რას გაიგებ ბიტკოინში ინვესტირების შესახებ?
დამწყებთათვის ბიტკოინში ინვესტირება შესაძლოა რთულ და კომპლექსურ მოვლენად ჩანდეს. როგორც ყველა ინვესტიციას, კრიპტოვალუტასაც ახლავს თან გარკვეული რისკები. ამ კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა ხშირად იცვლებოდეს, ხან მაღლა ადიოდეს, ხანაც დაბლა ჩამოდიოდეს, ამ ყოველივემ კი, დიდი გავლენა იქონიოს შენს ინვესტიციაზე.
დამწყები და უკვე გამოცდილი თრეიდერებიც ხშირად სვამენ კითხავს - ახლა კარგი დროა ბიტკოინის საყიდლად? - ამ ბლოგში ვერ ნახავ ფინანსურ რჩევას, თუმცა შევეცდებით ამ კითხვას ვუპასუხოთ და ყველაფერი მარტივად მოგიყვეთ. კრიპტო სამყაროში ფეხის შედგმამდე უმნიშვნელოვანესია, რომ შესაბამისი ცოდნა გქონდეს.
მოკლედ, აქ მარტივად გაიგებ, რა არის ბიტკოინი, როგორ მუშაობს ის, რა აძლევს ამ ციფრულ ვალუტას ღირებულებას და რა რისკებთან თუ სარგებელთან არის დაკავშირებული ბიტკოინში ინვესტირება. ასევე, გეტყვით სად შეგიძლია ბიტკოინის ყიდვა და როგორ შეინახო კრიპტოვალუტა.
რა ღირს 1 ბიტკოინი და რა აძლევს ფასს მას?
ამჟამად 1 ბიტკოინის ღირებულება $34,000 ფარგლებში მერყეობს, კრიპტოვალუტას ღირებულებას კი, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აძლევს:
- ღირებულების ზრდა: ისტორიულად და სტატისტიკურად ბიტკოინის ფასი ბევრჯერ გაზრდილა, რაც საგრძნობი კრიპტო შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს უამრავი ადამიანისათვის. ეს გასულ თვეშიც დადასტურდა, სადაც ბიტკოინმა მხოლოდ ოქტომბრის ჭრილში 30%-მდე ზრდა დააფიქსირა.
- ლიმიტირებული რაოდენობა: ბიტკოინი სამყაროში ლიმიტირებულად, სულ 21 მილიონი იქნება. ეს მონაცემი მის კოდშია ჩაბეჭდილი.
- დეცენტრალიზებულობა: ბიტკოინს არ ჰყავს ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მისი სურვილის მიხედვით შეცვლის „თამაშის წესებს“.
- გამოყენებადობა: ბიტკოინის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები ნაკლებ შუამავალს ნიშნავს, ნაკლები შუამავალი კი, ნაკლებ საკომისიოებს.
- ანონიმურობა: მაშინ, როდესაც საჯარო ჟურნალში ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომია, იდენტობები დაფარული და
რა დაგჭირდება ბიტკოინში ინვესტირებისთვის და რა ნაბიჯები უნდა გაიარო?
იმისათვის, რომ კრიპტოვალუტებში შეაბიჯო, საჭიროა რამოდენიმე ნაბიჯი გაიარო და ყველა საჭირო ინფორმაცია თუ ხელსაწყო მოიძიო. შენ აუცილებლად დაგჭირდება:
- ბიტკოინის საფულე: შენი ბიტკოინის უსაფრთხოდ და მარტივად შენახვისათვის საჭიროა, რომ ციფრული საფულე გქონდეს - ცხელი ან ცივი.
ერთ-ერთ ქართულ კრიპტო ბირჟა კრიპტალზე, სულ ერთი კლიკით შეგიძლია ნებისმიერი კრიპტოვალუტის საფულე დააგენერირო და შენი სურვილისამებრ გამჭვირვალედ მართო.
თუ კრიპტო საფულის შესახებ მეტი ინფორმაცია გინდა გაიგო, გაეცანი ჩვენს ბლოგს:
რა უნდა იცოდე კრიპტო საფულის შესახებ?
