შესავალი - როგორ დავიწყო კრიპტო ვაჭრობა - ყველაფერი დამწყებთათვის
კრიპტო ვაჭრობის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრულ აქტივებთან გასაცნობად. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გეგმა გაქვს - გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს ეძებ თუ ფასთა ცვალებადობით მოკლე პერიოდში გსურს სარგებლის მიღება - კრიპტო ვაჭრობის დაწყება შეიძლება ორივე შემთხვევაში რთულად გეჩვენებოდეს.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ვაჭრობის დაწყებაში გჭირდება, იქნება საბაზისო კრიპტო ტერმინები, კრიპტო საფულე თუ სხვა. დამატებით კი გაიგებ, რატომ არის კრიპტალი ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმა დამწყებთათვის.
რა უნდა იცოდე, სანამ კრიპტო ვაჭრობას დაიწყებ
მანამ, სანამ კრიპტოს ყიდვას და ვაჭრობას დაიწყებ, აუცილებელია რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კონცეპტი გესმოდეს და საჭირო პროდუქტებზე გქონდეს წვდომა:
საბაზისო ტერმინები: კრიპტო აქტივი, ბლოკჩეინი და სავაჭრო წყვილები
- კრიპტო აქტივი: ციფრული ან ვირტუალური აქტივი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება. ისეთი კრიპტო აქტივები, როგორიც ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (ETH) არიან, დეცენტრალიზებული აქტივებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არ კონტროლდებიან რომელიმე მთავრობის ან საფინანსო ინსტიტუციების მიერ.
- ბლოკჩეინი: ციფრული ქსელი, რომელშიც ყოველი კრიპტო ტრანზაქცია ინახება. სწორედ ბლოკჩეინი არის უმეტესობა კრიპტო აქტივების უსაფრთხოების, დაცულობისა და გამჭვირვალობის გარანტი.
- სავაჭრო წყვილები: კრიპტო ვაჭრობაში სხვადასხვა აქტივი წყვილში ივაჭრება (მაგ: BTC/USD), რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი აქტივის გაყიდვით იღებ მეორე აქტივს. სავაჭრო წყვილების კარგად გაგება მნიშვნელოვანია წარმატებული ვაჭრობისათვის და ის გეხმარება, რომ ბაზარზე განათავსო ყიდვისა თუ გაყიდვის მოთხოვნები.
კრიპტო საფულე: როგორ შეინახო უსაფრთხოდ შენი კრიპტო აქტივები
კრიპტო საფულე არის ციფრული მოწყობილობა, რომელიც გეხმარება შეინახო შენი კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ და სურვილისამებრ გადარიცხო ან მიიღო ისინი სხვა ადამიანისგან. არსებობს რამოდენიმე ტიპის კრიპტო საფულე:
- ცხელი საფულე: ინტერნეტთან დაკავშირებული საფულე, რომელიც შენს აქტივებთან სწრაფად და მომენტალურად გაკავშირებს. ამგვარი ტიპის საფულეები მოხერხებულობით გამოირჩევიან, თუმცა ბევრად უფრო რისკის ქვეშ არიან ჰაკერული თავდასხმებისგან.
- ცივი საფულე: ოფლაინ საფულე, რომელიც შენს კრიპტო აქტივებს ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, ფიზიკურ მოწყობილობაში ინახავს. ცივი საფულეები მაღალი უსაფრთხოების დონით გამოირჩევიან და დიდი მოცულობის აქტივების გრძელვადიანი შენახვისთვის გამოიყენებიან.
- ბირჟის საფულე: ბევრი კრიპტო ბირჟა, მათ შორის კრიპტალი, მომხმარებლებს საკუთარ საფულეებს სთავაზობს თავიანთი კრიპტო აქტივების შესანახად. ისინი, ცხელი საფულეების მსგავსად, მოხერხებულობით გამოირჩევიან, თუმცა მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოების ზომები დაიცვა და გამოიყენო 2FA დაცვა.
კრიპტო აქტივებით ვაჭრობის უპირატესობები და რისკები
კრიპტო ვაჭრობა მომხმარებლებს დიდ მოგებას ჰპირდება, თუმცა რისკების გარეშე არაფერი არსებობს. ინდუსტრიაში მაღალია ვოლატილობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოს ფასი მოკლე პერიოდში შეიძლება ძალიან შეიცვალოს, რაც ქმნის, როგორც შესაძლებლობებს, ისე რისკებს. წარმატების მისაღწევად დამწყებმა კრიპტო თრეიდერბმა აუცილებელია ისწავლონ საბაზრო ტრენდების გაგება და რისკების სწორი მენეჯმენტი. მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიების ცოდნაც, როგორიც Stop-loss ორდერი ან სხვა მსგავსი დამხმარე საშუალებებია.
შეარჩიე სწორი კრიპტო ბირჟა
კრიპტო ბირჟა არის ადგილი, სადაც შენ კრიპტოს ყიდვა გაყიდვით და ვაჭრობით ხარ დაკავებული, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწორი პლატფორმა შეარჩიო. თუ დამწყები ხარ, მაშინ კრიპტალი თავისი მარტივი პლატფორმით, დაბალი საკომისიოებითა და ბალანსის შევსება & განაღდების ხერხების სიმრავლით იდეალური არჩევანია.
კრიპტო ვაჭრობის დაწყება ნაბიჯ-ნაბიჯ
ნაბიჯი 1: დარეგისტრირდი კრიპტო ბირჟაზე
იმისათვის, რომ ციფრული აქტივებით ვაჭრობა და კრიპტოს ყიდვა გაყიდვა შეძლო, შენს მიერ შერჩეულ კრიპტო ბირჟაზე უნდა დარეგისტრირდე. ჩვენს შემთხვევაში მაგალითად კრიპტალს გამოვიყენებთ.
- რეგისტრაცია: გადადი კრიპტალის პლატფორმაზე, შესაბამის გვერდზე შეიყვანე შენი ინფორმაცია და მიჰყევი.
- ვერიფიკაცია: უმეტესი კრიპტო ბირჟები, ისევე როგორც კრიპტალი, უსაფრთხოებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გამო ანგარიშის ვერიფიკაციას ანუ იდენტობის დადასტურებას საჭიროებენ.
- ჩართე უსაფრთხოების ზომები: გამოიყენე რთული პაროლი, რომელიც იქნება უნიკალური. მეტი უსაფრთხოებისთვის კი, ჩართე ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA).
ანგარიშის უსაფრთხოება კრიპტო ვაჭრობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. იმისათვის, რომ შენი ანგარიშის დაცვა გაზარდო, აუცილებელია რამოდენიმე შრიანი უსაფრთხოება. აუცილებლად გამოიყენე Google-ის 2FA აპლიკაცია, რომელიც ანგარიშზე ყოველი შესვლისას შენს ტელეფონში დაგენერირებული ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანას გულისხმობს.
ნაბიჯი 2: ბალანსის შევსება & ანგარიშზე თანხის შეტანა
მას შემდგომ, რაც კრიპტალზე რეგისტრაციას გაივლი და შენი ანგარიშის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფ, ვაჭრობის დროა. კრიპტოს ყიდვა თუ გინდა, რომელიმე ფიატ ვალუტა, ანუ ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევრო დაგჭირდება. კრიპტალზე ბალანსის შევსება რამოდენიმე მარტივი და მოსახერხებელი გზით შეგიძლია.
- საბანკო გადარიცხვა: ამ მეთოდის გამოყენებით შენი საბანკო ანგარიშიდან კრიპტალის ბალანსის შევსება სრულიად უპროცენტოდ, ლარით, ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი შეგიძლია.
- Visa/Mastercard ბარათები: კრიპტალზე მხარდაჭერილია ვიზა და მასტერქარდ საბანკო ბარათები, როგორც ბალანსის შევსებისას, ისე თანხის გატანისას. ბარათების დახმარებით შენ სწრაფად და კომფორტულად შეგიძლია ანგარიშზე თანხის შეტანა ან გამოტანა, უბრალოდ ანგარიშზე დაამატე TBC ბანკის, BOG-ის ან სხვა რომელიმე ბანკის ბარათი და სულ ეს არის.
- ნაღდი ფული: კრიპტალზე ბალანსის შევსება ნაღდი ფულითაც შესაძლებელია. ამისათვის მომხმარებლებს PayBox-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები დაგჭირდება. გარდა ამისა, ნაღდი ფულის ანგარიშზე შეტანაში CreditService+ ფილიალებიც დაგეხმარება.
ნაბიჯი 3: შეარჩიე სასურველი კრიპტო აქტივი ან სავაჭრო წყვილი
ახლა, როცა ბალანსი შევსებული გაქვს, ვაჭრობის დროა! კრიპტალზე უამრავ ისეთ პოპულარულ კრიპტო აქტივს იპოვი, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვები არიან. გარდა ამისა, პლატფორმაზე მრავალ სავაჭრო წყვილსაც შეხვდები იქნება ეს კრიპტო-ფიატი (BTC/USD) თუ კრიპტო-კრიპტო (BTC/USDT).
ორდერის განთავსება:
- აირჩიე კრიპტო ან სავაჭრო წყვილი
- შეარჩიე ორდერის ტიპი: დამწყებთათვის Market Order საუკეთესო არჩევანია მისი სისწრაფიდან და სიმარტივიდან გამომდინარე.
- შეიყვანე რაოდენობა: მიუთითე, რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა გინდა.
კრიპტალზე პროცესის სიმარტივე საშუალებას გაძლევს, რომ სრულად კონცენტრირდე ვაჭრობაზე. თუ დეტალურად გაინტერესებს, როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა სხვადასხვა გზებით, იქნება ეს კრიპტოს პირდაპირ ბარათიდან ყიდვა, ბირჟაზე ვაჭრობა თუ კონვერტაციის გამოყენება.
პლატფორმაზე კრიპტოს ყიდვა ნულიდან მარტივად შეგიძლია, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე.
ნაბიჯი 4: თვალი ადევნე შენს კრიპტო ინვესტიციას
შენი მიმდინარე ვაჭრობის ორდერებზე და ზოგადად, საბაზრო ტრენდებზე თვალის მიდევნება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყენე ეს რჩევები, რომ შენ ინვესტირება მეტად ეფექტური გახდეს:
- კრიპტოს ფასი და ტრენდები: რეგულარულად ადევნე თვალი ფასების ცვალებადობას და ბაზრის ტრენდებს, ნებისმიერმა მცირე ცვლილებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს.
- გამოიყენე სხვადასხვა ფუნქცია: კრიპტო ბირჟებს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ, რომლებიც ვაჭრობაში დაგეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია stop-loss არის, რომელიც აქტივების ყიდვა & გაყიდვაში ავტომატიზებულად მონაწილეობს, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების საფუძველზე.
- იყიდე სხვადასხვა კრიპტო: კარგი აზრია, თუ შენს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კრიპტო გამოჩნდება და შესაბამისად, რისკებსაც გადაანაწილებ.
დამატებითი რჩევები წარმატებული კრიპტო ვაჭრობისთვის
გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, დამატებით კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ:
- დაიწყე მცირედით - განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხარ და პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ. დაიწყე მცირე ინვესტირებით და როდესაც ვაჭრობა უფრო კომფორტული გახდება, შემდგომ გაზარდე მოცულობები.
- შეიმუშავე სტრატეგია - კარგი იქნება, თუ პირველ სავაჭრო გამოცდილებად რაიმე სტრატეგიას გამოიყენებ. მაგალითად, დამწყებთათვის კარგი გამოსავალია Dollar-Cost Averaging (DCA) სტრატეგია, რომელიც კრიპტოს ყიდვას რეგულარული ინტერვალებით გულისხმობს.
შეჯამება
კრიპტო ვაჭრობის დაწყება და ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა მომგებიანი და სახალისოა, როდესაც შესაბამისი ცოდნა, ხელსაწყოები და მოლოდინები გაქვს. დამწყებთათვის ისეთი მარტივი კრიპტო პლატფორმის შერჩევით, როგორიც კრიპტალია, თავდაჯერებას შეგმატებს.
უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება, სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება და საბაზრო ტენდენციებზე მუდმივად თვალის მიდევნება, წარმატებული კრიპტო ვაჭრობის საწინდარია.
მაგრამ გაითვალისწინე, კრიპტო ვაჭრობა გარკვეულ რისკებს შეიცავს და მნიშვნელოვანია ყოველ ნაბიჯს ყურადღებით მიადევნო თვალი. ბლოგში დაწერილი ინფორმაცია კი, არ არის ფინანსური რჩევა.