Სარჩევიchevron-down
Cryptal & Coinmania - რომელი კრიპტო ბირჟა არის დამწყებთათვის?
რა არის კრიპტო ბირჟა?
როგორია იდეალური კრიპტო ბირჟა დამწყებთათვის?
მარტივი ინტერფეისი
FIAT ვალუტების მხარდაჭერა
სწრაფი და მარტივი რეგისტრაცია
დახმარების გუნდი (Support)
Cryptal-ის მიმოხილვა: ქართველი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი ბირჟა
Coinmania-ს მიმოხილვა: მთავარი ფუნქციები და დამატებითი ინფორმაცია
ფუნქციები: Cryptal და Coinmania დამწყებთათვის
ანგარიშის შექმნა & ვერიფიკაცია
პლატფორმის დიზაინი & მობილური აპლიკაცია
ბალანსის შევსება
მომხმარებელთა დახმარების გუნდი
საკომისიოები
რატომ არის Cryptal დამწყებ მომხმარებლებზე უფრო ორიენტირებული ბირჟა?
შეჯამება - რომელი კრიპტო ბირჟა არის დამწყებთათვის?
ბირჟა და ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)
დაიწყე კრიპტო მოგზაურობა Cryptal-თან ერთად
cryptal-coinmania-comparision-1000x300
2025-06-04clock10 minutes

Cryptal & Coinmania - რომელი კრიპტო ბირჟა არის დამწყებთათვის?

თუკი კრიპტო აქტივების ინდუსტრიაში დამწყები ხარ, შესაფერისი ბირჟის შერჩევა შეიძლება რთული იყოს. იმ უამრავი პლატფორმისაგან, რომლებიც ციფრულ აქტივებთან მარტივ წვდომას გვპირდებიან, რთულია ამოვარჩიოთ ისეთი, რომელსაც სიმარტივე, კარგი მხარდაჭერის გუნდი და უსაფრთხოება ექნება. საქართველოში, ასეთი ორი პოპულარული პლატფორმა არსებობს - Cryptal და Coinmania - მაგრამ, რომელია უფრო მორგებული იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ?

ამ ბლოგში, ვისაუბრებთ კრიპტალსა და ქოინმანიაზე, რათა მომხმარებელმა უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. გავიგებთ ყველა იმ ფუნქციის შესახებ, რომელიც დამწყებთათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იქნება ეს ანგარიშის შექმნა, ფიატ ვალუტის ანგარიშზე შეტანა, ბალანსის შევსება, დახმარების გუნდი თუ სხვა დანარჩენი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ეძებს მომხმარებელი, მას უბრალოდ კრიპტოს ყიდვა უნდა ქართული ლარის გამოყენებით თუ ციფრულ აქტივებთან წვდომა საკუთარი მობილურიდან სურს, ამ სტატიაში ყველაფერზე ვისაუბრებთ.

დავიწყოთ იმის გაგებით, რას უნდა ელოდნენ დამწყები მომხმარებლები კრიპტო ბირჟისგან.

რა არის კრიპტო ბირჟა?

კრიპტო ბირჟა ციფრული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ისეთი კრიპტოს ყიდვა, გაყიდვასა და ვაჭრობის საშუალებას აძლევს, როგორიც მაგალითად ბიტკოინი, ეთერიუმი ან ლაითქოინი არის. არსებობს ორი ძირითადი ტიპის პლატფორმა: ცენტრალიზებული ბირჟა (CEXs) და დეცენტრალიზებული ბირჟა (DEXs). როგორც წესი, დამწყებთათვის ცენტრალიზებული ბირჟა ნაცნობი ინტერფეისის, დახმარების გუნდისა და ფიატ ვალუტების მხარდაჭერის გამო, უკეთესი არჩევანია.

