
ყველაზე პოპულარული ტოპ 5 კრიპტო აქტივი
შექმნის დღიდან კრიპტო ინდუსტრია სულ უფრო პოპულარული ხდება, შესაბამისად ჩნდება უამრავი კრიპტო, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიას უკავშირდება - მიმქოინები, ხელოვნური ინტელექტი (AI ქოინები), ფან ტოკენები და სხვა.
დღევანდელ ბლოგში კი, ვისაუბრებთ თუ რომელი ტოპ 5 კრიპტო არის ყველაზე პოპულარული ამ დიდ ინდუსტრიაში და რა პრინციპით მოხვდნენ ისინი ამ სიაში. ამის გამოსავლენად კი, კრიპტოს მონიტორინგის ყველაზე დიდი პლატფორმა, CoinMarketCap დაგვეხმარება.
ასევე, ამ კრიპტოს შესახებ გეტყვით რამოდენიმე საინტერესო ფაქტს და ზოგადად, სად შეიძლება მარტივად და იაფად კრიპტოს ყიდვა.
ბიტკოინი (BTC) - ყველაზე დიდი კრიპტო აქტივი
ციფრულ აქტივებზე საუბრისას პირველი აუცილებლად ყველაზე დიდი კრიპტო ბიტკოინი (BTC) უნდა ვახსენოთ. ეს ქოინი არის მსოფლიოში პირველი დეცენტრალიზებული აქტივი, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს უცნობი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ შეიქმნა, რომელსაც სატოში ნაკამოტოს სახელით ვიცნობთ. წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი ცდილობდა ამოეხსნა გამოცანა, თუ ვინ არის სატოში ნაკამოტო, მაგრამ პასუხი კვლავაც უცნობია.
კრიპტოს შექმნის მთავარი მიზანი, ადამიანებისათვის დეცენტრალიზებისა და ჭეშმარიტი ფინანსური თავისუფლების მიცემა იყო. ბიტკოინი კი, ნამდვილად არის აქტივი, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და მისი გამოყენება უკავშირდება ანონიმურობას, უსაფრთხოებასა და ფინანსურ თავისუფლებას.
ამ ყოველივეს მისაღწევად კი, ბიტკოინს ამავე სახელწოდების საკუთარი, დამოუკიდებელი ბლოკჩეინი აქვს, რომლის განმტკიცებაშიც მსოფლიოს გარშემო უამრავი კომპიუტერია ჩართული.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გამოცდილება გაქვს კრიპტო ინდუსტრიაში, ნებისმიერ შემთხვევაში გექნება გაგონილი ბიტკოინი. სწორედ ამიტომ არის ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტო CoinMarketCap-ის მონაცემებით.
ამჟამად ბიტკოინის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონს უტოლდება, რომლითაც პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს. საუკეთესო მაჩვენებელი კრიპტოს ასევე ფასის კუთხითაც აქვს, კრიპტოს ყიდვა დაახლოებით $60,000 ფარგლებშია შესაძლებელი.
თუ გაინტერესებს, როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა მარტივად, შეგიძლია ლინკს მიჰყვე.
საინტერესო ფაქტები ბიტკოინზე:
- დაკარგული ბიტკოინი - ბიტკოინს სასრული რაოდენობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ ჯამურად 21 მილიონი ბიტკოინი ჩაეშვება მიმოქცევაში. ამჟამად შექმნილი ბიტკოინების დაახლოებით 20% სამუდამოდ დაკარგულია. ზოგიერთი მათგანი არასწორ მისამართზე გადაირიცხა, ზოგიერთი მათგანი კი, კრიპტო საფულეშია დარჩენილი, რომელთა პაროლებიც მფლობელებს დაკარგული აქვთ.
- უფასო ბიტკოინი - 2010 წელს დეველოპერმა სახელად Gavin Andresen-მა შექმნა ვებ-გვერდი, რომელიც ვიზიტორებს უფასოდ 5 ბიტკოინს ჩუქნიდა. 14 წლის წინ ამ რაოდენობის ბიტკოინის ფასი ძალიან მცირე იყო, თუმცა დღეს დაახლოებით $30 000 000 ტოლი იქნებოდა.
