შესავალი - ბიტკოინის ფასი იზრდება
ბიტკოინმა ფინანსური სამყარო 2024 წლის ბოლოს ნამდვილად შეარყია. მისი ღირებულება $90,000 გადასცდა და ძალიან მიუახლოვდა კრიპტო სამყაროში დამკვიდრებულ $100,000-იან ზღვარს. ფასის ამ გასაოცარმა ზრდამ უამრავი ადამიანი დააინტერესა, იქნება ეს უკვე გამოცდილი კრიპტო ინვესტორები თუ დამწყები ადამიანები, რომლებმაც ბიტკოინის ამბები შეიტყვეს და დაინტერესება გაუჩნდათ, რამ გამოიწვია ეს ისტორიული აღზევება.
ბიტკოინის ფასის მატებას კი, უამრავი მიზეზი აქვს, იქნება ეს მარეგულირებლების მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები, კრიპტო ადაპტაცია თუ სხვა. ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ მთავარ ფაქტორებზე, რამაც ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვია და გეტყვით, რას მოუტანს ეს მოვლენა კრიპტო ინდუსტრიას მომავალში.
რამდენით გაიზარდა ბიტკოინის ფასი?
ბიტკოინის 2024 წლის მოგზაურობა ნამდვილად ისტორიული გამოდგა. კრიპტო აქტივის ღირებულება, იგივე კრიპტოს ფასი, წლის დასაწყისში დაახლოებით $70,000 ფარგლებში მერყეობდა, საიდანაც წლის ბოლოსთვის უკვე $90,000 გადასცდა. ეს გასაოცარი 30%-იანი ზრდა სულ რამოდენიმე თვეში დაფიქსირდა და ბიტკოინის 2017-2021 წლების Bull Run გაგვახსენა.
მაგრამ რატომ არის განსხვავებული 2024 წელი? გასული პერიოდებისგან განსხვავებით, სადაც ბიტკოინის ფასი დიდწილად სპეკულაციური მიზეზებით იზრდებოდა, ამჟამინდელი ფასის მატება მარეგულირებლის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, კრიპტო ადაპტაციითა და პოლიტიკური ცვლილებებით არის განპირობებული.
ბიტკოინის ფასის ზრდის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორები
1. პოლიტიკური ფაქტორები - დონალდ ტრამპის არჩევა
ბიტკოინის ფასზე მთავარი მოქმედი ფაქტორი ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის არჩევნები გამოდგა, სადაც კრიპტოსადმი კარგად განწყობილი პრეზიდენტი აირჩიეს. თავად დონალდ ტრამპსაც და მის გუნდსაც საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ კრიპტო აქტივების მიმართ და მომავალში გარკვეული გეგმებიც წარადგინეს:
- ქვეყანაში უნდა შეიქმნას ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვები და ა.შ.შ. გახდეს წამყვანი ქვეყანა ციფრული აქტივების დარგში
- ფინანსური სექტორის გასაუმჯობესებლად შეირჩეს კრიპტოს მიმართ მეგობრული კადრები
ეს ფაქტორები მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიპტო აქტივებში ინვესტირებას გრძელვადიანად განიხილავენ.
2. რეგულატორების მიერ გადადგმული ნაბიჯები - ETF-ები
ამერიკის შეერთებული შტატების აქტივების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მიმდინარე წელს ბიტკოინის ETF-ები დაამტკიცა და მომხმარებლებს ETF-ებით ვაჭრობის უფლება მისცა.
- რა არის ETF-ები? - სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე გამოტანილი აქტივები, რომლებსაც ETF-ები ჰქვიათ, მომხმარებლებს ბიტკოინში ინვესტირებას კრიპტოს პირდაპირ ყიდვის გარეშე ძლევს.
- ETF-ები ინვესტორებში აჩენს ნდობას და ამარტივებს პროცესს კრიპტოს ყიდვის პროცესს, რომლის წყალობითაც, საბოლოო ჯამში იზრდება ბიტკოინის ფასი.