თუმცა, ყველა ცენტრალიზებული ბირჟა დამწყებებზე ერთნაირად მორგებული არ არის. ახალ მომხმარებლებს სჭირდებათ პლატფორმა, რომელიც:

  • მარტივი გამოსაყენებელია
  • მხარდაჭერილია ადგილობრივი ენა და ფიატ ვალუტები (მაგალითად ქართული ლარი)
  • გამოირჩევა კარგი დახმარების გუნდით (Support)
  • გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი საკომისიოები და რეგულაციები

სწორედ ამიტომ არის Cryptal-სა და Coinmania-ს განხილვა ასე მნიშვნელოვანი. ორივე ბირჟა ქართველ მომხმარებლებს ემსახურება, მაგრა მათი მიდგომა და ფუნქციები განსხვავდება, რაც დამწყები ადამიანების გამოცდილებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

როგორია იდეალური კრიპტო ბირჟა დამწყებთათვის?

მანამ, სანამ Cryptal-სა და Coinmania-ს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს „დამწყებთათვის მოსახერხებელი“ პლატფორმა.

ადამიანისთვის, რომელიც ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამს და ბევრი არაფერი იცის, სიმარტივე და სიცხადე ყველაზე მნიშვნელოვანია. ბირჟა დამწყებთათვის მოსახერხებლად შეიძლება ჩაითვალოს სწორად ამ თვისებებისა და ისეთი დამატებითი ფუნქციონალის წყალობით, როგორიც არის:

მარტივი ინტერფეისი

გადატვირთულმა ან ზედმეტი ტექნიკური ხელსაწყოებით გაჯერებულმა პლატფორმამ შეიძლება ახალი მომხმარებლები დააბნიოს და მათთვის ინდუსტრიაში შემოსასვლელად, ერთგვარი ბარიერი შექმნას. ბირჟამ, დამწყებებს აუცილებლად უნდა შესთავაზოს:

როდესაც ყოველი მომდევნო ნაბიჯი ინტუიციური და მარტივად მისახვედრია, დამწყები მომხმარებელი კრიპტო სამყაროში უფრო თავდაჯერებულად იწყებს მოგზაურობას.

FIAT ვალუტების მხარდაჭერა

უამრავ გლობალურ და პოპულარულ ბირჟაზე მხარდაჭერილი არ არის ქართული ლარი (GEL), რომლის გამოც მომხმარებლებს თავიანთი აქტივების ა.შ.შ. დოლარში ან ევროში დაკონვერტირება უწევთ. ახალ მომხმარებლებზე მორგებულ ბირჟას უნდა შეეძლოს:

  • ლარის მიღება საბანკო ბარათების ან გადარიცხვის გამოყენებით
  • მომხმარებლებს კრიპტოს ფასი ლარში აჩვენოს
  • ზედმეტი გადასახურდავებელი პროცესების თავიდან არიდება

სწრაფი და მარტივი რეგისტრაცია

ვერიფიკაცია და KYC პროცედურები ყველა ცენტრალიზებული პლატფორმისათვის აუცილებელი პროცესია. თუმცა, ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს:

  • მარტივი და გასაგები
  • სწრაფი (ვერიფიკაცია რამოდენიმე წუთში)
  • ხელმისაწვდომი, როგორც მობილურიდან, ისე დეკსტოპ მოწყობილობიდან

დახმარების გუნდი (Support)

ხშირად, დამწყებ მომხმარებლებს დახმარება ესაჭიროებათ, იქნება ეს ბალანსის შევსება, კრიპტო საფულის გამოყენება თუ ზოგადად, ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხები. ტოპ კრიპტო ბირჟა მომხმარებლებს უნდა სთავაზობდეს:

  • ლაივ ჩატს ან ტელეგრამ ჯგუფს დახმარებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • FAQ სექციას დამწყებთათვის
  • რეალური ადამიანების ჩართულობას Support-ის საქმიანობაში და არა AI გამოყენებას

თუმცა, მანამ სანამ მომხმარებელი რომელიმე კრიპტო ბირჟაზე საქმიანობას დაიწყებს, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს კრიპტო ტერმინები დამწყებთათვის. მათი კარგად გაგება აუცილებელია წარმატებული კრიპტო მოგზაურობის დასაწყებად.

