Სარჩევიchevron-down
რა არის Bitcoin Dominance Chart?
ბიტკოინის დომინანტობა როგორც საბაზრო მდგომარეობის განმსაზღვრელი
Bitcoin Dominance vs Altcoin Dominance
რა არის “ალტქოინების სეზონი“?
რა ფაქტორები მოქმედებენ ბიტკოინის დომინაციაზე?
როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
Georgian text on the left side of the visual with Bitcoin Chart on the right side 1000x300
2025-02-21clock5 minutes

რა არის Bitcoin Dominance Chart?

ბიტკოინის დომინაცია, ანუ Bitcoin Dominance, არის მაჩვენებელი, რომელიც მთლიანი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციაში ბიტკოინის პროცენტულ შემადგენლობას გვიჩვენებს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იმის გაგებაში, თუ რა გავლენა აქვს ბიტკოინს სხვა ციფრულ აქტივებთან მიმართებაში. მაღალი დომინანტური პროცენტი მიგვანიშნებს, რომ ბიტკოინი საერთო ბაზრის მნიშვნელოვან პროცენტულ წილს იკავებს, ხოლო დაბალი პროცენტი - ალტერნატიული კრიპტოები (ალტქოინები) ჭარბობენ.

მაგალითად, თუკი ბიტკოინის დომინანტობის პროცენტი 20% ტოლია, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი კრიპტო ბაზრის ღირებულების 20% BTC-ზე მოდის. პროცენტული მაჩვენებელი ხშირად იცვლება და ის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც ინვესტორების სენტიმენტი, საბაზრო ტენდენციები და ალტქოინების მზარდი სტატისტიკაა.

როგორ გამოითვლება ბიტკოინის დომინაციის პროცენტული მაჩვენებელი

ბიტკოინის დომინანტობის პროცენტული მაჩვენებელი მარტივი მათემატიკური ფორმულით გამოითვლება:

(ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია/მთლიანი კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაცია) X 100 = ბიტკოინის დომინანტობის %

ეს ფორმულა გვეხმარება გავიგოთ ბიტკოინის საბაზრო წილი ყველა სხვა კრიპტო აქტივთან მიმართებაში.

ბიტკოინის დომინაციის მოკლე ისტორია

2009 წელს, როდესაც ბიტკოინი შეიქმნა, ის ერთადერთი კრიპტო აქტივი იყო. ბუნებრივია, მაშინ დომინანტობის მაჩვენებელი 100% აფიქსირებდა, ვინაიდან ბაზარზე სხვა აქტივი არ არსებობდა. მაგრამ, დროის გასვლასთან ერთად, სხვა ისეთი ქოინები გამოჩნდნენ, როგორიც ეთერიუმი, BNB და სოლანა არიან - ბიტკოინის დომინანტობამ კი, კლება დაიწყო.

ბიტკოინის დომინანტობის ისტორიულ მაჩვენებელზე თვალის მიდევნებით კლების ტენდენცია ჩანს, რაც ალქტოინებისა პოპულარობის ზრდამ გამოიწვია. ამ ქოინებმა ბაზარზე ახალი, უნიკალური ბლოკჩეინი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები შემოიტანეს, იქნება ეს ჭკვიანი კონტრაქტები, დეცენტრალიზებული აპლიკაციები თუ სხვა, ამან კი ინვესტორების ინტერესი ბიტკოინიდან სხვა კრიპტო აქტივებზეც გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინი, რომელიც მთლიანი ბაზრის სიჯანსაღესა და ტენდენციებს განსაზღვრავს. კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ და გამოყენებად კრიპტო აქტივად.

ბიტკოინის დომინანტობა როგორც საბაზრო მდგომარეობის განმსაზღვრელი

იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინის დომინანტობა მარტივი კონცეპტია, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანი საბაზრო მდგომარეობისა და სენტიმენტების განსაზღვრაში. ინვესტორები და ტრეიდერები ხშირად აკვირდებიან ამ მაჩვენებელს, რათა განსაზღვრონ საით მიდის ბაზარი.

კრიპტო სამყაროში ბიტკოინი შედარებით უსაფრთხო და სტაბილურ აქტივად ითვლება, სწორედ ამიტომ, საბაზრო ტურბულენტობის დროს, ინვესტორები ხშირად BTC-სკენ იხრებიან და ბიტკოინის ყიდვა კარგი გამოსავალი ხდება. ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნა ზრდის დომინანტობის მაჩვენებელს, რაც უფრო სარისკო ალტქოინებისგან დისტანცირებაზე მიგვანიშნებს. როდესაც იზრდება დომინანტობა, ხშირად ეს Bear Market მოასწავებს, რა დროსაც თრეიდერები თავიანთი აქტივებს, მეტი უსაფრთხოებისთვის, ბიტკოინში ცვლიან.

