Სარჩევიchevron-down
რას გაიგებ ამ ბლოგში? - კრიპტოვალუტები, საკომისიოები, ლაითქოინი, რიპლი და სხვა
რა არის გადარიცხვის საკომისიო კრიპტოში?
რა ტიპის საკომისიოები არსებობს?
რა არის კრიპტოვალუტის ქსელის საკომისიო?
რა არის კრიპტო ბირჟის საკომისიო?
ტოპ 6 კრიპტოვალუტა, რომელსაც ყველაზე დაბალი საკომისიო აქვს
რიპლი (XRP) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე
ბიტკოინ ქეში (BCH) - ბიტკოინის პატარა ძმა
სტელარი (XLM) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე
ბიტკოინ SV (BSV) - ბიტკოინის კიდევ ერთი ძმა
ლაითქოინი (LTC) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე
დოჯქოინი (DOGE) - ყველაზე ცნობილი მემე ქოინი
დაბალი გადასახადი, 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე
Various Cryptocurrencies are displayed on a spinning wheel with Georgian text on the left side
2023-11-06clock6 minutes

რას გაიგებ ამ ბლოგში? - კრიპტოვალუტები, საკომისიოები, ლაითქოინი, რიპლი და სხვა

კრიპტოვალუტებში პირველად შემობიჯებისას ეს ინდუსტრია ნამდვილი ოქროს, ან სულაც ბიტკოინის საბადოა. კრიპტო ხომ შუამავლებს აქრობს, რაც ნაკლებ საკომისიოებსა და გადასახადებს ნიშნავს.

თუმცა, ზოგიერთი კრიპტოვალუტა მაინც ძვირია მოხმარებისათვის და მათი მოხმარება მომხმარებლისათვის გარკვეულ ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამ ბლოგში მოგიყვებით იმ კრიპტოვალუტების შესახებ, რომლებსაც კრიპტო ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი საკომისიოები ახასიათებთ. ასევე, გაჩვენებთ როგორ შეგიძლია კრიპტალის დახმარებით 0% გატანის საკომისიო მიიღო სტელარზე, რიპლსა და ლაითქოინზე.

რა არის გადარიცხვის საკომისიო კრიპტოში?

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კრიპტოვალუტა ერთხელ მაინც უყიდია, გაუყიდია ან გადაუცვლია მეორე კრიპტოვალუტაში, იცის და შეხება ქონია გადარიცხვის საკომისიოსთან. მოდი უკეთ გავიგოთ, რა არის გადარიცხვის საკომისიო კრიპტოში.

მოკლედ, გადარიცხვის საკომისიო არის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იხდის კრიპტოვალუტის ერთი საფულიდან მეორეში გადატანისას.

დამატებით კი, სხვადასხვა კრიპტოვალუტას სხვადასხვა ტიპის საკომისიოები აქვს. თუ დაიბენი არ შეგეშინდეს, გეტყვით რა ტიპის საკომისიოები არსებობს და რომელია ყველაზე დაბალ გადასახადიანი კრიპტოვალუტა.

რა ტიპის საკომისიოები არსებობს?

როდესაც კრიპტო ვაჭრობაში ან სულაც კრიპტო ინვესტირებაში ერთვები, საკომისიოებს გვერდს ვერ აუვლი. არსებობს ორი მთავარი ტიპის საკომისიო და ესენია:

  1. კრიპტოვალუტის ქსელის საკომისიო
  2. კრიპტო ბირჟის საკომისიო

რა არის კრიპტოვალუტის ქსელის საკომისიო?

კრიპტოვალუტის ქსელის საკომისიო არც ისე რთული გასაგებია, ის არის გადასახადი, რომელსაც მომხმარებელი რომელიმე კრიპტოვალუტის ქსელის, ანუ ბლოკჩეინის გამოყენებისასა იხდის. ეს საკომისიოები კი, ქსელის უკეთესად მუშაობს ხმარდება, ანუ ჯილდოს სახით მიემართება მაინერებისაკენ.

ხშირად საკომისიოები გადარიცხული თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავენ და ეს ძალიან აძვირებს ჩვენს კრიპტო ტრანზაქციას.