Cryptal-ის მიმოხილვა: ქართველი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი ბირჟა

კრიპტალი არის ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ოპერირებს. პლატფორმა განსაკუთრებით ორიენტირებულია ადგილობრივ მომხმარებლებზე, რომლებსაც მარტივ ხელმისაწვდომობას, ინტუიციურ გარემოსა და ყველა ადგილობრივი რეგულაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოებას სთავაზობს. დამწყებთათვის კრიპტალი სწორედ იმ ბარიერს აქრობს, რომელიც მათ კრიპტო სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში აფერხებს.

პლატფორმის დიზაინი:

კრიპტალის დიზაინი არის თანამედროვე, მინიმალისტური და სპეციალურად დამწყებ მომხმარებლებზე ორიენტირებული. პლატფორმა თავისუფალია ზედმეტი ნიშნებისაგან და ვიზუალურად საკმაოდ ინტუიციურია. მარტივად შეიმჩნევა ისეთი მნიშვნელოვანი ღილაკები, როგორიც არის ყიდვა, გაყიდვა და კონვერტაცია. პლატფორმა სრულად ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც დესკტოპ მოწყობილობებზე, ისე სმარტფონზე, რაც მომხმარებლებს მარტივად ნავიგაციის საშუალებას აძლევს.

  • მარტივია
  • თანამედროვეა
  • მინიმალისტურია

Fiat ვალუტების მხარდაჭერა:

Cryptal-ზე მხარდაჭერილია ის სამი ძირითადი ვალუტა, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის შევსება ან თანხის განაღდება შეუძლიათ:

  • ქართული ლარი (₾)
  • ა.შ.შ. დოლარი ($)
  • ევრო (€)

ბალანსის შევსება:

მომხმარებლებს ფიატ ვალუტების თავიანთ ანგარიშზე შეტანა რამდენიმე გზით შეუძლიათ:

  • საბანკო გადარიცხვა
  • Visa/Mastercard ბარათები
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატები
  • CreditService+

დამწყებ კრიპტო მომხმარებლებს ბალანსის შევსება შეუძლიათ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით. თანხა ბალანსზე რამდენიმე წამში აისახება და ეს პროცესი საკომისიოების გარეშე მიმდინარეობს. ასვე, თანხის ანგარიშზე შეტანა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდ ბარათებით, რომლებიც საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ არის გამოცემული, იქნება ეს თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი თუ სხვა.

თუ მომხმარებელს ბალანსის შევსება ნაღდი ფულით სურს, ამის გაკეთება შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით - თიბისი ფეი, ბოგ ფეი, ლიბერთი და ფეიბოქსი. დამატებით, CreditService+ ფიზიკური ფილიალები მზად არიან ნაღდი ფულის მისაღებად.

კრიპტოს ყიდვის გზები:

დამწყებისათვის Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა ძალიან მარტივია. პლატფორმა მომხმარებლებს ამის გასაკეთებლად რამდენიმე გზას სთავაზობს:

  • კონვერტაცია
  • Spot ბირჟა
  • პირდაპირ Visa/Mastercard ბარათები

კონვერტაცია სასურველი კრიპტო აქტივის შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი, ეთერიუმი თუ სხვა. მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს კრიპტოს და შეჰყავს მის შესაძენად განკუთვნილი თანხის რაოდენობა, შემდეგ კი ასრულებს ქმედებას ღილაკით კონვერტაცია და აქტივი მომენტალურად აისახება მის კრიპტო საფულეში.

მიუხედავად იმისა, რომ Spot ბირჟა დამწყებთათვის ნაკლებად შესაფერისია და უფრო გამოცდილი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, Cryptal-ზე ეს გზა მაინც ხელმისაწვდომია, რაც აქტივის საუკეთესო ფასად ყიდვის შესაძლებლობაა.