- კრიპტო ბირჟა: კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში შებიჯებისას მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კრიპტო ბირჟა შეარჩიო, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებით, დაცვის სისტემებითა და ბიტკოინის ყიდვა გაყიდვის სიმარტივით.
უკეთესად რომ გაიგო, თუ რამხელა როლს ასრულებენ ბირჟები კრიპტო ინდუსტრიაში, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო:
მარტივად: რა არის კრიპტო ბირჟა?
- Fiat-ის კრიპტოში კონვერტაცია: მნიშვნელოვანია, რომ შენ მარტივად შეძლო კრიპტოვალუტის ყიდვა Fiat ვალუტის დახმარებით და შემდგომ შენზე მორგებული ხერხით ბიტკოინის ყიდვა.
- სტრატეგია: კრიპტოვალუტებში ინვესტირება, მათ შორის ბიტკოინში, რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ, როგორც თრეიდერსა და ინვესტორს გქონდეს შენზე და შენს მიზნებზე შესაბამისი სწორი სტრატეგია და მიდგომები.
ნაბიჯი 1-ელი: ბიტკოინის საფულე
შენი ბიტკოინის უსაფრთხოდ შესანახად საჭიროა შესაბამისი საფულე, რომელსაც ბიტკოინის საფულე ჰქვია და ასეთი მოწყობილობები ძირითადად ორი ტიპის არიან.
ერთ-ერთი ასეთი ტიპის „მოწყობილობა“ ბიტკოინის შესანახად ცხელი საფულეა, რომელიც ინტერნეტთან მუდმივად მიერთებულია და ის უზრუნველყოფს შენი ბიტკოინის, როგორც მარტივ გადარიცხვებს, ასევე მის განუსაზღვრელი დროით შენახვას. ასეთი ტიპის საფულეს, აქვს როგორც თავისი პლიუსები, ასევე მინუსები. ბაზარზე არსებობს რამოდენიმე ტიპის საუკეთესო და TOP 5 „ცხელი საფულე“, რომელიც შენი კრიპტოვალუტებისთვის შეგიძლია გამოიყენო.
შენი ბიტკოინის „ცხელ საფულეში“ შესანახად შეიძლება კრიპტალის საფულე გამოგადგეს, რომლის დაგენერირებასაც ზუსტად ერთი კლიკი ჭირდება.
რაც შეეხება მეორე ტიპის მოწყობილობებს, რომლებიც „ცივი საფულის“ სახელით არიან ცნობილნი, სხვაგვარი მუშაობის პრინციპი აქვთ, თუმცა მათი დანიშნულებაც იგივეა - შეინახონ შენი კრიპტო აქტივები და ბიტკოინი უსაფრთხოდ. ასეთი ტიპის მოწყობილობები ქსელთან არ არიან დაერთებულნი, რაც უფრო მეტ დაცვას წარმოადგენს ონლაინიდან მომავალი საფრთხეების მიმართ. მათთვის, ვინც ბიტკოინის გრძელვადიან პერიოდში შენახვას გეგმავს, ცივი საფულეები კარგი არჩევანია. თუმცა, ცივი საფულეები გადარიცხვების გაკეთებაში ნამდვილად მოიკოჭლებენ. ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს ამგვარი მოწყობილობები და მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ამოარჩიოს საუკეთესო „ცივი საფულეები“ უამრავ არჩევანს შორის.
გილოცავ, ბიტკოინის ინვესტირების დაწყებამდე პირველი ნაბიჯი უკვე გაიარე.
ნაბიჯი მე-2: სწორი ონლაინ კრიპტო ბირჟის შერჩევა
შენზე მორგებული კრიპტო ბირჟის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ყოველი პლატფორმის თავისებურებები, თუმცა ყველა ბირჟას უნდა ჰქონდეს საერთო მახასიათებლები - უსაფრთხოება, დაბალი საკომისიოები და კრიპტოვალუტების დიდი არჩევანი. ეს ის თვისებებია, რომლებიც აუცილებელია კრიპტო ბირჟას ჰქონდეს, დანარჩენი კი, დამატებითი უპირატესობებია, რომლებიც შესაძლოა ზოგიერთი თრეიდერისთვის სასარგებლო იყოს, ზოგიც კი მას საერთოდ არ იყენებდეს.