ETF-ებით ვაჭრობის ნების დართვამ უამრავ ტრადიციული ფინანსური აქტორის თვალში ბიტკოინის ლეგიტიმაცია მოახდინა, რამაც კრიპტოს სტატუსი და მისდამი ნდომა მნიშვნელოვნად გაზარდა.
3. კრიპტოს მასობრივი ათვისება და საინვესტიციო ფონდები - MicroStrategy
დიდმა საინვესტიციო ფონდებმა და კორპორაციებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მათ საკუთრებაში არსებული ბიტკოინის რაოდენობა. მხოლოდ MicroStrategy უკვე 200,000 ბიტკოინს ფლობს.
- ტრადიციულ საფინანსო სისტემაში მომუშავე ისეთი გიგანტები, როგორებიც BlackRock და Fidelity არიან კრიპტოს მიმართ დაინტერესებას იჩენენ.
- სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოჩენა პოზიტიურად არა მხოლოდ ფასის ზრდაზე მოქმედებს, არამედ ის ხელს უწყობს ფასის სტაბილიზაციასაც.
4. ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა და Halving პროცესი
ბიტკოინის რაოდენობა შეზღუდულია და სულ მიმოქცევაში 21 მილიონი BTC იქნება. კრიპტოს ისედაც შეზღუდულ რაოდენობას თუ Bitcoin Halving-ს დავუმატებთ მხედველობაში, რომელიც 2024 წელს მოხდა, ღირებულების კიდევ უფრო დიდი ზრდაა მოსალოდნელი.
- ჰალვინგი არის პროცესი, რომლის წყალობითაც სულ უფრო მცირე რაოდენობის ბიტკოინის მაინინგი ხდება, საბოლოოდ კი, ეს ბაზარზე აქტივის სიმცირეს იწვევს.
- ისტორიულად, ყოველი ჰალვინგის შემდგომ ბიტკოინის ფასი ზრდისკენ არის მიდრეკილი, სწორედ ასე მოხდა ბოლო ჰალვინგის შემდგომაც.
5. საბაზრო სენტიმენტები და ინვესტორების ქცევა
ბიტკოინის ფასის მიმდინარე ზრდა მნიშვნელოვნად არის გამყარებული ინვესტორების მიერ, რომლებსაც ერთგვარი FOMO, ანუ “მნიშვნელოვან მოვლენაზე გამოკლების შიში” აღენიშნებათ.
- სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა ბიტკოინში დაინტერესება გამოიწვია და ახალი მყიდველები გააჩინა.
როგორია ბიტკოინის მომავალი?
1. ბიტკოინის შემდეგი მწვერვალი
უამრავი კრიპტო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალს 2024 წელს მიაღწევს და მისი ღირებულება $100,000 გადასცდება, ზოგიც კი, უფრო მაღალ ნიშნულს ასახელებს. თუმცა მნიშვნელოვანია ბაზარს თვალი ყურადღებით მივადევნოთ, რადგან ფასების დიდი ზრდა მოკლე ვადიან ინვესტორებს იზიდავს, ეს კი ბაზარზე ვოლატილობას ზრდის.
2. ბლოკჩეინ ტექნოლოგია
გარდა ფასისა, ბიტკოინი მიმზიდველი აქტივია მისი უნიკალური ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოც. იმის პარალელურად, რომ სხვადასხვა ინდუსტრიები ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ მისი უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გამო, ბიტკოინი ამ ტექნოლოგიის მოწინავე აქტივად რჩება. მზარდ კრიპტო ინდუსტრიაში ლიდერობა კი, რომელიც სხვა სფეროებზეც ვრცელდება, ბიტკოინის ფასს მომავალშიც დიდ პოტენციალს ჰპირდება.
რა რისკები და გამოწვევები აქვს ბიტკოინის შეძენას?