დამწყებთათვის კრიპტოს ყიდვა კიდევ ერთი იოლი გზით არის შესაძლებელი და ეს გზა, პირდაპირ Visa/Mastercard ბარათებია. პროცესი ზუსტად იმგვარია, როგორც ამაზონზე ნივთის ყიდვა, მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს, ჩვენს შემთხვევაში კრიპტო აქტივს, წერს რაოდენობას და აკლიკავს ყიდვის ღილაკს. თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბარათიდან, ბალანსის შევსების გარეშე.

განაღდება:

დამწყებთათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საკუთარი აქტივების განაღდებაა. Cryptal რამოდენიმე მარტივ გზას სთავაზობს მომხმარებლებს:

  • საბანკო გადარიცხვა
  • საბანკო ბარათები
  • ნაღდი ფულის გამოტანა

მომხმარებლებს ანგარიშიდან აქტივების გასატანად შეუძლიათ საბანკო გადარიცხვა ან საბანკო ბარათები გამოიყენონ. ხოლო, თუ ვინმეს პლატფორმიდან ნაღდი ფულის გამოტანა სურს, ამის გაკეთება შესაძლებელია CreditService+ ფიზიკური ფილიალებიდან.

დახმარების გუნდი:

Cryptal-ზე ფუნქციონირებს დახმარების გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ მომხმარებელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთა შემთხვევაში, რომლებსაც შესაძლოა უცნობ ინდუსტრიასთან შეხებისას უამრავი კითხვა დაებადოთ. კრიპტალი მომხმარებლებს შემდეგი მეთოდებით სთავაზობს Support-თან დაკავშირებას:

მობილური აპლიკაცია:

Cryptal-ის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმაზე, როგორც Android-სათვის, ისე iOS მოწყობილობებისათვის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მათი სურვილისამებრ ჰქონდეთ წვდომა კრიპტო აქტივებთან.

  • ანდროიდი
  • iOS

უნიკალური ფუნქციები:

Cryptal მომხმარებლებს არამხოლოდ მარტივ ყიდვა/გაყიდვის ფუნქციას სთავაზობს, არამედ დამატებით, უნიკალურ შესაძლებლობებზეც უხსნის წვდომას:

  • SWAP - ერთი კრიპტო აქტივის მყისიერად მეორეში გადაცვლა
  • DUST-ის კონვერტაცია - მცირე რაოდენობის კრიპტო ნაშთების გაერთიანება და სტაბილურ ქოინად გადაქცევა
  • Visa/Mastercard-ით ყიდვა - სასურველი კრიპტო აქტივის პირდაპირ საბანკო ბარათებით ყიდვა

ლიცენზია:

კრიპტალი ქართული სარეგულაციო ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც მომხმარებლებისთვის მეტად დაცულობას ნიშნავს. პლატფორმა შესაბამისობაშია ყველანაირ KYC და AML პოლიტიკასთან, რაც მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიპტო აქტივებში შემოსვლას ინდუსტრიის რეპუტაციის გამო ყოყმანობენ.

Coinmania-ს მიმოხილვა: მთავარი ფუნქციები და დამატებითი ინფორმაცია

Coinmania საქართველოში შექმნილი კრიპტო ბირჟაა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ მომხმარებლებს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებულ ძირეულ სერვისებს სთავაზობს. ისევე როგორც Cryptal, Coinmania-ს აქვს ქართული ლარის მხარდაჭერა, მარტივი რეგისტრაცია და ბალანსის შევსების რამოდენიმე გზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ.

პლატფორმა Cryptal-თან იზიარებს იმ მნიშვნელოვან ფუნქციებსა და თვისებებს, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობა, იქნება ეს შესყიდვის პროცესის გამარტივება თუ სხვა.

პლატფორმის დიზაინი:

Coinmania ge მომხმარებლებს ქართულ ენაზე სრულად ფუნქციურ ინტერფეისს სთავაზობს, სადაც ხელმისაწვდომია ისეთი ძირითადი ფუნქციები, როგორიც არის ყიდვა, გაყიდვა და საკუთარი კრიპტო პორტფელის მონიტორინგი. ეს მას ისეთი გლობალური კონკურენტებისაგან გამოარჩევს, როგორიც მაგალითად Binance ან CEX არიან.

