შესავალი - Cryptal, Coinmania და Mycoins - თუ კრიპტოს ყიდვა გინდა
კრიპტო აქტივების პოპულარობა დღეს განსაკუთრებით გაზრდილია, ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალებს აღწევს და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სხვადასხვა კრიპტოს ყიდვით.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტოს ყიდვა შეძლოს ბირჟებისა და კრიპტო პლატფორმების ჩართულობაა საჭირო. ასეთი კი, ქართულ ბაზარზე რამოდენიმეა - Cryptal, Mycoins, Coinmania, Blockchain.ge, Coinswap, Binance თუ სხვა.
ყოველი ბირჟა საკუთარი ფუნქციით გამოირჩევა და შესაბამისად, მომხმარებლებმა მათზე მორგებული პლატფორმა უნდა შეარჩიონ, რათა პირველი კრიპტოს ყიდვა ან ზოგადად, ვაჭრობა, კომფორტული, მარტივი და სწრაფი იყოს.
ბლოგის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ რა ფუნქციები და შესაძლებლობები აქვთ ამ ბირჟებს და რა უნიკალურ მახასიათებელს სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს. ამჯერად კი, ყურადღებას სამ პლატფორმაზე გავამახვილებთ - Cryptal, Coinmania და Mycoins.
მხარდაჭერილი კრიპტო აქტივები
- Cryptal-ზე ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი, 27 კრიპტო აქტივია მხარდაჭერილი და მათ შორის ისეთი პოპულარული ციფრული აქტივებია, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვები არიან.
- Coinmania-ზე 12 ციფრულ აქტივს შევხვდებით და მათ შორის არიან პოპულარული კრიპტოები და მიმქოინებიც, იქნება ეს დოჯქოინი (DOGE), შიბა ინუ (SHIB) თუ სხვა.
- Mycoins-ზე კი, მომხმარებელს 17 კრიპტო აქტივი დახვდება, სადაც სტაბილური კრიპტოები, მიმქოინები და ალტქოინებია გაერთიანებული.
თუ მნიშვნელობა მრავალფეროვნებასა და კრიპტო აქტივების სიმრავლეს აქვს, მაშინ კრიპტალი საუკეთესო არჩევანია, რადგან აქ სხვადასხვა ტიპის პოპულარულ აქტივებთან ერთად, მიმქოინებისა და ალტქოინების ნახვაც შეიძლება. ყველაზე დიდი და ცნობილი კრიპტოები Mycoins-ზე და Coinmania-ზეც არის განთავსებული - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Litecoin (LTC) და სხვა.
მხარდაჭერილი FIAT ვალუტა
- Cryptal-ზე მხარდაჭერილია სამი მთავარი ფიატ აქტივი, ესენია: ქართული ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო. მას შემდგომ, რაც მომხმარებელი ამ ვალუტებს საკუთარ ანგარიშზე შეიტანს, ისინი ავტომატურად კონვერტირდებიან TOGEL, TOUSD და TOEUR-ში, რომლებიც შეტანილი თანხის ექვივალენტები არიან. მაგალითად 1 ლარი = 1 TOGEL.
- Coinmania-ზე მომხმარებლებს მსგავსად კრიპტალისა, სამი მთავარი ფიატ აქტივი დახვდება - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო. თანხის ანგარიშზე მოხვედრის შემდგომ, ისინი ავტომატურად კონვერტირდებიან nGEL, nUSD-სა და nEURO-ში.
- Mycoin გამონაკლისი არ არის, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა პლატფორმაზე სამი ფიატ ვალუტის დახმარებით შეუძლიათ, მსგავსად წინა ორი ბირჟისა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტოს ყიდვა შეძლოს, ისეთი fiat ვალუტის გამოყენება დასჭირდება, როგორიც მაგალითად ქართული ლარია.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კრიპტო ბირჟას მხარდაჭერილი ჰქონდეს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ფიატ ვალუტები, რათა მომხმარებლისთვის კრიპტოს ყიდვა სასურველი ანგარიშსწორებით, კომფორტულად განხორციელდეს. ამ მაჩვენებლით სამივე კრიპტო პლატფორმა ერთნაირი პარამეტრებით ხასიათდება.