როგორც ვთქვით, ბირჟები ინვესტორის საჭიროებებს უნდა მოერგოს და არჩევანი სრულიად ინდივიდუალურია, თუმცა თუ გინდა, რომ პოპულარული კრიპტოვალუტები შეიძინო მარტივად, უსაფრთხოდ და ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ამაში პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი დაგეხმარება.
ნაბიჯი მე-3: Fiat-ის კრიპტოში კონვერტაცია და ბიტკოინის ყიდვა
კრიპტალზე შეგიძლია სამი ფიატ ვალუტის დახმარებით შეიძინო კრიპტოვალუტა. შენს ანგარიშზე შეგაქვს ლარი, ევრო ან ა.შ.შ დოლარი, რომელიც ავტომატურად კონვერტირდება ტოლარში, ტოევროში, და ტოდოლარში.
შემდგომ კი, ბიტკოინის საყიდლად ორი გზა გზა არსებობს:
- კონვერტაცია: კრიპტალის კონვერტაციის ფუნქცია განკუთვნილია კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად ბიტკოინის მარტივად და სწრაფად ყიდვისთვის. მაშინ, როდესაც კრიპტო სამყაროში ფასების დინამიკა სწრაფად იცვლება, შესაძლოა წამები მნიშვნელოვანი იყოს, დამატებით თუ ახლა დგამ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს, ბიტკოინის საყიდლად კონვერტაციაზე მარტივ გზას ვერ იპოვი.
მისი დახმარებით შეგიძლია რამოდენიმე კლიკით იყიდო ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტები, როგორებიც არიან ბიტკოინი, ეთერიუმი, USDT და ა.შ. ისინი შეგიძლია გადაცვალო კრიპტალზე ფიატ ვალუტის ექვივალენტ ტოლარში, ტოდოლარსა და ტოევროში. დამატებით თუ რაიმე სხვა კრიპტოვალუტას ფლობ, შეგიძლია ისინი პირდაპირ კრიპტოში გადაცვალო, მაგალითად ეთერიუმი ბიტკოინში და ა.შ.
- Spot ბირჟა: წარმოიდგინე, რომ Spot ბირჟა ჰგავს ციფრულ ბაზარს, სადაც მყიდველები და გამყიდველები ერთად იყრიან თავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა „მიხვიდე“ თუ ბიტკოინის ყიდვა გაყიდვა გსურს. ბირჟაზე შენ ათავსებ ყიდვის სურვილს, უთითებ რა რაოდენობის ბიტკოინი გინდა და რა ფასად ხარ მზად ის შეიძინო, შემდგომ კი ელოდები მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენას, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ბიტკოინს შენს მიერ დათქმული პირობებით მოგყიდის.
Spot ბირჟები გამოირჩევიან ინვესტორისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი.
მაშ ასე, შენ ბიტკოინის ყიდვის დასაწყებად მეორე ნაბიჯიც გაიარე.
ნაბიჯი მე-4: სტრატეგია
როგორც ვახსენეთ, აუცილებელია განსაზღვრო შენი მიზნები, თუ რისთვის ყიდულობ ბიტკოინს და შესაბამისად, რა პერიოდით გინდა აქტივის შენახვა. კრიპტო სამყაროში არსებობს რამოდენიმე ეფექტური სტრატეგია ბიტკოინში ინვესტირებისათვის და დღეს სამ ყველაზე მარტივ და დროში გამოცდილ მათგანს გაგაცნობთ. პირველი და ყველაზე ცნობილი არის იყიდე და შეინახე, ანუ Buy and Hold სტრატეგია. ბიტკოინის ფასის ზრდის სტატისტიკიდან გამომდინარე, უამრავი თრეიდერი და ინვესტორი მიმართავს ამ ხერხს და ისინი ბიტკოინს გრძელვადიან პერიოდში ინახავენ. ისინი ყიდულობენ კრიპტოვალუტას ბირჟებისაგან და ელოდებიან დროს, როდესაც ბიტკოინი მათთვის სასურველ ფასს მიაღწევს.
მარტივად რომ ვთქვათ, ყიდულობ ბიტკოინს და ელოდები სანამ მისი ფასი მთვარემდე არ გაფრინდება!
