Სარჩევიchevron-down
Cryptal-ის ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვით - ინსტრუქცია:
რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდის გამოყენებას?
ბალანსის შევსება - სხვა გზები:
tbc-bank-wire-transfer-top-up-1000x300
2025-05-27clock3 minutes

Cryptal-ის ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვით - ინსტრუქცია:

მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანა რომ შეძლოს, ამისათვის ორი რამ არის საჭირო:

  1. Cryptal-ის ანგარიში
  2. თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი

შემდგომ კი, მარტივი ინსტრუქცია მოდის:

ნაბიჯი 1: ავტორიზაცია
ნაბიჯი 2: შევსება
ნაბიჯი 3: ვალუტის არჩევა - ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევრო (TOGEL, TOUSD და TOEUR)
ნაბიჯი 4: ბანკი
ნაბიჯი 5: თიბისი ბანკი (TBC Bank)
ნაბიჯი 6: IBAN

ამის შემდგომ კი, საჭიროა მომხმარებელმა თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი გახსნას და გააგრძელოს:

ნაბიჯი 7: გადარიცხვები
ნაბიჯი 8: სხვასთან გადარიცხვა
ნაბიჯი 9: აირჩიე +
ნაბიჯი 10: მიმღების IBANდა ვალუტა
ნაბიჯი 11: დანიშნულება - ბალანსის შევსება

სულ ეს არის, თიბისი ბანკის მობილ ბანკიდან Cryptal-ზე გადარიცხული თანხა მომენტალურად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აისახება.

რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდის გამოყენებას?

  • სისწრაფე - თიბისი ბანკის საბანკო გადარიცხვის დახმარებით შევსებული ბალანსი მყისიერად, დაყოვნების გარეშე აისახება. მომხმარებელს არ უწევს ლოდინი და შესაბამისად კრიპტოს ყიდვა შეფერხებების გარეშე არის შესაძლებელი.

  • სიმარტივე - Cryptal-ზე თანხის შეტანა ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერი სხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, იქნება ეს მეგობართან თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადის გადახდა თუ სხვა.

  • კომფორტი - მომხმარებლებს ბალანსის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, არ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამის რომელი მონაკვეთია, რაიმე დღესასწაულია თუ დასვენების დღეებია. თანხის შეტანა ყოველთვის კომფორტულად არის შესაძლებელი.

ბალანსის შევსება - სხვა გზები:

მომხმარებელი სწრაფად ცვალებად კრიპტო სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს თუ უკვე დიდი გამოცდილება მოუგროვა, ამას მნიშვნელობა სრულებით არ აქვს. იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და ანგარიშზე ლარის, ა.შ.შ. დოლარის ან ევროს შეტანა შესაძლებელი იყოს, Cryptal-ზე სხვადასხვა გზებია ხელმისაწვდომი და ეს ერთნაირად მარტივია ნებისმიერი მსურველისთვის:

  • Visa/Mastercard ბარათი
  • ნაღდი ფული
  • საბანკო გადარიცხვა

მომხმარებლებს ნაღდი ფულის საკუთარ ანგარიშზე შეტანა CreditService+-ის ფიზიკური ფილიალებიდან, ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შეუძლიათ, იქნება ეს თიბისი ფეი, BOG-ის ჩასარიცხი აპარატი, PayBox თუ ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის მოწყობილობა.

Visa/Mastercard ბარათების დახმარებით ბალანსის შევსება კი, სულ რამოდენიმე კლიკს მოიცავს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ამ მეთოდით ანგარიშზე თანხის შეტანა შეძლოს, პირველ რიგში საჭიროა TBC-სა და BOG-ის ბარათების დამატება.

Support