ანგარიშზე თანხის შეტანის მეთოდები
- Cryptal-ზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ სხვადასხვა, მათთვის კომფორტული გზა, იქნება ეს საბანკო ბარათის გამოყენება (TBC Bank, BOG თუ სხვა ბანკები), საბანკო გადარიცხვა თუ კრიპტო ATM-ების ქსელის, კრიპტომატის დახმარება. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ კრიპტალზე თანხა PayBox-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით შეიტანონ.
ნაღდი ფულის შეტანა, სწრაფი აპარატების გარდა, CreditService+-ის ფილიალიდანაც არის შესაძლებელი.
- Coinmania-ზე ბალანსის შევსება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის, ანუ Wire Transfer-ის გამოყენებით, რა დროსაც მომხმარებელს თანხა ანგარიშზე ანგარიშის ნომრის დახმარებით შეაქვს.
- Mycoins-ზე ხელმისაწვდომია როგორც საბანკო ბარათების გამოყენება, ისე საბანკო გადარიცხვა. თანხის ბალანსზე შეტანა მხოლოდ ციფრული გზით ხდება.
გარდა იმისა, თუ რომელი ფიატ ვალუტის დახმარებით შეუძლია მომხმარებელს კრიპტოს ყიდვა, მნიშვნელოვანია თუ რა გზებით შეუძლიათ მათ თანხის საკუთარ ანგარიშზე შეტანა და ბალანსის შევსება.
სამივე კრიპტო ბირჟაზე სტანდარტულად ხელმისაწვდომია საბანკო გადარიცხვა, კრიპტალზე და Mycoins-ზე დამატებით საბანკო ბარათების გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო თუ ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა მნიშვნელოვანია, მაშინ ამის საშუალებას კრიპტალი იძლევა.
ანგარიშიდან თანხის გატანის მეთოდები
- Cryptal-დან თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც ბარათების, ისე საბანკო გადარიცხვის გამოყენებით. დამატებით კი, მომხმარებლებს აქტივების განაღდება და ნაღდი ფულის გატანა შეუძლიათ CreditService+-ის ფილიალებიდან.
- Coinmania-დან თანხის გატანა მხოლოდ საბანკო გადარიცხვისა და ანგარიშის ნომრის მითითებით არის შესაძლებელი.
- Mycoins-დან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი აქტივები, როგორც საბანკო ბარათების, ასევე საბანკო გადარიცხვის წყალობით გაანაღდონ.
თუ რა გზებითა და მეთოდებით არის შესაძლებელი კრიპტო ანგარიშიდან თანხის გატანა და ფულის განაღდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
როდესაც ადამიანი რომელიმე კრიპტო აქტივს იყიდის, შემდგომ ის გაიზრდება და მომხმარებელი სასურველ მოგებას ნახავს, აქტივების განაღდების დრო დგება. მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი გზები, ციფრულად თუ ნაღდი ფულის გამოყენებით.
Coinmania-ზე თანხის გატანა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, რა დროსაც მომხმარებელი გასატან მისამართზე საკუთარ ანგარიშის ნომერს უთითებს, ხოლო Cryptal-ზე და Mycoins-ზე საბანკო გადარიცხვასთან ერთად საქმეში საბანკო ბარათიც ერთვება, რა დროსაც მომხმარებლებს თანხის გატანა BOG, TBC Bank-ისა და სხვა ბანკების ბარათებზე შეუძლიათ.
დამატებით, Cryptal-ის მომხმარებლებს კი, საშუალება ეძლევათ ანგარიშიდან აქტივები ნაღდი ფულის სახით გაიტანონ CreditService+-ის ფილიალებიდან.
კრიპტოს ყიდვის გზები
- Cryptal-ზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ კრიპტო ვაჭრობა ბირჟაზე აწარმოონ, სადაც თავს იყრიან კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები.
ამას გარდა, შესაძლებელია კრიპტოს პირდაპირ, მომენტალური შესყიდვა, ლოდინისა და დაყოვნების გარეშე, ამ ფუნქციას კონვერტაცია ჰქვია.
დამწყებთათვის კი, პლატფორმაზე კრიპტოს ყიდვა პირდაპირ ბარათით არის შესაძლებელი, რა დროსაც მომხმარებელი საკუთარი საბანკო ბარათის დახმარებით, იქნება ეს BOG-ის, TBC Bank-ის თუ სხვა ბანკის ბარათი, ყიდულობს კრიპტოს. ზუსტას ისე, როგორც მაგალითად გლოვოზე ან ვოლტზე უკვეთავს პროდუქტს, გადახდა კი საბანკო ბარათით ხორციელდება.