ყოველ ქსელს კი, საკუთარი განსხვავებული საკომისიო აქვს, რომელთა შესახებაც მომხმარებლებმა უმეტესწილად წინასწარ იციან. თუმცა გაითვალისწინე, ერთიდაიმავე ქსელზე საკომისიოები სხვადასხვა დროს შეიძლება განსხვავდებოდეს და ეს დამოკიდებულია, თუ რა მოთხოვნა და დატვირთვა აქვს ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ქსელს.

რა არის კრიპტო ბირჟის საკომისიო?

მარტივად, კრიპტო ბირჟის საკომისიო ზუსტად იგივეა, რაც ჩვენს მიერ ბანკში განხორციელებული გადარიცხვებისას გადახდილი საკომისიო. ეს საკომისიოები სრულად კრიპტო ბირჟებზე რჩება და მათ მიერ გაწეულ მომსახურებას ხმარდება. ბევრი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟისთვის საკომისიოები შემოსავლის მთავარი წყაროა.

სწორედ ეს საკომისიოები აუმჯობესებს კრიპტო ბირჟების მუშაობას, უსაფრთხოებას და სხვა ასპექტებს. ზოგიერთი კრიპტო ბირჟა მომხმარებლებს პროგრესულ გადასახადებსა და საკომისიოებს სთავაზობს, რომელიც დამოკიდებულია მომხმარებლის სტატუსზე, გადარიცხვის მოცულობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე.

მაგალითად, პირველ ქართულ კრიპტო ბირჟა კრიპტალზე, ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოებია. დეტალურად ინფორმაციის სანახავად დააკლიკე აქ.

კრიპტალზე მინიმალური საკომისიოებია, როგორც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, ასევე ანგარიშზე თანხის შეტანის ან გატანის დროს ან თუნდაც ერთი კრიპტოვალუტის მეორეში გადაცვლისას.

ტოპ 6 კრიპტოვალუტა, რომელსაც ყველაზე დაბალი საკომისიო აქვს

კრიპტოვალუტების დიდ ოკეანეში უამრავი პროექტი თუ ქოინი პირდაპირ ორიენტირებულია, ან სულაც ცდილობს დაბალი საკომისიოების დანერგვას. მაშინ, როდესაც ბევრ ცნობილ კრიპტოვალუტას დაბალი საკომისიო აქვს, კრიპტალზე ზოგიერთ მათგანს სულაც 0%-იანი გატანის საკომისიოთი შეხვდებით.

რიპლი (XRP) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე

იმ კრიპტოვალუტებს შორის, რომლებიც დაბალი საკომისიოებით და ხელმისაწვდომობით გამოირჩევიან, რიპლი ნამდვილად ბრწყინავს. გარდა დაბალი გადასახადებისა, რიპლს სისწრაფეც ახასიათებს და საშუალოდ მისი ტრანზაქციის დადასტურებას 4 წამამდე სჭირდება. ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციით, ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა Coinmarketcap-ის სიაში.

თუმცა ყველაფერი არ გვითქვამს, კრიპტალის დახმარებით რიპლზე 0% გატანის საკომისიო მოქმედებს!

თუ დამატებით გაინტერესებს ინფორმაციის მოძიება, ჩვენს ბლოგს გაეცანი რიპლის შესახებ.

ბიტკოინ ქეში (BCH) - ბიტკოინის პატარა ძმა

ბიტკოინ ქეში საკუთარი შემქმნელებისგან გადარიცხვების ელექტრონულ ფულად ხასიათდება. ის ორიგინალ ბიტკოინთან გაყოფის შედეგად წარმოშობილი კრიპტოვალუტაა და მისი ქსელი დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა, რომლებიც სწორედაც რომ კრიპტო გადარიცხვებზე არის მორგებული და Bitcoin-თან შედარებით ქსელის სისწრაფით გამოირჩევა.

სტელარი (XLM) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე

სტელარი, რომელსაც შემოკლებით XLM-ადაც მოიხსენიებენ, განსაკუთრებით დაბალი საკომისიოებითა და გადარიცხვის სისწრაფით გამოირჩევა, რომელიც რიპლის მსგავსად ასევე 4 წამამდეა.

