კრიპტო ტერმინები დამწყებთათვის
კრიპტო სამყაროს გაგება შეიძლება ხანდახან მარტივი სულაც არ იყოს, განსაკუთრებით თუ დამწყები ხარ და ყველა უცხო ტერმინი ერთიანად დაგატყდა თავს. არ ინერვიულო, საქმე არც ისე რთულად არის.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ და განვმარტავთ ყველა იმ საბაზისო ტერმინს, რომელიც კრიპტო სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს.
რა არის კრიპტო?
კრიპტო იგივე კრიპტო აქტივი - ციფრული ვალუტა, რომელიც უსაფრთხო ტრანზაქციებისათვის კრიპტოგრაფიულ მეთოდს იყენებს. ტრადიციული ფულისგან განსხვავებით, კრიპტო ვერცერთი ისეთი ცენტრალიზებული ორგანოს მიმართ ვერ იმართება, როგორიც ბანკი ან სახელმწიფოა.
სანაცვლოდ, კრიპტო მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ ქსელზე, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული და საერთო ძალისხმევით ისინი ქსელის დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ.
კრიპტო საფულე
კრიპტო საფულე ციფრული მოწყობილობაა, რომელიც შენი კრიპტო აქტივების უსაფრთხო შენახვაზეა პასუხისმგებელი. ის ჩვეულებრივ საფულეს გავს, რომელიც ყველა ჩვენგანს ჯიბეში გვიდევს, თუმცა განსხვავებით ფულისა და ტრადიციული აქტივებისა, კრიპტო საფულე ციფრულ აქტივებს ინახავს, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა.
არსებობს კრიპტო საფულის ორი ძირითადი ტიპი:
- ცხელი საფულე: დაკავშირებულია ინტერნეტთან, რაც მათ მოხერხებულს, თუმცა ნაკლებად დაცულს ხდის.
- ცივი საფულე: ოფლაინ საფულე, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი არ აქვს. გამოირჩევა უფრო მეტი უსაფრთხოებით.
თუ საფულეების შესახებ მეტი გაინტერესებს, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.
ბიტკოინი
ბიტკოინი პირველი და ყველაზე პოპულარული კრიპტო აქტივია. ის 2009 წელს, ანონიმური ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სახელად სატოში ნაკამოტო-ს მიერ შეიქმნა. ბიტკოინი ხშირად მოიხსენიება, როგორც „ციფრული ოქრო“ მისი თვისებებიდან გამომდინარე - შეზღუდული რაოდენობა და შესანახად გამოსადეგი აქტივი.
Fun Fact: ბიტკოინი შეზღუდული რაოდენობით ხასიათდება და სულ სამყაროში 21 მილიონი ცალი იქნება.
ეთერიუმი
ეთერიუმი კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ციფრული აქტივია, თუმცა ბიტკოინისგან განსხვავებით, ერთი უპირატესობა აქვს. მაშინ, როდესაც BTC უბრალოდ კრიპტო აქტივია, ეთერიუმი პლატფორმაც არის, რომელიც დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps)-სა და ჭკვიანი კონტრაქტების შესაქმნელად გამოყენება.
საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ეთერიუმი მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ციფრული აქტივია.
სტაბილური ქოინი
სტაბილური ქოინი იმგვარი ტიპის კრიპტო აქტივია, რომლის ღირებულებაც სტაბილურად ერთ ნიშნულზეა შენარჩუნებული. მისი ფასი კი, გამაგრებულია ისეთი აქტივებით, როგორიც ტრადიციული ვალუტა USD (დოლარი) ან ოქრო არის.
მაგალითად, USDT (Tether) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებული სტაბილური ქოინია, რომლის ღირებულებაც ა.შ.შ. დოლარზეა მიმაგრებული და სხვა კრიპტო აქტივებთან შედარებით, ნაკლებ ვოლატილურია.
სტაბილური ქოინი, ფასთა ცვალებადობაზე ნერვიულობის გარეშე, ღირებულებისა და აქტივების მიმოცვლისთვის კარგი საშუალებაა.
მიმქოინი
მიმქოინები იმგვარი ტიპის კრიტპო აქტივები არიან, რომლებიც თავდაპირველად სახუმაროდ შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში, ინტერნეტ საზოგადოებისა და კულტურის წყალობით, პოპულარობა მოიპოვეს. ყველაზე ცნობილი Dogecoin არის, რომელიც თავდაპირველად ხუმრობით შეიქმნა, თუმცა დღეს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივია.
მიმქოინები მაღალი ვოლატილობითა და ფასთა ხშირი ცვალებადობით გამოირჩევიან, რაც მათ ერთ მხრივ სპეკულაციურ საინვესტიციო აქტივებად აქცევს, თუმცა მეორე მხრივ, მოგების სანახავად კარგი საშუალებაა.