მიმდინარე ფასის ზრდა უამრავი თრეიდერისა და დაინტერესებული ადამიანისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა აუცილებელია რომ მომხმარებლები რისკებსაც კარგად იცნობდნენ:
- ვოლატილობა: ბიტკოინის ფასი შეიძლება დროის მოკლე პერიოდში დრამატულად შეიცვალოს.
- რეგულაციები: მიუხედავად იმისა, რომ პროცესები უკვე პოზიტიურად დაიძრა, კრიპტო რეგულაციების ამბავი ჯერ კიდევ ბუნდოვან სფეროდ რჩება.
დამწყებთათვის აუცილებელია:
- ინვესტირების მცირე ოდენობით დაწყება
- ბიტკოინის შესახებ ინფორმაციის დეტალურად მოძიება
- საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება
მოკლედ, თუ დამწყები ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, მნიშვნელოვანია ინფორმაციას გაეცნო და გაიგო, რა არის აუცილებელი დამწყებთათვის.
ბიტკოინის ყიდვა კი, ქართულ ბაზარზე ყველაზე მარტივად და მომგებიანად კრიპტალის დახმარებით შეგიძლია.
როგორ შეიძლება ბიტკოინის ყიდვა?
იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება. საქართველოში მრავალი კრიპტო პლატფორმაა წარმოდგენილი, იქნება ეს კრიპტალი, ბაინანსი, Coinmania თუ Mycoins.
თუმცა, თუ შენ გინდა რომ კრიპტოს ყიდვა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე, დაბალი საკომისიოებით შეძლო, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება.
დამწყები ხარ თუ უკვე გამოცდილი კრიპტო თრეიდერი მნიშვნელობა არ აქვს, პლატფორმა ორივე ტიპის მომხმარებლისათვის მორგებულია და კრიპტოს საყიდლად ორ გზას გთავაზობს: კონვერტაცია და Spot ბირჟა.
- კონვერტაცია არის კრიპტოს ყიდვის მარტივი და მომენტალური გზა, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის
- შედიხარ კრიპტალზე
- აკლიკავ კრიპტოს ყიდვა-ს
- ირჩევ ბიტკოინს და სასურველ სტაბილურ ვალუტას
- უთითებ რაოდენობას
- აკლიკებ ყიდვა-ს
- Spot ბირჟა არის გზა, რომლის დახმარებითაც ბიტკოინს სხვა ადამიანისგან, ბირჟაზე ყიდულობ.
ბირჟა არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები იკრიბებიან და ციფრულ აქტივებს ერთმანეთს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უცვლიან.
ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა ბიტკოინის ყიდვა, უთითებ რაოდენობას და ფასის იმ დიაპაზონს, რაშიც მზად ხარ რომ BTC შეიძინო. თუკი მეორე მხრიდან გამოჩნდება ადამიანი, ვინც შენს მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდება და ბიტკოინის გაყიდვა უნდა, მაშინ გარიგებაც შედგება.
ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი და აქ კრიპტოს ყველაზე მომგებიან ფასად ყიდვაა შესაძლებელი.
შეჯამება: ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალებს იპყრობს
ბიტკოინის ფასის აღმავლობა პოლიტიკური და საბაზრო ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის განახევრების მოვლენასაც, რომელსაც კრიპტო სამყაროში Halving-ის სახელით იცნობენ.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, BTC ფასმა ზრდა აუცილებლად უნდა განაგრძოს და კულმინაციურ მომენტს, ანუ $100,000 ნიშნულს, წლის ბოლოსთვის უნდა მიუახლოვდეს.
დამწყებთათვის, რომლებიც ახლა გეგმავენ ინდუსტრიაში შებიჯებას და სულ პირველად უნდათ კრიპტოს ყიდვა, საინტერესო დროა, თუმცა მნიშვნელოვანია რისკების გათვალისწინება და ყველა ფაქტორის კარგად აწონ-დაწონვა.
ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს შეიცავს.