საერთო ჯამში, პლატფორმა დამწყებთათვის მარტივად ხელმისაწვდომია და ის მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა.

  • მარტივი
  • მინიმალისტური
  • ინტუიციური

Fiat ვალუტების მხარდაჭერა:

Cryptal-ის მსგავსად Coinmania-ზე მხარდაჭერილია ორი ძირითადი და ერთი ლოკალური ვალუტა:

  • ქართული ლარი (₾)
  • ა.შ.შ. დოლარი ($)
  • ევრო (€)

ბალანსის შევსების შემდეგ, ფიატ ვალუტა ავტომატურად კონვერტირდება სტაბილურ ქოინებში, რომელთაც ზუსტად იმავე ღირებულება აქვთ - 1 ა.შ.შ. დოლარი = 1 nUSD.

ბალანსის შევსება:

მომხმარებლებს ბალანსის შევსება შემდეგი გზებით შეუძლიათ:

  • საბანკო გადარიცხვა
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატები

ბალანსის შევსება შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ბანკების მეშვეობით. მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაითვალისწინონ, რომ ანგარიში ვერიფიცირებული უნდა იყოს, ხოლო ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშიდან.

დამატებით, სწრაფი გადახდის აპარატებით შესაძლებელია ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა - თიბისი ფეი, BOG Pay და ფეიბოქსი.

კრიპტოს ყიდვის გზები:

ვერიფიცირებულ მომხმარებლებს Coinmania ge კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეუძლიათ:

  • ყიდვა/გაყიდვა
  • ბირჟა

ყიდვა/გაყიდვის მეთოდი ყველას საშუალებას აძლევს მყისიერად გადააქციონ ფიატ ვალუტა კრიპტო აქტივად, Spot ბირჟაში ჩართვის გარეშე.

მარკეტის ფუნქცია კი, მომხმარებლებს აქტიურ სავაჭრო პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, თუმცა ეს მეთოდი უფრო გამოცდილი ინვესტორებისთვისაა განკუთვნილი.

განაღდება:

ყიდვის მსგავსად, Coinmania მომხმარებლებს განაღდების საშუალებას აძლევს შემდეგი მეთოდით:

  • საბანკო გადარიცხვა

მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ფიატ ვალუტა, რომელიც უნდა გამოიტანოს ანგარიშიდან, შემდეგ უნდა მიუთითოს IBAN კოდი და ასევე, აუცილებელია მიუთითოს ანგარიშის მფლობელის სახელი და გვარი. ამის შემდეგ, თანხის გამოტანა ხდება საბანკო გადარიცხვის გამოყენებით.

დახმარების გუნდი:

პლატფორმაზე დახმარების მიღება ძირითადად ორი გზით არის შესაძლებელი:

  • ლაივ ჩატი
  • ელექტრონული ფოსტა

დამწყებთათვის მომენტალური პასუხი და დახმარება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, როდესაც ისინი მათთვის სასურველ კრიპტო ბირჟას არჩევენ.

მობილური აპლიკაცია:

Coinmania-ს მობილური აპლიკაციის მხარდაჭერა არ აქვს.

უნიკალური ფუნქციები:

Coinmania ყურადღებას კრიპტო აქტივებით ვაჭრობის ძირითად ფუნქციებზე ამახვილებს, თუმცა არ აქვს ისეთი მოწინავე ინსტრუმენტები, როგორიც არის მცირე ნაშთების კონვერტაცია (Dust Convert) ან SWAP. მისი მთავარი უპირატესობა, სიმარტივე და ფიატ ვალუტებზე პირდაპირი წვდომაა, რაც პლატფორმას კარგ ადგილად აქცევს ისეთი მომხმარებლებისათვის, რომლებიც მარტივ ბირჟას ეძებენ.

ლიცენზია:

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პლატფორმა, რომელიც ციფრულ აქტივებთან მუშაობასა და ვირტუალური აქტივების მომსახურების გაწევას გეგმავს სხვა პირის სასარგებლოდ, Coinmania-ც ლიცენზირებულია შესაბამისი კანონმდებლობით - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASPs).