- Coinmania-ზე შესაძლებელია ბირჟის გამოყენება, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება კრიპტო მათთვის სასურველი ფასით შეიძინონ. ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი.
გარდა ამისა, პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებმა კონვერტაცია გამოიყენონ, რაც კრიპტოს ყიდვის დროს საგრძნობლად ამცირებს.
- Mycoins-ზე, მსგავსად Coinmania-სა, შესაძლებელია კონვერტაცია. ეს არის მეთოდი, სადაც მომხმარებელი უთითებს რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა ან რამდენი ლარის კრიპტოს ყიდვა სურს, შემდგომ კი აკლიკავს შეძენას და ბირჟაზე ვაჭრობის გარეშე, პირდაპირ იღებს სასურველ ციფრულ აქტივს კრიპტო საფულეში.
Cryptal-სა და Coinmania-გან განსხვავებით Mycoin-ის პლატფორმაზე მხოლოდ კონვერტაცია გვხვდება.
კონვერტაცია დამწყებთათვის კრიპტოს ყიდვის კარგი და მარტივი გზაა. ამ მეთოდის გამოყენებით ნებისმიერი მსურველი სხვადასხვა აქტივის მფლობელი მომენტალურად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ხდება, იქნება ეს ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) თუ სხვა კრიპტო. ეს ფუნქცია კი, სამივე კრიპტო ბირჟაზე გვხვდება.
თუმცა, დამწყებთათვის ყველაზე მარტივი და საუკეთესო მეთოდი Cryptal-ზეა წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა პირდაპირ მათივე საბანკო ბარათით შეუძლიათ, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურებისა და დროის დაკარგვის გარეშე.
ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი თანხა სრულად აისახებოდეს მის ანგარიშზე.
შეტანის საკომისიო მეტწილად დამოკიდებულია შეტანის მეთოდსა და უშუალოდ კრიპტო ბირჟაზე. ბალანსის შევსების მომხმარებლის მიერ შერჩეული მეთოდი მოიცავს ბანკებთან ურთიერთობას, იქნება ეს TBC Bank, საქართველოს ბანკი (BOG) თუ სხვა. მათ მიერ გაწეულ სერვისებს კი, საკუთარი საკომისიო გადასახადი აქვს.
სამივე კრიპტო პლატფორმაზე, Cryptal-ზე, Coinmania-სა და Mycoins-ზე საბანკო გადარიცხვის დახმარებით ანგარიშის შევსება სრულიად უპროცენტოა.
ხოლო ბირჟებზე ვიზა და მასტერქარდ ბარათების დახმარებით შეტანილი თანხა 2.5%-იანი საკომისიოთი იბეგრება, იქნება ეს საქართველოს ბანკის (BOG), TBC ბანკის თუ სხვა ნებისმიერი ბანკის მიერ გაცემული ბარათი.
დამატებით, კრიპტალი და Mycoins მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ბალანსი სწრაფი გადახდის აპარატებით შეავსონ.
Cryptal-ზე მომხმარებელს თანხის შეტანა PayBox-ების დახმარებით 1%-იანი საკომისიოს სანაცვლოდ, ხოლო ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით 0.5 თეთრიანი საკომისიოს სანაცვლოდ შეუძლია.
MyCoins-ზე კი, ბალანსის შესავსებად მომხმარებელი Nova-ს მომენტალური გადახდის აპარატის გამოყენებით 2%-იან, ხოლო ExpressPay-ის აპარატის გამოყენებით 1%-იან საკომისიოს იხდის. TBC Pay-ის მომენტალური გადახდის აპარატით სარგებლობისას კი, საკომისიო 0% შეადგენს.
განაღდების საკომისიო
- Cryptal-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი აქტივები როგორც ციფრულად, ისე ნაღდი ანგარიშსწორების სახით გაანაღდოს. საბანკო გადარიცხვა სრულიად უფასოა, რაც ნიშნავს იმას, რომ გატანილი თანხა მთლიანად აისახება ანგარიშზე, ხოლო საბანკო ბარათებზე გადარიცხული თანხა 1.2 ლარის საკომისიოთი ხასიათდება.