მეორე სტრატეგია, რომელიც ჩვენი სამი ხერხიდან ყველაზე რთულია დიდ საინვესტიციო პოტენციალს გულისხმობს და მისი სახელია - ვაჭრობა, ანუ თრეიდინგი. ბიტკოინის ინვესტორების უმეტესობა ბიტკოინის ფასის ცვალებადობით სარგებლობენ, ყიდულობენ კრიპტოვალუტას მაშინ, როდესაც მისი ფასი დაბალია, ხოლო ყიდიან ბიტკოინს მაშინ, როდესაც მისი ფასი იწევს, შესაბამისად ფასთა სხვადასხვაობით ნახულობენ დიდ სარგებელს, თუმცა ეს სტრატეგია განკუთვნილია შედარებით გამოცდილი ადამიანებისათვის.
გაითვალისწინე, ბიტკოინის ვაჭრობის დასაწყებად, აუცილებელია თვალი ადევნო უახლეს ტრენდებსა და სიახლეებს.
მესამე სტრატეგია, რომელიც დროში დაგეგმვას გულისხმობს და კარგად გამოცდილი მეთოდია არა მხოლოდ კრიპტო სივრცეში, Dollar-Cost Averaging (DCA) ჰქვია. სტრატეგია გულისხმობს, რომ ინვესტორმა ბიტკოინი წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდში ერთი და იმავე რაოდენობით იყიდოს, მაგალითად, მომავალი 12 თვის განმავლობაში, ყოველ თვე 100-100 ლარის ღირებულების ბიტკოინი. ეს მეთოდი ფასის ყველაზე კარგი დიაპაზონის დაჭერას გულისხმობს და საბოლოოდ ინვესტორი გაცილებით მეტ მოგებას ნახულობს, ვიდრე კრიპტოვალუტის ერთიანად ყიდვის შემთხვევაში.
თუ DCA სტრატეგიამ დაგაინტერესა და თვლი რომ უფრო დაწვრილებით უნდა გაიგო მის შესახებ, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო:
ახლა უკვე შენ სამივე ნაბიჯი იცი, რაც გჭირდება ბიტკოინის ინვესტირების დასაწყებად!
რა პლიუსები აქვს ბიტკოინში ინვესტირებას?
- საინვესტიციო პოტენციალი: თუკი კრიპტოვალუტებს ტრადიციულ საინვესტიციო აქციებს შევადარებთ, ვნახავთ რომ ბიტკოინი და სხვა ქოინები გაცილებით დიდი მოგებითა და ფასნამატით გამოირჩევიან.
- 24/7-ზე ხელმისაწვდომობა: მსოფლიოს სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე ბიტკოინის ყიდვა მუდმივად ხელმისაწვდომია, არ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამის რომელ მონაკვეთში გადაწყვეტ აქტივში ინვესტირებას.
- დეფლაციური ხასიათი: ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, ბიტკოინს ლიმიტირებული 21 მილიონიანი რაოდენობა აქვს, რაც მის არა-ინფლაციურ ხასიათს ხელს უწყობს.
რა რისკები აქვს ბიტკოინში ინვესტირებას?
- ვოლატილურობა: ბიტკოინს, ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტებს, ფასის დიდი ცვალებადობა ახასიათებს. მისი ღირებულება შესაძლოა საგრძნობლად დაეცეს.
- ჰაკერული შეტევები: ციფრული ვალუტები, რომლებიც ციფრულ სამყაროში ოპერირებენ, ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.
- განულება: ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საინვესტიციო აქტივი, იქნება ის კრიპტო თუ არა, გარანტირებულ სარგებელს არ იძლევა. შესაძლოა, რომელიმე აქტივის ფასი მარტივად განულდეს.
რა არის ბიტკოინი? - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა
თუკი აქამდე არ იცი, მოკლედ გეტყვით. ბიტკოინი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც BTC, არის ციფრული ვალუტა. წარმოიდგინე, რომ ის არის ინტერნეტში გავრცელებული ციფრული ფული. მისი წარმოშობა უკავშირდება 2008 წელს უცნობი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ ონლაინ ფორუმზე დაწერილ პოსტს. ფსევდონიმი სატოში ნაკამოტო პოსტში საუბრობდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბიტკოინი და თან დაურთო კოდი, რომლის მეშვეობითაც, მისი იდეა სისრულეში მოვიდა. ბიტკოინი არის პირდაპირი გადახდების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შუამავლები, ერთი ადამიანის მიერ გადარიცხული ბიტკოინი პირდაპირ მისდის მეორე ადამიანს.