ფუნქციები: Cryptal და Coinmania დამწყებთათვის

ახლა, როცა ორივე პლატფორმა ინდივიდუალურად განვიხილეთ, გადავიდეთ მათ პირდაპირ შედარებაზე იმ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც დამწყებთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: რომელი ბირჟა არის დამწყებთათვის?

ანგარიშის შექმნა & ვერიფიკაცია

  • Cryptal: KYC პროცესი სწრაფია და მკაფიოდ გაწერილი ნაბიჯებით მიმდინარეობს. მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტების ატვირთვა როგორც მობილურით, ისე დესკტოპ მოწყობილობით, ხოლო ვერიფიკაცია უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე წუთში სრულდება.
  • Coinmania: KYC აუცილებელია, პროცესი ინტუიციური და გასაგებია. ორივე პლატფორმაზე – Cryptal-სა და Coinmania-ზე – რეგისტრაცია მარტივია.

პლატფორმის დიზაინი & მობილური აპლიკაცია

  • Cryptal: მარტივი, დამწყებზე ორიენტირებული დიზაინი, მყისიერი კონვერტაციის ფუნქციით, ინტუიციური ნავიგაციითა და აპლიკაციით, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ App Store-სა და Google Play-ში.
  • Coinmania: ფუნქციური, თუმცა ნაკლებად დახვეწილი დიზაინით. ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა ბალანსისა შევსება, შესაძლოა რთულად მოსაძებნი იყოს, განსაკუთრებით დამწყებისათვის.

ბალანსის შევსება

  • Cryptal: პლატფორმა მომხმარებლებს ბალანსის შევსებას სამი ვალუტის გამოყენებით სთავაზობს - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო. ხოლო უშუალოდ შევსების მეთოდები მოიცავს:
    - საბანკო გადარიცხვა
    - Visa/Mastercard ბარათები
    - სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (თიბისი ფეი, ბოგ ფეი, ლიბერთი ფეი და ფეიბოქსი)
    - CreditService+
  • Coinmania: კრიპტო ბირჟა მომხმარებლებს ბალანსის შევსებას ლარში, ა.შ.შ. დოლარსა და ევროში, შემდეგი გზების გამოყენებით სთავაზობს:
    - საბანკო გადარიცხვა
    - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები

მომხმარებელთა დახმარების გუნდი

  • Cryptal:
    - ლაივ ჩატი
    - ტელეგრამი
    - ელექტრონული ფოსტა
    - ფეისბუქ ჯგუფი
    - ზენდესკი
  • Coinmania:
    - ლაივ ჩატი
    - ელექტრონული ფოსტა

საკომისიოები

კრიპტო ბირჟებს შესაძლოა სხვადასხვა ტიპის საკომისიოები ჰქონდეთ - ბალანსის შევსებაზე, თანხის გამოტანაზე, ვაჭრობასა და ა.შ. მომხმარებლებმა, განსაკუთრებით კი დამწყებებმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს საკომისიოები და წინასწარ გადაამოწმონ ყველა დეტალი.

  • Cryptal: კრიპტალზე ბალანსის საბანკო გადარიცხვით შევსება 0% საკომისიო გადასახადით ხასიათდება. იგივე ვრცელდება ამ მეთოდით თანხის განაღდებაზე - ის სრულიად უფასოა. დამატებითი საკომისიოების ნახვა კი, ტარიფები & ლიმიტების გვერდზე შეიძლება.
  • Coinmania: Cryptal-ის მსგავსად, ანგარიშზე თანხის შეტანა საბანკო გადარიცხვის გამოყენებით საკომისიოებისაგან სრულიად თავისუფალია ქოინმანიაზეც. თუმცა, ანგარიშიდან თანხის გატანა იბეგრება 1 nGEL, nUSD-თა და nEUR-ით. სრული სიის ნახვა შესაძლებელია ტარიფების გვერდზე.