მეორე მხრივ, როდესაც ბიტკოინის დომინანტობა იკლებს, ეს სხვა ალტქოინებისა და მთლიანი ბაზრის მიმართ ნდობის ზრდას ნიშნავს. ინვესტორები თავიანთი აქტივებს სხვა ქოინებში ცვლიან და შესაბამისად - დიდ პროცენტულ ზრდას ელოდებიან. ეს ტენდენცია კი, Bull Market-ზე მიგვანიშნებს, რა დროსაც ადამიანები მეტი სარგებლის მისაღებად რისკს არ ერიდებიან.

ბიტკოინის დომინაცია და ბაზრის ტენდენცია

  • მაღალი დომინანტობა = Bear Market
    როდესაც საერთო საბაზრო კაპიტალიზაციაში ბიტკოინის წილი იზრდება, ეს ბაზარზე შიშსა და გაურკვევლობას ნიშნავს.

  • დაბალი დომინანტობა = Bull Market
    ბიტკოინის დომინირების შემცირება მიანიშნებს ბაზარზე და ალტკოინების მიმართ ოპტიმიზმის გაჩენას, რაც პოტენციურად ფასების ზრდას ნიშნავს.

სხვა ინდიკატორებთან ერთად, ბიტკოინის დომინანტობის წილზე თვალის მიდევნება, თრეიდერებსა და ინვესტორებს ეხმარება მიიღონ უფრო ინფორმაციული გადაწყვეტილებები რომელიმე კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის შესახებ.

Bitcoin Dominance vs Altcoin Dominance

ალტქოინების დომინირება ბაზრისთვის ბიტკოინის დომინირების საპირისპირო მაჩვენებელია. ის გვიჩვენებს ყველა კრიპტო აქტივის საერთო საბაზრო მოცულობას ბიტკოინის გამოკლებით, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ალტქოინების გათვალისწინებით, როგორიც ეთერიუმი (ETH), სოლანა (SOL), ბაინანს ქოინი (BNB) და სხვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ETH და SOL ერთ-ერთ მთავარ კრიპტო აქტივებად მოიხსენიებიან, ისინი მაინც ალტქოინებად კლასიფიცირდებიან.

როგორ გამოითვლება ალტქოინების დომინაციის პროცენტული მაჩვენებელი

(ალტქოინების საბაზრო კაპიტალიზაცია/მთლიანი კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაცია) X 100 = ალტქოინების დომინაციის %

ბიტკოინი და სხვა ალტქოინები ერთად ქმნიან მთლიან კრიპტო ბაზარს, შესაბამისად ბიტკოინის დომინანტობა და სხვა კრიპტო აქტივების დომინაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

დომინაციის ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვან წარმოდგენას გვაძლევს ბაზრის ზოგად სენტიმენტზე:

  • ბიტკოინის მაღალი დომინაცია = ალტქოინების დაბალი დომინაცია = Bear Market
    როდესაც ბიტკოინს ბაზრის დიდი წილი უჭირავს, ეს ინვესტორების სიფრთხილეზე მიგვანიშნებს. ტრეიდერებს აქტივები BTC-ში, როგორც უსაფრთხო აქტივში, გადააქვთ.

  • ბიტკოინის დაბალი დომინაცია = ალტქოინების მზარდი დომინაცია = Bull Market
    როდესაც ეცემა ბიტკოინის პროცენტული წილი - იზრდება ალტქოინების. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე სხვა კრიპტო აქტივების მიმართ ნდობა გაჩნდა და ფასების ზრდა არის მოსალოდნელი.

რა არის ალტქოინების სეზონი“?

ალტქოინების წილისა და შესაბამისად, დომინირების ზრდა ხშირად მოიხსენიება, როგორც „ალტქოინების სეზონი“. ეს არის პერიოდი, როდესაც ალტქოინები ბიტკოინს ბაზრის წილის მაჩვენებლით საგრძნობლად აღემატება. კრიპტო თრეიდერებისთვის ალტქოინების სეზონი ახალ წელს ჰგავს, თუმცა ცუდი საჩუქრების ნაცვლად ისინი ფასების სწრაფ ზრდასა და მოგებას იღებენ.

თუკი ბიტკოინის დომინანტობა იკლებს, ეს ალტქოინების სეზონს მოასწავებს, მას კი პოტენციურად თითქმის ყველა კრიპტოს ფასის ზრდა მოჰყვება.