გუშინ, ზუსტად 15 წელი გავიდა, სატოში ნაკამოტოს მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან და ახალი, ციფრული ხანის დაწყებიდან.
ბიტკოინმა კი, ნამდვილად შექმნა ციფრული ფულის ახალი ხანა და ის დღეს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა უამრავ აქტივს შორის. მისი ბუნებით, ის დეცენტრალიზებული სისტემაა და კრიპტოგრაფიულ პრინციპზე დგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ტრანზაქციას სჭირდება დადასტურება, რომ იგი ავთენტურია.
ტრადიციული ფულისგან განსხვავებით, მისი დეცენტრალიზებულობა გამორიცხავს ბანკებისა და მსგავსი ცენტრალური ორგანიზაციების არსებობას. ეკოსისტემაში მხოლოდ უშუალო მონაწილეები არიან ჩართული, გადარიცხვებს კი, მაინერები ადასტურებენ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი მძლავრი კომპიუტერებით ჩართულნი არიან ბიტკოინის ქსელში და უზრუნველყოფენ დეცენტრალიზებულობას.
როგორ მუშაობს ბიტკოინი? - დეცენტრალიზებულობა და ბლოკჩეინი
ბიტკოინის ეკოსისტემისათვის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა ბლოკჩეინია, რომელიც ერთგვარი საჯარო ჟურნალია (Public Ledger), სადაც ქსელის შიგნით განხორციელებული აბსოლუტურად ყველა დადასტურებული ტრანზაქცია დეტალურად და შეუცვლელად ინახება, ის კი ყველასათვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა.
მაინერები კი, რომლებიც ქსელში ჩართული ადამიანები არიან, ერთ მხრივ უზრუნველყოფენ ბიტკოინის დეცენტრალიზებულობას, მეორე მხრივ კი - რთული მათემატიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნით, ადასტურებენ ტრანზაქციების ავთენტურობას. სანაცვლოდ, მაინერები ბიტკოინის მცირე ნაწილს იღებენ ჯილდოდ, ამ პროცესს კი, ბიტკოინის მაინინგი ან ბიტკოინის გამომუშავება ჰქვია.
ტრადიციული საბანკო სისტემისგან განსხვავებით, შენ არ გჭირდება რაიმე საბუთების შევსება რომ ბიტკოინის ქსელში ჩაება, ან თუნდაც ბიტკოინის საფულე გააკეთო. ეს ყოველივე რამოდენიმე წუთს მოითხოვს და კრიპტოს ყიდვა ან მისი შენახვა ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია.
შეჯამება: ინვესტირება საუკეთესო კრიპტოვალუტაში
ბიტკოინი, რომელიც კრიპტოვალუტების ნამდვილი პიონერია, გამოირჩევა დეცენტრალიზებული და დაცული სისტემით. დეცენტრალიზებულობა კი, გულისხმობს იმას, რომ სრული კონტროლი მომხმარებლების ხელშია. ისინი ტრანზაქციების ავთენტურობას ადასტურებენ და პარალელურად ხელს უწყობენ კრიპტო ეკოსისტემის განვითარებას.
ბიტკოინში ინვესტირების დასაწყებად უამრავი ასპექტია, რომელიც უნდა გაითვალისწინო. პირველი ნაბიჯი სწორი და შესაბამისი ბიტკოინის საფულის შერჩევაა, იქნება ის „ცხელი“ თუ „ცივი“. მეორე ნაბიჯი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, შეარჩიო შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა, რომელიც შემოგთავაზებს უსაფრთხოებასა და კრიპტოვალუტების დიდ არჩევანს. ხოლო მესამე ნაბიჯი - სწორი საინვესტიციო სტრატეგიის მოძიება და განხორციელებაა.
გაითვალისწინე, ბიტკოინში ინვესტირებას აქვს თავისი პლიუსებიცა და მინუსებიც, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე.