რა ხდება კრიპტო ბაზარზე?
მაშინ, როცა ბიტკოინი საკუთარ პოზიციებს იბრუნებს და დიდხნიანი ნეგატიური ტრენდის შემდგომ, კრიპტოვალუტის ფასები გაჯანსაღებას იწყებს, თვალთახედვიდან არც ალტქოინები უნდა გამოგვრჩეს. ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა კრიპტოვალუტამ აჩვენა ბიტკოინზე მძლავრი და დიდი პროცენტული ზრდა.
ციფრულ აქტივებზე ფასები იზრდება, კრიპტოს ყიდვის მსურველთათვის კი ჩნდება შეკითხვა, დაბრუნდა თუ არა კრიპტო და მოვიდა თუ არა ალტქოინების სეზონი?
ამ ბლოგში მოგიყვებით, რა ზრდა ჰქონდათ ალტქოინებს 2023 წლის ბოლოს, რამ გამოიწვია კრიპტოს ფასების ზრდა და როგორ შეიძლება ივაჭრო წარმატებულად სხვადასხვა ქოინითა თუ ტოკენით.
კრიპტოს ფასი: როგორ გაიზარდა ალტქოინები?
ბიტკოინის გარდა ყველა ციფრულ აქტივს ალტქოინი ჰქვია და მათ 2023 წლის ბოლოს გასაოცარი პროცენტული ზრდა აჩვენეს, ზოგიერთი მათგანი კი უფრო დიდი ხანია მწვანე ტალღაზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასმა გასული წლის სექტემბრის შემდგომ დაახლოებით 40%-ით მოიმატა და ახლა ის $38,000 ფარგლებში დასტაბილურდა, ზოგიერთი ალტქოინი უფრო მეტად გაიზარდა და გაცილებით დიდი პროცენტული მატება აჩვენა. მაგალითად, სოლანა (SOL) სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ხოლო ინჯექტივი (INJ) და ჩეინლინკი (LINK) 150%-იანი მატებით გამოირჩნენ. ეს ყველაფერი არ არის, ავალანჩი (AVAX), აავე (AAVE), პოლიგონი (MATIC) და კარდანო (ADA) იმ ალტქოინების ჩამონათვალია, რომლებმაც ბიტკოინის პროცენტული ზრდა უკან ჩამოიტოვეს ბოლო 90 დღის განმავლობაში და ბაზარზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირეს. ციფრული აქტივების ღირებულების სასიკეთოდ ცვლილება კი, ერთგვარ ტრენდშია გადაზრდილი, რაც ბაზარზე დადებით სენტიმენტს იწვევს და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება კრიპტოს ყიდვის სურვილი.
როგორც ვნახეთ, მნიშვნელოვანი ტრენდი შესამჩნევია და ის ყველა თრეიდერმა უნდა გაითვალისწინოს. მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი ნოემბრიდან იანვრამდე იზრდებოდა და საბოლოოდ $38,000-იანი ნიშნულის ფარგლებში დარეგულირდა, უამრავმა ალტქოინმა „კრიპტო ოქროს“ ნამდვილი შეჯიბრი მოუწყო და მისი ზრდის პარალელურად საკუთარი ღირებულებაც გაზარდა. მაგრამ შეიძლება ფასების მატების მიზეზი მხოლოდ ეს არ იყოს.
რატომ იზრდება კრიპტოს ფასი?
მაშინ, როდესაც ბაზარზე კრიპტოს ფასი იზრდება და ალტქოინები დიდ პროცენტულ მატებას განიცდიან, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მათი პოზიტიური ფასის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ბიტკოინია, რომელსაც ზოგადად კრიპტო ბაზარზე დიდი გავლენა აქვს.
თუმცა, გარდა უშუალოდ კრიპტოვალუტა ბიტკოინის აღმავლობისა, ბაზარზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთმა ფაქტორმა. ოქტომბრის შემდგომ, როდესაც მოსალოდნელი იყო, რომ ა.შ.შ.-ს ვაჭრობისა და აქტივების მიმოცვლის კომისია (SEC), ბიტკოინის ETF-ს დაამტკიცებდა და აქტივით ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე გახდებოდა შესაძლებელი, ბაზრის პოზიტიური სენტიმენტები გაორმაგდა, საბოლოოდ კი, როდესაც ETF დამტკიცდა და უამრავი კრიპტო თრეიდერისა თუ საინვესტიციო კომპანიის მოლოდინები გამართლდა, ალტქოინებიცა და სხვა კრიპტოვალუტებიც მატებისკენ წავიდნენ.
გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების კვალდაკვალ, როდესაც უამრავი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე, ან თუნდაც საბანკო აქტივობებზე წვდომის მიღმა, კრიპტოვალუტა იქცა უალტერნატივო გამოსავლად და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც გაიზარდა, რამაც საკუთარი როლი შეასრულა სხვადასხვა აქტივებზე ფასების ზრდაში.
თუმცა, საბოლოოდ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზეზი, რომელიც კრიპტოს ფასის ზრდას იწვევს, თავად ბიტკოინია. კრიპტოს ყიდვის მსურველები, ბიტკოინის ზრდასთან ერთად, ყურადღებას საშუალო და მცირე საბაზრო კაპიტალიზაციიან კრიპტოვალუტებსა და ალტქოინებსაც აქცევენ ყურადღებას, ხოლო გაზრდილი მოთხოვნა, გაზრდილ ფასს ნიშნავს.
ალტქოინების ყიდვის სეზონი დადგა?
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ციფრული აქტივი ფასის ზრდის ტენდენციით გაცილებით აღემატება ბიტკოინს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ ალტქოინების სეზონს გახსნილად გამოვაცხადებთ. ალტქოინების სეზონი „ოფიციალურად“ მაშინ იწყება, როდესაც საბაზრო კაპიტალიზაციით ტოპ 50 კრიპტოვალუტაში შემავალი ქოინების უმეტესობა (მინიმუმ 75%) ზედიზედ 90 დღის განმავლობაში ბიტკოინზე კარგ პროცენტულ ზრდას დააფიქსირებს.
ამჟამად კი, კრიპტო ბაზარზე ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე კვირიან ზრდას ვხედავთ. სამ თვიან პერიოდში კი, ალტქოინების 50% ასწრებს ბიტკოინს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შესაბამისი დასკვნის გამოსატანად საკმარისი არ არის, ის გარკვეულ მინიშნებად მაინც შეგვიძლია მივიღოთ.
შედარებისთვის, გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ალტქოინების მხოლოდ 13% ჯობდა ბიტკოინს პროცენტული ზრდით.
როგორ ვიყიდო ალტქოინი უსაფრთხოდ?
მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმ რისკებს, რომლებიც ამ კრიპტო აქტივებს ახლავს თან, იქნება დიდი ვოლატილობა თუ სხვა.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ვოლატილობა, ნიშნავს აქტივზე ფასების მკვეთრად დაცემას, თუმცა მეორე მხრივ, სწრაფ სარგებელსა და დიდ ამონაგებს. წარმატებული ინვესტიციისათვის მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოს ყიდვის მსურველმა გაითვალისწინოს, როგორც ბაზარზე არსებული სენტიმენტები, ისე კრიპტო მოწყობილობები, რომლებიც სხვადასხვა აქტივის შეძენას გვიადვილებს და გვეხმარება.
თვალი ადევნე ყველა სიახლეს, რომელიც შენთვის სასურველი ალტქოინისა და კრიპტოვალუტის ირგვლივ ხდება, როგორ იქცევიან დიდი ინვესტორები, რა ტექნოლოგიური სიახლეებია პროექტის ირგვლივ და ზოგადად, ყველანაირი სიახლე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა მცირედ გეჩვენებოდეს ის.
როგორც ვახსენეთ, სხვადასხვა მოწყობილობები მნიშვნელოვნად გვიადვილებენ კრიპტოს ყიდვასთან დაკავშირებულ ნიუანსებს, იქნება ეს ავტომატიზებული ბოტები თუ სხვა. მოიძიე შენს სტრატეგიაზე მორგებული ხელსაწყო და ყურადღება მიაქციე - სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე სხვადასხვა ტიპის ბოტებია.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კი, ალტქოინებისა და კრიპტოს ყიდვა, შეიძლება სარფიან გადაწყვეტილებად იქცეს, მაშინაც კი, როდესაც ალტქოინების სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ფასების ზრდის ტენდენცია მაინც ეჭვქვეშ დგას.
სად ვიყიდი ალტქოინს?
თუკი კრიპტოს ყიდვა გადაწყვეტილი გაქვს და ალტქოინებზე „ნადირობის“ სეზონში გინდა ჩართვა, მაშინ შეიძლება კრიპტალი საუკეთესო არჩევანი იყოს, სადაც აქტივის ყიდვას ორნაირად შეძლებ:
- კონვერტაცია: თანამედროვე კრიპტო ბაზარზე, სადაც ფასები ხშირად და სწრაფად იცვლება, კრიპტალის კონვერტაციის ფუნქცია შეიძლება შენს საუკეთესო მეგობრად იქცეს. სწრაფად ცვალებად ბაზარზე კი, კრიპტოს ყიდვის სწრაფი ფუნქციონალი გჭირდება.
მისი დახმარებით, შენ სულ რამოდენიმე კლიკში შეძლებ სასურველი კრიპტოვალუტისა და ალტქოინის ყიდვას, რაც მთავარია - ყველაზე სწრაფად. შენს მიერ შეძენილი კრიპტო წამებში მოხვდება კრიპტო საფულეში. გაითვალისწინე ისიც, რომ კონვერტაციით სარგებლობისას სრულებითაც არ გჭირდება რაიმე გამოცდილების ქონა და ის ზედ გამოჭრილი ფუნქციაა დამწყებთათვის.
- Spot ბირჟა: კრიპტალის Spot ბირჟა არის ადგილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თრეიდერებს, ანუ ალტქოინების ყიდვისა და გაყიდვის მსურველ ადამიანებს. ბირჟის გარემოში, თრეიდერები ათავსებენ შესაბამის ორდერს, ანუ მოთხოვნას, შემდგომ კი ელოდებიან სხვა თრეიდერის მხრიდან ამ შეთავაზების დათანხმებას და ტრანზაქციის განხორციელებას.
Spot ბირჟის გამორჩეული ფუნქცია თრეიდერისთვის კრიპტოზე საუკეთესო ფასის შეთავაზებაა. აქ შენ უთითებ, რა ფასის სანაცვლოდ გსურს რომელიმე ალტქოინის ყიდვა და შემდგომ ელოდები იმ ადამიანის გამოჩენას, რომელიც მზად იქნება შენს მიერ მითითებულ ფასად დაგითმოს საკუთარი ციფრული აქტივები.
გაითვალისწინე, სპოტ ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის.
გარდა ამისა, კრიპტალზე შეხვდები ყველაზე დაბალ საკომისიოებს, რაც პლატფორმას კრიპტოს საყიდლად საუკეთესო ადგილად აქცევს.
- ხიდი ბირჟებს შორის: თუკი აქ ვერ შეხვდები შენთვის სასურველ ალტქოინს, მაშინ კრიპტალის გამოყენება შუამავლად შეგიძლია, სადაც იაფად იყიდი რომელიმე კრიპტო აქტივს, გადაიტან შენთვის სასურველ პლატფორმაზე და იქ გადაცვლი ალტქოინში.