რა ფაქტორები მოქმედებენ ბიტკოინის დომინაციაზე?

ბიტკოინის დომინირება სტატიკური მაჩვენებელი არ არის - ის ხშირად იცვლება და მასზე კრიპტო ბაზარზე არსებული მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. განსაკუთრებით კი, რამდენიმე ისეთი ფაქტორი მოქმედებს, როგორიც ბაზრის განწყობა, ახალი რეგულაციები, დიდი თრეიდერების ანუ ვეშაპების ქმედებები და უბრალოდ მნიშვნელოვანი მოვლენებია.

1. მნიშვნელოვანი მოვლენები

ბიტკოინის დომინანტობის განსაზღვრაში წვლილი ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან მოკლევადიან და გრძელვადიან მოვლენებს შეაქვთ:

  • მოკლე-ვადიანი: ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც Bitcoin ETF-ების გამოსვლა ან ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდაა, მოკლევადიან გავლენას ახდენს აქტივის დომინაციის ზრდაზე.
  • გრძელ-ვადიანი: ბიტკოინის დომინაციის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთ მოვლენებს, როგორიც ბიტკოინის განახევრება, ინსტიტუციური აქტორების გამოჩენა და ბლოკჩეინის დახვეწაა.

2. ბაზრის განწყობა

ბიტკოინის დომინაციაში მნიშვნელოვანი როლი ინვესტორებისა და თრეიდერების განწყობებს შეაქვს:

  • ნეგატიური განწყობა: ეკონომიკური ტურბულენტობის დროს, ინვესტორები თავიანთ კრიპტო აქტივებს BTC-ში ინახავენ, ეს კი მის პროცენტულ წილს ზრდის.
  • პოზიტიური განწყობა: როდესაც ალტქოინების მიმართ ნდობა იზრდება, ინვესტორები თავიანთი აქტივების დივერსიფიცირებას ახდენენ, შესაბამისად - იკლებს ბიტკოინის დომინაციაც.

3. რეგულაციები

ბიტკოინის დომინაციაზე მოქმედი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მთავრობების მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციებია:

  • პოზიტიური რეგულაციები: თუკი რომელიმე ქვეყანა ბიტკოინს, როგორც გადახდის მეთოდს ან მის ETF-ებს დაამტკიცებს, ეს მის დომინაციას ზრდის.
  • ნეგატიური რეგულაციები: თუკი მთავრობები გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ ბიტკოინის მაინინგზე, ვაჭრობასა ან ფლობაზე, ეს ინვესტორებს სხვა კრიპტო აქტივებისკენ გახედვას აიძულებს, შესაბამისად მცირდება BTC დომინანტური როლიც.

რადგანაც ეს ფაქტორები მუდმივად იცლება, ბიტკოინის დომინანტურობის გრაფაზე დაკვირვება თრეიდერებს მნიშვნელოვნად ეხმარება მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?

ბიტკოინის ფასი ზრდასთან ერთად უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. მომხმარებლებს, დამწყებებს თუ უკვე კარგად გამოცდილებს, უჩნდებათ კითხვა, სად არის შესაძლებელი, ყველაზე მარტივად და მომგებიანად, ბიტკოინის ყიდვა.

ამისათვის იდეალური ადგილი Cryptal არის, სადაც დამწყები თუ გამოცდილი თრეიდერი, ერთნაირი სიმარტივით შეძლებს BTC ყიდვას.

ამისათვის ბირჟაზე რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • ბიტკოინის ყიდვა ბირჟაზე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ბირჟის გამოყენებაა. ციფრულ მარკეტში თავს კრიპტო აქტივების ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონეა დამიანები იყრიან. აქ მარტივად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ბიტკოინის გაყიდვით არის დაინტერესებული. BTC მიღება კი, Spot ბირჟის დახმარებით, საუკეთესო ფასად არის შესაძლებელი.

  • ბიტკოინის ყიდვა მომენტალურად - თუ მომხმარებელს უნდა, რომ ბიტკოინი მომენტალურად იყიდოს, ამისათვის კონვერტაცია არსებობს. ის აქტივის მიღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა და მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფესა და მოხერხებულობაში მდგომარეობს.

  • ბიტკოინის ყიდვა Visa/Mastercard ბარათით - BTC ყიდვა სხვადასხვა ბანკის Visa/Mastercard ბარათებით არის შესაძლებელი. საჭიროა სასურველი რაოდენობის კრიპტოს მითითება და შემდგომ ყიდვაზე დაკლიკვა. ბიტკოინი საფულეში მარტივად და სწრაფად გაჩნდება.
Support