- ბიტკოინი და FBI - ერთ დროს FBI ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფლობელი იყო. 2013 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დახურა არალეგალური ვებ-გვერდი, რომელზედაც ადამიანები ანონიმური ბუნების გათვალისწინებით, ბიტკოინით ვაჭრობდნენ. ჩამორთმეული ბიტკოინი კი, FBI-ის საკუთრებაში გადავიდა, შემდგომ კი, გასაყიდად აუქციონზე გამოვიდა.
ეთერიუმი (ETH) - ჭკვიანი კონტრაქტები
სიდიდითა და პოპულარობით რიგით მეორე კრიპტო აქტივი ეთერიუმია (ETH), რომელსაც $390 მილიარდიანი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
ეთერიუმი კრიპტო ინდუსტრიაში 2015 წელს გამოჩნდა და მას ღია ტიპის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი აქვს, რომლის გამოყენებითაც დეველოპერებს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ჭკვიანი კონტრაქტების შექმნა შეუძლიათ.
ჭკვიანი კონტრაქტი იმგვარი ტიპის გარიგებაა, რომელიც ძალაში მაშინ შედის, თუკი ორივე მხარე შეასრულებს დათქმულ და წინასწარ განსაზღვრულ პირობას. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ჭკვიანი კონტრაქტის შექმნის პირობებში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით ფუნქციონირებს, რომელიმე მხარე დაუცველი დარჩეს.
გარდა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციისა, ეთერიუმი ბიტკოინის შემდგომ მეორე ადგილის ღირებულებითაც იკავებს. ETH-ს ფასი ამჟამად დაახლოებით $3000 ფარგლებში მერყეობს და მისი მარტივად ყიდვა კრიპტალზე შეგიძლია.
საინტერესო ფაქტები ეთერიუმზე:
- ჭკვიანი კონტრაქტები - ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმს გაცილებით დიდი როლი აქვს, ვიდრე უბრალოდ ტრანზაქციების შესრულებაა. ეთერიუმის წყალობით შესაძლებელია ჭკვიანი კონტრაქტების დადება, რომელიც წინასწარ დათქმული პირობის შესრულების შემთხვევაში, ავტომატურად აღსრულდება.
- თანხების აგროვება - 2014 წელს, როდესაც ეთერიუმის პროექტი საწყის ეტაპზე იყო, განვითარებისთვის სახსრები ბიტკოინის გამოყენებით გროვდებოდა. ჯამურად პროექტის განვითარებისათვის $18 მილიონი შეგროვდა.
- ვიტალიკ ბუტერინი - ეთერიუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს თინეიჯერ, 19 წლის ვიტალიკ ბუტერინს გაუჩნდა. ახალი კრიპტოს შექმნის მიზეზი ბიტკოინის მინუსები იყო, რის შემდგომაც ვიტალიკმა Whitepaper გამოაქვეყნა.
Tether (USDT) - კრიპტო დოლარი
ტეზერი, იგივე USDT ჩვენს სიაში არსებულ კრიპტოებს შორის ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია. კრიპტო CoinMarketCap-ის სიაში სიდიდით მესამე ციფრული აქტივია, რომლის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციაც $110 მილიარდია.
მაგრამ, გაინტერესებს რატომ არის ეს კრიპტო ყველასგან გამორჩეული და რატომ მოიხსენიებენ მას ხშირად კრიპტო დოლარად? USDT-ის ფასი მუდმივად $1 ტოლია, ანუ მისი ღირებულება მიბმულია USD-ის (ა.შ.შ. დოლარის) ღირებულებაზე.
ამგვარი ტიპის აქტივს სტაბილური კრიპტო ჰქვია, რადგან მისი ფასი, სხვა აქტივებისაგან განსხვავებით, მუდმივად სტაბილურ ნიშნულზეა.
მისი სტაბილური ფასიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი იყენებს ამ კრიპტოს საერთაშორისო გადარიცხვებისა და ტრანზაქციებისათვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გამოირჩევა დაბალი საკომისიოებითა და ნაკლები შეზღუდვებით, რომელიც ტრადიციულ ფიატ ვალუტებს არ ახასიათებთ.
საინტერესო ფაქტები USDT-ზე:
- სტაბილური აქტივების პიონერი - ტეზერი პირველი ციფრული აქტივია, რომელიც სტაბილურ კრიპტოდ პოზიციონირდა. მისი მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს სტაბილურობა, გამჭვირვალობა და დაბალი საკომისიოები. ერთი USDT-ის ფასი მუდმივად ერთი USD-ის ტოლია.
- ლიკვიდურობა და გავლენა ბაზარზე -USDT-ის კრიპტო ბაზარზე ლიკვიდურობის მიწოდებით კრიტიკული როლი აქვს. ის კრიპტო ბირჟებს შორის აქტივების სწრაფად, ტრადიციული საბანკო სერვისების გვერდის ავლით მიმოცვლისათვის გამოიყენება. ეს კი, USDT-ის მნიშვნელოვან კრიპტო აქტივად აქცევს.
BNB (BNB) - ბაინანსი და მისი კრიპტო აქტივი
2017 წლის ივლისში მსოფლიოში ყველაზე დიდმა კრიპტო ბირჟა ბაინანსმა საკუთარი კრიპტო, სახელად BNB ჩაუშვა მიმოქცევაში. ეს ციფრული აქტივი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც სავაჭრო კრიპტო არა მხოლოდ ბაინანსის პლატფორმაზე, არამედ მსოფლიოს გარშემო დეცენტრალიზებულ თუ ცენტრალიზებულ ბირჟებზე. მაგრამ, კრიპტოს აქვს ერთი დამატებითი ფუნქცია, ის ბაინანსზე ასრულებს ფიატ ვალუტის - ა.შ.შ. დოლარის - ალტერნატივას.
ბაინანსზე კრიპტოს ყიდვა, ისეთის როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან სულაც USDT არის, შეგიძლია BNB-ის დახმარებით. კრიპტო დაფუძნებულია ეთერიუმის ბლოკჩეინზე, ამ ქსელის მრავალი უპირატესობის გამო. თუმცა, 2019 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რა დროსაც აქტივი ეთერიუმის ქსელიდან, საკუთარ მშობლიურ ქსელზე გადავიდა.
BNB ყველაზე დიდ და პოპულარულ კრიპტოებს შორის მე-4 ადგილს იკავებს საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის დიდი მოცულობით - $88 მილიარდი. ხოლო თუ ამ კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე, მისი ერთეულის ღირებულება $600 ფარგლებში მერყეობს. მაგრამ, ხომ გახსოვს, BNB ყიდვა ნაწილ-ნაწილაც შეგიძლია და საჭირო არ არის რომ აქტივი სრულად შეიძინო.
საინტერესო ფაქტები BNB-ზე:
- მიზნები - კრიპტო აქტივი BNB მიმოქცევაში წინასწარი გაყიდვის პრინციპით 2017 წელს ჩაეშვა, 11 დღით ადრე, ვიდრე თავად კრიპტო ბირჟა ბაინანსი გაეშვებოდა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ აქტივი საკომისიო გადასახადების შესამცირებლად იქნებოდა გამოყენებული, თუმცა მოგვიანებით კრიპტომ გაცილებით მეტი როლი მიიღო.
- ტოკენების დაწვა - რათა შენარჩუნდეს კრიპტოს ფასი და გათვალისწინებულ იქნას ინფლაციური რისკები, ბაინანსი პერიოდულად წვავს BNB-ის მიმოქცევაში არსებულ ტოკენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაინანსი ყიდულობს კრიპტოს უკან და შემდგომ გარკვეულ რაოდენობას ანადგურებს, რითაც ამცირებს აქტივების რაოდენობას. ქმედება იწვევს ბაზარზე არსებული კრიპტოების რაოდენობის შემცირებასა და ფასის დასტაბილურებას.
სოლანა (SOL) - სწრაფი კრიპტო აქტივი
სიდიდითა და პოპულარობით რიგით მეხუთე კრიპტო, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $61 მილიარდს უტოლდება, სოლანაა. ეს მაღალი ეფექტურობის, სწრაფი და დაბალი საკომისიოების მქონე კრიპტოა, რომელიც ტრადიციულად სავაჭრო მიზნებისთვის გამოიყენება - როგორც საინვესტიციო აქტივი, ასევე გადარიცხვებისა და გადახდებისათვის გამოსადეგი ვალუტა.
გარდა ამისა, სოლანას კრიპტო მუშაობს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში, მისი ბლოკჩეინი კი სწორედ ამგვარი აპლიკაციების შესაქმნელად იდეალური გზაა უსაფრთხოების, სიმარტივისა და ეფექტურობის გამო.
სოლანას მრავალი ტიპის დანიშნულება, ამ ქოინს მიმზიდველ აქტივად აქცევს. თუკი შენც მოგინდა კრიპტოს ყიდვა, ეს ყველაზე მარტივად და დაბალი საკომისიოებით კრიპტალზე შეგიძლია. კრიპტოს ფასი კი ამჟამად $135 ფარგლებში მერყეობს.
საინტერესო ფაქტები Solana-ზე:
- სისწრაფე - სოლანა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კრიპტო. აქტივს წამში 50 000 ტრანზაქციის გატარება და დამუშავება შეუძლია, რომლის წყალობითაც კრიპტო სამყაროში ყველაზე სწრაფი ბლოკჩეინის სტატუსითაც სარგებლობს.
- დაბალი საკომისიო - მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციები სოლანას ბლოკჩეინში ელვის სისწრაფით დასტურდება, აქტივი მაინც ინარჩუნებს დაბალ საკომისიოებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არის კრიპტო სოლანა მიმზიდველი ციფრული აქტივი დეველოპერებისა და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებში.
შეჯამება - დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე 5 კრიპტო აქტივი
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ჩვენს სიაში მოხვედრილი ტოპ 5 კრიპტო ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივები არიან და ისინი ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციით გამოირჩევიან.
საბაზრო კაპიტალიზაცია კი, ცირკულაციაში არსებული კრიპტოების რაოდენობისა და მათი ღირებულების ნამრავლია, ამით კი CoinMarketCap-ის მონაცემებით ბიტკოინი, ეთერიუმი, BNB, სოლანა და USDT ლიდერობს.
გაითვალისწინე, ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველა კრიპტოს ყიდვა კრიპტალზე შეგიძლია, მარტივად და დაბალი საკომისიოებით.
კრიპტო ლექსიკონი
- კრიპტო აქტივი - ციფრული და დეცენტრალიზებული კრიპტო აქტივი, რომელიც ონლაინ არის მიმოქცევაში
- ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია - მიმოქცევაში ჯამურად არსებული კრიპტოების საერთო ღირებულება
- ბიტკოინი (BTC) - ყველაზე დიდი კრიპტო აქტივი
- ეთერიუმი (ETH) - ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო
- Whitepaper -კრიპტოს მუშაობის პრინციპებისა და სტრატეგიის საინფორმაციო დოკუმენტი
- სტაბილური კრიპტო აქტივი - კრიპტო აქტივი, რომლის ღირებულებაც მუდმივად სტაბილურ ნიშნულზეა და ერთი და იმავე ფასი აქვს
- ლიკვიდურობა -რამდენად სწრაფად შეგიძლია სასურველი კრიპტოს ყიდვა & გაყიდვა ლოდინის გარეშე
- ტოკენების დაწვა - კრიპტოს სხვადასხვა გზებით ცირკულაციიდან სამუდამოდ ამოღება და ამით მისი ღირებულების შენარჩუნება და ინფლაციური რისკების აღმოფხვრა
- სოლანა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფი კრიპტო აქტივი
- USDT -სტაბილური კრიპტო, რომლის ფასიც მუდმივად ერთი ა.შ.შ. დოლარის ტოლია