თუკი მომხმარებელს ნაღდი ფულის მიღება სურს, მას შესაძლებლობა აქვს საქართველოს მასშტაბით არსებულ CreditService+-ის ფილიალებს ეწვიოს ლარი 1.5%-იანი საკომისიოთი, ხოლო ა.შ.შ. დოლარი 0% საკომისიოთი გაიტანოს.
- Coinmania-ზე, კრიპტალის მსგავსად, შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის გამოყენება, სამ მთავარ ფიატ ვალუტაში, ხოლო საკომისიო შესაბამისად 1 ლარს, 1 ევროსა და 1 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.
- Mycoins-ზე საბანკო გადარიცხვის საკომისიო 1%-სშეადგენს როგორც ლარში, ასევე ა.შ.შ. დოლარში.
ლიბერთი ბანკისა და Intelexpress-ის ფილიალებიდან თანხის განაღდება კი, 3%-იან საკომისიოს მოიცავს. ხოლო ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან გამოტანილი თანხა 1.5%-ით იბეგრება.
იმის პარალელურად თუ რა გზებით ექნებათ შესაძლებლობა მომხმარებლებს გაანაღდონ თანხა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა რაოდენობის საკომისიოების გადახდა მოუწევთ ამის სანაცვლოდ.
გატანის საკომისიოები, როგორც ბალანსზე თანხის შეტანა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდს იყენებს მომხმარებელი, იქნება ეს ბარათზე გატანა, ფილიალიდან განაღდება თუ სხვა.
ყველაზე დაბალი საკომისიოებით საბანკო განაღდება გამოირჩევა, შესაბამისად, Cryptal-ზეც, Coinmania-სა და Mycoins-ზეც ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე სარგებლიანი უნდა იყოს.
რომელ პლატფორმაზე ჯობს კრიპტოს ყიდვა
ადამიანებს, რომელთა კრიპტოს ყიდვა სურთ, კრიპტო პლატფორმებისა და ბირჟების გამოყენება სჭირდებათ, ასეთი ბირჟები კი, საქართველოში რამოდენიმეა. ამ ბლოგში ვისაუბრეთ სამ გამორჩეულ ქართულ პლატფორმაზე, ესენია Cryptal, Coinmania და Mycoins.
მათი დახმარებით, ნებისმიერ მსურველს, კარგად გამოცდილსა თუ დამწყებს, შეუძლია სასურველი და ისეთი პოპულარული ციფრული აქტივები შეიძინოს, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვები არიან.
თუმცა, კრიპტოს შეძენამდე მომხმარებელს უამრავი ისეთი ნიუანსის გათვალისწინება უწევს, რომელიც ამ მარტივ პროცედურას ახლავს თან, იქნება ეს ბალანსის შევსება, თანხის განაღდება, შეტანის საკომისიო, კრიპტო აქტივების რაოდენობა თუ სხვა.
ჩვენს მიერ ბლოგში ნახსენები კრიპტო ბირჟებიდან ყველა მათგანი სთავაზობს მომხმარებელს მარტივ შესაძლებლობას გადადგან პირველი ნაბიჯები და დაიწყონ კრიპტო მოგზაურობა, თუმცა სასურველი პლატფორმა მათი საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიონ.
დამწყებ მომხმარებლებს სჭირდებათ ისეთი პლატფორმა, რომელიც მათ კრიპტოს ყიდვის მრავალფეროვან გზებსა და სიმარტივეს შესთავაზებს, ზედმეტი პროცედურების გარეშე. ასეთი შეიძლება იყოს კრიპტალის ახალი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოს ყიდვა პირდაპირ საბანკო ბარათით არის შესაძლებელი, სწორედ ისე, როგორც ონლაინ პლატფორმებზე ხდება, იქნება ეს Amazon თუ სხვა.
უკვე გამოცდილ კრიპტო მომხმარებლებს კი, შეიძლება სრულიად სხვა საჭიროებები ჰქონდეთ და მათთვის მნიშვნელოვანი ციფრული აქტივის საუკეთესო ფასად ყიდვა იყოს. ამისათვის ბირჟის გამოყენებაა ოპტიმალური არჩევანი, რაშიც Cryptal-ის და Coinmania-ს დახმარებაა საჭირო.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა კარგად იცოდეს მისი მიზნები, საჭიროებები და მოთხოვნები, რის შემდგომაც მასზე მორგებულ კრიპტო ბირჟას შეარჩევს.