ბოლო დროს მიმქოინებით ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც ინტერესდებიან. ილონ მასკი დიდი ხანია მიმქონების გულშემატკივარია, სულ ახლახანს კი, შეიქმნა ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ქოინები - Trump Coin და Melania Coin.
ბლოკჩეინი
ბლოკჩეინი კრიპტო აქტივების უკან მდგომი მთავარი ტექნოლოგიაა. ეს ერთგვარი ჩანაწერების სიაა, სადაც ყველა ტრანზაქცია ინახება უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ. ყოველი გადარიცხვა, გადახდა თუ ნებისმიერი ტრანზაქცია ერთ ბლოკში ინახება, ეს უკანასკნელი კი ჯაჭვში გადაინაცვლებს სხვა ბლოკებთან ერთად, რითაც ჩანაწერების შეუცვლელ ისტორიას ქმნის.
ყველა ქმედება, რომელიც კრიპტო სამყაროში ხორციელდება, სწორედ ბლოკჩეინში ინახება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სწორედ ეს ტექნოლოგია არის დეცენტრალიზებისა და გამჭვირვალობის გარანტი.
თუ დამატებით გინდა გაიგო ბლოკჩეინის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.
პირადი და საჯარო გასაღები
იმისათვის, რომ კრიპტო მიიღო ან გაგზავნო, ორი გასაღები გჭირდება:
- პირადი გასაღები: საიდუმლო კოდი, რომელიც შენს კრიპტოებთან წვდომას უზრუნველყოფს. წარმოიდგინე, რომ ის შენი მობაილ ბანკის პაროლია.
- საჯარო გასაღები: როგორც საბანკო ანგარიში, ის აქტივების მისაღებად გამოიყენება. გაუზიარე სხვას საჯარო გასაღები, რომ მან კრიპტო გამომიგზავნოს.
დეცენტრალიზებული ფინანსები
დეცენტრალიზებული ფინანსები, ანუ DeFi იმგვარი ტიპის ფინანსური აპლიკაციებია, რომლებიც ბლოკჩეინზე შეიქმნა და მათი მიზანია შუამავლების გაქრობა.
შუამავლების გაქრობა, დეცენტრალიზებულ ბირჟებსა თუ სხვა პლატფორმებზე, ამარტივებს პროცესს, ტრანზაქციებს ხდის უფრო ხელმისაწვდომს და ზრდის უსაფრთხოებას.
ხშირად დასმული შეკითხვები
1. როგორ შემიძლია კრიპტოს ყიდვა?
აირჩიე სანდო ბირჟა. გაიარე პლატფორმასთან დაკავშირებული პროცედურები - რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. შეიტანე თანხა და იყიდე სასურველი კრიპტო - ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა.
2. რა სხვაობაა ბიტკოინსა და ეთერიუმს შორის?
ბიტკოინი ინდუსტრიაში მთავარი ციფრული ვალუტაა, ეთერიუმი კი, კრიპტოსთან ერთად პლატფორმაა, რომელიც ჭკვიანი კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება.
3. სტაბილური ქოინი კარგი ინვესტიციაა?
სტაბილური ქოინები დამწყებთათვის დაბალი ვოლატილობის გათვალისწინებით კარგი გზაა პირველი ნაბიჯები გადადგან ინდუსტრიაში.
4. როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული ქსელია, სადაც ტრანზაქციები ერთ ბლოკში ჯგუფდება და შემდგომ, გამჭვირვალე და უსაფრთხო ჯაჭვში გადაინაცვლებს სამუდამოდ.
5. რა რისკები აქვს მიმქოინების ყიდვას?
მიმქოინები მაღალი ვოლატილობით გამოირჩევიან და სპეკულაციური აქტივები არიან. მათ შეუძლიათ მფლობელს მოკლე დროში მოუტანონ დიდი ფინანსური სარგებელი, თუმცა ფასის სწრაფი შემცირებითაც ხასიათდებიან.
შეჯამება
თავდაპირველად კრიპტო შესაძლოა რთულ ინდუსტრიად მოგეჩვენოს, თუმცა საბაზისო ტერმინებში გარკვევა კარგი დასაწყისია. ბიტკოინის ყიდვა გინდა, ეთერიუმის უკეთ გაგება თუ სხვა რამ, ყველაზე მარტივი ტერმინების შესწავლით დაწყება კარგი აზრია.
მაგრამ, თუ გადაწყვეტ, რომ უფრო რთული თემებისთვისაც ხარ მზად, მაშინ დამწყებთათვის განკუთვნილი ბლოგი დაგეხმარება უკეთ გათვითცნობიერებული გახდე კრიპტო ინდუსტრიის ნიუანსებსა და ყველა საჭირო წვრილმანში მარტივად.