თუმცა გაითვალისწინე, სტელარის საკომისიო შესაძლოა მისი ფასის მატებასთან ერთად გაიზარდოს, მაგრამ ახლა ამ კრიპტოვალუტის გამოყენებით გადარიცხვა ძალიან დაბალ საკომისიოსთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ, უამრავი თრეიდერისა და ინვესტორისთვის მიკრო ტრანზაქციებისას ის საყვარელი და რჩეული კრიპტო აქტივია.

რიპლის მსგავსად, კრიპტალზე სტელარიც 0% გატანის საკომისიო გადასახადით ხასიათდება. თუ ამ კრიპტოვალუტაზე მეტი ინფორმაციის გაგება გინდა, გაეცანი ჩვენს ბლოგს:

ბიტკოინ SV (BSV) - ბიტკოინის კიდევ ერთი ძმა

როგორც ბიტკოინ ქეში, Bitcoin SV-იც ორიგინალი ბიტკოინის ქსელის გაყოფის შედეგად წარმოიშვა და ამ კრიპტოვალუტასაც დაბალი საკომისიოები ახასიათებს.

საშუალოდ, გადარიცხვის საკომისიო ამ კრიპტოვალუტის გამოყენებით $0.0005 უტოლდება და ციფრული აქტივების დიდ სამყაროში ამ მაჩვენებლით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, დღეში Bitcoin SV-ის გამოყენებით მილიონამდე ტრანზაქცია ხორციელდება.

ლაითქოინი (LTC) – 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე

იქიდან გამომდინარე, რომ ლაითქოინი ყოველდღიური გადარიცხვებისა და გადახდებისათვის საჭირო კრიპტოვალუტად მოიაზრებოდა, მის კოდში ჩაბეჭდილია მინიმალური საკომისიოს არსებობა. შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტა. მიუხედავად იმისა, რომ ლაითქოინმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მილიონობით ინვესტორის ციფრულ საფულეშია, მისი დაბალი საკომისიო მაინც არ გაზრდილა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რადგან კრიპტალზე ლაითქოინზე 0% გატანის საკომისიო მოქმედებს და შენს მიერ გატანილი LTC საფულეზე სრულად დაგიჯდება!

დოჯქოინი (DOGE) - ყველაზე ცნობილი მემე ქოინი

ჩვენს სიაში მოხვედრილ კრიპტოვალუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კრიპტო დოჯქოინია. ეს კრიპტოვალუტა, შიბა ინუს მსგავსად, მალე იქცა უბრალო მიმიდან დიდ კრიპტო პროექტად. გარდა მისი საინვესტიციო ხასიათისა, დოჯი გამოირჩევა გადარიცხვების ეფექტურობისთვისაც. ამ კრიპტოვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციებს კი, კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მცირე საკომისიოები აქვს და დაახლოებით, სულ რაღაც, 20 ცენტის ფარგლებში მერყეობს.

დაბალი გადასახადი, 0% გატანის საკომისიო კრიპტალზე

ტრანზაქციების დაბალი საკომისიოები მომგებიანია როგორც დიდი, ასევე პატარა ინვესტორებისათვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უბრალოდ კრიპტო ტრანზაქციებს ახორციელებენ, ეს ყველაფერი კი, კრიპტო ინდუსტრიის განვითარებაზე ძალიან მოქმედებს.

როგორც კრიპტო სამყაროს გულშემატკივრები, აქტიურად ვადევნებთ თვალს ტრანზაქციებისა თუ სხვა ყველა საკომისიოს შემცირებას, რაც კრიპტო ინდუსტრიაზე დადებითად აისახება, ტენდენცია კი იქითკენ მიდის, რომ ბლოკჩეინის, ანუ ქსელის საკომისიოებიცა და ბირჟის გადასახადებიც სულ უფრო მეტად იაფდება.

ხოლო თუ კრიპტოვალუტებზე 0% გატანის საკომისიო გინდა, კრიპტალი საშენო ადგილია. აქ შეგეძლება, რომ ლაითქოინი, რიპლი და სტელარი სრულიად გადასახადის გარეშე გაანაღდო ან გაიტანო.

Support