Work-ს ეფუძნება. ამ ტესტნეტის ფარგლებში დეველოპერებს გაცილებით მეტი სატესტო გარემო აქვთ ქსელზე შეტევისა და სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმების მიმართ.

2017 წელს დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მოქმედი პირი შეეცადა ეთერიუმის ქსელი კომპლექსური და მრავალრიცხოვანი ტრანსაქციების წყალობით შეეფერხებინა ან სულაც შეეჩერებინა, თუმცა სწორედ როპსტენზე დანერგილი უსაფრთხოების ზომების წყალობით, საფრთხე წარმატებით განეიტრალდა.

როგორ გამოვიყენო ტესტ ნეტი?

იმისათვის, რომ ტესტ ნეტში სრულად ჩაერთო, შენი წვლილი შეიტანო კრიპტოვალუტის ან ბლოკჩეინის განვითარებაში და პარალელურად შეძლო ფულის გამომუშავება, ამისავის დაგჭირდება:

  1. კრიპტო საფულე - ხომ იცი, სატესტო ქსელში ჩასართავად კრიპტოვალუტა გჭირდება და შესაბამისად, მათ შესანახად კრიპტო საფულე. ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი საფულე, რომელიც კრიპტო აქტივების შენახვისთვის გამოგადგება, იქნება ეს MetaMask, Coinbase თუ სხვა.

  2. მისამართის გენერირება - კრიპტო საფულის შექმნის შემდგომ, შენ ტესტ ნეტის საფულის მისამართის გენერირება დაგჭირდება, რათა სატესტო გარემოს ფარგლებში გადმორიცხული კრიპტოვალუტა შეინახო.

  3. კრიპტოვალუტა - პროცესში სრულფასოვნად ჩასართავად და ქსელის გასატესტად კრიპტოვალუტა გჭირდება. მათი მიღება სატესტო ქსელის პლატფორმაზე შეგიძლია ან სულაც - პირდაპირ ქსელისგან მოითხოვე.

  4. ბლოკჩეინი - ყველა ეტაპის გავლის შემდგომ კი, შემდეგი ნაბიჯი სატესტო ბლოკჩეინში ჩართვაა. დაუკავშირე ქსელს შენი კრიპტო საფულე, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას რომ კრიპტოვალუტა გადარიცხო, მიიღო ან ფორმალურად ივაჭრო. მუშაობის პრინციპი ყველა კრიპტოს შემთხვევაში ერთია, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა.

შეჯამება: ყველაფერი სატესტო ქსელის შესახებ!

ტესტ ნეტი კრიპტო ინდუსტრიის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, რათა დაინერგოს განახლებები და ახალი ფუნქციონალი, მთავარ ქსელში ჩარევის გარეშე. სატესტო ბლოკჩეინი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, რომ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გამოცადონ სხვადასხვა სიტუაციები.

ყველა დიდ კრიპტოვალუტას აქვს საკუთარი სატესტო ქსელი - ბიტკოინი, ეთერიუმი და ა.შ.

გარდა იმისა, რომ სატესტო ქსელი მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპია ყველა კრიპტო პროექტში, ის მომხმარებლებს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტო საფულის გენერირებით კი, შენც შეგიძლია ჩაერთო ამ პროცესში და სრულებითაც არ გჭირდება პროგრამირების ცოდნა.

Support