რატომ არის Cryptal დამწყებ მომხმარებლებზე უფრო ორიენტირებული ბირჟა?

საქართველოში დამწყები კრიპტო მომხმარებლებისათვის სწორი ბირჟის შერჩევა ხშირად ეყრდნობა ნდობას, სიმარტივესა და ფუნქციონალის მრავალფეროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პლატფორმა ციფრულ აქტივებზე წვდომას უზრუნველყოფს, Cryptal მიზანმიმართულად არის შექმნილი სწორედ იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ ინდუსტრიაში.

მარტივი ხელსაწყოები

Cryptal მომხმარებლებს უფრო მეტს სთავაზობს, ის მოიცავს დამწყებთათვის შექმნილ ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც კრიპტოსთან ურთიერთობას საგრძნობლად ამარტივებენ და არ საჭიროებენ სიღრმისეულ ტექნიკურ ცოდნას:

  • მომენტალური კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა ან გაყიდვა მარტივად, სავაჭრო პროცესში ჩაბმის გარეშე.
  • SWAP ფუნქცია - ერთი კრიპტო აქტივის მყისიერად მეორეში გადაცვლა.
  • DUST კონვერტაცია - მცირე კრიპტო ნაშთების ერთ სტაბილურ ქოინად გადაქცევა.

ეს ხელსაწყოები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ თავდაჯერებულად და ეტაპობრივად დაიწყონ კრიპტო სამყაროში მოგზაურობა, ზედმეტი სირთულეების გარეშე.

ბალანსის მარტივად შევსება და ნაღდი ფულის მხარდაჭერა

ბევრი დამწყებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა პლატფორმაზე ფულის შეტანაა. Cryptal ამ პრობლემას მარტივად აგვარებს, მომხმარებლებს საქართველოში მოქმედი ბანკების მეშვეობით სთავაზობს მომენტალურ საბანკო გადარიცხვებსა და ნაღდი ფულით შევსებას სწრაფი აპარატების გამოყენებით. მაგრამ ის, რაც დამწყებთათვის ნამდვილად ქმნის განსხვავებას, არის შემდეგი:

  • Visa/Mastercard ბარათებით ბალანსის შევსება

მომხმარებლებს მისი გამოყენებით შეუძლიათ ბალანსის შევსება ან საერთოდაც, პირდაპირ კრიპტოს ყიდვა, დამატებითი ნაბიჯების გარეშე.

სწრაფი და პროფესიონალი დახმარების გუნდი

როდესაც რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა ან მომხმარებელი მისთვის უცნობ ნაბიჯს აწყდება, Cryptal და მისი დახმარების გუნდი დასახმარებლად მუდმივად მზად არის:

  • ხელმისაწვდომია ლაივ ჩატი
  • ტელეგრამის ჯგუფში დახმარების პოვნა პრაქტიკულად 24/7-ზეა შესაძლებელი

სწორედ ამ მიზეზების გამო, Cryptal უბრალოდ კრიპტო ბირჟა არ არის, ეს ერთგვარი კარიბჭეა ბლოკჩეინ სამყაროში, საიდანაც ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანს საშუალება ეძლევა ჩაერთოს ციფრული აქტივების დიდ ინდუსტრიაში.

შეჯამება - რომელი კრიპტო ბირჟა არის დამწყებთათვის?

Cryptal-სა და Coinmania-ს შორის არჩევანი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც დამწყებთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია - სიმარტივე, დახმარების გუნდი, მარტივი წვდომა საკუთარ ციფრულ აქტივებთან და მხარდაჭერილი ფიატ ვალუტები.

Coinmania უზრუნველყოფს საბაზისო სავაჭრო ფუნქციონალს, თუმცა აკლია ის მარტივი და საჭირო ფუნქციები, რაც დამწყებ მომხმარებლებს სჭირდებათ, მაგალითად კრიპტოს პირდაპირ საბანკო ბარათებით შეძენა.

ხოლო Cryptal, მნიშვნელოვნად არის მორგებული დამწყებ მომხმარებლებზე, რომლებსაც ის სთავაზობს:

  • მარტივ და გასაგებ დიზაინს
  • საბანკო სერვისების სრულ ასორტიმენტს
  • ბალანსის მარტივად შევსებას
  • გამოსადეგ ფუნქციონალს - კონვერტაცია, SWAP და DUST-ის გადახურდავება
  • სწრაფ და პროფესიონალ Support გუნდს
  • ვებ და მობილურ აპლიკაციებს

ბირჟა და ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

  1. რა განსხვავება არის Cryptal-სა და Coinmania-ს შორის?
    ორივე, Cryptal და Coinmania, ლიცენზირებული ქართული კრიპტო ბირჟები არიან. ორივე პლატფორმა აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, რომ ციფრული აქტივების ყიდვა და გაყიდვა შეძლონ. მთავარი განსხვავება არის ბირჟების დამატებით ფუნქციონალს შორის.

  2. ლარის გამოყენება ორივე პლატფორმაზე შეიძლება?
    დიახ, თუმცა Cryptal მომხმარებლებს ლართან ურთიერთობისას გაცილებით მეტ შესაძლებლობას აძლევს ბალანსის შევსებისას, იქნება ეს საბანკო ბარათების გამოყენება, საბანკო გადარიცხვა თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. ლარის გამოყენება Coinmania-ზეც არის შესაძლებელი, თუმცა ანგარიშზე თანხის შეტანა ლიმიტირებული გზებით არის შესაძლებელი - საბანკო გადარიცხვა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები.

  3. რომელი კრიპტო ბირჟა არის უფრო უსაფრთხო დამწყებთათვის?
    ორივე პლატფორმა მიჰყვება KYC რეგულაციებს, სალიცენზიო პროცედურებსა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. ორივე ბირჟით სარგებლობისას მომხმარებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ და თავიანთი აქტივები უსაფრთხოდ განათავსონ.

  4. Cryptal-ს მობილური აპლიკაცია აქვს?
    კი. Cryptal-ის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისათვის.

  5. Cryptal-ის გამოსაყენებლად გამოცდილება საჭიროა?
    სრულებითაც არა. Cryptal-ის გამოყენება დამწყებთათვისაც ძალიან მოსახერხებელია. ისეთი ხელსაწყოები, როგორიც კონვერტაცია, SWAP და მცირე ნაშთების დაკონვერტირებაა მთლიანი პროცესის გამარტივებას ემსახურება. სწრაფი დახმარების გუნდი კი, ყოველთვის მზად არის პროფესიონალური დახმარების აღმოსაჩენად.

  6. რა კრიპტო აქტივებია Cryptal-ზე?
    Cryptal-ზე მხარდაჭერილია თითქმის ყველა ცნობილი და პოპულარული ციფრული ვალუტა. მათ შორის არიან ისეთი დიდი აქტივები, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC), USDT და სხვები არიან, იქნება ეს მიმქოინები თუ სტაბილური ქოინები.

დაიწყე კრიპტო მოგზაურობა Cryptal-თან ერთად

თუკი ადამიანი ციფრული ვალუტების ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამს, მნიშვნელოვანია რომ მან სწორი პლატფორმა შეარჩიოს. სწორედ ისეთი, რომელიც მის გამოცდილებასა და მიზნებს ზუსტად ერგება. Cryptal კი, მომხმარებლების პირველ ნაბიჯებს მარტივს, უსაფრთხოსა და ინტუიციურს ქმნის.

ქართული ლარისა და სხვა მნიშვნელოვანი ვალუტების მხარდაჭერით, მოსახერხებელი ფუნქციონალითა და სწრაფი დახმარების გუნდით კრიპტალი მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი დამწყებთათვის იდეალურ გარემოს ქმნის.

კრიპტო ინვესტირება რისკებს შეიცავს. ამ სტატიას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს და ის ფინანსური რჩევა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა რაიმე ტრანზაქციის განხორციელებამდე კარგად მოიკვლიოს საკითხი და მხოლოდ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

Support